რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი, რომან კოსტენკო „რადიო NV“-ის ეთერში საუბრობს იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა შეერთებულ შტატებში, ოპერაცია “ობობას ქსელზე”. მისი თქმით, სანამ “ობობას ქსელი” ამოქმედდებოდა, რუსები მუდმივად ცვლიდნენ თავიანთ ბომბდამშენების პოზიციებს.
Category: სლაიდერი
-
„პუტინისთვის უდიდესი სირცხვილია“- ომის ექსპერტი განმარტავს, თუ როგორ ეცდება რუსეთი აეროდრომებზე იერიშის გამო შურისძიებას
”მასშტაბური სპეცოპერაცია „ობობას ქსელის“, რომელიც სბუ-მ 1 ივნისს ჩაატარა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე. უფრო მეტიც — მან დარტყმა მიაყენა კრემლის ბირთვულ სტრატეგიასაც. სწორედ ამიტომ, რუსეთი საპასუხო იერიშისთვის მოემზადება” – განაცხადა ამის შესახებ ავსტრიელმა ომის ექსპერტმა და პოლკოვნიკმა მარკუს რაისნერმა გამოცემა Welt-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინული დრონებით განხორციელებული იერიში საბრძოლო ავიაციაზე მოულოდნელი და საკმაოდ ეფექტური იყო. ექსპერტმა ოპერაციის მასშტაბი შეადარა 1940 წელს ტარანტოში იტალიური ფლოტის წინააღმდეგ ბრიტანული ტორპედო-ბომბდამშენების შეტევას, ასევე 1941 წელს იაპონიის მიერ ამერიკული პერლ ჰარბორის დაბომბვას.
- რუსეთის დანაკარგების მასშტაბი
უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს 41 რუსული ბომბდამშენი, რომელთაგან ბევრი უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდა. მარკუს რაისნერის თქმით, ეს თვითმფრინავები რუსეთის საბრძოლო ავიაციის ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დღემდე.
-
ომის კანონების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ აბსოლუტურად კანონიერ სამიზნეებზე – მალიუკი
“მტრის ბომბდამშენების განადგურება უკრაინის პრეზიდენტის, უზენაესი მთავარსარდლის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანაა“-განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა.
“ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ აბსოლუტურად კანონიერ სამიზნეებზე – სამხედრო აეროდრომებსა და თვითმფრინავებზე, რომლებიც ბომბავენ ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს”- აცხადებს მალიუკი
გუშინ, 1 ივნისს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ოთხ სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომზე იერისები მიიტანეს, რის შედეგადაც განადგურდა 41 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95, Tu-22M3 და Tu-160. უკრაინული სპეცოპერაციის შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო.
ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო აღსრულება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს დაევალა.
-

ამერიკული კანონმდებლობაა და არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია – იოსელიანი ე.წ. FARA-ზე
რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას, პარალელი გავავლე გამჭვირვალობის შესახებ კანონთან. გამჭვირვალობის კანონი როცა იქნა დაინიცირებული, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს. ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და, შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს საქართველოში, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონი მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ
განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.
-

\სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს – ხაბეიშვილი
„ცხადია, მომხრე არ ვარ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში იყოს და არ მგონია, მაინცდამაინც ნორმალური, რომ ასე უმიზეზოდ ეს ადამიანები ციხეში მიდიოდნენ, თუმცა ცხადია, პატივს ვცემ მე მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, გაუტკბა წულუკიანს და ტუქსავს [ხალხს]. ყველა, ვინც მანდ მიდის, მისი მოსწავლე ჰგონია და თითებს უქნევს.
ცხადია, მაგ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და თავს მოვაჭამდი წულუკიანს. წულუკიანმა რა კითხვა უნდა დამისვას, მართლა მაინტერესებს. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინმე ამ ადამიანს პასუხს გასცემს. მამამისი ხვრეტდა ქართველებს. მკვლელის ინსტინქტები აქვს ამ ადამიანს. როგორი ოჯახიდანაც გამოდის წულუკიანი, აბსოლუტურად ისე იქცევა – „ამას ჩამოხრჩობა, იმას დილეგში დაჭერა, იმას ციხე, ამას ის“ და ჭკუას გვარიგებს. მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვინმე ამ ადამიანთან მივა და შეახსენებს, რომ დახვრეტა რომ გააუქმეს, მამამისი მერე ხვრეტდა ადამიანებს. იგივე სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური დიდი მონოტორული იმით რომ სხედან. ბოდიში ეს და მართლა „პატარა კაცები“. ამათ ვინმე თუ პასუხს გასცემს სამშობლოს ღალატისთვის და მათ
ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმი” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
-

უნიკალური ოპერაცია იყო, ერთ-ერთი ოფისი პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა. დავარტყით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს – ზელენსკი
თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო, ყველაზე საინტერესო და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში. ვადასტურებ, რომ დავარტყით სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს. სამიზნეებზე დარტყმის დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. ყველა, ვინც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს,
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული ოპერაციაზე. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ოპერაციის ოფისი რუსეთის ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მდებარეობდა. მისი თქმით, განადგურებულია რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ი.
ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა, ვინც აღნიშნულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, უკვე სამშობლოშია და უსაფრთხოდაა.
-
საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 31 მოქალაქე გავაძევეთ
შსს-ს ცნობით, სამინისტროსა და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს.
საქართველოდან გააძევეს – ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და ერაყის მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
-
საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა – “ტაბულა”
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა – ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან ”ოცნების” წევრები – მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე ჩავიდნენ.
ამასთან, ტაბულას ცნობით, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს “ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან”.
გამოცემის ცნობით, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული პრივილეგიების შეზღუდვით, პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამ წევრამდე შეზღუდოს, ხოლო ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში, ამ სამიდან ერთი ადგილი ოპოზიციისთვის გამოიყოფა. შედეგად, საქართველოს დელეგაცია, შეზღუდული უფლებამოსილებებით, ვერ შეძლებს სესიაზე შესწორებების წარდგენას და ვერ მიიღებს მონაწილეობას GSM სემინარებში, ქვედასაკომიტეტო ვიზიტებსა და NATO-ს საორიენტაციო და სხვა სატრენინგო პროგრამებში.
“ტაბულა” წერს, რომ სესიების განმავლობაში კომიტეტების თავმჯდომარეებსა და პრეზიდენტს ექნებათ უფლებამოსილება, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცენ საქართველოს წარმომადგენლებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დრონებით იერიშებით დაარტყეს, 41 ბომბდამშენს, მათ შორის — А-50, Ту-95, Ту-22 М3 და Ту-160.
