Category: სლაიდერი

  • დაძველდა სანქციები, სანქციებით ვეღარავის აშინებენ – კალაძე

    დაძველდა სანქციები, სანქციებით ვეღარავის აშინებენ – კალაძე

    დაძველდა ეს სანქციები. სანქციებით ვერავის ვეღარ აშინებენ, როდესაც საქმე ეხება შენს სამშობლოს, მის ინტერესს. ჩვენ ამ სიგიჟეში გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და მისი ინტერესების გატარება. ჩვენ რატომ ვართ პოლიტიკაში, ხალხი რატომ გვიჭერს მხარს? პირველ რიგში, ჩემი ხალხის და ქვეყნის ინტერესი უნდა გავატარო და არა გარედან მიღებულ ბრძანებას დავემორჩილო, რომ ქვეყანა სანქციებს მიუერთდეს ან ჯარი მოვამზადო. მე ხომ ვიცი, რომ აღნიშნული სანქციები ჩემი ქვეყნის ეკონომისთვის იქნება დამაზიანებელი. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, რატომ, მაიძულებ გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩემი ხალხისთვის დამღუპველი იქნება? სანქციებზე ამბობდნენ, ჩვენ ეს როდის გვითქვამსო და მერე პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს, სადაც წერია, რომ საქართველო ისჯება სანქციებზე არმიერთების გამო. როდესაც გეუბნებიან, წადი კედელს დაეტაკაო და იცი, რომ თავი გაგიტყდება, გიჟი ხომ არ ხარ, რომ დაეტაკო?

    თბილისის მერი კახა კალაძე.

  • ბრიტანეთმა საქართველოს საქმეთა რწმუნებული დაიბარა და ოცნების პოლიტიკა გააპროტესტა

    დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე გამოიძახადა პროტესტი გამოთქვა “ქართული ოცნების” მხრიდან გაერთიანებული სამეფოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებისა” და “საჯარო თავდასხმების” წინააღმდეგ.

    “გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მხრიდან თავისუფლების შეზღუდვისა და წინააღმდეგობის ჩახშობის უახლესი მცდელობაა

    საარჩევნო კონკურენტების დაკავება წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერ ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან, თუკი ეს “ქართულ ოცნებას” შემორჩა, და მათსავე კონსტიტუციურ ვალდებულებებთანაც.

    გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არ მოერიდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, თუკი საქართველო დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვას არ დაუბრუნდება”. – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა.

  • რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ ბრიტანეთი “ოცნების” ჩამოსაშორებლად ძალისხმებას აძლიერებს

    რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს ” ქართული ოცნების” ჩამოსაშორებლად ძალისხმებას აძლიერებს. მათი მტკიცებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “დესტრუქციული საქმიანობისთვის” შეაგროვა ასამდე ახალგაზრდა, სტუდენტი, ფემინისტური და LGBT მოძრაობების წევრები. СВР-ში ირწმუნებიან, რომ ამ ორგანიზაციების მეშვეობით დიდი ბრიტანეთი ოცნების მმართველობის დასრულებას აპირებს.

    “რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო გატყობინებთ, რომ СВР-ში შემოსული ინფორმაციით, დასავლეთში გაღიზიანებული არიან საქართველოს მისწრაფებით, გათავისუფლდნენ ე.წ. ლიბერალურ-გლობალისტური ძალების თავს მოხვეული მეურვეობისგან, რომელიც უცხოა ქართველი ერის ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით აღაშფოთებთ დასავლეთელებს ის, რომ თბილისი, ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ, მ. სააკაშვილის დროს, იყო “დემოკრატიზაციის ლოკომოტივი” ამიერკავკასიაში, უფრო და უფრო მეტად ბრუნდება “ავტორიტარული გზისკენ”, მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესების დაყენებით.[…] “საქართველოსთვის ბრძოლას” ხელმძღვანელობენ ბრიტანელები. ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ოპოზიციური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რაც მიზნად ისახავს მათი ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას. დესტრუქციული საქმიანობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოაგროვა ასამდე ახალგაზრდებისა და სტუდენტების, ფემინისტური მოძრაობების, LGBT საზოგადოების სტრუქტურების გაერთიანება.

    შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები აპირებენ  “დესტრუქციული კრეატივით დამუხტულ” ორგანიზაციებს უბიძგონ ოპოზიციურ პარტიებთან ძალების კონსოლიდაციისკენ. ლონდონის გათვლებით, ამან უნდა “შეაჯანჯღაროს” სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას “მეორე სუნთქვა” და მოაბილიზოს ახალი ეტაპისთვის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი პარტია ქართული ოცნების ძალაუფლებიდან მოშორებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა “აქტივისტებისთვის” დესტრუქციული მეთოდების შესწავლას. მომავალ “ბოევიკებს” შეასწავლიან, როგორ გაუწიონ წინააღმდეგო პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, თავიდან აიცილონ ხელისუფლების “ციფრული” კონტროლი და როგორ მოამზადონ დივერსიები. როგორც ჩანს, ანგლოსაქსებს არანაირად შეუძლიათ შეეგუონ თბილისის მიერ მათ ყურმოჭრილ ვასალთა რიგების დატოვებას. ქართული ოცნების მმართველობა მათ დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს და ლონდონს ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ხელისუფლების ეროვნულ ორიენტაციას.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინამ რუსეთში მდებარე ისკანდერის სარაკეტო სისტემებზე იერიში მიიტანა

    უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსულ სარაკეტო სისტემებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ,  უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

    ერთი ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა მთლიანად განადგურდა და სერიოზულად დააზიანა ორი. სამიზნე იყო რუსეთის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე გასროლა სცადა. ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობაში, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის კონცენტრაციის ადგილზე.

    რუსეთის არმიის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, ბრიანსკის რეგიონის ქალაქ კლინციდან, ცდილობდა ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის სავარაუდოდ, კიევის დაბომბვას.

    ეფექტიანის დაზვერვის წყალობითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეები წარმატებით დაიბომბა. ერთი რუსული სარაკეტო სისტემა აფეთქდა, კიდევ ორი სავარაუდოდ დაზიანდა.

    დარტყმის შედეგები დგინდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ოპოზიციური პარტიებო, ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაზე კამპანია – ჩერგოლეიშვილი

    ოპოზიციური პარტიებო, ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაზე კამპანია – ჩერგოლეიშვილი

    ოპოზიციურო პარტიებო, არათუ პარტიასთან, არამედ გიგასთანაც არ შემითანხმებია (მგონია, რომ მოეწონებათ აზრი) და უბრალოდ გთავაზობთ:

    1. ჩვენ ჩავატაროთ ერთად თვითმმართველობის არჩევნების კამპანია.

    2. ოღონდ ეს კამპანია იყოს თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაზე და დაეთმოს ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნებას რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში.

    სხვა კამპანია ჩავატაროთ – ეროვნულ პროექტებზე ვისაუბროთ, რაც რეჟიმის ცვლილებას მოყვება.

    მე რკინის ჩლიქებს გავიკეთებ და მატორიანი თხასავით ვივლი – თუ ეს მოხერხდა

    წერს ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • მუხლები, რომელსაც “ოცნება” ტელევიზიებს ედავება, ცენზურის დაწესების და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია – საია

    “მუხლები, რომელსაც “ოცნება” ტელევიზიებს ედავება, ცენზურის დაწესების და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია ” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფორმულას და ტვ პირველის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ქართული ოცნების მიერ წარდგენილ საჩივრებს გამოეხმაურა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება” მაუწყებლობის შესახებ კანონის (შემდგომში – კანონი) დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის „ფორმულას” და „ტვ პირველს“. საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები. ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიებას.

    მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს, რომელიც, თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე, მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც.

    ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში – კონვენცია) მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ვრცელდება მედია თავისუფლებაზე. მუხლი იცავს არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ზოგადად დადებითად მიიღება საზოგადოების მიერ, არამედ იცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეიძება უსიამოვნო, შოკის მომგვრელი ან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა. მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ფართო დისკრეციას უტოვებს მედია საშუალებებს სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში და იცავს, მათ შორის, პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიის შესახებ შედარებით მკვეთრი ტერმინებით გაკეთებულ კომენტარებს და სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, მანამ სანამ მათ წვლილი შეაქვთ საჯარო პოლიტიკურ დისკურსში.

    საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს პრესის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც სახელმწიფოს ეკრძალება ცენზურის დაწესება და ისეთი საკანონდემბლო ჩარჩოების მიღება, რომლებიც დისპროპორციულად ერევა მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში.

    მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან “უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს” (The press was to serve the governed, not the governors). კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს. საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ.

    ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტული, ხოლო ინდივიდი – ღირსებადაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs). აქედან გამომდინარე, ცენზურის აკრძალვა გულისხმობს, არა მხოლოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შედეგთან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევის აკრძალვას, არამედ ამგვარი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებასაც”, – წერია განცხადებაში.

  • ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, გასაკვირი და გაუგებარია – ზურაბიშვილი

    „ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი. ყოველდღიურად ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში, რომ არანაირი ნდობა არ შეიძლება არავის ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ ასეთი სასამართლო რომელიმე არჩევნებში რომელიმე დავას გაამართლებს რომელიმე პარტიისთვის. თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ. ასევე, მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან არამხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. შემოტანილია სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების დიდი შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება.

    შეკრების თავისუფლება პრაქტიკულად არ არის. ვინმემ მითხრას სად არის საჯარო სივრცეები, თბილისშიც კი ძნელი მოსაპოვებელია. რუსთაველზე თუ გაივლი, გაისეირნებ, ეს საკმაოდ ძვირადღირებული გასეირნება გამოდის.

    კანონმდებლობის კუთხით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არათუ რამენაირად გამოასწორებს გაყალბებას, რაც წინა არჩევნებში იყო, არამედ უფრო დამძიმდა ეს. ცესკო ისეთივეა როგორც იყო. დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლებიც იშვიათად მოდიან. ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში დიასპორა არ იღებს მონაწილეობას. ამ პირობებში, ვინმეს თუ აქვს რაიმეს იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, შეიძლება რაღაც არ ვიცი. ვერ ვხედავ როგორ შეიძლება ამან გამარჯვება მოიტანოს და არ მოიტანოს იმედგაცრუება იმ საზოგადოებაში, რომელიც იბრძვის ამდენი თვეა, იმ ადამიანებში, რომლებიც არიან ციხეში. როგორ შეიძლება შეხვიდე არჩევნებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?!“

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

  • აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გადადგა

    საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი გადადგა. დანიგანი მიიღო პენსიაზე გასვლის პირადი გადაწყვეტილება და საქართველოს ივლისში დატოვებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ “ოცენებას” მისი გაწვევა არ მოუთხოვია.

    “მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

    ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

    მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.

    მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ”. – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • მერობას ვაპირებ და ვაპირებ რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება ვინც ხართ – კალაძე

    მერობას ვაპირებ და ვაპირებ რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება ვინც ხართ, დაგამარცხებთ ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამისს ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა.

    განაცხადა  თბილისის მერმა კახა კალაძემ.

  • ხაშურში,საკუთარ სახლში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

    “მთავარის” ინფორმაციით, ხაშურში, 9 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა უგონო მდგომარეობაში იყო და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებე, რომ გამოძიება  სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
    სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.