Category: სლაიდერი

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით “კოკაინი”, “მარიხუანა” ამოვიღეთ – შსს-მ 1 პირი დააკავა

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით “კოკაინი”, “მარიხუანა” ამოვიღეთ – შსს-მ 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის”, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
    მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის”, ,ასევე,ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვა.

    დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სამართალდამცველებმა, ბათუმში,ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი”, ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ჩინეთი ის ზესახელმწიფო, ყველამ რომ უნდა მიბაძოს – კობახიძე

    ჩინეთი ის ზესახელმწიფო, ყველამ რომ უნდა მიბაძოს – კობახიძე

    ვფიქრობ, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ზესახელმწიფო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე, მოდერნიზაციასა და ეკონომიკის განვითარებაზე, და შედეგებიც, ვფიქრობ, სახეზეა. კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში

    განაცხადა ამის შესახებ, “ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

  • კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა – პუტინი

    “რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?”

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

  • ევრობარომეტრის კვლევა, რომლითაც EU-ს მიმართ ნდობა შემცირებულია, GORBI-მ ჩაატარა – Civil.ge

    ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა – GORBI-მ ჩაატარა.  GORBI სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო მედია “იმედისთვის” წინასაარჩევნო ეგზიტპოლებს ატარებს.

    ინფორმაციას  Civil.ge ავრცელებს და აცხადებს, რომ GORBI-მ მათთან კვლევის საქართველოში ჩატარება დაადასტურა.

    ევრობარომეტრის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის შემოდგომაზე 58% იყო.

  • „ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა” – ამ შეძახილების გამო, შსს ალბი კორძაიას წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება და პატიმრობას ითხოვს

    „ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა; თეა წულუკიანი არის რუსი, ანწუხელიძე გმირია, ის პიარს არ შეეწირა, სამშობლოს შეეწირა; წულუკიანო, შენ რუსო, ქვეყნის მოღალატე“.  – ამ შეძახილების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტივისტ ალბი კორძაიას, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება და  მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

    საქმის მოსამართლე, მანუჩარ ცაცუაა.

    პროცესზე დაიკითხა ოქმის შემდეგენლი პოლიციელი გიორგი გოგოლაძე, რომელმაც თქვა, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა და სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოახდინა ალბი კორძაიას იდენტიფიცირება.

    ცნობისთვის, 11 აპრილს თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე  თქვა, რომ „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. ამ განცხადების შემდეგ,  აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ და წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს.

    „საღამოს საათებში, რომელიც არ იყო ღამე, მივედი წულუკიანთან და ვთქვი, რაც იყო სათქმელი. მე წულუკიანთან არ მივიდოდი, რომ არ ყოფილიყო პრეისტორია, რომ არ ეთქვა, რომ ანწუხელიძე არის პიარს შეწირული ადამიანი“, – თქვა სხდომაზე ალბი კორძაიამ.

     

  • სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დანაშაულებს ჩადიან – მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ – იუკნევიჩიენე

    სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დანაშაულებს ჩადიან – მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ – იუკნევიჩიენე

    „სანქციებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ, რა თქმა უნდა, ისინი ცვლიან მხარდაჭერას, შეუჩერდა მთავრობას ფინანსური მხარდაჭერა და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ვერ აწესებენ სანქციებს. ევროპული საბჭო ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ უნგრეთის გამო, რომელიც ამ რეჟიმთან ძალიან დაახლოებულია, უნგრეთი და უნგრელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ საუკეთესო მეგობრები არიან და ბლოკავენ სანქციებს. ამის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 25-ზე მეტი წევრი სახელმწიფო დაუწესებს სანქციებს ამ რეჟიმს. ეს არის აღნიშნული ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ანგარიშში და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. გაერთიანებული სამეფოც ხმამაღლა საუბრობს ამ საკითხზე, მაგრამ ვისურვებდი გაერთიანებული სამეფოს მეტ ჩართულობას. შეერთებული შტატებიც, „MEGOBARI აქტი“, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ასევე სანქციებს ეხება. ეს არის ძალიან ძლიერი აქტი შეერთებული შტატებისგან. ეს აქტი ახლა სენატშია და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე მიიღებენ მას.

    ევროპარლამენტის წევრების საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს ჩემი მესიჯი იყო, რომ ძალიან გარკვევით ვხედავთ, რომ სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებს ჩადიან. მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ, რადგან ბევრი მათგან ევროპაში ცხოვრობს. ამის გარეშე არ იქნება ახალი არჩევნები. სანქციები არის ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ხალხს, ჰქონდეთ ევროპული მომავალი”.

    ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ”ოცნება” ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს

    ქართული ოცნება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. ინფორმაციას ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი, თემურ სუყაშვილი ავრცელებს.

    “ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები მადარდებს. ამ (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ: როსტოვის, კრასნოდარის, ლომონოსოვის და უნივერსიტეტებისთვის არ გაწირონ ისინი. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ ამ პოსტს “მისქრინავენ” ან „მოაკოპირებენ“ და გადააზიარებენ. იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე. ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ. ამ პირობებში, ჩვენთან ისევ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს (უბერავს კიდევაც). მე აღარ მესმის, ამის და სხვა უფრო მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ, კიდევ როგორ გწამთ და გჯერათ პარტიის?” – წერს სუყაშვილი.

  • ამოღებულია “ჰეროინი”, “ალფა-პვპ”, “მეტადონი” – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

    ამოღებულია “ჰეროინი”, “ალფა-პვპ”, “მეტადონი” – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1975 წელს დაბადებული ი.დ., წარსულში ნასამართლევი პირები, 1989 წელს დაბადებული შ.ჯ., 2006 წელს დაბადებული გ.კ., 1983 წელს დაბადებული ე.ა. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული ე.დ., 1999 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.

    დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები “ჰეროინი” “ალფა-პვპ” “გამომშრალი მარიხუანა” და “მეთადონი”.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ფული.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 261-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია უწყების მიერ გავრცელბულ განცადებაში.

  • ტელეარხებისთვის ცენზურის დაწესებით ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება  – ზურაბიშვილი

    ტელეარხებისთვის ცენზურის დაწესებით ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება – ზურაბიშვილი

    დარჩენილი ორი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხისთვის ცენზურის დაწესება, რაც მძიმე ჯარიმებისთვის და მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერებისთვის ნიადაგს ამზადებს, ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ახალი ნაბიჯია, რომლითაც რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება. აშშ-სა და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოვუწოდებ!

    აცხადებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • ზურაბიშვილთან განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები – ანტონიო კოშტა

    “სატელეფონო საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები.

    საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს”,

    ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.