Category: სლაიდერი

  • „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

    ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა.

    სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

    იქამდე, 30 ივნისს, გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.

     

  • გაათავისუფლეთ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი! – PEN International

    “დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი, ზვიად რატიანი” –  საქართველოს პენცენტრი და PEN International-ი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

    გთავაზობთ პენ საქართველოს და Pen International-ის ერთობლივი განცხადების თარგმანს. ორიგინალი იხილეთ აქ:

    ”ზვიად რატიანს დაუსაბუთებლად მკაცრი სასჯელი ელის განსხვავებული მოსაზრებების გამო. ჩვენ  მამაცი ქართველი ხალხთან ერთად ვართ მაშინ, როცა ხელისუფლება საგანგაშოდ სწრაფი ტემპით ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, — განაცხადა მა თიდამ,  PEN International-ის კომიტეტის „მწერლები ციხეში“  თავმჯდომარემ.  

    2025 წლის 1 ივლისი — საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე, — განაცხადეს დღეს PEN International-მა და პენ საქართველომ. რატიანს პოლიციელზე თავდასხმის გამო არაპროპორციულად მძიმე სასჯელი ელის  თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე.


    ზვიად რატიანი,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, 2025 წლის 23 ივნისს პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც მან პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელს სილა გააწნა. საქმე ვითარდება საქართველოში მზარდი ადამიანის უფლებების კრიზისის ფონზე, როდესაც სისტემურად იდევნება დამოუკიდებელი ხმები და იდევნება ზვიად რატიანიც.

    რატიანს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1)-ე მუხლით (პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2025 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა და გლდანის ციხეში გადაიყვანა, სადაც ის ამ დრომდე  რჩება. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აგვისტოსაა ჩანიშნული. PEN International-მა და პენ საქართველომ გადაამოწმეს ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ რატიანის ქმედებას პოლიციელისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია — სამართალდამცავი არ დაშავებულა. 200-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა ხელი მოაწერა სოლიდარობის წერილს, რომელიც პენ საქართველომ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ ერთად შეიმუშავეს.

    პენ საქართველომ გვაცნობა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს ზვიად რატიანი თბილისში პოლიციამ სასტიკად სცემა. რატიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის ცხვირის და ზურგის მოტეხილობები. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2024 წლის 2 დეკემბერს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 172-ე მუხლები) ბრალდებით. გათავისუფლების შემდეგ რატიანს საკუთარ სახლთან ისევ სცემეს უცნობმა პირებმა. მანამდე, 2017 წელს პოლიციასთან ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, რასაც პატიმრობა მოჰყვა, ის იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ავსტრიაში ეცხოვრა.

    საქართველოში გასულ წელს დაწყებულ პროევროპულ და ანტისამთავრობო პროტესტებს  პოლიცია დღემდე ძალადობით, მათ შორის − წამებითა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით უპირისპირდება, რისთვისაც არავინ დასჯილა. ჟურნალისტები ადასტურებენ,  რომ მიზანმიმართულად იქცნენ პოლიციის ძალადობის სამიზნედ, რის შედეგადაც ბევრი მათგანი სერიოზულად დაშავდა, რამდენიმე შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაც გახდაც საჭირო. ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს ხულიგნობისა და თავდასხმის მუხლებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.

    ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება საგანგაშო ტემპით იღებს რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, ასევე სამიზნედ ირჩევს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. PEN International-ი და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას  ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებს.

    დამატებითი ინფორმაცია:

    ზვიად რატიანი 1971 წლის 5 იანვარს დაიბადა. ის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ქართველი პოეტი და მთარგმნელია.

    რატიანი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. ასევე, თარგმნის ინგლისურ და გერმანულ პოეზიას − ტ. ს. ელიოტს, ეზრა პაუნდს, რობერტ ფროსტს, რაინერ მარია რილკესა და პაულ ცელანს. ზვიად რატიანის ლექსები ნათარგმნია ათობით ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, აზერბაიჯანულად, უკრაინულად და ლატვიურად. 2010 წელს მას მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის („ნეგატივი“), ხოლო 2016 წელს ლიტერატურული პრემია “ლიტერა” ასევე საუკეთესო პოეტური კრებულისთვის („შენთვის შეიძლება“).

    ასევე, უსამართლოდაა წინასწარ პატიმრობაში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ის 2025 წლის იანვარში დააკავეს. თუკი დამნაშავედ ცნობენ, მასაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმის დაუსაბუთებელი და მძიმე ბრალდების გამო. ამაღლობელი დაავადებულია კერატოკონუსით — პროგრესირებადი თვალის დაავადებით და ციხეში ყოფნისას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა. PEN International-ი და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

    განცხადებას შეუერთდა Pen America-ც. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. ჩვენ ვუერთდებით PEN International-სა და პენ საქართველოს მწერლებისა და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად, მაშინ, როცა ხელისუფლება ზღუდავს თავისუფალი გამოხატვასა და ადამიანის უფლებებს.” – ნათქვამია განცხადებაში. 

  • პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

    “ოცნების” პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.

    მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

    კომიტეტს აქამდე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.

  •  ბევრია, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს – ზახაროვა

     ბევრია, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს – ზახაროვა

    „საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან. რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • ივანიშვილი და მისი კრუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე – ბრიტანელი პარლამენტარი

    “ძალიან საპატიო იყო, რომ ზურაბ ჯაფარიძებ ციხიდან თავის ძლიერ წერილში მახსენა.

    ივანიშვილი და მისი კრუმპირებული მთავრობა დაუყონებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე.

    ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმარი იმსახურებენ თავისუფლებასა და სამართალს – ახლავე”

    ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  • ”ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია – ბენჟამინ ჰადადი

    „ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს მივიღე მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყოსტივენ დოუთის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

    ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს”

    ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ პლკატფომრა x-ზე წერს.

  • კანონში ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები – საია

    კანონში ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები – საია

    ”კანონში ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები” – ასე აფასებს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ქართული ოცნების მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილ რეპრესიულ ცვლილებებს.

    საქართველოს პარლამენტში 2025 წლის 18 ივნისს ,,ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები დაჩქარებულად განიხილეს და 27 ივნისს მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები.   განსაკუთრებით საყურადღებოა კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება და ცილისწამებისთვის მტკიცების ტვირთის გადატანა მოსარჩელიდან მოპასუხეზე. ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ჩანაწერი იცვლება „შესაბამისი პასუხისმგებლობით“. საგანგაშოა, ასევე, კონფიდენციალური წყაროსა და პროფესიული საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით გატარებული ცვლილებები. ასევე, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გავრცელება ცვლილებების მიღებამდე პერიოდზეც იქნება შესაძლებელი, რაც, საიას შეფასებით, არღვევს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს. 

    ქვემოთ მიმოხილულია ცვლილებები: 

    • კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება და საჯარო პირების მიმართ ცილისწამების მოწესრიგება

    კვალიფიციური პრივილეგია ცვლილებებამდე წესრიგდებოდა შემდეგნაირად: იგი გულისხმობდა გამოხატვის უფლების დაცვას არსებითად  მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის ისეთ შემთხევაში, თუკი [გამომხატველმა]:

    • მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; 
    • იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; 
    • მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; 
    • მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; 
    • მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

    კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტს. კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების უფლება მოიცავს შეურაცხყოფის, კრიტიკის, კომენტარის გაკეთების ან მათ შესახებ საუბრის უფლებას, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების ასპექტებზე. კვალიფიციური პრივილეგიის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ დისკურსს საჯარო და თანამდებობის პირების შესახებ, რადგან, რაც უფრო მნიშვნელოვანია საჯარო ფიგურა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას ან ნებისმიერ საჯარო ფუნქციას ასრულებს და არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, მით უფრო მეტად ტოლერანტული უნდა იყოს ის მის მიმართ დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების შესაბამისად აზრთა ცვლაზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თუნდაც დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ ან შოკისმოგვრელ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს შეეხება. 

    სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი ასევე მაღალი სტანდარტით იცავს გამოხატვის თავისუფლებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვა შეეხება პოლიტიკურ სფეროში მოღვაწე პირებს და საჯარო ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საჯარო დებატებს. ყველა საჯარო პირი, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორიცაა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, ლეგიტიმურად ექვემდებარებიან კრიტიკას და პოლიტიკურ ოპოზიციას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაუშვებლად მიიჩნევს რაიმე სახის გამონათქვამების შეზღუდვას იმ მიზნით, რომ დაცული იყოს ხელისუფლება, საჯარო ინსტიტუციები და მათი წარმომადგნელები კრიტიკისგან, უპატივცემულობისგან და ცილისწამებისგან. 

    კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ სტანდარტებს. თავისი არსით, კვალიფიციური პრივილეგია საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიიღონ მონაწილეობა საჯარო პოლიტიკურ დისკურსში, გააკრიტიკონ და აზრი გამოთქვან მაღალი თანამდებობის პირებზე, რისი უფლებაც მოქალაქეს ლეგიტიმურად აქვს. მე-15 მუხლის ამოღება იწვევს ამ უმნიშვნელოვანესი დაცვის გარანტიის ფაქტობრივად გაუქმებას.  აზრისა და გამოხატვის თავისუფლება პიროვნების სრული განვითარების აუცილებელი პირობაა. ეს უფლება აუცილებელია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის, რადგან ის წარმოადგენს ყველა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს. 

    • მტკიცების ტვირთის განაწილება ცილისწამების საქმეებზე

    ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ცილისწამების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გადატანას მოსარჩელიდან მოპასუხეზე. საჯარო ფიგურების მიმართ აზრის გამოხატვის სისწორეზე მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე წარმოადგენს „მცდარობის პრეზუმციის” დაწესებას. ჟურნალისტები თავისუფლები უნდა იყვნენ დაამტკიცონ თავიანთ პუბლიკაციებში მითითებული ფაქტების სიმართლე უბრალოდ იმის ჩვენებით, რომ ისინი სამართლიანად და პასუხისმგებლობით მოქმედებნენ. კანონში მოქმედი ჩანაწერი შეესაბამებოდა ამ სტანდარტს და მისი შეცვლით უკიდურესად ეცემა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი საქართველოში.

    მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს მედიის მიმართ აღძრულ საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეებში (SLAPP), როდესაც საქმეები ფიქციური მიზნით იწარმოება, და, მოსარჩელის მიზანი, არა საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ, კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობაა. ამ ტიპის საქმეების ანალიზი აჩვენებს სასამართლო ხელისუფლების უამრავ პრობლემურ მიდგომას, მათ შორის: სარჩელების არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროვებულ ვადებში განიხილვა, სასამართლო გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე დაკისრება, სასამართლო ე.წ. ცილისწამების სარჩელის საფუძვლიანობას ფორმალურად მიდგომა და შესაძლო ფიქციური მიზნის არ შემოწმება. პრობლემურია, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების კოლიზიისას სამართლიანი ბალანსის დადგენის კუთხით. ბოლო საკანონმდებლო ცვლილება კიდევ უფრო გააუარესებს ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიდგომას და მეტად შეზღუდავს მედიის თავისუფლებას, რადგან მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემური სასამართლო მიდგომა უკვე ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის სახით იქნება რეგულირებული. 

    • ცილისწამების საქმეებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ჩანაწერის შეცვლა

    ძველი რედაქციის მე-13 მუხლი სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს კერძო პირის ცილისწამებისათვის. ახალი რედაქციის მე-13 მუხლი ცვლის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩანაწერით „ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა“. გარდა იმ ფაქტისა, რომ მსგავსი ჩანაწერი ბუნდოვანი და გაურკვეველია, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საპარლამენტო განხილვისას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომომადგენლების მიერ გაჟღერდა მოსაზრება, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა ცილისწამებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

    სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ცილისწამებაზე არის უხეში ჩარევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფოებს, არ დააწესონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ცილისწამების საქმეებზე. ევროპის საბჭოს სამართლებრივ სივრცესა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ცილისწამებისთვის სისხლის სამართლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელები ფართოდ განიხილება, როგორც არაპროპორციული, გამოხატვის თავისუფლებაზე მათი დამაზიანებელი ზემოქმედების გამო. სასამართლოების მიერ ასევე განიხილება მაღალი ჯარიმები, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების არაპროპორციული და გაუმართლებელი შეზღუდვა. 

    იმის გათვალისწინებით, რომ, ისეც ხშირია დისპროპორციული შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში, ცილისწამებაზე პოტენციურად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენაზე ახალი ნარატივებისა შექმნა წარმოადგენს სახიფათო პრეცენდენტს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება კრიტიკული აზრის ჩახშობის და  დევნის კიდევ ერთი იარაღი. 

    • კონფიდენციალური წყაროს და პროფესიული საიდუმლოების დაცვის სტანდარტი 

    კანონში შესული ცვლილებებით ასევე სუსტდება სტანდარტი, რომელიც იცავდა პირს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისგან, მაშინ, თუკი ამისი ერთადერთი მიზეზი იყო კონფიდენციალურ წყაროს, პროფესიულ საიდუმლოების ან ინფორმაციის წყაროს არ გამხელა. ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოებებში, როდესაც სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლების საქმიანობა და გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება დემოკრატიულ ან სასამართლო შემოწმებას მათი კონფიდენციალური ან საიდუმლო ხასიათის გამო. ასეთ კონტექსტში, ინფორმაციის გამჟღავნება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან ის საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას გააკონტროლოს იმ მთავრობის ქმედებები, რომელსაც მან თავისი ინტერესების დაცვა ანდო. სტანდარტის შესუსტება ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ნაკლებად იქნება დაცული ჟურნალისტი, როდესაც ის ავლენს მაღალი თანამდეობის და საჯარო პირების კორუფციას ან სამართალდარღვევას, რაც შესაბამისად გამოიწვევს საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებას, რაც არღვევს გამოხატვის თავისუფლების მთავარ მიზანს.

    • უსაფრთხოების პრინციპის დარღვევა

    შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება ცვლილებების მიღებამდე 100 დღეზე, რაც წარმოადგენს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევას.  სამართლის თეორია მიუთითებს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების / განსაზღვრულობის პრინციპი მიზნად ისახავს ადამიანების გონივრული მოლოდინების დაცვასა და შენარჩუნებას, რაც, ასევე, კონსტიტუციურად გარანტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პრაქტიკული შედეგია. „კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა“. „ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა.” მოცემულ შემთხვევაში, პირს ვერ ექნებოდა და არ მოეთხოვებოდა, რომ ჰქონოდა მოლოდინი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მის მიერ კანონში ცვლილებებამდე განხორციელებული ქმედებისთვის ცვლილებების სამართლებრივი ეფექტების გავრცელება არ შეესაბამება სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, და, ასეთ პრეცედენტს გამოხატვის, როგორც ინსტრუმენტული, უფლების დაცულობაზე, მომეტებული, დამაზიანებელი, და მსუსხავი ეფექტი აქვს. 

    დასკვნა

    სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესული ცვლილებები  წარმოადგენს ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების, პოლიტიკური დისკურსის, პლურალიზმის, მედიის და სამოქალაქო სივრცის შევიწროვებისკენ. გამომდინარე წინარე პრაქტიკისა, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო ადმინისტრაციულ სანქციებს, ეს ცვლილებები რეპრესიულად იქნება გამოყენებული  მოქალაქეების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

    1 კანონპროექტი: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ https://info.parliament.ge/#law-drafting/31001 [24.06.25].

    2 იხ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის რედაქცია მუხლი 15-ის ცვლილებამდე.

    3 Von Hannover v. Germany (no. 2), Applications nos. 40660/08 and 60641/08, 2012. § 109 – 113.

    4 Lopes Gomes da Silva v. Portugal, Application no. 37698/97, 2000, § 30 – 31.

    5 Observer and Guardian v. the United Kingdom, Application no. 13585/88, 1991, § 59.

    6 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 19.

    7 Marques de Morais v. Angola, No. 1128/2002, UN human rights committee, 2005. § 3.9, 6.8.

    8 UN HRC General Comment No. 34, 2011, § 11.

    9 Wall Street Journal Europe Sprland Others v. the United Kingdom (dec.) Application no. 28577/05, 2009.  Radio France and Others v. France,Application no. 53984/00, 2009,  § 24; Standard Verlags GmbH and Krawagna-Pfeifer v. Austria, Application no. 19710/02, 2006, § 16, 30, 57.

    1. იხ. ვრცლად SLAPP საქმეები საქართველოში ახალი საფhთხე მე იის თავისუფლებისთვის, GDI, 2023. https://gdi.ge/storage/files/doc/SLAPP%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf [24.06.25]

    11 საია ეხმაინება “TV პირველი”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 30.07.2024. https://gyla.ge/post/saia-ekhmaineba-tv-pirveli-is-irgvliv-ganvitarebul-movlenebs [24.06.25].

    12 თეა წულუკიანი – კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნას მიჩნეული. https://www.interpressnews.ge/ka/article/842301-tea-culukiani-kargi-ikneba-vipikrot-rom-sisxlis-samartlis-materialur-kodeksshi-ciliscameba-damamzimebel-garemoebad-mainc-iknas-michneuli/  [24.06.25].

    13 Concluding observations on Italy (CCPR/C/ITA/CO/5) § 19; concluding observations on the Former Yugoslav Republic of Macedonia (CCPR/C/MKD/CO/2), § 6.

    14 Axel Springer AG v. Germany, Application no. 39954/08) 2012, § 83-84.

    15 პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის https://gyla.ge/post/cenzuris-precendentebi-gyla  [24.06.25].

    16 Görmüş and Others v. Turkey, app. No 49085/0748, 2016 48; Stoll v. Switzerland [GC], Application no. 69698/01 2009, § 110.

    17 იხ. კონვენციურ უფლებებთან დაკავშირებით განსაზღვრულობის პრინციპის მიმოხილვა: John McGarry, ‘Effecting Legal Certainty under the Human Rights Act’ (2011) 17(1) European Human Rights Law Review.

    18 ერემაძე ქ., „ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ რედ.: ჯონი ხეცურიანი, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, 2013, 131.

    19  იქვე., 133, ციტ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

    და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 11.

    1. იქვე., 133, ციტ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის

    #2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და

    სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II, 6.

    1. საიას შეფასება ,,ფორუმლასა“ და ,,ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საჩივრებზე <https://gyla.ge/post/sachivrebi-telekompaniebiswinaagmdeg-saias-shepaseba> [24.06.25].
    1. პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის https://gyla.ge/post/cenzuris-precendentebi-gyla [24.06.25].” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
  • ხაბეიშვილის თქმით, “ოცნებამ” მასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვა

     “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” აცხადებს, რომ ”ოცნებამ” მასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვა.

    ”ნოშიკო ნამორაძე “ქართული ოცნების” მეხოტბე იყო, მაგრამ მე ვიცი, რომ ახლა პრობლემები აქვს. მათ შორის, ჩემი ინფროამციით, ნოშიკო ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვეს. რავიცი, გამოჩნდეს და თავად თქვას თუ არ აქვს პრობლელები. როცა არ ჰქონდა, ხომ გამოჩნდებოდა ხოლმე, ილანძღებოდა და აგინებდა წინა ხელისუფლებას. რავიცი, მე ამ ბიზნესმენზე ეს ინფორმაცია მაქვს. სხვა ბიზნესმენებსაც მიმდგრები არიან და ეუბნებიან, “ფული მოიტანე ჯიგარო”. ივანიშვილი ასე უყურებს, რომ აქ რა ფულსაც შოულობენ, მისია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

  • ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე – ბოკუჩავა

    „ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდით და სადაც ორმხრივი შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე – კორუფციონერებზე, პროპაგანდისტებზე და მათ შორის, მთავარ პროპაგანდისტ ირაკლი რუხაძეზე. ახლა, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სწორედ ფინანსური სანქციების ამოქმედება პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე“

    აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებაზე.

  • 1 კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს – ზურაბიშვილი

    ალბათ, მიმდინარე კვირა ყველასთვის ძალიან მძიმეა. 1 კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს. მაგრამ, ეს არაა იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით, ის, რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა.

    აცხადებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.