Category: სლაიდერი

  • უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს –  ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

    უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს – ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

    „საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, თუ როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა. ამ ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა, თქვა, რომ არჩევნები „გაყალბდა“. ამის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გარედან ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. შეტევა გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი, სრული მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა.

    ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, თუ სახელმწიფო უუნარობას გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17%-იანი პარტია 90%-იანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, თუ სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს დაიცავს, მაშინ ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. შემდეგ, სპეკულაცია იწყება, რომ ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანური ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყო, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“,

    ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია – წილოსანი ხოშტარიაზე

    ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია – წილოსანი ხოშტარიაზე

    „ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ის ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდის. მან თავისი თავი დააპოზიციონირა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. ის პირდაპირ აცხადებს, აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა, ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც მან თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს როგორც კანონდამრღვევი. ამიტომ საკუთარი ოჯახი და 4 შვილი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ და ყველაზე მეტად განსაცდელის ქვეშ მან მაშინ დააყენა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკა არის, რომ რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ ეს დამნაშავეები. ჩვენ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების შემთხვევაში მათ საკუთარი თავიც დაიპატიმრეს გირაოს არგადახდით. შეეძლოთ გირაოს გადახდა და მაშინ ის აღკვეთის ღონისძიება არ მიესჯებოდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, რომ თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი, რომ საპატიმრო ჩაანაცვლოს გირაოთი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია არის დამნაშავე და არა გმირი და არც პოლიტიკური პატიმარი”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    „ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ს.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

    სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

    “სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” –  ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

    “როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი , არ აღიარებ და გესმის – რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო. მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და “ქოცების” იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, “ქოცზე” ბევრად უფრო კარგად! აქვე მინდა მადლობა გადავუხადო “ოპოზიციურ ალიანსს” ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის. მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე!“, – წერს ხოშტარია.

  • ხოშტარიას განაჩენი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე – ზურაბიშვილი

    ხოშტარიას განაჩენი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე – ზურაბიშვილი

    პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია დროას ლიდერს, რომელიც 6 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წარწერისთვის.

    ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე – ალეკო ელისაშვილის წერილი

    უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე – ალეკო ელისაშვილის წერილი

    “მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე”- ამის შესახებ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ციხიდან გამოგზავნილ ვრცელ წერილში წერს.

    „პირველ რიგში ყველას მოგესალმებით! ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული. მჯერა იქ, მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე.

    რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს, მეოთხე თვეა ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15 წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება, თუმცა ეგ ცალკე ამბავია. რასაც თვალს ვადევნებ, ვხედავ რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უმძიმესმა დასკვნამ და განსაკუთრებით რეკომენდაციებმა ამათ, ამ მავნებლებს ძალიან მოუჭირათ. ოცნების ხალხს მოხარშულებს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. „გვაჩვენეთ სიებიო“ გაიძახიან დღე და ღამ, რაც ნიშნავს რომ აშკარად თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ ეს ტერორისტი როგორ არის პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა – მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას – ქართველს, თუ უცხოელს არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში.
    მინდა ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო. ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია! ღმერთია მოწმე მე არც ჯარისთვის ლუკმა მომიპარავს, არც ოქროს ზოდები უპოვნიათ ჩემს სახლში და არც საყაჩაღოდ შევსულვარ არსად. საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ვზივარ ციხეში. ეს პატივია დ არა სასჯელი.

    მე ჩემს საკანში უდიდესი კმაყოფილებით ვნახავ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლების კადრებს და იმ ურემს დაველოდები, რომელიც აუცილებლად ჩამოაგორებს ჩემ წილ სამართალს. ასე რომ შეხვედრამდე.

    პატივისცემით ალეკო, მე-6 მაღალი რისკის საპყრობილე. 25-ე საკანი.
    24.03.2026“, – ალეკო ელისაშვილის განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

  • არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერც იარსებებს. მან მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაადგინა – ზვიადაძე

    არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერც იარსებებს. მან მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაადგინა – ზვიადაძე

    შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერც იარსებებს იმის გამო, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეში, წერილობითაც და სიტყვიერადაც თავად გამოეცხადებინა, რომ მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ყოფილიყო […]

    კანონიკური წესია ასეთი, რომ თუ პატრიარქი მოსაყდრეს თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს, მაშინ ის ანდერძს წერს. ახლა კი იმის გათვალისწინებით, რომ ილია მეორემ გადაწყვიტა, მოსაყდრე თავის სიცოცხლეშივე დაედგინა, ანდერძის საჭიროება არაა. ამიტომ, არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს.

    თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

  • არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით! დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს ივანიშვილია – ოპოზიციის ალიანსი

    არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით! დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს ივანიშვილია – ოპოზიციის ალიანსი

    “პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას, კვლავ, ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება და მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არ გადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა.” – ოპოზიციური ალიანსი ერთობლივი ბრიფინგით გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის – რუსული ოცნება გაკეთებისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას.

    “საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტრით, რითიც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტრით ჩადენილი დანაშაულისთვის – პირველად, საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ და შევჩერდები.

    სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია, როგორც ფორმალური შემსრულებელია მოსამართლე არევაძე. ეს მას პასუხისმგებლობიდან ვერ იხსნის, მაგრამ მაინც. მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს ბრალი, ბრჭყალებში ბრალი – ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ არ თმობს, იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია და დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც. კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს, ქოცური ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისას, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება.

    არ იქნება ყველაფერი ნორმალურად, იმიტომ რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს, ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, ვინც იბრძვის, მიუხედავად იმისა, ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია, თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბროძლა არის ერთიანი, ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე.

    მე პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას, კვლავ, ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება და მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არ გადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც, ამის ხარჯზე, არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით. მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს. ნებისმიერი სხვა ტექსტი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოწოდება, ნებისმიერი სხვა ტიპის გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის არის მიუღებელი და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ალიანსის სახელით და ამას ადგილი არ ექნება, რაც არ უნდა მოხდეს.

    კი, ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური პატიმრები, ლიდერები მათ შორის, ნიკაც ციხეშია, ელენე პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია, მზიაც ციხეშია და ბევრი ქალი, ესეც არ არის ნაკლები მნიშვნელობის და ნაკლებად სიმბოლური, რასაც ღიად და ხაზგასმულად ქალების დაპატიმრებით აკეთებს რეჟიმი საქართველოს ისტორიაში პირველად. მე მინდა გავამხნევო ელენეს ოჯახი, მინდა გავამხნევო მისი ოთხი შვილი, მინდა გავამხნევო მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი. მაგრამ მინდა გავამხნევო პირველ რიგში მთელი პატრიოტული საქართველო – ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან”, – თქვა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.

  • შსს-ს თქმით დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში დედა და ძმა მოკლა

    შსს-ს თქმით დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში დედა და ძმა მოკლა

    შსს-ს თქმით დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში დედა და ძმა მოკლა –  ბრალდებულმა ოჯახში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, დედასა და ძმას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი საქართველოშია

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი საქართველოშია

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

    “მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში.

    ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.”-წერს საელჩო.