Category: სლაიდერი

  • ელისაშვილის წინააღმდეგ აპირებენ ახალი საქმის „შეკერვას“ – ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი

    ელისაშვილის წინააღმდეგ აპირებენ ახალი საქმის „შეკერვას“ – ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი

    „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი სანდო იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. ახლა გამოძიება ჩიხშია შესული. ფიქრობენ რა გამოსავალი უნდა მოძებნონ აღნიშნული საქმიდან გამომდინარე და მოიფიქრეს ერთი – შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე დაწყებულია 2025 წლის მაისში. საქმე ეხება სასამართლო შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს. გუშინ ჩაუტარდა ალექსანდრე ელისაშვილის ოდოროგიული კვლევის ნიმუშის აღება. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ ამით რაღაცა ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ რაღაც კონკრეტული ქმედებების განხორციელების. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ცდილობენ, რომ ამით ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

    ერთს დავამატებ, მისთვის ეს ინფორმაცია როცა მიიღო, ღიმილის მომგვრელი იყო. თქვა, რომ „ალბათ, მალე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“. ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშიროს“,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

  • “ვერავინ შეგვასწრებს ნატოში”  – შარმანაშვილი

    “ვერავინ შეგვასწრებს ნატოში” – შარმანაშვილი

    “ამ განცხადებებით უკვე ვეღარავინ ვეღარ მოტყუვდება და თავსაც ვერ მოვიტყუებთ. ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოსგან გვქონდა ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ. მეტი რა საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოიდგას ჩვენკენ? არც მაშინ არ გადმოდგეს. ხომ მაშინაც არ იყო ეს კანონდებლობა მიღებული, ახლა რომ ხელზე იხვევენ? მაშინაც კი არ დგამდნენ ამ ნაბიჯებს.

    ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია იმას კი არ აღნიშნავს, თუ უსამართლოდ მომექცევიან, ესეც ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალი არ არის, ჩემი ბრალი იქნება, თუ რომელიმე თანადგომას ან რომელიმე დავალებას არ ვუპასუხებ. არაფერი არჩევნების შემდეგ არ გადახედილა და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ არჩევნებამდეც მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ. რამდენი ხანია მაპის საკითხი დგას და ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვართ გაჩერებული.”

    ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშს.

  • ავალიანის დედის ცნობით, საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    ავალიანის დედის ცნობით, საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის ცნობით,  საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე Facebook-ზე ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია – ლუკა კლადკინი.

    მისივე თქმით, ის სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლის ბრალდებით დააკავეს.

    ფორმულა დაუკავშირდა შესაბამის უწყებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მასალა მიღებისთანავე განახლდება.

  • ბაღების მშენებლობის ტენდერებისგან  ₾5 მლნ მიითვისეს – POG-მა 9 პირს ბრალი წარუდგინა

    ბაღების მშენებლობის ტენდერებისგან ₾5 მლნ მიითვისეს – POG-მა 9 პირს ბრალი წარუდგინა

    პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1 550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, მათ შორის დააკავეს 4 პირი.

    მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს მშენჯგუფს შორის 2023-2025 წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის 9 ტენდერი გაფრომდა. კომპანიას სამუშაოებისთვის 18.6 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა, საიდანაც თითქმის 5 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა.

    პროკურატურის თანახმად, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.

    “საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სამშენებლო კომპანია შპს მშენჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1 550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.

    აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს მშენჯგუფს საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. იმავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა, სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში, აღნიშნული ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შპს „მშენჯგუფის“ მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • აირჩია, ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ თავის ეპატაჟზე – პაპუაშვილი ხოშტარიაზე

    აირჩია, ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ თავის ეპატაჟზე – პაპუაშვილი ხოშტარიაზე

    რაც შეეხება ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ოთხი შვილის დედას – პირველი, მას ჰქონდა არჩევანი, დანაშაული არ ჩაედინა, მან აირჩია დანაშაულის გზა. 4 შვილის დედას ჰქონდა ეს არჩევანი, მაგრამ აირჩია, რომ ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ ეფიქრა თავის ეპატაჟზე და ჩაიდინა დანაშაული. შემდეგ, მას, 4 შვილის დედას ჰქონდა არჩევანი, გადაეხადა 5 000-ლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის 4 შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია არა ის, რომ ყოფილიყო თავის შვილებთან, არამედ აირჩია ის, რომ ყოფილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. აქ გადაბრალება სხვაზე, ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. მისი არჩევანი იყო თითოეული ნაბიჯი.

    თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული, სამთავრობო TV იმედის ეთერში.

  • ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან გადაიტვირთება – ქვრივიშვილი  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ

    ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან გადაიტვირთება – ქვრივიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ

    „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს.[…] ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება”

    ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • დაუბრუნდეს საქართველო პროევროპულ გზას!  უზრუნველყოს კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა – რუტე

    დაუბრუნდეს საქართველო პროევროპულ გზას! უზრუნველყოს კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა – რუტე

    პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.

    სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, წინსვლაზე ორიენტირებულ გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა.

    აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილველად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა საერთოდ შევწყვიტოთ.

    ასე უპასუხა NATO-ს  გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

  • უწყვეტი რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს – ანიტა ჰიპერი ხოშტარიაზე

    უწყვეტი რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს – ანიტა ჰიპერი ხოშტარიაზე

    ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

    ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესიებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

    განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.

  • გზის “გადაკეტვის” და ტროტუარზე დგომის გამო 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გზის “გადაკეტვის” და ტროტუარზე დგომის გამო 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საბაბით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა.

    • ლაშა კაციას 7 თებერვალს აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;

     

    • ამირან ურუშაძეს 31 იანვარს ასევე ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და მასაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;

     

    • სესილი ბუთხუზს კი 18 დეკემბერს აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;

     

    • ლევან ხმიადაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

    ლევან ხმიადაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

    ნანა ბედინეიშვილის პროცესი, რომელიც ასევე დღეს უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

  • სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი  – ზურაბ ჯაფარიძე

    სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი – ზურაბ ჯაფარიძე

    ” სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი ” – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „თუნდაც დღეს,რაც იყო პროკურორების სიტყვა, არ ვიცი, ამას იურიდიული განათლება არ სჭირდება, ნებისმიერი ოდნავ აზროვნების მქონე ადამიანმა რომ მოისმინოს, მიხვდება, რა სრული საგიჟეთია. ხომ მოგისმენიათ ღადაობა, რაღაცას დაგაბრალებენ, რაღაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, სისულელეებს, აი, მართლა ეს მოყვა დღეს პროკურორმა, ზუსტად ეს მოყვა, რაზეც ხალხი ღადაობს ხოლმე, რომ ვითომ სასაცილო ამბავია, მაგრამ ეს იყო. სხდომა იმიტომ, დახურეს, რომ ეს არ მოისმინოს ხალხმა, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი.

    უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან, ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე, ზურა-გირჩი ჯაფარიძეს. რომ ვიცოდე – 45-ე, 87-ე, 330-ე, სიტყვაზე, ამ ტომების ეს გვერდები არის ჩემი ამბავი და უნდა მივხვდე, აქ რაც წერია, ამას მედავებიან. არ აკეთებენ ამას და გვეუბნებიან, რომ არა, ამის გაკეთება არ შეიძლება. არანაირი მტკიცებულება არ არის, 80% შიგნით რაც არის, არის რაღაც მასალები, სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პირების დაკითხვის, ჩხრეკის ოქმები, მათი პირადი ანგარიშები. სატელეფონო რაღაც ამონაწერები, საერთოდ, რა შუაშია ვერ გაიგებ. დანარჩენი 20% არის ჩვენი რაღაც სატელევიზიო გამოსვლები,დედაენის ბაღში ჩემი გამოსვლები,რომელიც ჩუმად აქვთ გადაღებული და ფარულ ჩანაწერებად გაკეთებული, რომელიც არის 2021-2022 წლების და ვაპროტესტებ 2020 წელს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ არაფერ შუაშია 2024 წლის მოვლენებთან.[…] ახლა გავარკვიე, რომ თვითონ პროკურორი [ანი] ხუბეჯაშვილი თვითონ ყოფილა დასანქცირებული. ანუ მე, გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას გვედავება, რომ ჩვენ ვმუშაობდით დასავლეთის ქვეყნებთან, რომ დაგვესანქცირებინა ვიღაცები და ამით დაგვესუსტებინა ქართული სახელმწიფო. თვითონ არის დასანქცირებული და თვითონ გვედავება, რომ მე, რა “პონტში” დამასანქცირეთო. პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მე მეუბნება, რომ რა “პონტში” დამასანქცირე, უნდა ჩაგვსვა ციხეშიო“ –  განაცხადა ზურა-გირჩი ჯაფარიძემ.