Category: სლაიდერი

  • ტარიფის ზრდის საფუძველი გაზრდილი მოხმარებაა – ნარმანია ელექტროენერგიაზე

    ტარიფის ზრდის საფუძველი გაზრდილი მოხმარებაა – ნარმანია ელექტროენერგიაზე

    “ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის საფუძველი გაზრდილი მოხმარებაა” სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას შეფასებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “დაბალანსებული გადაწყვეტილება” მიიღო. მისი თქმით, დენის ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი არის “გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები, ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება.

    გათვალისწინებულია ასევე ენერგიის გაზრდილი ფასები და ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ამასთან, განსაზღვრულია ინვესტიციების ოპტიმალური მოცულობა, რათა ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ამასთან, საინვესტიციო მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ისე დამტკიცდა, რომ ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონოდა. კომისიის შეფასებით, ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გაიზრდებოდა ავარიები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გახშირებულია ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები, განსაკუთრებით უამინდობის დროს. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელი კომისია სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახორციელებს წყვეტების მონიტორინგსა და ანალიზს. გამოვლინდა, რომ რიგ მიმართულებებში ავარიების რაოდენობა იზრდებოდა. ტექნიკური დეპარტამენტის გასვლითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.
    გახსოვთ, ამის შესაძლებლობა როცა არსებობდა, მარეგულირებელმა კომისიამ ორი წლის წინ ტარიფი სამი თეთრით შეამცირა, რის შედეგადაც 2024–2025 წლებში სამი თეთრით ​შემცირებული ტარიფი მოქმედებდა. ამიტომ ჩვენ იმ პერიოდის მდგომარეობას ვუბრუნდებით და დამატებით ორი თეთრით იზრდება. ასევე, 2025 წლის ბოლოს სამი თვის ვადით დაწესდა დროებითი ტარიფი, რათა შევჯერებულიყავით საინვესტიციო საჭიროებებზე, ელექტროენერგიის მოსალოდნელ გენერაციასა და ბალანსზე

  • პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ, ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს – გორდულაძე „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში ვიზიტზე

    პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ, ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს – გორდულაძე „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში ვიზიტზე

    პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ, ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან “ოპოზიციური ალიანსის” აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

    “ძველი “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა პარტიაში იყო დაქსაქსული, ახლა გაერთიანებულია. მათი გაყრა და შეყრა არაერთხელ გვინახავს, რის უკანაც მხოლოდ მათი პატრონების გადაწყვეტილება დგას. მათ არავინ ეკითხება, არც რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას, არც ერთმანეთთან თანხმობას, არც ერთმანეთთან დაპირისპირებას და არც სადმე გამგზავრებაS. მთავარია ის, რაზე შეიძლება წავიდნენ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” გაერთიანებული პირები? – იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ, გააშავონ და როგორმე, თავიანთი წარმატების რაიმე შანსი მაინც გააჩინონ. ეს პარტიები თავიანთ მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი”, – განაცხადა გორდულაძემ.

  • დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე  – შსს

    დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე – შსს

    “დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე ” – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.

    სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.

    ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.

    გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.

    დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.

    აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

    აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

    ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.

    მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ. საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების სულ მცირე ნიშნების არსებობისას, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

    აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

  • საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე..ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

    საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე..ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

    “საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე..ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა” – ასე ეხმაურება დროას ლიდერი ელენე ხოშტარია NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშს.

    “წლები დასჭირდა “ასპირანტის” სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო.

    დღევანდელი ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.

    პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ნატოს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა; PFP – Partnership For Pace ერქვა.

    ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.

    საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე) ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვიათრების გათვალისწინებით.

    ალიანსმა ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.

    ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე.” – წერს ხოშტარია

  • როდის აქეთ იყო ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ? – გურამ მაჭარაშვილი

    როდის აქეთ იყო ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ? – გურამ მაჭარაშვილი

    ” როდის აქეთ იყო, რომ დაწყებული გვარამიადან დამთავრებული „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერით, ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ? – მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

    „არა მარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო საზოგადოებამ დაინახა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული, აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული. ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.

    საერთოდ, როდის აქეთ იყო, რომ დაწყებული გვარამიადან დამთავრებული „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერით, ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ?

    როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები არიან წვეროსანი ძველი ძალების წარმომადგენლები და ხალხი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ახლა ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას. არ გამოსდით, მაგრამ ინტერესის სფერო არის ეს.[…] სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები, რა თქმა უნდა, გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა არის საქართველოს მოქალაქე.

    რაც შეეხება კონკრეტულად პატრიარქის არჩევას, ყველამ კარგად ვიცით, ეს მათ შორის, შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია სინოდის წევრებს აქვთ უფლება, რომ თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატებზე, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, რომ თავისი კანდიდატურა დაასახელოს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

  • ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. მათი თქმით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

    თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

    ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

    “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

     

  • მიტროპოლიტი ისაია: “ილოცეთ, გამოარჩიოს უფალმა ადამიანი, რომელიც გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს“

    მიტროპოლიტი ისაია: “ილოცეთ, გამოარჩიოს უფალმა ადამიანი, რომელიც გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს“

    ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არცერთი კანდიდატურა არ დასახელებულა.

    მეუფე ისაიამ დღეს ქადაგებისას თქვა, რომ  „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს“.

    „იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ამას თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან – ვლოცულობ, რომ თქვენ გახდეთო, მას ვუპასუხე: „იმაზე კი ნუ ლოცულობთ ვინ გახდეს და ვინ არა, ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება“. უფლის ნება როგორია, ეს არის მთავარი, თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ, როგორც არის ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი, სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს. ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ამას ვერავინ იტვირთებს, თუ ღვთის შეწევნა არ იქნება, ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთვის საჭირო, ვისაც ის ხედავს“,- აღნიშნა მეუფე ისაიამ.

    რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე ისაიამ პატრიარქობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რაზეც მეუფე ისაიამ უპასუხა:

    „ჯერ შორი დროა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ამი­ტომ ჯერ არა­ვის და­უ­სა­ხე­ლე­ბია ვინ­მე კან­დი­და­ტად, ამი­ტო­მაც ჯერ ვე­რა­ვინ მოხ­სნი­და თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას, მგო­ნია, გა­სა­გე­ბად ვამ­ბობ…და­ნარ­ჩენს კი დრო გა­მო­ა­ჩენს, რა რო­გორ იქ­ნე­ბა“.

  • ომი ახლო აღმოსავლეთში: ამერიკული ჯარები რეგიონში ჩავიდნენ, ირანი მათ დესანტის შემთხვევაში „ცეცხლის ქარიშხალს“ ჰპირდება

    ომი ახლო აღმოსავლეთში: ამერიკული ჯარები რეგიონში ჩავიდნენ, ირანი მათ დესანტის შემთხვევაში „ცეცხლის ქარიშხალს“ ჰპირდება

    ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის გადმოვლენ ამერიკელი ჯარისკაცები ხმელეთზე, რათა მათზე ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“. ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის, თუმცა უცნობია, დაუჭერს თუ არა ამას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

    ირანი მზადაა სახმელეთო შეჭრის მოსაგერიებლად

    ირანულმა მედიამ, მათ შორის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ IRNA, გამოაქვეყნა ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის მიმართვა, რომელიც ომის დაწყებიდან პირველი თვის დასრულებას მიეძღვნა.

    ღალიბაფი ირანის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ცოცხლად გადარჩენილ ფიგურად ითვლება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აშშ-სთან გარკვეულ კონტაქტებს ინარჩუნებდა ომის დასრულების საკითხზე, თუმცა თავად ამას საჯაროდ უარყოფდა.

    მისი განცხადებით, „მტერი საჯაროდ სიგნალს აგზავნის მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ, ხოლო ფარულად ამზადებს სახმელეთო შეტევას“. მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი მოთხოვნების სიის წარდგენა არის მცდელობა, აშშ–მ მიაღწიოს იმას, რასაც ომის გზით ვერ მიაღწია“.

    ღალიბაფის თქმით, ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის დადგამენ ამერიკელი ჯარისკაცები ფეხს ირანის მიწაზე, რათა მათ ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“.

    რაც შეეხება კაპიტულაციას, თეირანის პოზიცია „მკაფიოა“ – ქვეყანა „დამცირებას არ მიიღებს“.

    რეგიონში ახალი ამერიკული ძალები ჩავიდა

    მანამდე აშშ-მ განაცხადა, რომ რეგიონში სამხედრო ხომალდ USS Tripoli-ზე დაახლოებით 3 500 სამხედრო ჩავიდა. გამოცემა The Washington Post იუწყება, რომ პენტაგონი ამზადებს ირანში სახმელეთო ოპერაციებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

    თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა ამას დონალდ ტრამპი. მარტის დასაწყისში ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე ჯარებს არსად ვაგზავნი“, თუმცა მაშინვე დაამატა: „და თუ გავაგზავნიდი, ამას ნამდვილად არ გეტყოდით“.

    პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანში თავისი მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე“. მისი თქმით, სპარსეთის ყურეში სამხედროების განლაგება მიზნად ისახავდა პრეზიდენტისთვის სხვადასხვა მოქმედების ვარიანტის მიწოდებას: „ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, პრეზიდენტს მივაწოდოთ მაქსიმალური შესაძლებლობები გაუთვალისწინებელ ვითარებებზე რეაგირებისთვის“.

    ისრაელმა თეირანს დაარტყა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაასრულეს თეირანზე მორიგი საჰაერო დარტყმების სერია, რომლის სამიზნე დროებითი სარდლობებისა და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.

    მათივე ინფორმაციით, ირანის რეჟიმმა ნაწილობრივ გადაიყვანა სარდლობის პუნქტები მობილურ რეჟიმში მას შემდეგ, რაც წინა ობიექტები დაიბომბა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ამ პუნქტების ნაწილი უკვე განადგურებულია.

    ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმები განხორციელდა იმ მეთაურებზე, რომლებიც შტაბებში მოქმედებდნენ.

    დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე

    ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში არაერთი შეტევა დაფიქსირდა, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

    საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ბოლო საათებში 10 დრონი ჩამოაგდო. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა, განაცხადეს ღამით განხორციელებული თავდასხმების შესახებ.

    შაბათს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. კომპანია Emirates Global Aluminium იუწყება, რომ აბუ-დაბიში მდებარე მისი დიდი ქარხანა დაზიანდა და რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

    კომპანიამ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიიღო, თუმცა დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტის რადარული სისტემა სერიოზულად დაზიანდა.

  • BBC Studios-მა იმედს “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა – ფორმულა

    BBC Studios-მა იმედს “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა – ფორმულა

    “ფორმულას” ინფორმაციით, BBC Studios-მა დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ იმედის ტელევიზიას “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა.
    ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ წერილი “იმედს” 27 თებერვალს გაუგზავნეს.
    ფორმულა კომენტარისთვის ტვ “იმედის” გასართობი გადაცემების მთავარ პროდიუსერ, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვას პასუხი არ გასცა.
    “ვინ ბრძანდებით, წარმოადგინეთ თქვენი თავი, კითხვას რომ მისვამთ. იქნებ ყველას არ ველაპარაკები. ცოტა გვიან დამირეკეთ, რა, უდროო დროს მირეკავთ”, – უთხრა მან ფორმულას.
  • 2025 წელს საქართველოში 6 452 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

    2025 წელს საქართველოში 6 452 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. გასული 5 წლის მსგავსად 2025 წელსაც ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა.

    2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 37 867 ბავშვი იყო, ხოლო გარდაიცვალა 44 319 ადამიანი. გარდაცვალების მაჩვენებელი 0.8%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით.