Category: სლაიდერი

  • ლიეტუვამ „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მოსამართლეები დაასანქცირა

    ლიეტუვამ ახალი სანქციები დაუწესა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფს, რომელშიც მოქმედი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები შედიან. სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა.

    სიაში მოხვდნენ:

    • ნინო გალუსტაშვილი
    • ჯვებე ნაჭყებია
    • სულხან თამაზაშვილი
    • მარიამ ლაშხი
    • ნინო წილოსანი
    • რაჟდენ კუპრაშვილი
    • ვიქტორ მეტრეველი
    • ირაკლი შვანგირაძე
    • მარი მეშველიანი
    • ნათია თათიაშვილი

    ეს უკვე მეორე სანქცირების ტალღაა. მანამდე ლიეტუვამ 102 ქართველ მოქალაქეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, თეა წულუკიანს, კახა კალაძეს და სხვებს დაუწესა მსგავსი შეზღუდვები.

  • კალაძეს ისევ სურს მერობა, თუმცა სხვა კანდიდატურაც შეიძლება დასახელდეს – მახაშვილი

    „რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერი კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

  • ოცნების წევრები ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და კომპანიებს აფუძნებენ – TI

    ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პარტია ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების და კომპანიების შესახებ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)   ინფორმაციას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ოცნების წევრები ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და კომპანიებს აფუძნებენ.

    “მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის გამო საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის.

    ეს ფაქტი მარტივად ჩანს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოიძია 18 პირის შესახებ ინფორმაცია (ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები) ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი”. – წერს TI.

    ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, 20-მდე უცხოური კომპანია, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში.

    თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.

    უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:

    1. 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
    2. 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.

    კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.

    კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.

    ქართული ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.

    2024 წლის 28 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (ComCom) თავმჯდომარემ,

    კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარციის თახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კოპანიის საწესდებო კაპიტალში. სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.

    ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის მეუღლე და შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მისი მეუღლე საფრანგეთში 3 უძრავ ქონებას ფლობს:

    1. 29 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ფონტენბლო, 21 bd de Magenta, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 147 926 ევროდ შეიძინა.

    2. 90 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ავონი, 3 rue des Courtils, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 280 800 ევროდ შეიძინა.

    3. 140 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ქ. ფონტენბლო, 39 rue des Provenceaux, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს 370 000 ევროდ შეიძინა.

    ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 2 უძრავ ქონებას ფლობენ:

    1. 770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
    2. 110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.

    ლევან კობიაშვილის ორივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან ისინი გერმანიაში დაიბანდნენ.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის (ყოფილი) გიორგი ქაჯაიას გერმანელ მეუღელს ეკუთვნის 100 კვ.მ ფართობის ბინა ბერლინში, ზონნტაგშტრასე 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 200 000 ევროდ შეიძინა.

    ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, TV იმედის მფლობელი

    ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია:

    • ტელეიმედი → Media Finance Group B.V.
    • ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V.
    • ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V.
    • რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.

    საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში

    ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში Spacefoods Holding B.V. (Nassaukade 304A 2, 1053LN), რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

    მისი მეუღლე, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, ფლობს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას სახელწოდებით სს ზეტორ ბრნო.

    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს:

    1. 320 კვ.მ ბინა ჩეხეთში, პრაღა, კოვჩინუს 139, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს 860 000 ევროდ შეიძინა.
    2. 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პრაღა, ლობანოვას 41/43, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2012 წელს 485 000 ევროდ შეიძინა.

    ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში: GSG Wine Company და Akhmusi; ასევე, 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში Navtilus Doo.

    ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიაში S.R.O Almitrans (U Zvonařky 2536/1d).

    საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ფლობს 106 კვ.მ ფართობის ბინას სლოვაკეთში, ბრატისლავა, გაიოვას 17, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, მან 2008 წელს 278 000 ევროდ შეიძინა. მისი მეუღლე სლოვაკეთის მოქალაქეა.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის (ყოფილი) რომეო მიქაუტაძის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა ესპანეთში, მადრიდი, ბარბიერის ქუჩა 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 660 000 ევროდ შეიძინა.

    დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნათელა მენაბდის საკუთრებაშია 154 კვ.მ ფართობის ბინა დანიაში, ჰელერუპი, გენტოფტე, ბრიგერტორვეტი 2, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2005 წელს 4 260 000 დანიურ კრონად (დღევანდელი კურსით 670,000 აშშ დოლარი) შეიძინა.

    სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე 87 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს უნგრეთში, ბუდაპეშტი, სოფიას 25-ში, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.

    გიორგი შარვაშიძის შვილი უნგრეთშია დაბადებული.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გაიოზ ქაჯაიას საკუთრებაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საბერძნეთში, სალონიკი, ხარიტონომუ 6.

    ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიის თავმჯდომარის, მაგდანა ყურაშვილი საკუთრებაშია  130 კვ.მ ფართობის ბინა კვიპროსში, ლიმასოლი, კანიკა, კენედის 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2007 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.

     

  • კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ! – მდინარაძე კალაძეზე

    „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…“ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს… არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • 150 მილიონი დოლარის შეგროვება დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის – ხაბეიშვილი

    „150 მილიონი დოლარის „შეკრება – შეგროვება“ დაევალა ირაკლი ქარსელაძეს – ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში. მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ა.შ. „ოფშიაკისთვის“ ფულის აგროვება დაწყებულია და თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია. ტყუილად მოთქვამთ და წუწუნებთ! ან „ქეშს“ დაუთრევთ ივანიშვილს ან… ან გზები იცით, სადაც მიდის,“

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

    ენმ-ის წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, რომ საქმეში არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც გულდასმით სჭირდება შესწავლა.

    განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, ანატოლი გიგაურმა დარბაზში სხდომებს მიმართა.

    “პირველი, რასაც აკეთებთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხვდებით ტაშით, არავითარი ცრემლები, ბოროტებას არ მისცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვოს”, – განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

    ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

    ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მადლობა ქართველ პოლიციას, მაგრამ შეეძლოთ დამრღვევებს უფრო მკაცრად მისდგომოდნენ – რუსი დეპუტატი

    “უმსგავსო პროვოკაციაა ანტირუსულად განწყობილი ქართული ძალების მხრიდან. პლუს არსებობს უკრაინული კვალიც და შესაძლოა სხვა ქვეყნებისაც. რა თქმა უნდა, ამ აქციას სპორტთან საერთო არაფერი აქვს.” – თქვა დუმის დეპუტატმა.

    რუსმა დეპუტატმა ქართულ ძალოვან უწყებებს მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ დემონსტრანტები უფრო მკაცრად უნდა დაესაჯათ.

    “ვიცი, რომ ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიჭირეს აღკვეთასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, შეეძლოთ უფრო მკაცრადაც მისდგომოდნენ სამართალდამრღვევებს. თუმცა ეს საქართველოს კანონებია და ჩვენ მათ განხილვას არ დავიწყებთ, მაგრამ შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას დელეგაციის როგორც სავიზო მხარდაჭერაზე, ისე უსაფრთხოებაზე.” – თქვა სვიშჩევმა.

    რუსეთის დუმის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ დემონსტრაციით “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებები შელახეს”.

    “თუნდაც ნეიტრალური სტატუსით ვმონაწილეობდეთ, ეს მათი დამცირების, ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის დამცირების საფუძველს არ უნდა იძლეოდეს… ვიმედოვნებ იქნება ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეაქცია, რადგან ისიც გარანტიის მომცემი გახლავთ. თუ ჩვენი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით დაუშვით, კეთილი ინებეთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყავით.”

    რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,  დმიტრი სვიშჩევი საქართველოში ფარიკაობის შეჯიბრის დროს გამართულ დემონსტრაციებს გამოეხმაურა.

  • ვგმობთ “ოცნების” მიერ EU-ს წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას – EU

    “ვგმობთ “ოცნების” მიერ EU-ს წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას ” – ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ რიტორიკასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს.

    ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს იმ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოში ევროკავშირის როლს შეეხება. ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს.

    რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს  დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. 

    მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის  ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მოერიდოს წამქეზებლურ პირად თავდასხმებს და თავისი მოსახლეობის ევროპული მომავლის მისაღწევად იმუშაოს.

    ევროკავშირი იყო და არის საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპ

  • ჰგონიათ, გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი – გიორგი ახობაძე

    “მათ [პოლიციელებმა] ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავი დაასრულეს, მათ ჰგონიათ, რომ ამ პროცესებზე გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი…

    წულუკიანები ჩვენ განაჩენს ვერ გამოგვიტანენ…

    თუ ამის უფლება მაქვს, ბრძოლისკენ მოგიწოდებთ მზია ამაღლობელის სიტყვებით, “იბრძოლეთ სანამ გვიანი არაა”. თუ დააგვიანებთ შედეგი იქნება დრამატული და რთულად გამოსასწორებელი. ციხით გვაშინებენ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ციხე არაა საშიში. უბრალოდ ჩემი ბრძოლა ამ 20 კვადრატულ მეტრში ვერ ეტევა და ეგაა ჩემი დისკომფორტი. ჩემს თავისუფლებას ვერავინ შემიზღუდავს…

    ყველაფერი იწყება ყალბი პატაკით… ფიზიკური ძალადობის ფონზე ჯიბეში “ჩამიდეს” ნარკოტიკი, ამას ესწრებოდა სამმართველოს უფროსი… აღნიშნულ მაღალჩინოსანს კონტაქტი ჰქონდა კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან, ლევან მაისურაძესთან. ჩხრეკისას უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში, რაც ნარკოტიკების შესაფუთ მასალაზე გადაიტანეს. მათ ევალებოდათ ჩხრეკის გადაღება და ნეიტრალური მოწმის მოყვანა, რაც არ გააკეთეს…. რაც ეს ნაგავი ამოიღეს, არც მანქანა გაუჩხრეკავთ, არც სარდაფი… პოლიციელი ვერც ჩემს სახლს, სადარბაზოს, ვერ აღწერდა….

    ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკების აქტიური შემძენ-მომხმარებელი ვარ, მე შევთავაზე ფრჩხილის და თმის ტესტი, ვერანაირ მოხმარებას ვერ დამიდასტურებდნენ, რადგან სუფთა ვარ.

    მკვლელმა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მკვლელმა ლელა მარიდაშვილმა ყველანაირი საფუძვლის გარეშე, დედას ერთადერთი მომვლელი მოწყვიტეს”

    განაცხადა პროცესზე, პოლიტპატიმარმა გიორგი ახობაძემ.

    უკანონოდ დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ორშაბათს, 28 ივლისს გამოაცხადებს.

  • 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს!ეს არ არის სიტყვების რახარუხი – ხაბეიშვილი

    მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს. -თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა

    ”მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში.

    დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის.

    დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ.

    საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური – რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის.

    თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

    ასევე მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს – ცხადია, მაქვს ბევრი მასალა, ოღონდ არა მარტო მე, მასალები სხვადასხვა მიმართულებით არის დაცული.

    ჟონავს, მათ შორის ადამიანის წამების ვიდეოები – როცა არბევდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

    ბიძინა ივანიშვილი რომ გიჟდებოდა ამაზე და გომელაურს თვალები რომ უცვიოდა, “ნახე, რა მაგარიაო” და კობახიძე-მდინარაძე ჩატებში რომ დაათრევდნენ “ეს რა მაგარია, ნახე რა მაგრად ურტყავსო”.

    ვის ხელშია, რა ვიდეოებია, ძალიან ბევრია ასეთი.

    მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს.

    ეს არ არის სიტყვების რახარუხი. თუ არადა, 4 ოქტომბერს, როცა გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება, ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ – ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან.”- განაცხადა ხაბეიშვილმა.