Category: სლაიდერი

  • გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ტრამპი

    გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ტრამპი

    „არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს — მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, რუსეთსა და აშშ-ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

  • ივანიშვილი, 7 აგვისტოს წინ,  დიდ საჩუქარს უმზადებს თავის პატრონებს „ეფესბეში“ – სააკაშვილი

    ივანიშვილი, 7 აგვისტოს წინ, დიდ საჩუქარს უმზადებს თავის პატრონებს „ეფესბეში“ – სააკაშვილი

    „ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს.. 7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს „ეფესბეში“- წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

    „ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.

    7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს „ეფესბეში“, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დეიურედ, ცნობისთვის.

    რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის. ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“,- აცხადებს სააკაშვილი.

  • არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს – ხოშტარია

    არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს – ხოშტარია

    მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმონაციას.

    ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგწბლო იდიოტი ან ქოცი და სუსი. ჩემი საქმე არაა რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხსლხს რომელიც ამდენი დღე დგას და აე ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის.

    ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31 საც და ყოველ დღე. ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.

    19 მა ივლისმა ანახა, რომ პროტესტი კონსოლოდირებულად მუშაობს. 2 ში ბათუშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, სანამ სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება არ გავჩერდებით.

    წინააღმდეგიბა დგას: 1. ართანამშრომლობაზე 2. დლეეგიტიმაციაზე 3. სოციალურ იზოლაციზე 4. საერთო სახალხო უწყვეტ და მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე 5. საერთაშორისო ზეწოლაზე

    და კიდე ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს რევოლუციას ახდენს 4 მდე რატომ ინახავთ?

    არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.

    დღეს ნაციონამური მოძრაობის თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდრო პარტნიორობა.

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

  • დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა – რაუფოღლუ 

    ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ  აცხადებს, რომ  აშშ-ის სენატში MEGOBARI Act-ზე დაწესებული სამიდან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა.

    „ძალიან დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა – წყაროები მეუბნებიან! წინ გავდივართ!“ – წერს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.

    MEGOBARI Act-ის  მიხედვით, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.

    უფრო კონკრეტულად, კონგრესმენის ინიციატივა, საქართველოს მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ დაწესებას ითვალისწინებს, რაც ქართულ ბიზნესებს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შტატებში გატანას გაუადვილებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის გამარტივებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებასაც ითვალისწინებს.

    კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაა. აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებით, ტექნიკური მხარდაჭერითა თუ ოპერაციების მხარდამჭერი ელემენტებით უზრუნველყოფასა და მომარაგებას გულისხმობს.

    მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის აღნიშნული ნაწილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუკი აშშ-ის მთავრობა დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც მინიმუმ გამოიხატება დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოს შექმნასა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“.

    შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონის კანონპროექტი მხოლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას არ ეხება. კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, პროცესში ჩართული პირებისათვის სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს.

  • 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ – ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი – ხაბეიშვილი

    4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“!ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი! –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე – არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!

    ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.

    იქნება თუ არა რთული? – დიახ იქნება!

    არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? – ცხადია არის!

    ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

  • დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა – TI

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს [TI] განცხადებითდასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა.

    ”წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები და ცრუმოწმე პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.

    დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

    ანონიმური სანქციები (სავიზო შეზღუდვა / ქვეყანაში შესვლის აკრძალვა)

    2024 წლის გაზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა, რაც 200-ზე მეტ პირს შეეხო:

    შეერთებულმა შტატებმა – 110-ზე მეტ პირს დაუწესა ვიზაზე შეზღუდვები (იხილეთ სრული ქრონოლოგია ქვემოთ), მათ შორის: პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს.

    ამ პირთა ზუსტი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო. თუმცა, თითოეული ამ პირისთვის შეზღუდვა ასევე ვრცელდება მათ ოჯახის წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირების რეალური რაოდენობა მთლიანობაში რამდენიმე ასეულია.

    გერმანიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე“. ამ პირთა ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 9 პირის ვინაობის შესახებ.

    ლატვიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 84 მოქალაქეს. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.

    პოლონეთმა – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.

     

    უვიზო რეჟიმის გაუქმება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის

    2025 წლის 27 იანვარს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.

    ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, შეზღუდვა შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:

    • საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში.
    • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები.
    • დიპლომატიური პასპორტების მფლობელები.

    2025 წლის ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურეს, რომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე შეჩერებული იყო ევროკავშირის 11 წევრი სახელმწიფოს მიერ: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია.

    სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო სულ მცირე 1000 ქართველ თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ თანამდებობის პირს ეკუთვნის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები (700-მდე) და რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს გამოყოფილი კვოტები ასეთი პასპორტების გასაცემად საკუთარ თანამშრომლებზე (200-მდე); ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება დიპლომატიური პასპორტები საგამონაკლისო წესით გასცეს ნებისმიერ პირზე.

     

    სანქციების დაწესების ქრონოლოგია

    • 2025 წლის 22 ივლისი: ლიეტუვამ დამატებით 10 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
    • 2025 წლის 17 ივლისი: ესტონეთმა დამატებით 19 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
    • 2025 წლის 14 ივლისი: ლატვიამ დამატებით 55 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
    • 2025 წლის 17 აპრილი: პოლონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
    • 2025 წლის 10 აპრილი, გაერთიანებულმა სამეფო სანქციებს უწესებს 4 ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.
    • 2025 წლის 2 აპრილი, გაერთიანებულმა სამეფო სანქციებს უწესებს კორუფციაში ჩართულ 2 ქართველ მოსამართლეს.
    • 2025 წლის 24 მარტი, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა ანონიმურად აუკრძალა კიდევ 4 ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში.
    • 2025 წლის 3 მარტი, ესტონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა 55 ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების დევნაზე.
    • 2025 წლის 3 მარტი, ლატვიამ ქვეყანაში შესვლის ანონიმური აკრძალვა დაუწესა 16 საქართველოს მოქალაქეს.
    • 2025 წლის 3 მარტი, ლიეტუვამ (სრული რეესტრიქვეყანაში შესვლა აუკრძალა 74 ქართველ თანამდებობის პირს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და რეპრესიების გამო.
    • 2025 წლის 29 იანვარი, ჩეხეთმა სანქციები დაუწესა 3 ქართველ სამართალდამცავ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში.
    • 2024 წლის 31 დეკემბერი, გერმანიამ ქვეყანაში შესვლის ანონიმური აკრძალვა დააწესა 9 პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე.
    • 2024 წლის 27 დეკემბერი, აშშ-მ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვისთვის.
    • 2024 წლის 20 დეკემბერი, ლატვიამ ქვეყანაში შესვლის ანონიმური აკრძალვა დააწესა საქართველოს 13 მოქალაქეზე.
    • 2024 წლის 19 დეკემბერი, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 5 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე.
    • 2024 წლის 19 დეკემბერი, აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 მაღალჩინოსანს მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ სისასტიკისთვის.
    • 2024 წლის 19 დეკემბერი, აშშ-მ ვიზების შეზღუდვა დააწესა 12 საქართველოს მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის იძულებისა და დაშინების გზით ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის მიზნით.
    • 2024 წლის 15 დეკემბერი, ესტონეთმა 14 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალისა და სასტიკი ძალადობის გამოყენებისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.
    • 2024 წლის 15 დეკემბერი, ლიეტუვამ 17 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობისა და ჩაგვრის საპასუხოდ.
    • 2024 წლის 12 დეკემბერი, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების თანამშრომლებს, ასევე კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
    • 2024 წლის 5 დეკემბერი, უკრაინამ 19 ქართველ თანამდებობის პირს „საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესების გაყიდვის“ გამო სანქციები დაუწესა.
    • 2024 წლის 2 დეკემბერი, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა 11 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
    • 2024 წლის 16 სექტემბერი, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დააწესა 60-ზე მეტ საქართველოს მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. ეს პირები მოიცავს მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართულ ბიზნეს ლიდერებს, პირებს, რომლებმაც გაავრცელეს დეზინფორმაცია და ხელი შეუწყვეს ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავი ორგანოების წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში და პარლამენტის წევრებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
    • 2024 წლის 16 სექტემბერი, აშშ სანქციებს უწესებს 4 საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის ორ მაღალი რანგის სამართალდამცავ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში.
    • 2024 წლის 6 ივნისი, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დააწესა 30-მდე „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახის წევრზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და კერძო მოქალაქეებზე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, კონკრეტულად კი: მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფა, მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება.
    • 2023 წლის 14 სექტემბერი, აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის მთავარ თანამოაზრეს, ოთარ ფარცხალაძეს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან თანამშრომლობისთვის, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით.
    • 2023 წლის 5 აპრილი, აშშ-მ ვიზების შეზღუდვა დაუწესა 4 ქართველ მოსამართლეს, მათი მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების გამო.
    • 2022 წლის 19 ოქტომბერი, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის 4 ნათესავს რუსეთთან თანამშრომლობისთვის.

     

    ევროპარლამენტის რეზოლუცია

    2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასაქნციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები.

    მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:

    • ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
    • ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
    • ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი – პარტია „ქართული ოცნების“ მმართველი პირები.
    • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი.
    • გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
    • ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
    • ივანე ჩხარტიშვილიილია წულაია, სულხან პაპაშვილიგიორგი კაპანაძე – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები.
    • თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე.
    • კახი ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
    • ლაშა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი.
    • ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
    • მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე – სასამართლო „კლანის“ ლიდერი მოსამართლეები.
    • ირაკლი რუხაძე – „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი.
    • თამაზ გაიაშვილი – ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი.
    • ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე – ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

    ევროკომისიის სია

    2025 წლის 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ სანქციებისთვის მზად 15 საქართველოს მოქალაქის სია, რომელშიც ორი მოსამართლე შედიოდა. თუმცა, ევროსაბჭოში კონსენსუსის არარსებობის გამო, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • რატომ დავუთმოთ, რატომ მივართვათ ლანგარზე ეს არჩევნები? ბოიკოტი არის ლანგარზე მირთვევა – ელიშავილი

    რატომ დავუთმოთ, რატომ მივართვათ ლანგარზე ეს არჩევნები? ბოიკოტი არის ლანგარზე მირთვევა – ელიშავილი

    მარტივი არ იქნება კალაძის დამარცხება (ალბათ, კალაძე იქნება).

    იმიტომ, რომ ესენი ყველაფერს იკადრებენ, ყველაფრის მკადრებლები არიან და ყველაფერი უკადრებიათ.

    უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, მაგრამ ელექტორალურ მხარდაჭერას რაც შეეხება – ნებისმიერი კვლევა აიღეთ, თბილისში ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი სამჯერ მეტია, ვიდრე ქართული ოცნების მხარდაჭერა.

    ამიტომ ვამბობთ, რომ რატომ უნდა დავუთმოთ, რატომ მივართვათ ლანგარზე ეს არჩევნები.

    ბოიკოტი არის ლანგარზე მირთვევა და ჩუქება, პირდაპირი გადაფორმება – მაგათაც ეს უნდათ, რომ აგვაგდონ, ჩვენს ემოციებზე იმუშაონ.

    მაგრად ვაჟკაცურად ჟღერს “ბოიკოტი”, მაგრამ შინაარსი არ აქვს ამ ბოიკოტს – ეს არ არის ამათი დამარცხების მექანიზმი და გზა.

    ბრძოლა არის მექანიზმი და გზა.

    თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

  • საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“..  მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე – ბაჩიაშვილი

    საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“.. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე – ბაჩიაშვილი

    საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“.. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე –  ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

    „ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მე ნული მაქვს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა, არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართ ნდობა მაქვს. ეს გასამართლება პოლიტიკური შეკვეთის მცდელობაა.

    მე მაშინ მომინდა ქვეყნიდან წასვლა, როცა წერილი მომივიდა, რომ ციხეში გაგჭყლიტავო.

    თვითმფრინავში დამხვდა ანრი ოხანაშვილი, სადაც მე ტომარაჩამოფარებული ვიყავი. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“.

    შემდგომ ციხეში, ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დამიწყო ცემა, გინება, შუშით ცემა და თავი გამიტეხა.

    მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის “მხედრიონია”.

    ჩემი სასამართლო სხდომები დახურული იყო, სასამართლომ საბოლოო სიტყვის უფლება წამართვა. სასამართლოს არ აინტერესებდა ჩემი პოზიცია.

    ციხეში გამიწყვიტეს გარესამყაროსთან კავშირი. ადვოკატებთან ამიკრძალეს კომუნიკაციის უფლება, რომ ვერ დამერეკა და არ მეთქვა ციხეში მომხდარის ამბავი, ასევე არ დამარეკინეს სახალხო დამცველთან.

    საავადმყოფოში სიმპტომები არ ჩამიწერეს. ამაზე კი პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმესთან ამ ამბავს კავშირი არ აქვსო. იგივე ამ სასამართლოსთანაც, ყველანი რომ მოგვამზადეთ და შემდეგ გადადეთ პროცესი და შემდეგ ისევ ჩანიშნეთ, ჩემს ადვოკატს მოუწია უცხოეთიდან ჩამოსვლა. დრო მოგვეცით, რომ მოვემზადოთ.

    ჩემს მიმართ სამართალი არცერთხელ არ განხორციელებულა“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

  • ელისაშვილი „დიდ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისში მერობის კანდიდატად მის დასახელებას გეგმავს

    ტვ-ს“. გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ – ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, „აღდგომა და ხვალეო“, ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ“,

    “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

  • ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლ. ც. დააკავეს – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლ. ც. დააკავეს.როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლ.ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

    “საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

    ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

    აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (თაღლითობასთან) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში