Category: სლაიდერი

  • ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას – ხაზარაძე

    “ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას” – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „ყველა საქმეს სჭირდება მიზანი და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიმე ერთის არ არსებობა შედეგს არ იძლევა. ბოიკოტი ეს საშუალება არ არის.

    დღეს კახა კალაძე მესამედ დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატად. კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ გენმდივანი, გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

    პროდასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს მიზანი – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებაში ორი თემა განიხილება – ბოიკოტი და ადგილობრივი არჩევნები.

    ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! ეს მაშინ, როცა თბილისში 65 % ოპოზიციის ხმაა და მხოლოდ 25 % აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა აჩუქოს ოპოზიციის ამომრჩეველმა თავისი ხმა კორუმპირებულ კალაძეს და ამით ხელი შეუწყოს „ქართული ოცნებისთვის“, ანუ რუსული ძალისთვის თბილისის დათმობას.

    თბილისი გასათავისუფლებელია! ამის საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნები და დიდი უპირატესობა ოპოზიციის სასარგებლოდ.

    „ქართული ოცნების“ დემონტაჟი უნდა დაიწყოს თბილისიდან, სადაც თუ ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი გავერთიანდებით, აუცილებლად მოვიგებთ!

    თბილისის გათავისუფლება გარანტირებულად ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და მოგებას დემოკრატიული ძალების მიერ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

  • კალაძეს არცერთი წამით არ დავპირისპირებივარ – მდინარაძე

    არცერთი წამით კახა კალაძეს არ დავპირისპირებივარ. კახა, 2016 წელს „ქართული ოცნების“ გუნდში ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო ირაკლი კობახიძესთან ერთად. როგორ გგონიათ, მეგობრებს, უახლოეს მეგობრებს დავუპირისპირდები რამის გამო, თან როდესაც ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ. გთხოვთ თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას

    განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

  • ბურჭულაძე 240-ე დღეა ხალხშია, მას იქიდან მოაქვს ეს განწყობები, იქ იხარშება რეცეპტი და საერთო განწყობები – რაზეა წამსვლელი ხალხი – ზოდელავა

    „მიმაჩნია, რომ ის გზა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გააჟღერა, არის ყველაზე ოპტიმალური. ჯერ ერთი, ეს ადამიანი 240-ე დღეა ხალხშია, მას იქიდან მოაქვს ეს განწყობები. იქ იხარშება რეცეპტი და საერთო განწყობები – რაზეა წამსვლელი ხალხი, რამდენად აქვთ დარჩენილი მოთმინების ფიალა, ეს ყველაფერი პაატა ბურჭულაძეს კარგად აქვს ნაგრძნობი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ცხადი ამბავია – შევიკრიბოთ და გავუშვათ. ჩემთვის საერთოდ არ რჩება კითხვის ნიშნები. მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ერთი მოქმედებით, მშვიდობიანი, მაგრამ ყოჩაღი მოქმედებით ეს პრობლემები მოგვარდეს. უბრალოდ ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელია“

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.

  • ComCom-მა „სეზონი ტვ“ შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

    კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom – ს საჩივრით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა, რომელთა მტკიცებით, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ გაჟღერდა ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მათ მიმართ. საჩივრის ავტორების აზრით, აღნიშნული სიუჟეტი შეიცავდა სიძულვილის ენას და მიზნად მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას ისახავდა.

    კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა გარემოება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მიუხედავად გადაცემაში გაჟღერებული შეურაცხმყოფელი შინაარსისა, სახეზე არ იყო სიძულვილის ენის კვალიფიკაციისთვის სავალდებულო პირობები, ვინაიდან აღნიშნულის დასადგენად აუცილებელია გამოვლინდეს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური ნიშნის, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიისა ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლის, ენის, პოლიტიკური შეხედულების, სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნის მიხედვით. შესაბამისად, ComCom – მა შემოსული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

    მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში 21:00-დან 22:16 საათის ჩათვლით განთავსებული პროგრამა წარმოადგენს არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას, ვინაიდან გადაცემის წამყვანი და სტუმარი იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 6:00 დან 23:00 საათამდე ეთერში 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის  შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-მ მსგავსი დარღვევიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური დარღევა მეორედ ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარი დააკისრა, ვინაიდან „სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავალი 0 ლარს შეადგენს.

  • მოსამართლეგალუსტაშვილმა აქციების დროს დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა. გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

    ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

    მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

  • სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტის გამო დააჯარიმა

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტის გამო დააჯარიმა.

    “კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის” სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 11 740 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 საათსა და 55 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9 სთ და 27 წთ) შედარებით, 5 საათით და 28 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 9.04-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6.06) შედარებით 2.98-ით არის გაუარესებული.

    რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას”, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 74 504 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 61 საათსა და 38 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55 სთ და 8 წთ) შედარებით, 6 საათით და 30 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 31.06-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (29.71) შედარებით 1.35-ით არის გაუარესებული.

    საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის” შემუშავდება მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, რომელთა შესრულება კომპანიებისათვის სავალდებულო იქნება.” – ნათქვამია განცხადებაში.

     

  • არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის იმას, რაც „MEGOBAR აქტშია“ – არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება – ვოლსკი

    არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის იმას, რაც „MEGOBAR აქტშია“ – არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება – ვოლსკი

    არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის იმას, რაც „MEGOBAR აქტშია“ – არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „MEGOBAR აქტთან“ დაკავშირებით განუცხადა.

    „ჩვენ არ ველოდებით ესეთ ნეგატიურ განვითარებას, იმიტომ, რომ უსამართლობის ეს ხარისხი, რომელიც ამ აქტშია გამოხატული, რასაკვირველია, დამაზიანებელია არამარტო ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთოდ საზოგადოებისთვის. ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ზიანდება ასეთი უსამართლო შეფასებებისგან. ხშირ შემთხვევაში, გაურკვევლობას იწვევს და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის პოზიტიური პროცესების განვითარებას, მითუმეტეს, ორმხრივ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება და იქნება მიღებული, განსაკუთრებით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

    საქართველოში არანაირი ისეთი არ ხდება, მაგალითად: ირანთან პოლიტიკური ურთიერთობების დაბრალება… ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება შერაცხილია რაღაც დანაშაულთან, მაშინ როცა ამერიკაც საკმაოდ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან.

    ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ და არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის, რაც ამ აქტშია ჩამოყალიბებული. ის, რომ წინა ადმინისტრაციის მოთხოვნის დროს ომში არ ჩავერთეთ, ეს არ არის მიზეზი, რომ რაიმენაირად საქართველოს ინტერესებს ჩრდილი მიადგეს. უბედურება ისაა, რომ ქართველებად წოდებული ადამიანები, მათ შორის თავისი დეზინფორმაციული საშუალებებით, მოხარულები იქნებიან თუ საქართველოს რაიმე პრობლემები შეექმნება, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობაში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

    მათივე ინფორმაციით, ტემპერატურა ზოგან 38-40 გრადუსამდე იქნება.

    სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

  • რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

    გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანეტბმა, უკრაინის დედაქალაქ კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. ბოლო ცნობებით,  იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი – 6 წლის.

    კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ტიმურ ტკაჩენკომ თქვა, რომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანეს.

     

  • თუ ჩემი სიტყვები ტრამპის ასეთ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია – მედვედევი

    თუ ჩემი სიტყვები ტრამპის ასეთ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია – მედვედევი

    თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს აშშ-ს ძლევამოსილ პრეზიდენტში, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარი გზით გააგრძელებს სიარულს.

    რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის “მკვდარ ეკონომიკას” და “სახიფათო ტერიტორიაზე შესვლას” – კარგი, გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები “მოსიარულე მკვდრებზე” და ასევე, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებაში არარსებული “მკვდარი ხელი”

    ასე ეხმაურება, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს.