Category: სლაიდერი

  • 92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

    92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

    შენგელაიამ კინორეჟისურის განათლება მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. კარიერა კინოსტუდია „მოსფილმში“ დაიწყო, ხოლო 1960 წლიდან მუშაობა განაგრძო „ქართულ ფილმში“. მისი დებიუტი — „თეთრი ქარავანი“ — 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო.

    ელდარ შენგელაიას ეკუთვნის ისეთი კინოკლასიკად ქცეული ფილმები, როგორიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ლეგენდა ყინულის გულზე“ და სხვა.

  • მედვედევის განცხადების შემდეგ, ტრამპმა 2 ბირთვული წყალქვეშა ნავის რუსეთის სიახლოვეს განლაგების ბრძანება გასცა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2 ბირთვული წყალქვეშა ნავის რუსეთის სიახლოვეს განლაგების ბრძანება გასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

    ტრამპმა მედვედევის განცხადებას, “უკიდურესად პროვოკაციული” უწოდა, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – ”იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და გამაღიზიანებელი განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება”.

    ”რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ( რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა) უკიდურესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, გავეცი ბრძანება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და გამაღიზიანებელი განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად მათ შეიძლება მოულოდნელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი მათგანი არ იქნება. მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს” – აცხადებს დონალდ ტრამპი.

    ”ტრამპის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული მუქარის შესახებ მის პირად ქსელში Truth Social-ში, რომელსაც მან ჩვენს ქვეყანაში ოპერირება აუკრძალა – თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და გააგრძელებს საკუთარი გზით სიარულს,” – განაცხადა მედვედევმა. 

    ცნობისთვის, თავდაპირველად ტრამპის განცხადებას, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად პუტინისთვის მიცემული ვადის 10 დღემდე შემცირების შესახებ მედვედევი გამოეხმაურა და ტრამპს მოუწოდა – “ნუ გაჰყვებით  მძინარე ჯოს გზას”. რაზეც ტრამპმა მედვედევს უპასუხა – “გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის!”

  • ამაღლობელის ადვოკატი დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა  – ზურაბიშვილი

    ამაღლობელის ადვოკატი დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა – ზურაბიშვილი

    „მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.

    ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…

    ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“,

     

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

  • მზია ამაღლობელის განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება – ლანა ღოღობერიძე

    “მზია – მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო. და კიდევ – პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცყოფაზე. ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული – ქალური – ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად…

    როდესაც ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს (!) შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!”,

    აცხადებს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.

  • ”გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!”  – შოთა არველაძე

    “თავისუფლება მზია ამაღლობელს! გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!”

    თქვა ამის შესახებ, შოთა არველაძემ “ტაბულასთან”.

  • ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია – გარემოს ეროვნული სააგენტო

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია – წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.

    “მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.

    ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდინარე ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.

    მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ერთიანი მიზანი არასაკმარისია, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, ესაა 8-პუნქტიანი გეგმაც – ვაშაძე

    ერთიანი მიზანი არასაკმარისია, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, ესაა 8-პუნქტიანი გეგმაც – ვაშაძე

    “4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8 პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე.

    მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8 პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც.

    მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ – არის მცდარი მიდგომა. 8 პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი – პარიტეტული საბჭო უმრავლესბით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილბებეის მიღებაში”,

    პატიმრობაში მყოფი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილს აქვეყნებს.

  • სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

    სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

    “სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დავაკავეთ ” – აცხადებს ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

    “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის პირველ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი – თ.კ. დააკავა. ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ – ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას”, – აცხადებენ საგამოძიებოში.

    საგამოძიებოში აცხადებენ, რომ ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების – ჯამში 826 ათას 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – 2025 წლის 18 ივლისს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების – ჯამში 826 ათას 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11 პირი. მათ შორის, ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.გ.

    გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით, არაერთხელ მიმართეს სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტომ ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 ათას 815 ათასი ლარის ოდენობით. დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

  • ეს არ იქნება მზიას განაჩენი, იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს უსამართლობაში – ზურაბიშვილი ამაღლობელის დასკვნით პროცესზე მივიდა

    “ეს არ იქნება მზიას განაჩენი, იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს უსამართლობაში” – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახლახან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესზე მივიდა.

    ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოაცხადოს. 

    “მოლოდინი მაქვს, როგორც ყოველთვის და ბოლომდე იმის, რომ სამართალი მაინც იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩემთვის ჯერჯერობით. მთავარი ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ – თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს ამ უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველი დღიდან და რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის, ისტორიის წინაშე იმაზე, რაც დღეს გადაწყდება. ცხადია, ეს არის მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ქვეყნის მიმართ. დღეს მზია არის საქართველოს სიმბოლო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

    ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ამჟამად ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

    სანაპიროს ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

    სხვა დეტალები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.