Category: სლაიდერი

  • ”მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი პოლიტპატიმრები არიან! „ქართული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური მთავრობა” – იტალიელი სენატორი

    ”მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არ არიან დამნაშავენი — ისინი პოლიტპატიმრები არიან! „ქართული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური მთავრობა — ეს არის რეჟიმი!”- გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა. მან სენატის თავმჯდომარეს მიმართა და თქვა, რომ იტალიის მთავრობის ამოცანა და მორალური ვალდებულება უნდა იყოს – “არა ქართული მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არ მიტოვება რუსეთის ხელში”.

    “გმადლობთ, ქალბატონო თავმჯდომარე! მსურს სენატს გავაცნო ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე. იგი დააკავეს იანვარში მას შემდეგ, რაც პოლიციის ოფიცერს, ირაკლი დგებუაძეს,სილა გააწნა. ეს სილა იყო მისი რეაქცია ფიზიკურ ძალადობაზე, აბუჩად აგდებაზე, ფურთხზე. მას არ მისცეს წყალი და არ მისცეს საპირფარეშოში წასვლის საშუალება.

    “ჩაიფსი!” – სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია იმ სილის გაწვნა. ამ სილას მოჰყვა მისი დაპატიმრება, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება. ამ სილის გამო მას ემუქრება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

    დღეს მას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება — ჰქონდა შესაძლებლობა დაბრუნებოდა თავისუფლებას, მაგრამ მან უარი თქვა რადგან ეს მისთვის, როგორც გამოხატა, „ცოცხლად დამარხვის“ტოლფასი იქნებოდა.

    მინდა ამ დარბაზში მოვიტანო მისი სიტყვები, რომელშიც უდიდესი გამბედაობა ჩანს: „თქვენი სოლიდარობის წყალობით გადავრჩი. ნუ დაკარგავთ რწმენას საკუთარი თავის! ჯერ კიდევ არის დრო იბრძოლოთ გამარჯვებამდე! არ დაკარგოთ იმედი! მე მჯერა თქვენი! მჯერა, რომ როგორი მტრულიც არ უნდა იყოს გარემო, რომელშიც მოქმედებთ, ყოველი თქვენი ნაბიჯი იქნება ღირსეული— მიმართული თავისუფალი აზრისა და სიტყვის დასაცავად.“

    მზიას, მხოლოდ ამ სილის გამო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.!

    ამ სიტყვებს იმიტიმ ვკითხულობ, რომ დღეს, სასამართლომ, გადაწყვეტილების გამოცხადება 6 აგვისტომდე გადადო.

    ნინო დათაშვილი კი, პედაგოგი ქალი, შესაძლოა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანონ, ფსიქიკური არასტაბილურობის მოტივით! მაგრამ მისი გონება ნათელია, თავისუფალია, დამოუკიდებელია! მის ხმას ემოცია არღვევს, მაგრამ მისი ზურგი არ ტყდება და მისი სული არ იჩოქებს უსამართლობის წინაშე!

    ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება პოლიტიკური დევნის იარაღად — ეს ტიპური ხერხია ავტორიტარული რეჟიმებისთვის!

    მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არ არიან დამნაშავენი — ისინი პოლიტპატიმრები არიან! „ქართული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური მთავრობა — ეს არის რეჟიმი!

    დასასრულს, ქალბატონო თავმჯდომარევ: როდესაც ამ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ შეხვდნენ საქართველოს “ხელისუფლების” წარმომადგენლებს იმიტომ, რომ „არ შეიძლება საქართველოს მთავრობა შევატოვოთ რუსეთს ხელში“, მიჩნდება ფიქრი, რომ იტალიის ამოცანა – ჩვენი მთავრობის ამოცანა, ჩვენი მორალური ვალდებულება უნდა იყოს არა ქართული მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არ მიტოვება რუსეთის ხელში!

    ეს ახალგაზრდები მხოლოდ დემოკრატიას, თავისუფლებას და მშვიდობას ითხოვენ!

    ჩვენი ამოცანა კი არის ვუთხრათ მათ: „იყავით ძლიერები, რადგან თქვენ მარტო არ ხართ!“, – თქვა მან.

  • ბათუმში დგას ნავთობტანკერი – დატვირთულია “გაზპრომ ნეფტის” სანქცირებული დიზელით – ხაბეიშვილი

    ბათუმში დგას ნავთობტანკერი – დატვირთულია “გაზპრომ ნეფტის” სანქცირებული დიზელით – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ივანიშვილი არ ჩერდება!!!

    ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით.

    მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია.

    ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…

    ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი – “სუსის” დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა “მმართველის” აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა. ამის დასტურია სქემის მთავარი ფიგურანტის – გივი ქუთათელაძის თანამდებობაზე დატოვება ბათუმის ნავთობტერმინალში, არაფორმალურ “მაყურებლად”!!! – (რაღაც დეპარტამენტის უფროსად ჰყავთ გაფორმებული).

    პ.ს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში, გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა!!!”, – წერს ხაბეიშვილი.

  • ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს – ტრამპი

    „ინდოეთი რუსულ ნავთობს არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს დიდი მოგების სანაცვლოდ ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ. ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

  • ხაზარაძე ფიშერის მიერ ბინის ქირაობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

    “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს.

    “ბოლო 3 დღეა ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ.

    სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას.

    საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.

    აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში!

    ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც.

    ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ “ოფშორების” კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ.

    თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

  • თუ პროტესტი გაჩერდა, ყველა ან ციხეში, ან ფსიქიატრიულში ვიქნებით – დათაშვილი

    ”ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ.

    ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა.

    მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!

    ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

    წერს უკანონოდ დაკავებული აქტივისტი და მასწავლებელი, ნინო დათაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსით არ მოვიწვევთ – დანიის საგარეო

    “2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს”,

    ამის შესახებ დანიის საგარეომ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

  • უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზა „საკის“ დაარტყეს

    უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზა „საკის“ დაარტყეს – ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    იერიში გასულ ღამეს განხორციელდა და დაზიანდა სულ მცირე ხუთი სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის – ერთი Су-30СМ სრულად განადგურდა, მეორე კი სერიოზულად დაზიანდა, ამასთანავე  დაზიანებულია სამი Су-24 ტიპის ბომბდამშენი და ავიაციის შეიარაღების საწყობი.

    СБУ თქმით ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშია რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შავი ზღვის რეგიონში. Су-30СМ-ის სავარაუდო ღირებულება 35–50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

     

  • ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს – ზურაბიშვილი

    1რ მაქვს მოლოდინი. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ მე პროგნოზებს არ ვაკეთებ. ძალიან მძიმე დღე არის. საზოგადოებას დასცინიან ამ გაგრძელებით. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო.

    განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში განაცხადა.

  • წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტი დაამტკიც და სექტემბერში გასაჯაროვდება

    წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტს კენჭი უყარა და “ერთხმად მიიღო”. ხვალ, 5 აგვისტოს კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის შემდეგაც,  430-გვერდიანი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.

    დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროვდება – მისი სრულად წარდგენა და გამოქვეყნება სექტემბერში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.

    “ბიურო როცა ჩათვლის საჭიროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში, ჩანიშნავსსხდომა, რომელზეც ჩვენ ამ დასკვნით წარვდგებით. ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა. უფრო მეტიც, მოხდება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა.[…]

    პარლამენტს აქვს ამის შესაძლებლობა, შესანიშნავი სტამბა, თანამშრომლები. კარგი იქნებოდა, პლენარული სხდომისთვის გარეგნულად სამუშაო ვერსიით კი არა, არამედ, მაგალითად, დასტამბული, წიგნის სახით, დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს, ასეთი ფორმით შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას. და პლენარული სხდომის მერე დავბეჭდოთ მეტიც, იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ.

    … ასევე, ბატონი თენგიზი [შარმანაშვილი] ხშირად ამბობს თარგმანთან დაკავშირებითაც, რომ ითარგმნოს, რადგან ამ დასკვნას ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ნაციონალური მოძრაობის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი. და ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს გაგებაში და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოსვლა.

    ამიტომ, რაკი ქართული მათ არ იციან, ბატონი ალუდა [ღუდუშაური] მიანიშნებდა, რომ ქართული განსაკუთრებული ფენომენი და ენაა, ეს მართლაც ასეა, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ითარგმნოს ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე, ამიტომ დღეიდან დავძრავდით პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით” – თქვა წულუკიანმა.

  • მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან ბინას ქირაობს – შემოსავლების სამსახური

    მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან ბინას ქირაობს – შემოსავლების სამსახური

    შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

    “მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

    საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები”. – წერს შემოსავლების სამსახური.