Category: სლაიდერი

  • სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

    სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

    ბაჩიაშვილის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იყო წარდგენილი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებით.

  • უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა- ბაჩიაშვილი

    “დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი?

    ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა. როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.

    შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

    ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი.

    ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით. დღეს ხართ არჩევანის წინაშე, იმედი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა არ გაჭრის [ბაჩიაშვილი პროკურორს].

    ვერ შემაშინებთ ვერაფრით, ვერც 11 წლიანი სასჯელით[…][პროკურორი] ზეწოლის ქვეშ არის და რის გამო აკეთებს ამას? ეშინია რამის? ეს წინა მთავრობის დროსაც იყო. ახლა გაქვთ შანსი, რომ არ შერცხვეთ და წლების შემდეგ არ შეგრცხვეთ შვილებისთვის თვალებში ჩახედვის.

    რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდება მტკიცებულებების მაღალ ხარისხზე საუბრობდა, თუმცა დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით. ივანიშვილის ჩვენებაში 2 აბზაცსაც ვერ ნახავთ, რომ არ იტყუებოდეს”,

    ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

  • ”ოცნებამ” 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

    ქართულმა ოცნებამ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მათი ვინაობა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.

    კახეთი

    • ახმეტა – ალექსი ფიცხელაური
    • გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი
    • დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
    • ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი
    • სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი
    • ყვარელი – ილია მზექალაშვილი
    • საგარეჯო – ვახტანგ კაკუტაშვილი
    • თელავი – ვაჟა მაღრაძე

    ქვემო ქართლი

    • რუსთავი – ნინო ლაცაბიძე
    • გარდაბანი – დავით კარგარეთელი
    • დმანისი – კობა მურადაშვილი
    • წალკა – ილია საბაძე
    • მარნეული – დაური ისმაილოვი
    • თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური
    • ბოლნისი – ზამური ჭითანავა

    მცხეთა-მთიანეთი

    • თიანეთი – ლევან წიკალური
    • მცხეთა – გოგი აბუაშვილი
    • დუშეთი – კახაბერ ჩიტაური
    • ყაზბეგი – კობა გელაძე

    შიდა ქართლი

    • გორი – კონსტანტინე ბუზალაძე
    • ქარელი – ზაზა გულიაშვილი
    • კასპი – ვახტანგ მაისურაძე
    • ხაშური – პაატა ჩადუნელი

    სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტი

    • ადიგენი – გოჩა ქიმაძე
    • ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე
    • ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი
    • ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი
    • ახალციხე – ვარლამ წიკლაური
    • ბორჯომი – მამუკა გელაშვილი

    იმერეთი

    • ქუთაისი – დავით ერემეიშვილი
    • საჩხერე – ლევან ივანაშვილი
    • ჭიათურა – გივი მოდებაძე
    • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი
    • თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე
    • ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
    • სამტრედია – დავით ბახტაძე
    • ხონი – ლადო ჯურხაძე
    • წყალტუბო – გენადი ბალაჩინვაძე
    • ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე
    • ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშვიძე
    • ტყიბული – დავით კუბლაშვილი

    რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი

    • ცაგერი – ჭაბუკი ჭაბუკიანი
    • ლენტეხი – გიორგი გაზდელიანი
    • ამბროლაური – ზაზა ქევანიშვილი
    • ონი – დავით ლობჟანიძე

    სამეგრელო – ზემო სვანეთი

    • ფოთი – ბექა ვაჭარაძე
    • ხობი – დავით ბუკია
    • სენაკი – ვახტანგ გადელია
    • აბაშა – გიგა გაბელაია
    • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
    • ზუგდიდი – დათო კოდუა
    • ჩხოროწყუ – ჯუმბერ იზორია
    • მარტვილი – გიორგი ნაჭყებია
    • წალენჯიხა – ნიკა კანკია

    გურია

    • ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი
    • ოზურგეთი – პაატა კუნჭულია
    • ჩოხატაური – მინდია ჟღერია

    აჭარა

    • ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე
    • ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე
    • შუახევი – ომარ ტაკიძე
    • ქედა – მამუკა თურმანიძე
    • ხულო – ვახტანგ ბერიძე
    • ბათუმი – გიორგი ცინცაძე

    7 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა – სია

    საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.

  • 12-14 აგვისტოს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარი

    12-14 აგვისტოს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარი

    12-14 აგვისტოს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13-14 აგვისტოს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი – უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.

  • დადგეს საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა – DRI ახობაძეზე

    „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმაურება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ გიორგი ახობაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსამართლემ თითქმის 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ ახობაძე მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო.

    „პატიმრობა, როგორც შიდა საკანონმდებლო, ისე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საქმეში სათანადო მტკიცებულებები და შესაბამისად, გონივრული ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არსებობს ვალდებულება, რომ წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი. გიორგი ახობაძის საქმეზე, სასამართლომ  8-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი სწორედ სათანადო მტკიცებულების არარსებობას დააყრდნო და თავადაც დაადასტურა მისი უფლებების უხეში დარღვევა და საქმის პოლიტიკური მოტივი.

    გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გიორგი ახობაძესთან მიმართებით (ასევე, აქციების კონტექსტში დაკავებულ სხვა პირთა მიმართებითაც) გაკეთებული განცხადებები, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო – უდანაშაულობის პრეზუმფცია უკანონო პატიმართან მიმართებით არაერთხელ დაირღვა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბრალდების მართებულობისა, საქმეში არ არსებობდა ვიდეო-მტკიცებულება, შესაბამისად, „100%-იანი მტკიცებულების გარეშე სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი“. აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ ხელმისაწვდომი არ არის“, – წერია განცხადებაში.

    „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, აუცილებელია სათანადო ორგანოების მყისიერი რეაგირება გიორგი ახობაძის საქმეზე, „მით უფრო, რომ ყველა პირი, ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა, იდენტიფიცირებულია“.

    „8 თვის განმავლობაში საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი მტკიცებულება – მოწმეთა ჩვენება (საქმეში არც ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი კადრები არსებობდა), რომელზე დაყრდნობითაც ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის ეტაპზე და მეორე მხრივ, მოსამართლე – პატიმრობის შეფარდების დროს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახობაძე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გაჩხრიკეს (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით). შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულად მოქმედებაზე, რასაც შედეგად გიორგი ახობაძის უკანონო პატიმრობა მოჰყვა“, – წერია განცხადებაში.

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

    შესაბამის ორგანოებს:

    • „დაუყოვნებლივ/მყისიერად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მით უფრო, რომ საჯაროა საქმის გამომძიებლების, მოწმეების, პროკურორების, მოსამართლეთა ვინაობა;
    • კანონმდებლობის შესაბამისად, დადგეს საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა;
    • მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდოს საზოგადოებას.

    სასამართლოს:

    • საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული რამდენიმე პირის მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურის მხრიდან, გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად, წარმოდგენილია ანალოგიური ბრალდება და საქმეში არ არსებობს ობიექტური/ნეიტრალური მტკიცებულება. შესაბამისად, აუცილებელია  საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი“.
  • მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას 30-ლარად შეძლებს

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით – 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30 ლარად შეძლებს. აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

    აქციით სარგებლობა შეუძლიათ:

    • სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
    • სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ  მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
    • მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
    • მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

    ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

  • ”2008-ში მოღალატე უცხოელ,ა აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო” – ირაკლი კობახიძე

    ”2008-ში მოღალატე უცხოელ,ა აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო” – ირაკლი კობახიძე

    ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებულია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერით ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება – სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ომი, რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.

    2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამან ენმ-ს ერთგვარი საბაბი მისცა, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ […] მაშინ, როცა ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ მისი დაცვა გაგვიჭირდა […] მაშინ გუნდის შიგნით პრობლემები გვქონდა. 2018 წელს ქართულ ოცნებაში “დიფსთეითის” აგენტურა იყო. მაშინ ჩვენს გუნდში 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი […]

    ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა დილიდან, როცა სააკაშვილი, იაკობაშვილი და სხვები გვიცხადებდნენ, რომ სოფელს სოფელზე და დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ – ისინი ცხინვალის რეგიონს ათავისუფლებდნენ, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდებიო და ა.შ. 2018 წლამდე საპირისპიროს თქმას ვერ ბედავდნენ და 2018-ში გადაწყვიტეს, რომ თურმე ომი არ დაუწყიათ […] 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, დავალება შეასრულა და ომი დაიწყო.

    განაცხადა  ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ შინდისში, ჟურნალისტებთან.

  • ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

    ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

    “ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება” – ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ელოდება, რომ ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება. მანამდე პარასკევს მისმა უსაფრთხოების კაბინეტმა  ღაზის სექტორზე კონტროლის აღების გეგმა დაამტკიცა.

    „ჩვენ გვინდა უსაფრთხოების სარტყელი ჩვენს საზღვართან, მაგრამ არ გვინდა ღაზაში დარჩენა. ეს ჩვენი მიზანი არ არის“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

  • იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ -შსს

    იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ -შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტკიული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გაითვალისწინეთ: მე ტრამპისტი ვარ! – ალექსანდრ ლუკაშენკო

    გაითვალისწინეთ: მე ტრამპისტი ვარ! – ალექსანდრ ლუკაშენკო

    მე [ტრამპისთვის] ბევრი რამის თქმას, დახასიათებას, აღწერას შევძლებდი, მათ შორის, როგორ უნდა აეწყოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამერიკელები სულელები არიან ან იქ არავინაა, ვინც მას რამეს ეტყოდა – უბრალოდ, არავინ ეუბნება. მესმის რომ ასეთი ხასიათი აქვს, თქვენც არანაკლებ იცნობთ მის ხასიათს, მაგრამ ამავდროულად გაითვალისწინეთ: მე ტრამპისტი ვარ. ასე ხშირად ვიწოდებ საკუთარ თავს. არ ვარ ბაიდენის მომხრე და ეს მაშინაც მითქვამს, როცა ბაიდენი ხელისუფლებაში იყო.

    ამის შესახებ განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.