Category: სლაიდერი

  • ალასკაში ჩაფრენილ ჩვენს ჟურნალისტებს თვითმფრინავში კიევური კატლეტი აჭამეს – სიმონიანი

    ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც ალასკაში სპეცრეისით ჩაფრინდნენ, თვითმფრინავში კიევური კატლეტი აჭამეს.

    წერს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.

  • აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის პრაქტიკაა. უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები არიან ეს თქვენს სინდისზეა! – ლევან ღამბაშიძე

    “აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის პრაქტიკაა. უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები არიან ეს თქვენს სინდისზეა!” – ასე ეხმაურება, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე თედო აბრამობის გათავისუფლებას.

    “მაგენი ყველანი ნარკამანები არიან.”
    ჯერჯერობით ერთის მეორეს მიყოლებით უშვებენ ხალხს, ვისაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ.
    ანუ აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
    აღიარებენ, რომ პოლიციელები კრიმინალები არიან.
    აღიარებენ, რომ მათთვის ბრძანებების მიმცემები კრიმინალები არიან.
    აღიარებენ, რომ პოლიტიკური ნიშნიდ ჰყავთ დაკავებული.
    ამ ხალხის უკანონოდ დაკავება რეჟიმის კრიმინალების სინდისზეა.
    თქვენ კიდე ამდენი ხნის განმავლობაში უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები იყვნენ. ეს თქვენს სინდისზეა.” – წერს ლევან ღამბაშიძე.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

    მანამდე, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძე.

  • თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

    აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო.

    მოსამართლის განცხადებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

    აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს შსს-მ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

    პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

    ცნობისთვის, აქამდე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძე.

  • უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს

    უკრაინელებმა რუსეთში, ასტრახანის ოლქში მდებარე საზღვაო პორტში „შაჰედებისთვის“ განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთული გემს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობების შესამცირებლად, 14 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობით, საცეცხლე დარტყმა განახორციელეს საზღვაო პორტ „ოლიაზე“ (რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქი).[…] არსებული ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა გემ „პორტ ოლია 4“-ზე, რომელიც დატვირთული იყო ირანიდან ჩამოტანილი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტებით და საბრძოლო მასალით“, – აცხადებენ გენშტაბში.

  • ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაზე აშშ-თან დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს.

    „როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის დასასრულებლად და შეთანხმებების მისაღწევად, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესებში შედის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

    მისი თქმით, აშშ-თან კონტაქტების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყოს.

    „ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ენერგიულ ძალისხმევას იჩენს იმისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობის პირობები შეიქმნას როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში, თუ მომდევნო ეტაპზე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის სფეროში შეთანხმებებს მივაღწევთ“, – აღნიშნა პუტინმა.

  • საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ – მაიკლ კარპენტერი

    ” საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ისეთი მყიფეა, როგორც არასდროს. საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ძალიან საკამათოა.”- აცხადებს ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი.

    “ვფიქრობ, რომ ტრამპის გზის გახსნა საერთაშორისო კომპანიებს მისცემს საშუალებას დივერსიფიკაცია მოახდინონ იმ გზებს შორის, რომელსაც გამოიყენებენ ვაჭრობისთვის. საქართველო არ იქნება ერთადერთი და წამყვანი არჩევანი. გარდა ამისა, საქართველო თავისი ახლო კავშირებით ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან ნელ-ნელა ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ისეთი მყიფეა, როგორც არასდროს. საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ძალიან საკამათოა.

    საქართველო ყოველთვის იყო წამყვანი პოლიტიკური სისტემა შავი ზღვისპირეთში, ქვეყანა რომელიც ნელა, მაგრამ მტკიცედ აჩვენებდა თავის ევროატლანტიკურ მისწარაფებას. საქართველოს ევორკავშირში ინტეგრაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძალიან რეალისტური იყო, თუმცა შემდეგ მათ მიიღეს ე.წ. გამჭვირვალეობის კანონი, რიგი სხვა კანონებისა, რომლებმაც გახსნა გზა ოფშორებიდან კორუფციის ლეგალიზებისკენ, ფაქტობრივად დაანგრია სამოქალაქო სექტორი. ყველაფერმა ამან გვაჩვენა რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

    რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის პროპაგანდას, ის მთლიანად არის შექმნილი ქართლი ოცნების მიერ და ასოცირებულია მასთან. ეს პროპაგანდა ნაწილია იმ დიდი პროპაგანდისა, რომლსი თანახმადაც დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. თუმცა ყველას კარგად ესმის რომ საქართველო მოწყვლადია, როადგან მისი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული სწორედ რუსეთის მიერ. ეს პროპაგანდა არის ნონსენსი და ტყუილი, თუმცა გათვლილია პოპულაციის იმ ნაწილზე ვისაც ეშინია შესაძლო ახალი კომფლიქტის”, – განაცხადა კარპენტერმა.

  • მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

    მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

    პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

    ზვიად რატიანის ადვოკატები პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდნენ, ხოლო ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ “არ არსებობს ბრალდებულის გათავისუფლების საფუძველი”.

    შემდეგი სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

    ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად – კუპრაძე

    „ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვუყურებთ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძისა და სამინისტროს მიერ წარმოებულ სამარცხვინო პიარ კამპანიას, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არსებობს მძიმე ვითარება ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებით. საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს იქნებოდა სრულიად შეუძლებელი. 2024 წლის სახელმწიფოს მიერვე გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ დაფიქსირებულია 6 ათასზე მეტი ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, აქედან 100-მდე დანაშაული უკავშირდება ნარკოტიკების ტრანზიტს, რომელიც საქართველოს გავლით მიმდინარეობს. ეს არის არასრული სტატისტიკა, რომელსაც აქვეყნებს შსს და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება. ცხადია, რომ ამ პიარ კამპანიით, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საზოგადოების მძაფრ რეაქციას ნარკოტიკების უკონტროლო ვაჭრობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დაშვებითვე მიმდინარეობს. ამით ივანიშვილი და ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“, წლების განმავლობაში, ხელს უწყობს საქართველოს ახალი თაობის, მოქალაქეების მკვლელობას. ყოველწლიურად, 50-ზე მეტი ადამიანი იღუპება ზედოზირებით. მაშინ, როცა ხელისუფლებას არ გააჩნდა ამ დროის განმავლობაში არანაირი ზრუნვის მექანიზმი, მათი ნარკოპოლიტიკა მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, რეპრესიისკენ. ივანიშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო აქციოს შავი ფულის და ნარკოტრეფიკის მთავარ ეპიცენტრად. ამაზე მიუთითებს საზოგადოებაში, მოქალაქეებში, სრულიად რაციონალურად და ობიექტურად გამჯდარი განცდა, რომ ნარკოტიკმა მოიცვა საზოგადოების დიდი ნაწილი.

    2025 წლის თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს სწორედ იმას, რომ საქართველო გლობალურ ნარკოვაჭრობის პრობლემურ ეპიცენტრად იქცა. ეს მოახერხა ივანიშვილმა, რომ საქართველო ექცია საერთაშორისო ნარკოვაჭრობის ეპიცენტრად. ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ უამრავ ტრაგედიაზე, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. ამ პიარული, სასაცილო, სრულიად გაუგებარი აქციებით, რომელსაც შს მინისტრი, გელა გელაძე ატარებს, ვერ მოატყუებენ იმ საზოგადოებას, რომლებიც თავად, საკუთარ თავზე, შვილებსა და ოჯახებზე გრძნობენ ნარკოდამოკიდებულების მძიმე გავლენას. ჩვენ ვამბობთ, რომ ნარკოვაჭრობასთან, საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან მიმართებით სახელმწიფო უნდა იყოს გაბედული და ამისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. ივანიშვილს და მის „რუსულ რეჟიმს“ ეს პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

    ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას ნარკოდამოკიდებულებზე. უკვე მეორე არჩევნებია, ვამბობთ, რომ გარდაუვალად აუცილებელია ამ ქვეყანაში არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც სახელმწიფო, სხვა მოქალაქეებთან ერთად, იზრუნებს თითოეულ ნარკოდამოკიდებულზე, შესთავაზებს მათ იმ ტიპის გამოსავალს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომლისთვისაც ისინი იქნებიან მზად. თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ და დავეხმარებით ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის უმძიმესი გამოწვევაა. მაშინ, როცა ივანიშვილი კლავს და ანადგურებს ჩვენს მომავალს და ახალ თაობას, ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს, მათ შორის, ჩვენს გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს საქართველოში, ამ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს – უკომპრომისო ბრძოლა ნარკოვაჭრობასთან, საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან და ზრუნვა ნარკოდამოკიდებულებზე. ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ”

    ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ობიექტურს ვერ დავარქმევდი – ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე

    ობიექტურს ვერ დავარქმევდი – ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე

    სახელმწიფოს არანაირ ტიტუშკებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვერც ექნება […] მე ამ მოხსენებას ობიექტურს ვერ დავარქმევდი […] პოლიცია სახელმწიფოს და თავს იცავს და მათ არასდროს არანაირი ისეთი მოქმედება არ ჩაუტარებიათ, თუ საკმაოდ აგრესიული გზით ამის პროვოცირება არ იყო

    ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს.

  • ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპმა EU-ს ლიდერებთან საუბარში მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას

    ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპმა EU-ს ლიდერებთან საუბარში მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ მისი პოზიციაა – ჯერ უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი დაწესდეს „რეალური უსაფრთხოების გარანტიები“. ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ამ მიდგომას. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ ან ნატოს პერსპექტივებზე.

    „ჩვენ, უკრაინა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, მხოლოდ ერთს ვითხოვთ – მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

    ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ რუსეთი ალასკაში ცეცხლის შეწყვეტას არ დაეთანხმება.

    “შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგას ვუთხარი, რომ პუტინი ბლეფობს. ალასკაში შეხვედრამდე ის უკრაინული ფრონტის ყველა მიმართულებაზე ცდილობს ზეწოლას. რუსეთი, რისიც შეუძლია ყველაფრის და მთლიანად უკრაინის დაპყრობას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილია. ასევე პუტინი ბლეფობს, თითქოს სანქციები მისთვის უმნიშვნელოა და ისინი არ მუშაობენ. რეალურად კი, სანქციები ძალიან გვეხმარება და ურტყამს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას…

    კოლეგებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ევროპელ მეგობრებს ვუთხარი, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა, მას ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია სურს და ყველას გვესმის ეს – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. შემდგომი ზეწოლა გვჭირდება მშვიდობისთვის, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

    პრესკონფერენციაზე, დონბასში მიწების დათმობის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება.

    „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენციაზე და დასძინა:

    „რაც შეეხება ჩვენს პრინციპებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საბოლოოდ, ლიდერების დონეზე გადაწყდება. უკრაინის გარეშე (მოლაპარაკებების მაგიდასთან) ამის მიღწევა შეუძლებელია….

    ჩემი პოზიცია არ იცვლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.