Category: სლაიდერი

  • რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო დაქირავებული მებრძოლის სტატუსით შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.

    რუსეთის საგამოძიებო უწყებისა და სასამართლოს ცნობით, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო მომზადება, მიიღო იარაღი და საბრძოლო მასალა.

    “რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ მიიჩნია საკმარისად, რათა დაუსწრებლად გამოტანილიყო განაჩენი საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილის მიმართ. იგი დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

    გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2022 წლის მარტში, უკრაინაში, ელისაშვილი შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას. მან გაიარა სამხედრო მომზადების კურსი, მიიღო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იყო შეიარაღებულ კონფლიქტში მისი მონაწილეობისათვის. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ელისაშვილი ასრულებდა უფროსი მეთაურობის ბრძანებებს და დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

    გამოძიების შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის მიმართ დაუსწრებლად შეირჩა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

    სასამართლოს მიერ ელისაშვილი დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ოცნებამ” ქვეყანას ომი კი არ ააცილა, არამედ ევროპული მომავალი წაართვა! – უკრაინის საგარეოს განცხადება ”ქართული ოცნების” რგოლებზე

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება მიაქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ არამეგობრულ ქმედებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური აგრესიის საშინელი შედეგების ამსახველი ვიდეოების გამოყენებას.

    ”ასეთი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ და იწვევს უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას.
    სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ ეპირფერებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვს და უგულებელყოფენ ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

    ვურჩევთ მმართველი პარტიის პოლიტტექნოლოგებს, რომ საკუთარი ხალხის მიმართ უფრო გულწრფელები იყვნენ და საკუთარ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ – რუსეთის ტრიკოლორი, მარცხნივ კი – ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები. ეს იქნება სიმართლე, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას ომი კი არ ააცილა, არამედ ევროპული მომავალი წაართვა.

    ამავე დროს, უკრაინა კვლავ რჩება თანმიმდევრული და მტკიცე საქართველოს მეგობარი ხალხის მხარდაჭერაში, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ესწრაფვის”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ეუთო/ოდირი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება – “ფორმულა”

    ეუთო/ოდირი  საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ამის შესახებ, ეუთო/ოდირმა  ფორმულასთან  განაცხადა და აღნიშნა, რომ  ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

    “ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება.[…] როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ჩვენი მანდატით განსაზღვრულ ყველა სფეროში”, – აცხადებენ ეუთო/ოდირში.

    ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ 2014 წლის გამონაკლისის გარდა, როდესაც შეზღუდული ბიუჯეტის გამო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდნენ, ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელზეც არ იწვევენ.

    “საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ODIHR-ს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა (2014 წელს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო).

    ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები ხელს უწყობს არჩევნების მთლიანობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.

    გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ODIHR არაერთ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო მაგალითებია: ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში – 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში – 2023 წლის ნოემბერში”, – განუცხადეს ფორმულას ეუთო/ოდირში 18 ივნისს.

    18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა, წლევადელ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.

  • ევროპელი ლიდერები პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ – ორბანი

    „რეალობის თვალებში შეხედვისა და მოლაპარაკების ნაცვლად, ისინი პრეზიდენტ პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ. ევროპის თვითსაბოტაჟი უძლურებს გვტოვებს, სხვები კი ჩვენს ბედს წყვეტენ. საკმარისია!“

    – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში, თბილისის დროით 10:08 საათზე მიწისძვრა მოხდა.

    მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები წალკიდან აღმოსავლეთით 3 კილომეტრში დაფიქსირდა.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

  • მიქაძეებიდან ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, მათ უკან ფარცხალაძე დგას – ხაბეიშვილი

    “დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები, ფაქტობრივად, ივანიშვილისთვის რომ იღწვოდნენ ძმები მიქაძეები – ერთი დაიჭირეს, ერთი – გაქცეულია. ამბობენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, დააორგანიზეს და ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? – ფარცხალაძე. ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნების ყველა სპიკერი კბილებით იცავდა.

    აი ამ დანაშაულების უკან, რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო და ფარცხალაძის გუნდთან, მიქაძეებთან დაპირისპირება ოცნებაში რას ნიშნავს, ჩემზე უკეთ კითხეთ ახლა ზარქუას და ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ”,

    აცხადებს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

  • ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ! – ზელენსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე

    ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ! – ზელენსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე

    “რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს.

    ამიტომ პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ. ძალიან მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს ესმის და იაზრებს”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მიქაძე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მიქაძე დააკავა.

    “შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ, გ.კ და მ.ბ დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – გ.ჯ-სა და დ.მ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ”, – განაცხადეს შსს-ში.

    დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგიდან გახდება ცნობილი, რომელიც 18:00 საათზეა ჩანიშნული.

    15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

  • აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, წვიმა

    აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, წვიმა

    12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გაფრთხილებაში.

  • ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს – ელისაშვილი

    „თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს. ჩვენ ახლა ვართ ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს და ქალაქის უშუალო შუაგულში არის მოქცეული. ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, იყოს მშენებლობაც, მაგრამ ძალიან მიზერული. ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. რას აკეთებს კალაძე?.[…] ვინ იყიდდა თუ არა კალაძის „მარჯვენა ხელი“, მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15- სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“

    აცხადებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.