Category: სლაიდერი

  • ქვეყანას დაეპატრონა მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს დააბრალოს ომი საქართველოს – ბოკუჩავა

    “დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ, თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოიტანა რვა ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრის მიმართ და პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მოღალატე მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებინებდნენ ღალატის ქრონიკას. ამ დროს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი, არა ორი, არა სამი პირისთვის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, რაც არ უნდა ეგონოს მას, არამედ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

    საქართველო გამართლდა ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერი პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი.

    როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

    დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტი-ქართული, ყველაზე ანტი-ეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტი-გმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ, ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე – ეს არის ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება.

    ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ჩვენი ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, როგორც 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს.

    უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის წყარო, ხოლო დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, საიდანაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას”,

    ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • “ოცნების” პარლამენტმა “გახარია – საქართველოსთვის” 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

    “ოცნების” პარლამენტმა, გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” 12 წევრის დეპუტატის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ცნო.

    პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე – ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე – ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე – რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე – მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე – შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე – სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე – გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე – ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე – თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე – სოფიო ხორგუანი.

    შეგახსენებთ, რომ მათ უფლებამოსილება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

    ამასთანავე, გუშინ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენებას შეცდომა უწოდა და არ გამორიცხა, რომ მისი პარტია პარლამენტში დაბრუნდეს.

  • სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება ბრძოლის მაგალითია – კოალიცია ცვლილებებისთვის

    დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს.

    არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.

    სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც.

    ბრძოლა გამარჯვებამდე!

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” სოციალურ ქსელში.

  • პროევროპული აქციებზე დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

    პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

    ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე და ზვიად ცეცხლაძე თამარ მჭედლიშვილმაციხეში 2 წლითა და 6 თვით გაუშვა.

    მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდათ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

    ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

    მათ ბრალდება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

  • ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი – ზურაბიშვილი ჩეჩინზე

    ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი – ზურაბიშვილი ჩეჩინზე

    ეს არ არის სამართლიანობა – ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს.

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

  • გლდანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ემსხვერპლა

    გლდანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    შემთხვევა დღეს მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი,  უცნობია.

  • ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა- გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

    ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.

  • უკრაინელებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

    უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვოეკონომიჩნეს დასახლება გაათავისუფლეს, სადაც უკრაინის დროშა აღმართეს.

    ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს.

    გენშტაბის ცნობით, უკრაინის დროშა დასახლების ცენტრში 31 აგვისტოს აღმართეს.

  • საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო. ამ შეცდომის გამოსწორების რესურსი გვაქვს – გიორგი გახარია

    ”საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს” – განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ტვ პირველისთვის” მიცემულ

    ”დღეს, პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ უბრალოდ, დღეს, ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვცალია. ამიტომ, გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო.

    დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ არ ვცვლით პოზიციას იმიტომ, რომ ამის დრო არ არის. ახლა ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის.
    არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.[…]მე არ ვთვლი, რომ ბოიკოტი არის და გამომდინარეობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან… მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ,” – ამბობს გიორგი გახარია.

  • საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ – ევროკომისიის პრესსპიკერი

    საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

    „დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა. ახლა საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ. ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.[…]დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. როგორც იცით მსგავს მიმოწერას არ ვასაჯაროებთ“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.