ამ საქმეში ბრალდებულები არიან:
ანდრო ჭიჭინაძე
ონისე ცხადაძე
ჯანო არჩაია
რუსლან სივაკოვი
ლუკა ჯაბუა
გურამ მირცხულავა
ვალერი თეთრაშვილი გიორგი ტერიშვილი
ირაკლი ქერაშვილი
რევაზ კიკნაძე
სერგეი კუხარჩუკი
ამ საქმეში ბრალდებულები არიან:
ანდრო ჭიჭინაძე
ონისე ცხადაძე
ჯანო არჩაია
რუსლან სივაკოვი
ლუკა ჯაბუა
გურამ მირცხულავა
ვალერი თეთრაშვილი გიორგი ტერიშვილი
ირაკლი ქერაშვილი
რევაზ კიკნაძე
სერგეი კუხარჩუკი
„მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა, გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი იყო და იქნება ჩვენს გვერდზე. ამ არც ისე იოლ პერიოდში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი კოლოსარული მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ, აგრეთვე მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი, ადვოკატების მთელ კოალიციას, ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთის და ისედაც ძალიან კარგი და სამართლიანი ადამიანები არიან.
ჩემო მეგობრებო, მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწვეტილი ვარ, რომ ასეთ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ აქ მე ვერანაირ საშიშროებას ვხედავ, მთავარია მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას, უფრო კეთლგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ..
რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი, დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ.
იყოს, რაც არის, არის, შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრზს ვერ ვხედავ რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია.
ახლა მთავარია, მოსამართლე ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება, მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება….
გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას.”
ამ სიტყვებით დაასრულა საბოლოო სიტყვა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რუსლან სივაკოვმა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.
გაყავთ ბრალდებულებიც.
”ჩემს ზუგდიდელებს მივმართავ. მე ვამაყობ, რომ ვარ ზუგდიდელი. წერილები მომდიოდა, მოვიდა შენი დამწყნარებელიო, მეუბნებოდნენ საკანში. გავხსნიდი და ზუგდიდიდან იყო.
ერთი-ორი სიტყვით პროკურორებს:
დიდი ხნის წინ მივხვდი, რა იყო თქვენი სამსახური. მაგრამ იყო დრო, ვაფასებდით ფორმიანებს. გაწყდა ეს ისევ.
90-იანებში ძაღლებს ვეძახდით ფორმიანებს. დღეს ძაღლებიც აღარ ხართ.
ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად, სამუდამოც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვიქნებით და იქიდანაც ვიბრძოლებთ. იქიდანაც დაგამარცხებთ.მეტის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გოგო მამშვიდებს იქიდან.
უფალს მადლობა, აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა, ამ საოცარ ხალხს ვერ გავიცნობდი. ზოგიერთი შვილად მეკუთვნის, მე უფროსი ვარ, მაგრამ ძმები ვართ.იმაზე ვნერვიულობ… ისიც აგვეკრძალება, იმ ფუქსებშიც ვეღარ შევხვდებით ერთმანეთსო. მაგრამ მალე ყველა ერთად ვიქნებით გარეთ.
ეთი ჩვენგანი 50-ს უდრის კობახიძის ბანდიდან.ნურაფრის შეგეშინდებათ. არც ციხეა საშიში. ჩვენნაირი სიმართლის მოყვარული და პატიოსანი ხალხისთვის, იქაც არაა არაფერი საშიში. იქაც მაგრად ვართ.
ჩვენც რომ დაგვივიწყოთ, იბრძოლეთ ბოლომდე. არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს.”
განაცხადა პროევროპული აქციებისას დაკავებულმა ჯანო არჩაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.
გაყავთ ბრალდებულებიც.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს. ომბუდსმენის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
“სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
„თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც, პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ და არ ამბობენ, რათა პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება.
დიახ, მე მის [თორნიკე რიჟვაძის] ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. ფიზიკურად არ მინახავს. თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი. როგორც თქვენ აპელირებდით: „ახლო მეგობარი“, „დღე და ღამე ერთად იყვნენ“, ისე არა მაგრამ, ჩვენი მეგობარია. მისი სურვილია, რომ გარშემომყოფებთან, თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა. აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამო, ჩვენ ამას ყველა გაგებით ვეკიდებით ამას. უფრო სიღრმეში ვერ შევდივართ პერსონალური საკითხების გამო. ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ამორალური იქნება ამით სარგებლობა“,
”მე ქუჩაში ვხედავ ზურაბ ჟვანიას ძმას, ეკა ბესელია აქ იყო ხოლმე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ვხედავ აქ, ხიდაშელს. მე მაინტერესებს, ნაცებს არჩილ გორდულაძე ებრძვის? მაშინ, როცა ციხეში 18-20 წლის ბიჭები მიდიან, გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ გვებლატავება იქიდან. პიროვნულად ჩემთან მიმართებაში რაც დაგიშავებიათ, მიპატიებია. ქვეყანას რაც დაუშავეთ ნურას უკაცრავად”
განაცხადა ამის შესახებ, ონისე ცხადაძემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას სასამართლოში.
ქართული ოცნების პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩია.
მის კანდიდატურას მხარი 85-მა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
მდინარაძე კობახიძემ ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მაშინდელმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პოსტი დატოვა.
ოხანაშვილი კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.
სხვიტარიძემ დასკვნითი სიტყივის წარმოთქმისას მასზე ცემისა და ძალადობის ეპიზოდი გაიხსენა:
„მემუქრებოდნენ გაუპატიურებით..ამიყვანეს განყოფილებაში მომთხოვეს მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით….
დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს მიხედეთო, ამის შემდეგ დაიწყო ცემა მირტყამდნენ იქამდე თავში და გვერდებში სანამ არ წავიქეცი და გონება არ დავკარგე, გაგრძელდა ჩემი ცემა…
შემოდიან გამომძიებლები.. „ცემისგან გული ამერია”.
ამის შემდეგ სხვა სართულზე აიყვანეს და იქაც ფიზიკურად გაუსწორდნენ:
„შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, რაზეც მივიღე ირონიული დამოკიდებულება”, – ამბობს ის, მან ადვოკატი მოითხოვა უარი მიიღო, ისევ დაუძახეს ორ ნიღბიანს.
„სამი პოლიციელი მაკავებდა, ორი ნიღბიანი მირტყამდა ფეხებით, ჩექმებით.. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ჩემს ცემაში მონაწილეები აქ აძლევენ ჩვენებას, მაგალითად მიხეილ სუჯაშვილი, სალომე ედიშერაშვილი”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 1963 წელს დაბადებული მ.ლ, რომელიც, მათი თქმით, გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
“დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს” – აცხადებს შსს.
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,”-აღნიშნულია განცხადებაში.