Category: სლაიდერი

  • აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რუსული ეკონომიკა ჩამოაქციოს, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა ევროპასთან

    აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან დამატებითი სანქციების დაწესების საკითხში იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რათა „გაანადგუროს“ რუსეთის ეკონომიკა.

    „ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენს მაგალითს მიჰყვნენ,“ — თქვა ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

    „ახლა ეს არის რბოლა, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინის არმია და რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა, და თუ აშშ და ევროკავშირი ჩაერევიან, შემოიღებენ დამატებით სანქციებს, მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ჩამოინგრევა და ეს აიძულებს პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“–დასძინა ბესენტმა.

    აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთს 50-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, მიზეზად მისი მხრიდან რუსული ნავთობის უწყვეტი შესყიდვები დაასახელა.

    ბესენტმა ეს განცხადება რამდენიმე საათში გააკეთა რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

    ამერიკული მედიის შეფასებით, ტრამპი ომის დასრულების მცდელობებს უფრო პესიმისტურად უყურებს, თუმცა რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით ევროპელ ლიდერებს, მოუწოდა მათ შეუერთდნენ აშშ-ს და ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე რუსეთის მხარდაჭერის გამო უკრაინასთან ომში.

    წინადღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარიზში გამართული „მოსურველთა კოალიციის“ სამიტის მონაწილეებმა ხუთშაბათს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას, განიხილეს გზები რუსეთის აგრესიის შეჩერებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

  • “გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“– დაპატიმრებული აქტივისტი, ნინო დათაშვილი ლელოს ლიდერებს თხოვს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ

    პატიმრობაში მყოფი აქტივისტი და მასწავლებელი,  ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და თხოვს არ მიიღონდ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

    ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

    „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს.

    ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე.

    გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“, (თვითმმართველობის) არჩევნებს. როგორც ბატონმა მამუკამ თვითონ ბრძანა, ეს იყო მუხანათობა. დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში და გაუერთიანდით ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას.

    რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და რომ თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.

    დანარჩენ საზოგადოებას: ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება! მეტი რარა უნდა გააკეთონ?! გამოდით ქუჩაში! გამოდით!

    თორნიკე თოშხუას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ძაან ვნერვიულობ. მე თვითონ ვარ ცუდად, მაქვს კიდევ (ნერვის) მორიგი ანთება ამ გაუსაძლის პირობებში. ჩემი ხათრით, ვთხოვ, რომ ჩემი ხათრით მაინც შეწყვიტოს (შიმშილობა)“ .

    ნინო დათაშვილი
    მეხუთე პენიტენციური დაწესებულება
    6 სექტემბერი, 2025 წელი
  • კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

    კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

    4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას დღეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გეგმები მათთვის ცნობილია და „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას განხორციელება არ უწერია. კობახიძის თქმით, ხაბეიშვილის უკან „ოცნების“ ყოფილი წევრები დგანან, თუმცა სახელებსა და გვარებს ის არ აკონკრეტებს.

    „რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივეები არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ. გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ამ გეგმას არ უწერია არავითარი განხორციელება.

    კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალებები“, – ასე უპასუხა კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ კითხვას.

    მან უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

    „არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.

  • სამტრედიის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა-პროკურატურა

    სამტრედიის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა-პროკურატურა

    არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით  ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

    „სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

    სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • აქტივისტ ალბი კორძაიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

    სამოქალაქო აქტივისტს, ალბი კორძაიას სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

    „მომისაჯეს 12 დღე. ამ ჩემი მწვავე მუცლით, სავარაუდოდ, იზოლატორიდან მალე ისევ საავადმყოფოში ამოვყოფ თავს. წავედი ჩავალაგებ,“ – წერს კორძაია.

    ალბი კორძაია 2 სექტემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 2 სექტემბერს, ამ  მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით, ჯამში, 23 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ.

    ალბი კორძაიასთვის ეს რიგით მესამე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება. აქტივისტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და არსებობს შანსი, რომ პატიმრობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მან კლინიკაში გაიგო, სადაც სამედიცინო პროცედურებისთვის იმყოფებოდა. დღეს ის ზაჰესის იზოლატორთან საკუთარი ფეხით მივიდა.

  • ზელენსკი: კოალიციის მონაწილეებს ერთნაირი ხედვა აქვთ, რომ რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს

    უკრაინის პრეზიდენტმა შეაჯამა „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შედეგები, რომელიც პარიზში გაიმართა.

    „დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. დავაკოორდინეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობას ვუხდი ყველას იმის გაგებისთვის, რომ უსაფრთხოების მთავარ გარანტად მაინც ძლიერი უკრაინული არმია რჩება.

    არსებობს ერთიანი ხედვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად გააჭიანუროს მოლაპარაკების პროცესი და გააგრძელოს ომი. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება. ამჟამად მზადდება ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტი. ასევე სასანქციო ნაბიჯებზე მუშაობს იაპონია.“

    ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის მზადყოფნისთვის.

    პარიზში „მოსურვილთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულების შემდეგ უახლოეს პერიოდში გაიმართება სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00-ზე (ლონდონის დროით – 13:00, კიევის დროით – 15:00). გამოცემის ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობას არ მიიღებს კოალიციის ყველა წევრი, არამედ მხოლოდ ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.

    უკრაინის მოკავშირეებმა პარიზში განიხილეს  მისი უსაფრთხოების მომავალი გარანტიები. იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებას ომის დასრულების შემდეგ.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც გუშინ პარიზში მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ ევროპა მზად იქნება „უკრაინასა და უკრაინელებს შესთავაზოს უსაფრთხოების გარანტიები იმ დღეს, როდესაც მოეწერება ხელი მშვიდობას“.

    „მსურველთა  კოალიციის“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „მოსურვილთა კოალიციას“) სხდომაში, რომელსაც მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ხელმძღვანელობდნენ  შერეულ ფორმატში — ადგილზე და ვიდეოკავშირის საშუალებით — 35 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

    ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდნენ აგვისტოს შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდნენ. მისი თქმით, ეს მკაცრად კონფიდენციალური გეგმები ოთხშაბათს უკვე დამტკიცდა თავდაცვის მინისტრების დონეზე.

  • პროკურატურა განაჩენს, რომლითაც ნიკა კაცია გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

    პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

    „საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 14,50384 გრ. ნარკოტიკულ საშუალებას კოკაინს (ფუძე). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2024 წლის 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.”, – ნათქვამია განცხადებაში.

    რამდენიმე წუთის წინ,  აქციების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

  • ნიკუშა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

    აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
    ნიკუშა კაციას  ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებოდა. ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს
  • ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია!ყველაფერს გავაკეთებთ რომ ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს – კალაძე

    ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია!ყველაფერს გავაკეთებთ რომ ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს – კალაძე

    მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან.

    ჩინეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს აქვს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე.

  • სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე?ციხეს ვუძლებთ, რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია – ნინო დათაშვილი

    „საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ?

    რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით?

    რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად?

    ეს ქვეყანა თქვენი არაა?

    ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. „ვარდების რევოლუცია“ გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო.

    სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?

    ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

    ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.6 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!

    ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე.

    გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით“,

    ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ნინო დათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.