„არსებობს მშვიდობიანი რეაგირება ყველანაირ დანაშაულზე, რასაც საქართველოს მიმართ ჩაიდენენ. თუკი ის ამ ავადმყოფური, ცხელ თავზე მოფიქრებული იდეის განხორციელებას შეეცდება და სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდება, ამის საწინააღმდეგოდ შესაბამისი მექანიზმები იმოქმედებს.
განცხადებები, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი აკეთებს, სხვა მიზანს ემსახურება – მიზანია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერობა არავინ ჩამოართვას. ხაბეიშვილს დაწინაურება უნდა, რისთვისაც რადიკალური მიმართულება, როგორც ნიშა, შეარჩია.
ხაბეიშვილს სურს პოლიტიკური ფიგურა იყოს, ვერ არის და ამის გადაფარვას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს.
მას გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ! ამის პერსპექტივად ნამდვილად გააჩნია!“
Category: სლაიდერი
-

მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს! ხაბეიშვილს გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ! – ვოლსკი
-

8-იანი „ჩერგოს“ ხასიათზე არ აწყობილა!ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში! ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა – ხოშტარია
”8-იანი „ჩერგოს“ ხასიათზე არ აწყობილა!ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში! ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა”- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?“
„დაგმობს თუ არა „ჩერგოს“ ელენე ხოშტარია?“
„8-იანი იშლება? ვერ შეუკვრიათ ერთობა,“
„13-ში გასვლას აზრი აქვს?“
„რას იტყვის 8-იანის წევრი ელენე ხოშტარია,“
„დაველოდოთ, აბა, რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს,“
სირცხვილია მეგობრებო! „ჩერგო“ ძალიან ცუდად მოიქცა.
8-იანი „ჩერგოს“ ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე.
ამორალური ბევრი „გიჭამიათ“ სათითაოდ. ძალიან ბევრი
და დიდი პრობლემები აქვს ქვეყანას და პოლიტიკოსებსაც ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა გვაქვს: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.
8-იანი ვერ დაიშლება, იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია, ერთმანეთის ჯინაზე ამას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი.
შიმშილობას აღარ ვაპირებ”, – წერს ელენე ხოშტარია.
-
ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? – ჩერგოლეიშვილი ბოკუჩავას
ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? – ფედერალისტების ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეს მიმართავს. თინა ბოკუჩავა 8 პარტიისგან ითხოვს, ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულოს.
“ნაციონალური მოძრაობის დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ:რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება.რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში.ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ.ამას გარდა, 8-იანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება.მაგალითად, ჩვენ, ფედერალისტებს და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ნაციონალური მოძრაობა, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია, სააკაშვილის გარეშე.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ.მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამეც ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომელიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელია (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის).ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე – მას თავისი გაჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა, ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია).მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის საქციელი – ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობასამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება – ნაცმოძრაობა დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). ნაცმოძრაობა ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ?ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით. ამ ისტერიკაში მხოლოდ ნაცმოძრაობის კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ.კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე, my bad!” – წერს ჩერგოლეიშვილი -
“ბავშვების მაწყევარ ფიგურასთან არასოდეს არაფერი მექნება საერთო” -ბოკუჩავა 8 პარტიისგან მოითხოვს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმატი დატოვოს
ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიას მიმართავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ. მიზეზად ბოკუჩავა იმ კომენტარებს ასახელებს, რომლებიც ფედერალისტების ლიდერმა ერთერთი მედიის FB-გვერდზე შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების პასუხად, მათივე პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით დაწერა. .
“მტკიცედ მწამს, ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით. ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.
მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ” – წერს ბოკუჩავა.
-
სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ” – ბროვდი ორბანის მთავრობას პასუხობს
ასე პასუხობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური, რობერტ ბროვდი იგივე “მადიარი”, უნგრეთის მთავრობას, რომელმაც ის დაასანქცირა, ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.
- “სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ”. მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენი წასვლის შემდეგ დავბრუნდები. უნგრეთში საკმარისი ნამდვილი უნგრელია და ერთ დღეს თქვენ მათ შეაწუხებთ. […] რაც შეეხება პოპულიზმს უნგრეთის სუვერენიტეტისადმი ხსენებული საფრთხეების შესახებ – გააგრძელეთ ამის ადგილობრივ დეკლასირებულებზე გაყიდვა, სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობით და იღებენ მსგავს “ბლა ბლას.” მაგრამ გახსოვდეთ ეთნიკურად უნგრელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინელი სამხედრო მეთაურის შავ-თეთრი პოზიცია.Дружба-ზე საუბრით თქვენ არა უნგრეთის სუვერენიტეტს, არამედ საკუთარ ბინძურ ჯიბეებს იცავთ, რომლებიც სავსეა იაფი, დასანქცირებული ნედლი მასალებით, რისი შესყიდვაც ხელს უწყობს სისხლიანი ფულის დაგროვებას, რაც იმ მიმართულებით მიფრინავს, საიდანაც რაკეტები და შაჰედები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისკენ მოფრინავენ და დღესაც, 2025 წლის 28 აგვისტოს, კიევში ათეულობით უკრაინელი დახოცეს.თქვენი ხელები უკრაინელების სისხლშია გასვრილი და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ.”- განაცხადა მადიარმა ტელეგრამ არხზე.
ბოლო კვირებში, უკრაინელებმა მინიმუმ 3 იერიში მიიტანეს Дружба-ს მილსადენზე, რომელსაც რუსული ნავთობი უნგრეთიდან სლოვაკეთში გადააქვს. უკრაინული იერიშების შედეგად კი რუსული ნავთობის მიწოდება რამდენჯერმე დროებით შეაფერხა.
“მადიარმა” დაადასტურა, რომ მისი დანაყოფი Дружба-ს წინააღმდეგ იერიშის მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. მისი სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.
დრეს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებელი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად “მადიარს”) ქვეყანასა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.
-

იმედია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას – ვოლსკი
„როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
-
ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის – ლუკაშენკო
„ავტორიტარული, დიქტატორული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის.[…]მოსავლის აღების კამპანია სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ყველაფერი, რაც მთავრობამ მოითხოვა შესრულებულია. ახლა შედეგი თქვენზეა დამოკიდებული“
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში კარტოფილის წარმოების განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
მთავრობა უდასტურებს EU-ს, მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა – 60-ზე მეტი NGO ყადაღაზე
”ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.” – 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 NGO-ს, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს. “ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.
ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.
ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. პრევენცია პროგრესისთვის (PFP) / Prevention for Progress (PFP)
2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
5. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
6. სამოქალაქო იდეა
7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
8. ევროპის ფონდი
9. საქართველოს ევროპული ორბიტა
10. საქართველოს მომავლის აკადემია
11. უფლებები საქართველო
12. მედიაომბუდსმენი
13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
14. თბილისი პრაიდი
15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
18. ყვარლის ევროკლუბი / EuroClub Kvareli
19. სტუდია მონიტორი
20. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
22. ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა
23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
24. სათემო განვითარების ცენტრი
25. ბათუმელები/ნეტგაზეთი
26. მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
27. ინდიგო
28. “აი,ფაქტი”
29. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
30. მედია აპრილი
31. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
32. რადიო “მარნეული”
33. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
34. შშმ ქალთა ალიანსი
35. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
36. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
37. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
38. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპატრიული დემოკრატიისთვის (EECMD)
40. მედიაკლუბი
41. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
42. ღია სივრცე კავკასია
43. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
44. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
45. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
46. მწვანე ალტერნატივა
47. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
48. ადამიანის უფლებათა ცენტრი
49. დემოკრატ მესხთა კავშირი
50. ტოლერანტი
51. ახალციხის ახალგაზრული ცენტრი
52. მედია ცენტრი კახეთი
53. საქართველოს უდიები
54. სამოქალაქო დარბაზი
55. დიღმის ჭალები
56. კონსტიტუციის 78-ე მუხლი
57. ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო
58. ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
59. ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – “პროგრესის სახლი”
60. ქალთა სათემო რადიო WW
61. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო”
62. პლატფორმა თემი
63. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
64. ააიპ შეხვედრის ადგილი დმანისი
65. ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
66. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში.
67. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი -
უკრაინა ფულის ორმოს ჰგავდა. ბაიდენის ადმინისტრაციას ომის დასრულების გეგმა არ ჰქონდა – ჯო დი ვენსი
” ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის გეგმა, თუ როგორ დაესრულებინა ომი. უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე ფულს ვყრიდით”- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზოგჯერ ხალხი ერთმანეთს არ ეთანხმება. შეცვლიდი თუ არა რაიმეს? მსურს თუ არა, რომ ოვალურ კაბინეტში საჯარო სკანდალი მომხდარიყო? საერთოდ არა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან აშშ-სა და უკრაინას შორის არსებულ რეალურ უთანხმოებებს ნათელი მოჰფინა. ამის დანახვა ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იყო. ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ. აშშ-სა და უკრაინას შორის ბევრი საკითხია, რომელზეც ვთანხმდებით, მაგრამ ზოგჯერ გარკვეული უთანხმოებებიც არსებობს.[…] ზელენსკი ვაშინგტონს მილიარდობით დოლარით ტოვებდა, ყოველგვარი რეალური მიზნის, ყოველგვარი რეალური დიპლომატიისა და ყოველგვარი რეალური წარმოდგენის გარეშე იმის შესახებ, თუ რას შევისყიდიდით ჩვენ ამ ასი მილიარდი დოლარით. ეს ყოველთვის უფრო მეტად მაწუხებდა, ვიდრე ის, რომ ზელენსკი ვაშინგტონისგან დახმარებას ითხოვდა. საქმე ის იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის გეგმა, თუ როგორ დაესრულებინა ომი. უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე ფულს ვყრიდით.[..]ჩვენ მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ამ საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ვთანხმდებით. გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გვსურს. არ გვსურს, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
-
დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის
ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია“.
მე კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას.
სენატორი ჯინ შაჰინი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.