Category: სლაიდერი

  • პრაიდზე პოლიცია გამშველებლის როლშია და ეს ძალადობის წახალისებაა – ბოკერია

    პრაიდზე პოლიცია გამშველებლის როლშია და ეს ძალადობის წახალისებაა – ბოკერია

    “პრაიდზე პოლიცია მაინც გამშველებლის როლშია და ეს ძალადობის წახალისებაა”-  ასე აფასებს, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, გუშინ თბილისი პრაიდის კვირეულის პირველ დღეს. ბოკერიას თქმით, Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებზე ფიზიკური თავდასხმა არ მომხდარა, თუმცა პოლიციის ქმედებები ძალადობრივი ჯგუფების მიმართ წამახალისებელი იყო. ამის შესახებ ბოკერიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

    “ვხედავთ სურათს, როდესაც ამ ხალხს ეძლევა შესაძლებლობა არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ დისტანციურად შეურაცხყოფის, პოლიციელებზე თავდასხმის და მათ ამით პრობლემა არ ექმნებათ. მაინც გამშველებლის როლშია პოლიცია და ეს არის წახალისება ამ ტიპის ჯგუფებისთვის არა მხოლოდ 5 ივლისისთვის, არამედ შემდგომი პერიოდისთვის, რომ ისევ იძალადონ და რეალურად, ჰქონდეთ განცდა, რომ ისევ დაუსჯელები დარჩებიან. ივანიშვილის გარემოცვის პოლიტიკური ფიგურების განცხადებებმა პირდაპირ წაახალისეს ძალადობა თავისი სრულიად ანტიკონსტიტუციური პოზიციის დაფიქსირებით, რომ მოქალაქეების ამ ჯგუფს და მათი უფლებების მხარდამჭერ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი, ეს კომბინაცია და ამას დამატებული სასულიერო პირების ნაწილის განცხადებები, პირდაპირ უქმნის ხიფათს თავისუფლებას არა ამ ჯგუფის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის და ყველა მოქალაქის”, – განაცხადა ბოკერიამ

  • პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი “ოქროს საწმისის ორდენით” დააჯილდოვა

    ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი “ოქროს საწმისის ორდენით” დააჯილდოვა. ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა ჯილდო პირადად გადასცა.

    ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.

  • ნინო ლომჯარია კარგი იქნება ამ პოსტზე – გოცირიძე ცესკოს თავმჯდომარეზე

    ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ცეკოს თავმჯდომარედ ნინო ლომჯარიას დანიშვნა კარგი იქნებოდა.

    “კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვიცნობთ და არ იქნება სიურპრიზის მომტანი. არ გვინდა ექსპერიმენტები, ნაცნობი და პროგნოზირებადი ადამიანი გვინდა თავისი მინუსებით და პლიუსებით – პერსონალურად ნინო ლომჯარია კარგი იქნება ამ პოსტზე”,– ამბობს გოცირიძე.

    მისივე განცხადებით, პრეზიდენტის დამტკიცებული შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ისეთია, რომ პრეზიდენტი ემზადება გაყალბებისთვის.

    “თუ რამდენჯერმე ჩაგდების შემდეგ, მესამე მცდელობისას დაბალი კვორუმით იქნება ცესკო-ს 6-თვიანი დროებითი თავმჯდომარე არჩეული, ეს პირდაპირი სიგნალი იქნება იქითკენ, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უნდა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

  • დეკანოზი გიორგი რაზმაძე საკუთარი განცხადების გამო ივანიშვილს პატიებას სთხოვს

    ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე პინგვინებზე გაკეთებული განცხადების გამო ბიძინა ივანიშვილს პატიებას სთხოვს. მან ერთი კვირის წინ “ალტ-ინფოსთან” ინტერვიუში თქვა, რომ “ბატონი ბიძინა ზის და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მამალი [პინგვინი] მამალთან რომ წყვილდება, იმას უყურებს და ამით ტკბება”.

    მისი თქმით, საპატრიარქომ კომისიაზე დაიბარა, რის შემდეგაც გააცნობიერა, რომ ადამიანების “ასეთი მეტყველების ენით მოხსნიება სასულიერო პირს არ ეკადრებოდა”.

    “მინდა, განცხადება გავაკეთო ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც მითქმა-მოთმა და აზრთა სხვადსხვაობა გამოიწვია, მომავალ პრაიდს შეეხებოდა. ამ ემოციური ფონიდან გამომდინარე ჩემი დამოკიდებულება პიროვნებების მიმართ და უდიერად მოხსენიების გამო პირველ რიგში, პატიებას ვთხოვ მათ. პატიებას ვთხოვთ დედა ეკლესიას, რომელმაც თავის მხრივ კომისიაზე დამიბარა.

    მივედი, გავაცნობიერე ჩემი შეცდომა, რომელსაც სასულიერო პირს ნამდვილად არ ეკადრებოდა, რომ ასეთი მეტყველების ენით მოეხსენიებინა ადამიანები. მათგანაც ვითხოვე შენდობა და შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისგან, რომელსაც ასეთი შეურაცხყოფა მივაყენე”,– ამბობს დეკანოზი გიორგი რაზმაზე ვიდეომიმართვაში.

    https://www.facebook.com/qetevanwamebulistadzari/videos/1216138178851440

  • ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვაშაძეს ვეთანხმები – სამხარაძე

    ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვაშაძეს ვეთანხმები თუ “ნაცმოძრაობიდან” საერთო კანდიდატს დააყენებენ, ეს დამარცხების ფორმულა იქნება”- უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მერობის საერთო კანდიდატის “ნაციონალური მოძრაობიდან” დაყენება ნამდვილად წაგების ფორმულა იქნება.

    “ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე ვაშაძეს დავეთანხმებოდი – თუ საერთო კანდიდატს დააყენებენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, მგონია, ეს დამარცხების ფორმულა იქნება, თუმცა ისედაც, არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი შანსები ჰქონდეთ გამარჯვების, სხვა სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში. ჩვენი მოქმედების სტრატეგიისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა ზოგადი გადანაწილებისთვის, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ისეთ განცხადებებს ვისმენთ მათგან, არ მგონია, ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ, რადგან სრულიად განსხვავებული პარტიები არიან და მათი ერთობა ხელოვნური იქნება”,- განაცხადა სამხარაძემ.

     

  • შეუძლებელია, პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს, გონებაჩლუნგობაა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    შეუძლებელია, პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს, გონებაჩლუნგობაა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    “საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია და აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება მიეცეს ყველას, თუ ეს კანონით აკრძალული არაა და სისხლის სამართლის დანაშაული არაა.

    ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა.

    იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ: გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისათვის და ქრისტიანობისათვის, ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა.

    ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს. მოწოდებები რომ “ლგბტეები პრაიდით შვილებს გვიპიდარასტებენ” არის უკიდურესად პრიმიტიული გონებაჩლუნგობა, რაც მხოლოდ საკუთარ მორალურ სიმხდალეს და არამდგრადობას ავლენს და შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ და სხვის შვილებს. ვერავინ ვერ “გააპიდარასტებს” ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გაანალიზოს. ვერც ძალით აიძულებს ვერავინ შვილს ჰეტეროსექსუალობას, ესეც უნდა გაიაზროთ და გამოხვედით პუტინისტური იდეოლოგიზირებული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების ტვინების რეცხვის გავლენებიდან.

    პავლე მოციქულის თანახმად, ქრისტიანობისათვის ჰომოსექსუალობა არის ცოდვა, ისევე როგორც მრუშობა, სიძვა, მემთვრალეობა, მკვლელობა, ქურდობა, ტყუილი და სხვა, მაგრამ პირველი ქვა მან ესროლოს ცოდვილს, ვინც უცოდველიაო, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, საქართველოში კი სჩანს უცოდველი ფსევდომორალისტი პუტინისტები ბლომად გვყავს, ვინც ქვას, კვერცხს და სხვა ყველაფერს რაც ხელში მოხვდება, ისვრიან. არაა მარტო საკმარისი ხელისუფლების მიერ მოძალადის ადგილზე დაკავება, აუცილებელია ძალადობის მკვებავი იდეოლოგიური და ფინანსური არხების გაუვნებელყოფა და ჩახშობა. სხვანაირად კრემლის გავლენებისგან თავისუფალი, მშვიდობიანი, ზნეობრივი და სამართლებრივი საზოგადოება-სახელმწიფო ვერ გვექნება საქართველოში”

    წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

  • შსს-მ დააკავა ახალგაზრდა, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით ბოთლები ჩაყარა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 2001 წელს დაბადებული რ.შ, რომელმაც წყალში დიდი რაოდენობით ბოთლები ჩაყარა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.

    წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– აცხადებს უწყება.

  • ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება! – დავით კახაბერი რიონის ხეობის მცველებზე

    ლგბტქ ორგანიზაციის, “თანასწორობის მოძრაობის” დირექტორი, დავით კახაბერი “რიონის მცველების” ჰომოფობიურ განცხადებას ეხმიანება და მას შეურაცხყოფად აფასებს.

    “რიონის ხეობის მცველების” განცხადება არის პირადად ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფა! ბევრ სამოქლაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება! ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვის გვერდითაც ვიდექი აი, ამას წერენ:

    “ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს.” – წერს დავით კახაბერი.

    რიონის ხეობის მცველები გაემიჯნენ პრაიდის კვირეულს და თქვეს, რომ ეს “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა”.

    ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.

  • გახარიამ ვერც ხითხუროს და ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა – წულუკიანი

    “ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა”

    თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დღეს ოსტატების რეესტრში ჩარიცხული ოსტატები, მათ შორის ხითხუროები და კირითხუროები წარადგინა.

  • “რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა” – თაბაგარი რიონის ხეობის მცველებზე

    თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი რიონის ხეობის მცველების განცხადებას ეხმიანება და მას სამარცხვინოს უწოდებს.

    “ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა..”,– წერს თაბაგარი.

    რიონის ხეობის მცველები გაემიჯნენ პრაიდის კვირეულს და თქვეს, რომ ეს “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა”.

    ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.