Category: სლაიდერი

  • ვინ შეარჩევს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს – პრეზიდენტის განკარგულება

    საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი უნდა ჩატარდეს.

    ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

    • გიორგი კლდიაშვილი — ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
    • ნიკოლოზ სიმონიშვილი — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
    • თათია ქინქლაძე — სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა—დოების პროექტის კოორდინატორი;
    • ლევან ნატროშვილი — საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
    • არნოლდ სტეფანიანი — კავშირი საერთო — სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
    • ზვიად გაბისონია — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
    • მარინე ჩიტაშვილი — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
    • სოფიო მიდელაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
    • გიორგი იაშვილი — თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
    • რევაზ კლდიაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
    • შალვა ქურდაძე — საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

    კომისიამ თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ და მათი სია პრეზიდენტს წარუდგინონ. შემდეგ პრეზიდენტი მათ პარლამენტს წარუდგენს.

  • პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე სულ 20 პირი დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფიდან პოლიციამ სულ 20 პირი დააკავა.

    უწყების ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

    ცნობისთვის,თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება, ფილმის ჩვენება, დასრულდა. დამსწრეები პოლიციას ცოცხალი კორდონით გაჰყავს, შემდეგ კი ადგილიდან სამარშრუტო ტაქსებით უშვებს.

    ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებს ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები დაუშინეს.

    პოლიციის დახმარებით ტერიტორიის დატოვება მოუწიათ ელჩებს და დიპლომატებსაც.

    .

  • ამერიკელები სანქციებს ამზადებენ, NGO-ებმა მოსამართლეების სია გადასცეს – სააკაშვილი

    ამერიკელები სანქციებს ამზადებენ, NGO-ებმა მოსამართლეების სია გადასცეს – სააკაშვილი

    “ერთადერთი რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები, არის სანქციები მოსამართლეების მიმართ. მათ აქვთ სრული სია გამოთხოვილი, რომელიც ქართულმა არასამთავრობოებმა გადასცეს, რომელმა მოსამართლემ რა მოიპარა, ვის რა ქონება აქვს, პრაქტიკულად ყველა ცნობილი გვარია ამ სიაში. სანამ ცხვირში მაგათ არ მოხვდებათ ეს სანქციები ჭკუას ვერ ისწავლიან, სანქციაც მოხვდებათ და ციხეშიც დაამთავრებენ უახლოეს თვეებში, თუ ასე გააგრძელებენ”

    ამბობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში.

  • თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება – ქუჩების სია

    თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება – ქუჩების სია

    ხვალ, 2 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ზურაბ ავალიშვილის და აბესაძის ქუჩების  მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

    12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, ყიფიანის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, მაჩაბელის, დადიანის, აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ამაღლების, იაშვილის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას.

    16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მოსახლეობას.

    17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის და გიორგი ლეონიძის ქუჩების   მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სერგი სურგულაძის, ნიშნიანიძის და გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    1:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების  მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • პოლიციას პრაიდის ღონისძიების მონაწილეები მიკროავტობუსებით გაჰყავს – მათ ქვებს ესვრიან

    თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება, ფილმის ჩვენება, დასრულდა. დამსწრეები პოლიციას ცოცხალი კორდონით გაჰყავს, შემდეგ კი ადგილიდან სამარშრუტო ტაქსებით უშვებს.

    ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებს ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები დაუშინეს. სამართალდამცავები მათ აკავებენ. დაკავებულია 12-ზე მეტი პირი.

    პოლიციის დახმარებით ტერიტორიის დატოვება მოუწიათ ელჩებს და დიპლომატებსაც.

     

  • აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს კონტრაქციიდან კვერცხი ესროლეს – თბილისი პრაიდი

    თბილისი პრაიდის განცხადებით, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც მათი ღონისძიების პარალელურად აქციას აწყობენ, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს კვერცხი ესროლეს.

    “ალტ-ინფოს” საპროტესტო მიტინგიდან აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს კვერცხი ესროლეს. სამარცხვინოა” ,– წერს ორგანიზაცია ტვიტერზე.

     

    ტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნას ჰომოფობიური აპროტესტებდნენ და მის ჩაშლას ცდილობდნენ, პოლიციამ 11 პირი დააკავა.

    დაპირისპირება თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობრივმა დაჯგუფებებმა გზის გადაკეტვა სცადეს და ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

  • თბილისში, ჰომოფობიურ აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა

    მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნას ჰომოფობიური აპროტესტებდნენ და მის ჩაშლას ცდილობდნენ, პოლიციამ 11 პირი დააკავა.

    დაპირისპირება თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობრივმა დაჯგუფებებმა გზის გადაკეტვა სცადეს და ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე.

  • დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას – ვაჟა სირაძე ჰომოფობიურ ჯგუფებზე

    თბილისი პრაიდის აქტივისტები პირველ ღონისძიებას მართავენ, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ და ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ.

    საპატრულო პოლიციის უფროსი მათ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

    “ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. არ დაარღვიონ კანონი. ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. განვმარტავ, რომ ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცავზე თავდასხმის მკაცრად იქნება დასჯილი”,– თქვა სირაძემ.

    კონტრაქციაზე იმყოფებიან მოძალადე, ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები, გია კორკოტაშვილი და გურამ ფალავანდიშვილი და მათი მომხრეები.

  • სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

    “ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

    საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ აღდგენის საკითხზე, რომელსაც ხელი ორმა პრეზიდენტმა 2019 წლის თებერვალში პარიზში მოაწერა და რაც თანამშრომლობის ამ უნიკალურ ფორმატში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს და ასახავს ამ თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას”,– აცხადებს პრესსამსახური.

    მათივე ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მაკრონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

    მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის 100 წლისთავის აღნიშვნის საკითხი.

  • დამაცდით, ახალგაზრდავ?! – სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტს უყვირა (ვიდეო)

    სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს უყვირა. მისი გაღიზიანება გამოიწვია კითხვამ, თუ როგორ დაეხმარება სამინისტრო ფერმერებს, რომლებსაც მოსავალი უფუჭდებათ.

    დავითაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს სოფლის მეურნეობა “დაინგრა” და ქვეყანა იმპორტზე გახდა დამოკიდებული.

    “წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც დაანგრიეს სოფლის მეურნეობა, მოგვცა ის, რომ საქართველოს დაცვის არანაირი მექანიზმი აღარ გააჩნდა, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა იყო და ახლა რაზე მელაპარაკებით. 9-წლიან გეგმაზე გეტყვით, თუ დამაცდით, დამაცდით, დამაცდით, ახალგაზრავ?! 9 წელიწადში რაც დაინგრა, იმას 1 წელიწადში ვერ ააშენებ”,– თქვა დავითაშვილმა.

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/784094352252663