Category: სლაიდერი

  • ბრალდების მოწმეები ადასტურებენ, რომ დანაშაული არ ყოფილა – ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

    “ბრალდების მოწმეები ადასტურებენ, რომ დანაშაული არ ყოფილა”- თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გაიმართა. პროცესზე ⁠ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.  მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა მოწმე მათ სასარგებლო ჩვენებას აძლევს. მისი თქმით, დაიკითხნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები.

    ⁠”კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ პროკურატურის უნიჭობაში. ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის რომ ცოტა საფუძვლიანი მაინც ეკითხათ. საოცრება ის არის, რომ ყველა მოწმე რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს. საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე ვინც ამოწმებდა ყოველთვიურად იმ ტრანზაქციებს რასაც თითქოს და გვედავებიან. ყველა ადასტურებს, რომ არანაირი არა თუ დანაშაულის ნიშნები, დარღვევაც არ ყოფილა, რომ ყოფილიყო უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს. ამიტომ დასკვნა ერთია – ეს მცდელობაა ჩვენი დისკრედიტაციის, რაც არ გამოუვიდათ”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

    ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

  • ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები – სალომე ზურაბიშვილი

    “ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები”- ასე პასუხობს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას იყო თუ არა კელი დეგნანის მიღებაზე, მისგან გარკვეული გზავნილები შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით.

    “არა, მე გზავნილებს არ ვღებულობ საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესებში. აუცილებელია, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იქნა გაკეთებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოში” – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    ლარი მცირედით გამყარდა

    2 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.1593 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.26 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7375 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7484 ლარს შეადგენდა.

    შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.09 თეთრი შეადგინა.
    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3629 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.3412 ლარი ეღირება.
    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 ივლისიდან  შევა ძალაში.

  • საქართველოში Pfizer-ით 16 წლის ზემოთ პირები აიცრებიან

    საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, Pfizer-ით 16 წლის ზემოთ პირები აიცრებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვაბელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

    “რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც ზოგიერთი ქვეყანა Pfizer-თან მიმართებით ახორციელებს, მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

  • ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

    ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    შსს–ს განცხადებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • 2019-ში შსს-მ შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს – თაბაგარი მეზვრიშვილს პასუხობს

    “2019-ში ხდებოდა ხილული დანაშაული, შსს-მ შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს”- ასე პასუხობს, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილს. მეზვრიშვილმა თაბაგარი სიცრუეში  დაადანაშაულა, როდესაც განაცხადა, რომ შსს-მ 2019 წელს თბილისი პრაიდი არ დაიცვა.

    “კონკრეტულად ლევან ვასაძემ იმ ზაფხულს 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია. შექმნა ბანდ-ფორმირებები, დასდევდნენ ადამიანებს და გვემუქრებოდნენ.. გვაშინებდა სახელმწიფოც.  ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერებაში, რომელიც აგერ უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, 2019 წელი იყო ძალიან დიდი ჩავარდნა სახელმწიფოსთვის.იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ დაუპირისპირა ვერაფერი მოძალადე ჯგუფებს და ისევ ჩვენი გადამალვით ცდილობდა ფონს გასვლას.”ვერ დაგიცავთ, რაც გინდათ ის ქენით” იყო შსს-ს პასუხი 2019 წლის ღირსების მარშზე და პირდაპირი გაგებით შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს.დაგვტოვა ჩვენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებთან – გავიდოდით თუ არა და გავრისკავდით თუ არა სიცოცხლეს.

    არ მინდოდა ამ ამბების კიდევ ერთხელ წამოწევა, მაგრამ ისტორია ვერ გადაიწერება ასე მოკლე დროში. აგერ, გუშინ ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ძალიან კარგად ჩანს რა ხდებოდა რეალურად 2019 წლის ივნის-ივლისში. აქვე დავამატებ, რომ მარტო შსს-ზეც არ მინდა გადატყდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობები. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში პოლიტიკური ნება და ჩემს წარმოდგენაში 2019 წელს ხელისუფლებას ეს ნება არ ჰქონდა”, – წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუქის გვერდზე.

  • წლის ბოლომდე 4 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება – ღარიბაშვილი

    „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    პრემიერის თქმით, ასევე შემოვა მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში წლის ბოლომდე 4 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება. როგორც ღარიბაშვილი ამბობს,  Pfizer-ის ვაქცინის დოზები ქვეყანაში ივლისიდან ეტაპობრივად შემოვა.

  • ჩამოვიდა სინოფარმის და სინოვაკის მილიონი დოზა – ღარიბაშვილი

    ჩამოვიდა სინოფარმის და სინოვაკის მილიონი დოზა – ღარიბაშვილი

    პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა ჩამოვიდა. მისი თქმით, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

    “დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით ერთ თვეში, ნახევარ მილიონ დოზა სინოფარმს და ნახევარ მილიონს სინოვაკს. ამას გარდა ფაიზერთან მივაღწიეთ შეთანხმებას მილიონი დოზის თაობაზე. ფაიზერიც უკვე დაიწყებს ივლისიდან მოწოდებას. ჯამში წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ”,– თქვა ღარიბაშვილმა.

    პრემიერი საზოგადოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

  • მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ, ვკითხულობ სტატუსებს და მეშინია ამ აგრესიის – ირმა სოხაძე

    “მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ, ვკითხულობ სტატუსებს და მეშინია ამ აგრესიის”- ასე ეხმაურება, მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულს. მისი თქმით, განსხვავებული ადმაიანების  მიმართ მიმღებლობა და პატივისცემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ, ირმა სოხაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

    „მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს, მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია, რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ. ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვსდიოთ.

    რას ითხოვს ეს ხალხი ისეთს, რომ გვეზიზღება, რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია; უბრალოდ ასეთია და უნდა ამაზე გამოთქვას აზრი ლაღად, მე მგონია, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევენ, არაფერს მიუღებელსაღმაშფოთებელს და შეურაცხმყოფელს არ გააკეთებენ, მართლა ვერ ვხვდები. სტატუსებს ვკითხულობ, კომენტარებს ვკითხულობ და მეშინია ამ აგრესიის. ამის უფრო მეშინია, ვიდრე იმ რამდენიმე ექსტრემალის, რომ გამოვარდება და ქვას ისვრის. მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში, არა მარტო ლგბტ თემის მიმართ, ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანის მიმართაც, განმასხვავებელი ნიშნების მიმართაც, ვერ ვიტანთ სხვანაირსჩვენნაირსაც ვერ ვიტანთ. ეს ვერატანა არის ზედოზით და ამის გაცილებით უფრო მეშინია, ვიდრე დანარჩენის… ზიზღი ადამიანის მიმართ, თუ ქვეყანა არ აგიწიოკა და ახლობელი არ დაგიშავა, ჩემთვის სამარცხვინოა”, – ამბობს ირმა სოხაძე.

  • ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს – იურისტი თამარ გურჩიანი “რიონის ხეობის მცველებს”

    “ვერ ააშენებ სახელმწიფოს და ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს”- ასე ეხმაურება, იურისტი თამარ გურიჩიანი, “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ ისინი ემიჯნებიან Tbilisi Pride-ს და დაგეგმილ ღონისძიებებს, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას უწოდებენ.

    ”ვერ ააშენებ სახელმწიფოს და ვერ დაიცავ ხეობას, თუ არ დაიცავ ადამიანს. არ არსებობს ისეთი საერთო სიკეთე, რომლის მისაღწევადაც ადამიანის დაჩაგვრა და უგულებელყოფა დასაშვებია, მით უმეტეს იმ ადამიანის, ვინც უკვე გასრესილია უმრავლესობის მიერ.

    ყველამ ვიცით, რომ 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1852 წლის 5 ივლისს ფრედერიკ დუგლასმა, თქვა ცნობილი სიტყვა: “რას ნიშნავს 4 ივლისი მონისთვის?” (What to the Slave Is the Fourth of July?) ამ დროისთვის მეცამეტე შესწორება (1865) ჯერ არ მიეღოთ და შავკანიანები ჯერ კიდევ მონობაში ცხოვრობდენ.

    “რა არის ამერიკელი მონისთვის თქვენი 4 ივლისი? მე გპასუხობთ: დღე, რომელიც მას წელიწადის სხვა დღეებზე მეტად ანახებს იმ მძიმე უსამართლობას და სისასტიკეს, რომლიც მუდმივი მსხვერლიც თავად არის”.

    “What, to the American slave, is your 4th of July? I answer; a day that reveals to him, more than all other days in the year, the gross injustice and cruelty to which he is the constant victim.”

    რიონის ხეობის გადარჩენისთვის გამარჯვებას გისურვებთ, მაგრამ, გთხოვთ, დაფიქრდეთ, რას ნიშნავს თქვენი გამარჯვება სხვებისთვის.”- წერს თამარ გურიჩიანი.

    ცნობისთვის, დღეს “რიონის ხეობის მცველებმა”  გაავრცელეს განცხადება,  რომ 250-დღიანი პრეტესტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეს, “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.

    ვემიჯნებით პრაიდს, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა – რიონის ხეობის მცველები