Category: სლაიდერი

  • გურჯაანში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

    გურჯაანში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

    გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა. ის თავდაპირველად გურჯაანის სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

    “ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მრავლობითი ტრავმები, გულის, თავის არეში და ზოგადად, რთული ვითარება იყო. ამიტომ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა და კრიტიკული მედიცინის ცენტრმა გადაიყვანა,- განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.

    შემთხვევა გუშინ მოხდა.

  • ვემიჯნებით პრაიდს, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა – რიონის ხეობის მცველები

    “რიონის ხეობის მცველები” აცხადებენ, რომ 250-დღიანი პრეტესტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეს, “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ.

    ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.

    “არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.

    შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს”,– აცხადებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები.

    მათივე შეფასებით, აღნიშნული ჯგუფი უგულებელყოფს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, “სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია, ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.”

    “სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად”,– წერია მათ განცხადებაში.

    რიონის ხეობის მცველები ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებენ და ემიჯნებიან პრაიდკვირეულს, რადგან, მათი აზრით, ის “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა”.

    “ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

    ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას”,– ვკითხულობთ “რიონის ხეობს მცველების” განცხადებაში.

  • ბოსტნეული ივნისში 16.6%-ით გაძვირდა, ზეთი 47.1%-ით, შაქარი 13.7%-ით

    საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა – 2011 წლის შემდეგ ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.

    ივნისში ზეთი 47.1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული 16.6%-ით. ფასები ყველაზე მეტად მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:

    • ზეთი და ცხიმი – 47.1%
    • ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.6%
    • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7%
    • თევზეული – 11.1 %
    • რძე, ყველი და კვერცხი – 10.6%
    • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.3%
    • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.2%
    • პური და პურპროდუქტები – 5.5%
    • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.3%
  • პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 20 გაათავისუფლეს

    შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, პრაიდის კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე დაკავებული 23 პირიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 3 კი იზოლატორში გადაიყვანეს.

    აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

    ცნობისთვის, თბილისი პრაიდის ღონისძიების დამსწრეები პოლიციამ ცოცხალი კორდონით გაიყვანა, შემდეგ კი ადგილიდან სამარშრუტო ტაქსებით გაუშვა.

    ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებს ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები დაუშინეს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პრაიდკვირეულის ჩაშლას.

  • ივნისში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 9.9% შეადგინა

    საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა – 2011 წლის შემდეგ ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.

    ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

    კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ფასების ზრდა ასეთია:

    სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), თევზეული (11.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);

    ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

    საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5 პროცენტი).

  • კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

    2 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 368 022
    • გამოჯანმრთელებულია – 353 231
    • გარდაცვლილია –  5 335
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 28 190, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696 PCR ტესტით – 14 494
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,42%  ბოლო 14 დღის –  2,74%, ბოლო 7 დღის – 3,09%
    • კარანტინის რეჟიმში – 118
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 771
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 620
  • ვინც იტყვის, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე ერთად გამოვალთ, ტყუილია – ჩიხლაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ იგეგმება.

    მისი განმარტებით, პარტიები უნდა ეცადონ, საკუთარი ამომრჩევლის ხმები მაქსიმალურად “წამოიღონ”.

    “ვინც იტყვის, რომ პარტიები არჩევნებზე ერთად გამოვალთ, ეს არის ტყუილი, ეს არის შეუძლებელი. პირიქით, ჩვენი მიზანია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ხმები მაქსიმალურად წამოვიღოთ, რათა “ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. ეს არის მთავარი და პირველხარისხოვანი და აქ ვერანაირი გაერთიანება ვერ მოხდება.

    აი, როგორ გავერთიანდებით?! მე, მაგალითად, მაქვს 10% და თქვენც გაქვთ 20%, გავერთიანდით და 20%-ს ავიღებთ? არა. ყველამ მაქსიმალურად ჩვენი ხმები უნდა წამოვიღოთ. თუკი ყველა პარტია ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიის ქვეშ გაერთიანდება, 26% გახდება 57%?! არა – დარჩება 26%,”– ამბობს ჩიხლაძე.

  • ქართულ-დასავლურ პოლიტიკურ კონიუნქტურაში სააკაშვილი აღარ არის ფაქტორი – ქემოკლიძე

    “[მიხეილ სააკაშვილი] არის ქართული ოცნების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი დილემა. ბრიუსელის და ვაშინგოტის ვიზიტების ფონზე ეს იმდენად შავით-თეთრზე გამოჩნდა, რომ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის შემდგარი ფაქტი. დღეის მოცემულობით, ადამიანი აქტუალური არ არის ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში. მე არ ვიცნობ უკრაინის შიდა პოლიტიკას ისეთ დონეზე, რომ ვთქვა, ეს ადამიანი იქაც არ არის აქტუალური.

    შეიძლება ცდილობს საკუთარი თავის აქტუალიზებას, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ კონიუქტურაში ისევე, როგორც დასავლურში, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ფაქტორი. ამას იძახიან ბრიუსელშიც, აშშ-ც და მთავარი გზავნილია, რომ ქართული შიდა პოლიტიკა უნდა დაიგეგმოს, განხორციელდეს და მოგვარდეს საქართველოში”

    ამბობს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე პალიტრანიუსის ეთერში.

  • როგორ შეიძლება, ბიძინას ადგილას იყო და მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარო ნაცებს – ხვიჩია

    პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აპირებს, “აზრზე მოსვლაში დაეხმაროს” NGO სექტორს და ოპოზიციას.

    მისივე განცხადებით, ოპოზიცისა და არასამთავრობოებსაც უნდათ, რომ თავად დანიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა არავის უნდა ამ ვერტიკალის მოშლა.

    “ვინც ამ ვერტიკალის თავზეა, იმას აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება მართლმსაჯულების სისტემაში. ამ წუთას ასეთი არის ბიძინა ივანიშვილი. ნაცმოძრაობა იძახის, მაგას არა, ჩვენ უნდა გვქონდეს. იგივე სასამართლოს უფლებამოსილებს უარესად იყენებდა ნაცმოძრაობა. არასამთავრობოები წლებია მუშაობენ, ყველა ტალღაში მონაწილეობენ, არასდროს თავში არ მოსვლიათ, რომ ფუნდამენტი დაერღვიათ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის. ჩვენ ცალკე ვართ.

    მე არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ბიძინა არ დათმობს, რაც უნდა არასამთავრობო სექტორს და ნაციონალურ მოძრაობას. მე ის არ მიმაჩნია ისეთ ადამიანად, რომ ამათ ეს დაუთმოს, იმიტომ რომ არ არის დასათმობი. როგორ შეიძლება ბიძინას ადგილას იყო და მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარო ნაცებს”,– ამბობს ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა არა სასამართლო კორპუსის თავისუფლებისთვის, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებისთვის იბრძვის.

    ხვიჩია აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ სისტემის დაშლა და იქ ახალი ადამიანების შესვლა.

  • სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც საქართველოში, თანასწორობისთვის იბრძვის – ამერიკელი კონგრესმენი

    “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც საქართველოში, თბილისში, თანასწორობისთვის იბრძვის“

    ამერიკელი კონგრესმენი ილჰან ომარი, დემოკრატიული პარტიიდან, Twitter-ზე თბილისში Tbilisi Pride-ის კვირეულს ეხმიანება.