Category: სლაიდერი

  • მიიღეთ ყველა ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს – ამსტერდამის მერი კალაძეს

    ”გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს ”- ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომ უზრუნველყოს პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.  წერილს, Tbilisi Pride აქვეყნებს  და საუბარია იმაზეც, რომ “ღირსების მარშს” დაესწრებიან ევროკავშირის მოქალაქეები, მათ შორის, ამსტერდამის პრაიდის ელჩიც.

    „მე გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება. “ღირსების მარშს”, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოენი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის”, – წერს ამსტერდამის ელჩი კახა კალაძეს.

  • ხანძარი რუსთავში – მინდორს ცეცხლი უკიდია

    ხანძარი რუსთავში – მინდორს ცეცხლი უკიდია.  ამის ამსახველ კადრებს Info Rustavi ავრცელებს. როგორც ვიდეოში ჩანს, ხანძარი ბალახებს უკიდია.

    ადგილზე უკვე იმყოფებიან, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომელბი და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. თუ რა გახდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს იმათ, ვინც ჩატარებას ხელს უშლის – კრამერი თბილისი პრაიდზე

    “ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს იმათ, ვინც ჩატარებას ხელს უშლის” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია პასუხი აგებინოს ყველა იმ პირს, რომელიც ძალადობას აქეზებს და ხელს უშლის თბილისი პრაიდის ჩატარებას.

    „მე ვთვლი, საქარველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ მარშში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის მარშის ჩატარებას ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს. მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ კუთხით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ ამ წელს”, – ამბობს დევიდ კრამერი.

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას, ვლადიმერ ბორცვაძე 2019 წლიდან იკავებდა.

  • თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს უფრო გაგვიმეტებენ – ქვიარ აქტივისტები “რიონის ხეობის მცველებს”

    “თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს უფრო გაგვიმეტებენ”– ასე ეხმაურებიან, ქვიარ აქტივისტები, “რიონის ხეობის მცველების” დღევანდელ განცხადებას.

    აქტივისტი თამარ ჯაყელი, სოციალურ ქსელში წერს, რომ არაერთხელ ყოფილა გუმათში კარვით და ღამეც გაუთენებია “რიონის ხეობის მცველების” გვერდით, მაშინ როდესაც ხეობის გადარჩენისთვის იბრძოდნენ, თუმცა დღევანდელმა განცხადებამ, მისი გაკვირვება გამოიწვია.

    “რიონის ხეობის მცველები” აცხადებენ, რომ 250-დღიანი პრეტესტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეს, “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ.ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”

    “რიონის ხეობის გადარჩენისთვის გული მტკივა თქვენი განცხადების მერე და გაოგნებული ვარ.
    ბოლო წელი, ჩვენ წინაშე არსებული პრობლემებიდან, ყველაზე მეტად მტკიოდა ნამახვანჰესის თემა. საკუთარ ჩაგვრაზე, საკუთარ იდენტობაზე მეტადაც. ყველაფერი გვერდზე გადავდე თქვენს დასახმარებლად.

    თქვენთან ხუთი დღე-ღამეც ვიყავი საკუთარი კარვით და კიდევ ვაპირებდი სტუმრობას. არასდროს დამავიწყდება გუმათის დღე-ღამეები. ყველა მეგობრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი.

    მიყვარხართ, მართლა მიყვარხართ. ამიტომ ასჯერ მეტად მტკივა. რა თქმა უნდა, არც კი ველოდი, რომ პრაიდს მხარს დაუჭერდით. არც იყო საჭირო რამე განცხადების გაკეთება. “ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

    იცით რას უჭერთ თქვენი განცხადებით მხარს? რომ 5 ივლისს ლგბტქ ადამიანებს კიდევ უფრო გადაგვიარონ, კიდევ მეტი დაჟინებით გვესროლონ ქვები, კიდევ მეტად გამეტებით გვირტყან.

    არადა, ვიცი, რომ გულით სუფთა და მშვიდობიანი ადამიანები ხართ. ქალბატონმა მაკამ თავიდან დამაჯერა, რომ შეიძლება ქრისტიანულ რწმენაში ჩემი ადგილიც იყოს, როცა ყველაზე შემწყნარებელი, ყველაზე საოცარი სიტყვები წარმოთქვა.

    შეგეშალათ, ძალიან შეგეშალათ. რატომ, არ ვიცი. გაოგნებული ვარ მართლა. სულ სოლიდარული ვიქნები თქვენი პროტესტის მიმართ – ეს ჩვენი, საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო ბრძოლაა და ნამდვილად მხარდამჭერს არ კარგავთ ჩემი სახით.

    თუმცა, გული მტკივა, რომ თქვენი არასწორი განცხადების გამო, მე და ჩემს მეგობრებს ხვალ-ზეგ კიდევ უფრო გაგვიმეტებენ.”- წერს, თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში.

    ქვიარ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი ყურადღებას იმ საფრთხეებზე ამახვილებს, რომელიც “რინიონის ხეობის მცველების” მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვება.

    ‘ზოგადად, არ არის საჭირო ადამიანმა (და ადამიანების ჯგუფმა) ყველაფერზე აზრი გამოთქვას, სამწუხაროა, რომ ამ ტენდენციას აყევით. სამწუხაროა, რომ ისეთი განცხადება გაავრცელეთ, რომელიც გულს ტკენს (რბილად რომ ვთქვა) ბევრ იმ ადამიანს, ვინც მხარს გიჭერდათ და ჯერ კიდევ გიჭერთ. ასევე ალბათ ვერ აცნობიერებთ, რომ ამ განცხადებით პირდაპირ საფრთხეს უქმნით ადამიანებს, ვინც პროტესტზე მოდის ხოლმე. ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საჭიროებამ ადამიანობა გადაწონა.

    თუმცა, ჩემთვის, როგორც ქვიარი ადამიანისთვის ეს განცხადება დიდად არაფერს ცვლის (მხოლოდ ჩემზე მაქვს აქ საუბარი). ჰესი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფო უნდა გამოვიდეს თვითკოლონიზირებული მდგომარეობიდან, სადაც ინვესტორი (და მთავრობის გასქელებული ჯიბეები) დგას წინ, ხალხის ბედი კი არავის აინტერესებს. ამასობაში კი ვიღაცეები ბაზრის თავისუფლებაზე კითხულობენ ლექციებს. არ მუშაობს, მეგობრებო ეს. უნდა დასრულდეს. ეს ყველას ეხება, ვინც ჰაერის ნაცვლად შხამს სუნთქავს და ჭამს იმ ეკოლოგიურ გარემოში, რომელსაც ეს ”ინვესტიციები ” გვიქმნის. შესაბამისად, ჩემი მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს და იმ საქმეს რომელსაც ისინი აკეთებენ.

    ასევე არ არის ახალი, და ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლგბტქი ადამიანები ვართ პოლიტიკური სპეკულაციების და შანტაჟის მასალა (სწორად წერია ისე განცხადებაში, ოღონდ მთლად სწორი კუთხე არ არის დაჭერილი) აბსოლუტურად ყველა სხვა ჯგუფისათვის საზოგადოებაში – ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, საზოგადოებაში გამყოფი ხაზები ყველას ჩვენზე გაჰყავს. იქნება ეს იაგო ხვიჩიას მსგავსი ცირკაჩი და შარლატანი პოლიტიკოსი რომელიც ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს მეორეს (აქტივისტები არ ევასება თურმე )) გინდა კუთხეში მიყენებული მოძრაობები, როგორიც რიონის ხეობის მცველებია, გინდა მთავრობა რომელიც ქულების დაწერას ცდილობს და გინდა ეკლესია, რომელიც საზოგადოებაში მოკლებულ მხარდაჭერას ისევ ჩვენ ხარჯზე იმაღლებს. არ ვიცი რა იდგა კონკრეტულად ამ განცხადების უკან, რა ისტორია აქვს მის დაწერას, მაგრმ ისიც არ არის დაკარგული, რომ ბევრი კარგი ადამიანია ამ მოძრაობაში ჩართული და მე პირადად მაქვს მოსმენილი მათი მხრიდან ქვიარ თანამებრძოლების მხარდაჭერის ისტორიები. შავი და თეთრი არაფერი არსებობს. ადამიანები 5 წუთში ვერ შეიძენენ დადებით ცნობიერებას და აზრს იმაზე, რასაც ათწლეულების მანძილზე ატენიდნენ, როგორც ქვეყნის დაქცევის წინაპირობას. უბრალოდ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ეს განცხადება ტეხავს. ძალიან.”- წერს ნათია გვიანიშვილი სოციალურ ქსელში.

  • ვაშინგტონში საქართველოს “ღირსების მარშის” უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ

    ვაშინგტონში თბილისში დაგეგმილი, „თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარშს“ ეხმაურებიან და მთავრობას მოუწოდებენ დაიცვას, შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლება.

    „გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კრიტიკულია. ვიცი, რომ შეერთებული შტატები და სხვები ყურადღებით აკვირდებიან რა ხდება საქართველოში. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და აიმაღლებს ძალადობის და მუქარის წინააღმდეგ ხმას.ჩვენ მთავრობებს ვაფასებთ, არა მარტო იმით, თუ როგორ ეპყრობიან ისინი უმრავლესობას და მათ პრობლემებს, არამედ უმცირესობებსაც“, – ამბობს ჯონათან კაცი, „გერმანიის მარშალის ფონდის“, ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

    „ვფიქრობ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებებზე ფოკუსის გათვალისწინებით, როგორც დემოკრატიის დღის წესრიგის ცენტრალური ნაწილის, არსებობს მოლოდინი, რომ „LGBTQ” თემი დაცული იქნება, და არა მარტო დაცული არამედ მხარდაჭერილი“, – თქვა მან.

    პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე საუბრობს ასევე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი და საქარველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც მონაწილეობას იღებს „ღირსების მარშში“. ღონისძიებებზე დაპირისპირების შესახებ საუბრისას მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ მათ, ვინც ძალადობას აქეზებს, პასუხი უნდა აგებინოს.

    „ეს ბაიდენის ადმინისტრაციას დიდად არ მოეწონება. დარწმუნებული ვარ. მე თვლი საქარველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ მარში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის მარშის ჩატარებას ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს. მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ კუთხით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ ამ წელს“ , – ამბობს კრამერი, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

    გუშინ, 1 ივლისს, „პრაიდის“ გახსნის ღონისძიებაზე, დაპირისპირება მოხდა, მარშის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, პოლიციასა და აქტივისტებს შორის.

    საქართველოში დაგეგმილ „ღირსების მარშს“, რომელსაც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 1-5 ივლისს კვირეულის ფარგლებში გეგმავს, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მთავრობასა და ოპოზიციაში.

    “ლგბტქ” აქტივისტები, „ღირსების მარშს“ რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს გეგმავენ, ხოლო პრორუსული და ნაციონალისტური ჯგუფები მისი ჩაშლით იმუქრებიან.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • მნიშვნელოვანია, რომ პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ – ჯეიმს აპატურაი

    “მნიშვნელოვანია, რომ პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ”- ამის შესახებ, ჩრდილო-ატლანტური ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

    ”პოლიტიკური პროგრესი, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღწეული, საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები ტარდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ. ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს, და ეს ასეც უნდა იყოს, არ ეთანხმებიან ერთმანეთს, როდესაც თვლიან საჭიროდ, მაგრამ მტავარია, რომ ისინი მუსაობენ ერთად, რომ იპოვონ გამოსავალი. მე შევხვდი რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, მოვისმინე სხვადასხვა მხარისგან და მათ განსხვავებული ხედვები აქვთ, მაგალითად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით” – ამბობს ჯეიმს აპატურაი.

  • ნამდვილად არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო – ომბუდსმენი

    ნამდვილად არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო – ომბუდსმენი

    “ნამდვილად არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს”  – სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, არ აპირებს, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, რადგან ახლა მნიშვნელოვან პოზიციაზე იმყოფება.

    „ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, რომ ძალიან შემოკლებული ვადებია, პრაქტიკულად ორშაბათამდე უნდა დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა, ბარიერია, რომ ადამიანებმა ასე მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის თაობაზე. ცესკო-ს თავმჯდომარეს ბევრი თვისება სჭირდება, ძალიან რთული პერიოდია, თუმცა, ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვნია, მას ჰქონდეს გამოცდილება, წარსული, გაუძლოს სტრესულ სიტუაციაში მუშაობას, ანუ მუშაობას, როცა მასზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების, თუ სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, მისმა სამუშაო გამოცდილებამ უნდა დაადასტუროს, რომ ის ახერხებდა ნეიტრალურად, მიუკერძოებლად ემუშავა და გამკლავებოდა ამ სტრესულ ვითარებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

  • აუცილებელია შესრულდეს ყველა დაპირება – პრეზიდენტი სასამართლო რეფორმაზე

    “აუცილებელია შესრულდეს ყველა დაპირება”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, აუცილებელია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს.

    „მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესში. აუცილებელია ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

     

  • პრორუსული და სახელისუფლებო ექსპერტების “სივრცეები” დაფინანსებულია ბიუჯეტიდან – MDF

    მედიის განვითარების ფონდმა (MDF)  ახალი მედია საშუალება გამოავლინა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული. საუბარია მედია საშუალება სივრცეებზე (Spacesnews), რომლის სარედაქციო პოლიტიკა ჰიბრიდულია.

    ”მედიის განვითარების ფონდმა (MDF) რუსეთთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი მედიასაშუალება – “სივრცეები” (Spacesnews) გამოავლინა, რომლის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია. ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციასთან და სახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად, აქ გადაცემის წამყვანად კრემლთან დაკავშირებულ მედიაპროექტ “პოლიტიკანოს” ავტორსაც (გიორგი მდივანი) ვხვდებით, ხოლო გამოცემის გზავნილები შერეულია. მათ შორის გამოიყენება მცდარი დილემის ტექნიკა, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველ რუსეთს სუვერენიტეტის ხელმყოფ დასავლეთს უპირისპირებს.

    საბიუჯეტო კონტრაქტები

    MDF-ის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით,  spnews.io-სთან  2020-2021 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ჯამში  43 849.75 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გაუფორმეს.

    “2020 წელს აღნიშნულ ონლაინ გამოცემასთან ჭიათურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა, ადიგენის კულტურის ცენტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  34 047,75 ლარის, ხოლო  2021 წელს  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა “დელტამ”, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ,  ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციამ 9 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადეს”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

    როგორია სპეისნიუსის და მასთან დაკავშირებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა?

    სპეისნიუსის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია. აქ, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციებს და სახელისუფლებო ექსპერტებს ვხვდებით, მეორე მხრივ, პრიმაკოვის ცენტრთან დაკავშირებული მედიაპროექტ “პოლიტიკანოს” ავტორს ვიდეოგადაცემების (“პოლიტეპიდემია” და “მთავარი სივრცე”) წამყვანის ამპლუაში, სადაც ის დასავლეთიდან თავს მოხვეულ ფერად რევოლუციებზე, როგორც სახელმწიფო გადატრიალებებზე, საუბრობს (პოლიტეპიდემია – ფერადი რევოლუციები), ავტორიტარული მმართველობების გამართლებას და იდეალიზებას ცდილობს (პოლიტეპიდემია – რა ხდება ბელარუსში?) ისევე, როგორც თავად “პოლიტიკანოს” პლატფორმაზე.

    “ბელარუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების იდეალიზებას პოლიტიკანოს წამყვანი სხვა ანტიდასავლურ და კრემლთან დაკავშირებულ პლატფორმებზეც ახდენს, სადაც ის ავტორადაც და რესპონდენტადაც (ტვ “ობიექტივი”, “საქართველო და მსოფლიო”) ხშირად გვევლინება […] გარდა ავტორიტარული რეჟიმების იდეალიზებისა, კრემლთან დაკავშირებულ “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე მდივანი ანტიდასავლურ და ნატოს წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებსაც ხშირად ავრცელებს”. – ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

    პოლიტიკანოს შესახებ

    MDF-ის ცნობით, ფეისბუქგვერდი პოლიტიკანო ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი კი გორჩაკოვის ფონდმა დააარსა, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა. პოლიტიკანო პოზიციონირებს, როგორც ანტიკაპიტალისტური, ევროსკეპტიკური, მემარცხენე ფილოსოფიის მქონე პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი. ის არაერთხელ იყო შემჩნეული ისტორიის გაყალბებასა და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაში. პოლიტიკანო თანამედროვე  ევროპის კონტექსტში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას დასავლურ ქვეყნებში კოლონიალიზმის გამოცდილების შესახებ, ამავდროულად კი საბჭოთა ოკუპაციას უარყოფს.

    პოლიტიკანო ასევე უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პასუხისმგებლობას. გვერდი ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც არის ოკუპირებული. პოლიტიკანოს ხელმძღვანელია გიორგი მდივანი. გარდა ფეისბუქგვერდისა, პოლიტიკანოს ბლოგიც აქვს.  პოლიტიკანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შორისაა 2 საჯარო ლექცია, რომლებიც 2015 და 2016 წლებში პრიმაკოვის ცენტრში გაიმართა.

    პოლიტიკანოს დახურულ ჯგუფში 2018 წელს 8 წევრიდან ერთ-ერთი იყო არჩილ სიხარულიძე. ის კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების და ნარატივების გასახმოვანებლად ხშირად ჩანს და ციტირებულია სპუტნიკ საქართველოს სტატიებში, როგორც პოლიტიკის მეცნიერების ექსპერტი. ვებგვერდზე archilsikharulidze.ge 2018 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიხარულიძემ “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში”, პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან ერთად წაიკითხა ლექცია თემაზე “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში” . აღსანიშნავია, რომ თავად თამარ კიკნაძე ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” ხშირი სტუმარია და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა”. – ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.