Category: სლაიდერი

  • ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

    ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

    ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.

    ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდი www.booking.moh.gov.ge გამორთულია.

  • “დატოვეთ მარტო, ერთმანეთის პირისპირ” – “სირცხვილიას” განცხადება მოსამართლეთა დანიშვნაზე

    მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესზე განცხადებას ავრცელებს.

    “2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს. კენჭისყრაში საბჭოს შემადგენლობის 15 წევრიდან 12 წევრი მონაწილეობდა (ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად არ მიიღო საბოლოო შეფასება-კენჭისყრაში მონაწილეობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, შოთა ქადაგიძეს მარტში ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო ყოფილი მოსამართლე წევრი, ირაკლი შენგელია აცილებული იყო პროცესს). საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინა.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებამდე.

    მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, “ქართული ოცნება” და მასთან პოლიტიკურ გარიგებაში მყოფი მოსამართლეთა ე.წ. კლანი აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებისა და დამორჩილების პროცესს.

    19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, სასამართლოს ე.წ. კლანმა უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი თანამდებობაზე 4 წლის ვადით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი მოსამართლეების უვადო გადანიშვნის და ახალი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ. ეს გარემოებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს ყველა რგოლის დაკომპლექტების ინტენსიური და მასშტაბური პროცესი მიმდინარეობს.

    ამის ფონზე მმართველი პარტიის განცხადებებიდან იკვეთება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებისა და დანიშვნის პროცესის შეჩერება არც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე იგეგმება.

    შარლ მიშელის ინიციატივით შედგენილი დოკუმენტის უგულებელყოფა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის საპარლამენტო სივრცეში გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკური ნება.

    უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა არჩევა ამწვავებს სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისს, ამცირებს მის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხს და მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების რეფორმის პერსპექტივას.

    მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს:

    არ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესში, ღიად გაემიჯნონ პროცესს და არ მისცენ საშუალება “ქართულ ოცნებას”, კოსმეტიკურად შეალამაზოს კანდიდატების არჩევის პროცესი.

    გარდა ამისა, ყველასათვის ცხადია, რომ მმართველი ძალა წლებია მხარს უჭერს მოსამართლეთა ე.წ. კლანს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ მათთვის ხელსაყრელ საკანონმდებლო ცვლილებებში და ზოგადად პოლიტიკურ მხარდაჭერაში, ასევე მოსამართლეების არჩევაში. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობებზე 14 მოსამართლე გაამწესა უვადოდ, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები.

    მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ მხედველობაში მიიღონ სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც ხელისუფლებისა და მოსამართლეთა ე.წ. კლანის პასუხისმგებლობის საკითხია და დატოვონ ისინი მარტო, ერთმანეთის პირისპირ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ეს პროცესი არ ემსახურება კანდიდატების კვალიფიკაციისა და მათი კეთილსინდისიერების შემოწმებას, ამიტომ პროცესში მონაწილეობით ნუ შექმნით დემოკრატიის იმიტაციას.”-აცხადებს “სირცხვილია”.

  • გიგი უგულავას “ნაცემი” ძიუდოისტი,ფეხბურთს თამაშობს, სასამართლოში კი არ ცხადდება

    გიგი უგულავას “ნაცემი” ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი, რომელიც  სასამართლო პროცესებზე არ ცხადდება, მედიამ ფეხბურთის თამაშის დროს გადაიღო.  გავაშელიშვილმა მედიას უთხრა, რომ ავადმყოფობს, ფეხბურთის თამაში კი ექიმმა ურჩია.

    “გარკვეული მიზეზი მქონდა და ვერ მოვედი. ადამიანი ვარ და მეც მაქვს რაღაც მიზეზები. ფეხბურთი არა, ცუდად ვარ და ცოტა ფორმაში მოვდივარ, დღეს დამრთო ექიმმა ნება ფეხბურთი მეთამაშა, გუშინ არა”. – თქვა გავაშელიშვილმა.

    გავაშელიშვილი უკვე ორი სხდომაა სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ მიდის. უგულავაც და მისი ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან  პროკურატურას არ სურს დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება მისცეს.

  • საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს – გაბუნია booking.moh.gov.ge-ზე​

    საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს – ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი მასირებული კიბერშეტევის გამო არ მუშაობს.

    “დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

  • ნიგოეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ნიგოეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოეთის გზაზე ავტოავარია მოხდა. ავარიის შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. ავტოსაგაზო შემთხვევა დღეს, 3 ივლისს მოხდა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის ბრალდებულს გირაო შეუფარდეს

    TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის ბრალდებულს გირაო შეუფარდეს. ბრალდებული საპატიმროს 10 000 ლარის გადახდის შემთხვევაში დატოვებს.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

    30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს.

  • პორტალი არ მუშაობს – მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან

    3 ივლისს დღსს 12:00 საათიდან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე  “სინოფარმზე” რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო. თუმცა პორტალი ნახევარი საათია გათიშულია და მოქალაქეები ვაქცინაზე დარესგისტრირებას ვერ ახერხებენ.

  • სლოვაკეთმა რუსეთს რუსული ვაქცინა უკან დაუბრუნა

    სლოვაკეთმა რუსეთს რუსული ვაქცინა, Sputnik V უკან დაუბრუნა. ინფორმაციას სლოვაკური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “რუსეთს მივყიდეთ Sputnik V-ის 200 000 დოზიდან 160 000 გამოუყენებელი დოზა. ამ დოზების შენახვის ვადა იწურებოდა”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.

    უწყების ინფორმაციით, სლოვაკეთში რუსული ვაქცინის მიმართ უკიდურესად დაბალი ინტერესია, შესაბამისად მისი გახარჯვა ვერ მოხერხდა. როგორც იუწყებიან, რუსეთმა თავისი ვაქცინები იმავე ფასად დაიბრუნა, რა ფასადაც გაყიდა. ვაქცინის დოზები უკვე გაიტანეს სლოვაკეთიდან.

    შეგახსენებთ, სლოვაკეთმა რუსეთისგან ვაქცინის 2 მილიონი დოზა თებერვალში შეიძინა. რუსული ვაქცინის შეძენას სლოვაკეთში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

  • ქალაქს კახა კალაძეზე უკეთესი მერი არ ჰყოლია, მე არ მახსოვს – თენგიზ ცერცვაძე

    ქალაქს კახა კალაძეზე უკეთესი მერი არ ჰყოლია, მე არ მახსოვს – თენგიზ ცერცვაძე

    თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისს კახა კალაძეზე უკეთესი მერ არ ჰყოლია. ამის შესახებ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

    ცერცვაძის თქმით, თუ მერობის კანდიდატად კახა კალაძე იქნება წარდგენილი, დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს.

    “მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი მხარს დავუჭერდი “ოცნების” კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • ფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო

    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა. მოზარდი ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

    ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს.