Category: სლაიდერი

  • ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

    ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 50 მეხანძრე – მაშველი იმყოფება და ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

    სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს.

  • TV პირველის გადამღებ ჯგუფს კვლავ თავს დაესხნენ

    TV პირველის გადამღებ ჯგუფს კვლავ თავს დაესხნენ. შემთხვევა სოფელ ფონიჭალაში  მოხდა. როგორც ვიდეოში ჩანს, ქალს ხელში ქვა უჭირავს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს დაუშინა.

    დამტვრეულია ტელევიზიის აპარატურა.

    ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი ადგილზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.

    არსებული ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ქართული ოცნების ადგილობრივი კოორდინატორის სავარაუდო სპეოპერაციის ფაქტს.

  • “ევროპული საქართველო” ღირსების მარშს უერთდება

    “ევროპული საქართველო” ღირსების მარშს უერთდება. ამის შესახსბ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    “ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა.

    ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

    ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

    ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი”,- წერია პარტიის განცხადებაში.

  • “ფაიზერი” რომ უნდათ, მაგონებს, რომ თქვან, “მერსედესის” ბოლო გამოშვება გვინდაო – ცერცვაძე

    “ფაიზერი” რომ უნდათ, მაგონებს, რომ თქვან, “მერსედესის” ბოლო გამოშვება გვინდაო  -აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    “მე აუცილებლად “ფაიზერი” მინდა”, ეს მაგონებს, საქართველოს მოქალაქეები რომ გამოვიდნენ და თქვან, ყველას გვინდა თითო ავტომობილი და აუცილებლად “მერსედესის“ ბოლო გამოშვებაო. ეს ხომ არარეალურია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველას უნდა “მერსედესის“ ბოლო გამოშვება, ყველას ურჩევნია, მაგრამ თვით გერმანიაშიც, სადაც “მერსედესის“ ქარხანაა და რომელიც უმდიდრესი სახელმწიფოა ევროპაში, ვერ აძლევს ყველა თავს უფლებას, “მერსედესის“ ბოლო მარკის მანქანით იაროს. ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია და რომელიც ასევე საკმარისად უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის დაცვას”.-განაცხადა ცერცვაძემ.

  • შესაძლოა საკუთარ ავტომობილში მოწევა აგეკრძალოთ

    შესაძლოა, მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ ისაუბრა.

    “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სრული მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ კანონს თუ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს – როგორც თამბაქოს მოხმარებას, ისე პასიურ მოხმარებას. მეტიც, ცენტრი მუშაობს ამ კანონებზე. გამოკვლევაც გვაქვს ჩატარებული და მათ შორის მწეველი მოსახლეობაც მომხრეა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება. ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა და ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტიც ძალას არ დავიშურებთ, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს და ჯეროვნად აღსრულდეს, – ამბობს სტურუა.

    ავტომობილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში მოხვდა.

    დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს გააძლიერებს.

  • საპატრიარქოს განცხადება საფრთხის შემცველია – თანასწორობის მოძრაობა

    “საპატრიარქოს განცხადება საფრთხის შემცველია “- ასე ეხმაურება, თანასწორობის მოძრაობა საპატრიარქოს განცხადებას და შსს-ს ღირსების მარშის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს მიერ გავცელებული განცხადება, მოქალაქეებს ღონისძიების მონაწილეების წინააღმდეგ მობილიზებას ირიბად მოუწოდებს.

    “მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

    “თანასწორობის მოძრაობისთვის”, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქი თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.

    აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

    – დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;

    – ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები”,- ნათქვამია განცხადებაში.

    ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისაგან.

    “მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

    -საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით;

    – თავი შეიკავომ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისაგან”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს – თაბაგარი საპატრიარქოს განცხადებაზე

    “არაფერი საერთო ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას არ აქვს ქრისტიანობასთან!”, –  ასე აფასებს  Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განცხადებას.

    “რამდენის უფლებას აძლევენ თავს. ბოროტების სავანეა მართლა! არაფერი საერთო ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას არ აქვს ქრისტიანობასთან!”, – წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.

    დღეს საქართველოს საპატრიარქომ Tbilisi Prideს-ს წიანაღმდეგ აქცია დაგეგმა და ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადება გაავრცელა.

  • “საქნახშირი” მეშახტეების ნაწილის მოთხოვნას პასუხობს

    ტყიბულში კომპანია “საქნახშირში” საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრის დასრულების შემდე სადაც გაფიცული მეშახტეების ნაწილის მოთხოვნა განიხილე „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ მედიასთან განცხადება გააკეთა.

    ამასთანავე, „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, დასაქმებულთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე სრულად განხილულია და საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის.

    „დაახლოებით 2 კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან – დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა. კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია.

    საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება, რომ გაიზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია პრემიებისა და ბონუსების გაცემის სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100%-ით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები 300 ლარზე მეტიც იყოს. ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს და მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია (იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ), ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მათზე გაიცემა პრემია და მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი” –  განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

  • დაფინანსებით ვერ ისარგებლებს მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას – აშშ

    “დაფინანსებით ვერ ისარგებლებს მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას”- აშშ- ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, გაკეთებულია მნიშვნელოვანი განცხადება, საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

    „კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ს აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ნათქვამია განცხადებაში.

  • გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია – საპატრიარქო 5 ივლის კონტრაქციას აანონსებს

    გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია – საპატრიარქო 5 ივლის კონტრაქციას აანონსებს

    “გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”- საქართველოს საპატრიარქო, 5 ივლის, 17:00 საათზე, “ღირსების მარშის” კონტრაქციას აანონსებს. ამის შესახებ, საპატრიარქომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

    ”საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

    ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

     იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.

     ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.

     ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.

    ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.

    მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.

    ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია.”-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.