Category: სლაიდერი

  • თუ სოდომელები გაიმარჯვებენ, მერე დევნას დაგვიწყებენ – მეუფე სტეფანე

    “თუ სოდომელები გაიმარჯვებენ, მერე დევნას დაგვიწყებენ” – ასე აფასებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე თბილისი პრაიდს.

    “თუ ჩვენ გვინდა ეს არჩევანი იყოს ჩვენი საბედისწერო არჩევანი, მაშინ მივცეთ საშუალება და სოდომისტების აშენებული ქვეყანა იქნება ჩვენთვის ჯოჯოხეთი, იმიტომ, რომ მერე დაგვიწყებენ დევნას, ეგ 100%-იანია. თუ სოდომელები გაიმარჯვებენ და ყველგან მივლენ… ჩვენ ვხედავთ იქ სხვადასხვა ქვეყნებში როგორც იქცევიან სოდომელები იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც უბრალოდ, შეიძლება ხმასაც არ იღებენ და მიდიან ზედ რაღაცებს ახატავენ, ურტყამენ, დროშა რატომ არ დაკიდე შენს კერძო საკუთრებაშიო, მათი რაღაც უკეთური დროშა. ამის გამო ადამიანს ასახიჩრებენ და არაფერი, ეს ძალადობა არ არის. ეს თავსმოხვეული პროპაგანდისტული კამპანია და ეს ფსიქოლოგიური ტერორი, რომელშიც ჩვენ ხალხს ამყოფებენ, ეს არ არის ძალადობა. მე რომ ვამბობ ახლა, რომ ეს არ არის სწორი, ეს არის ძალადობა თურმე.”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

  • პრობლემა აღმოფხვრილია და ლარის კურსი მყარდება – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ლარის ინფლაცუასთან დაკავშირებთ პრობლემა აღმოფხვრილია და ლარის კურსიც მყარდება.

    “ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული, ამას აქვს თავისი მიზეზები, პირველი ეს იყო ლარის ინფლაცია წლის დასაწყისში, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა აღმოფხვრილია და ლარის კურსი მყარდება და ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე იმპორტულ საქონელზე ამ მიზეზით გამოწვეული ფასის ზრდაც შემცირდება” – განაცხადა თურნავამ.

  • ღარიბაშვილი ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    ღარიბაშვილი ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და  ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    „დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს.

    საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია.

    აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ერთად ვაშენებთ.

    კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

  • ჯონსონთან და მოდერნასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, მაგრამ აღარ განვითარდა – გაბუნია

    ჯონსონთან და მოდერნასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, მაგრამ აღარ განვითარდა – გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს რომ, კორონავირუსის ჯონსონთან და მოდერნას ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი დაიწყო თუმცა ვერ განვითარდა. მიზეზად გაბუნია საქართველოსთვის მიუღებელ პირობებსა და ფასს ასახელებს.

    „კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს სინოფარმთან, სინოვაკთან და ფაიზერთან. რაც შეეხება ჯონსონს და ჯონსნოს და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები მოდერნასთან და ჯონსონთან და ჯონსონთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია”. – თქვა გაბუნიამ.

  • ბათუმში მოზარდი დაიხრჩო

    ბათუმში მოზარდი დაიხრჩო

    ბათუმის ნავსადგურთან ზღვაში მოზარდი დაიხრჩო.

    საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • თბილისში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

    თბილისში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მისი გადარჩენა სცადა. გოგონა გადარჩა თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

  • არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს – მეუფე გრიგოლი პრაიდზე

    არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

    „დღევანდელი პრობლემა რა არის, თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?! არის რაღაც ნაკლებად და მეტად მიუღებელი. ის, რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

  • ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების შეურაცხყოფა – მეუფე საბა

    “ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების შეურაცხყოფა “- ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე საბამ ამის შესახებ ქადაგებისას განაცხადა.

    “ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეფერებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. არის მეორე მხარე, ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი.

    სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ხოლო ეკლესია, არ არის ამსოფლიური, არ ზრუნავს ამსოფლიური ცხოვრებისთვის, არამედ ზრუნავს ზეციური ცხოვრებისთვის”, – განაცხადა მეუფე საბამ.

  • გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის დაჯავშნის ვებპორტალზე booking.moh.gov.ge-ზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

    “გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ყველა ხარვეზის განმოსწორება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამდენად მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს”, – თქვა გაბუნიამ

  • დემოკრატიას რამდენიმე რეგიონში ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს – კელი დეგნანი

    რამდენიმე რეგიონში გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მისალოც ვიდეომიმართვაში.

    “ჩვენ ავტოკრატიას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის განმტკიცებით, კორუფციასთან ბრძოლითა და ჭეშმარიტი, გამჭვირვალე კანონის უზენაესობის გატანით ვპასუხობთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, რომელიც აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას. ესენია – ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ერთგულება, კარგი მმართველობა და თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემა…

    ამერიკელები და ქართველები ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათ აერთიანებთ ქვეყნის ძლიერი სიყვარული. ყოველივე ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორობა 30 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად – საქმე, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო და რომელიც ტრაგიკულად შეწყდა – კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას. ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, არამედ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების ერთგულების გამო…“, – აცხადევს დეგნანი.