Category: სლაიდერი

  • ავსტრიამ საქართველოს ასტრაზენეკას 5000 დოზა აჩუქა

    იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოს ავსტრიამ “ასტრაზენეკას” 5 000 დოზა აჩუქა.

    “ავსტრიამ გვაჩუქა 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს კულუმბეგოვი.

    https://www.facebook.com/bidzina.kulumbegov/posts/10225615105749402

  • “დღემდე არნახული კატასტროფა“–კვიპროსის ხელისუფლება უძლიერეს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

    ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები სასწრაფო დახმარებას უგზავნიან კვიპროსის ხელისუფლებას, რომელიც ტყის უძლიერეს ხანძრებს ებრძვის. ხანძარმა კუნძულის სამხრეთ ნაწილი მოიცვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ხანძარს რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა.

    სახანძრო თვითმფრინავების, მაშველების და ტექნიკის გაგზავნის შესახებ განაცხადეს საბერძნეთმა, იტალიამ და ისრაელმა. კუნძულზე განლაგებული ბრიტანელი სამხედროები უკვე აქტიურად მონაწილეობენ ხანძრის ჩაქრობაში.

    კვიპროსის შსს–ს ინფორმაციით ხანძრის რაიონში აღმოაჩინეს ოთხი გარდაცვლილის ცხედარი. როგორც ჩანს, ისინი  სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ეგვიპტელები არიან, რომლების შაბათიდან უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ მას შემდეგ, რაც მათი დამწვარი ავტომობილი აღმოაჩინეს.

    უძლიერესი ხანძარი სოფელ არაკაპასის სიახლოვეს, ლიმასოლის რაიონში შაბათს შუადღეს დაიწყო და კვირას დილისთვის მეზობელ თემებზე გავრცელდა. ესენია: ეპტაგონია, აკაპნოსი, ორასი, მელინი და სიკოპეტრასი.

    ცეცხლმა გზად ყველაფერი გაანადგურა. სახანძრო სამსახურები ხანძრის გავრცელების შეჩერებას ცდილობენ, რათა ის მთაგორიან ადგილებს და მახერასის ტყეს არ მოედოს.

    ხანძრით არის მოცული 55 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყე. ადგილზე მუშაობს 70 სახანძრო მანქანა.

    ბოლო კვირას კვიპროსში უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს უახლოვდება. თუმცა, ხელისუფლება ეჭვობს, რომ ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

    ხელისუფლებამ 67 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ცეცხლის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პოლიციას აცნობა, რომ დაინახა ადამიანი როგოორ ტოვებდა სოფელ არაკაპასს ზუსტად იმ დროს, როცა იქ ცეცხლის ალი ავარდა.

    მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლი ახლომდებარე ეროვნულ ნაკრძალზეც არ გავრცელდეს.

    ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა ხანძარს უპრეცედენტო და კატასტროფული უწოდა:

    “ჩვენ მომსწრე ვართ დღემდე არნახული ტრაგედიის, რომლის მსგავსი 1974 წელს, თურქული ჯარების შემოჭრის შემდეგ არ ყოფილა.  დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი ხანძარი, რომელსაც სამწუხაროდ ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა“– თქვა მან საკოორდინაციო ცენტრში სტურობისას.

    კვიპროსის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება მას შემდეგ ითხოვა, რაც ხანძარი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

    ისრაელი კვიპროსზე სახანძრო ავიაციას და ცეცხლის ჩასაქრობ საშუალებებს გზავნის. იტალია და საბერძნეთი კვიპროსს სახანძრო თვითმფრინავებით ეხმარებიან.

    ევროკომისიამ განაცხადა, რომ აამოქმედებს თანამგზავრ Copernicus ცეცეხლის ალის გავრცელების მეთვალყურეობისა და დაზარალებული რაიონების მდგომარეობის შესაფასებლად.

     

  • 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ვისთვისაც  ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა  – ილია მეორე

    245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა – ილია მეორე

    245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    „ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა.ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო”, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

  • ისინი, ვისაც სურთ ზიზღით ხელი შეუშალონ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ – დეგნანი

    შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ისინი, ვისაც სურთ ზიზღით ხელი შეუშალონ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ „ღირსების მარშს“.

    „საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს. მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარშის მშვიდობიანად ჩატარდება.ისინი, ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყმნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციას, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

  • ფილიპინებზე თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს,

    ფილიპინებში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, მაშველებმა 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. REUTERS-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 29 სამხედრო 2 კი სამოქალაქო პირია.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო 50-მა სამხედრომ და ოთხმა სამოქალაქო პირმა, რომლებიც „С-130“-ში ისხდნენ.

    „ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მეტი გადარჩენილის პოვნას“ , – განაცხადა გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის „სულუს“ მეთაურმა გენერალ-მაიორმა უილიამ გონსალესმა.

    მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. 17 ადამიანი დაკარგულად მიჩნევა.

    მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე ჯარისკაცი თვითმფრინავიდან კატასტროფამდე გადმოხტა. თვითმფრინავი სახელად C130 Hercules კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას. ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

  • არ დაუშვას ხელისუფლებამ ე.წ. “პრაიდის” ჩატარება – თბილისის დიდი სინაგოგა

    “არ დაუშვას ხელისუფლებამ ე.წ. “პრაიდის” ჩატარება “- თბილისის დიდი სინაგოგა ოფიციალურ Facebook-გვერდზე, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

    “ჩვენ, საქართველოს ებრაელები და სხვა რელიგიების წარმომადგენელნი, საუკუნეების განმავლობაში, მშვიდობიანად ვთანაცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის განმავლობაში თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისთვის გადაცემა სჭირდება.

    თანამედროვე რეალობამ ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

    აქ შეკრებილი სხვა და სხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავისმოხვევასთან. ის, რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

    საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი „პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. ამისათვის ისინი არ ერიდებიან ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნური კრიზისის შექმნასა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.

    ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. „პრაიდის‘‘ ჩატარება. მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, როემლიც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • გადადგეს იან კელის დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია – ირმა ინაშვილი

    გადადგეს იან კელის დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია – ირმა ინაშვილი

    გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, – განაცხადა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

    “გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის, მისი მოადგილის ცილისწამებლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, მათ მიერ ნინოწმინდის პანსიონატის მოსწავლეთა დაშინების, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე, და აქ არიან ნინოწმინდის პანსიონატის კურსდამთავრებულები. ასევე, ამ ბავშვების მოსყიდვის ფაქტებზე, რაც ჩვენი გადაცემის ეთერში გადაიცა, ეს კონკრეტული მტკიცებულებებია. სახალხო დამცველად არჩეულ იქნას ადამიანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ქართველი ხალხის ნდობით და არ იქნება ენჯეოების ინტერესების გამტარებელი”, – თქვა ინაშვილმა.

  • ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საბუთების წარდგენა 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ

    ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    “ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელფოსტზე: [email protected] 6 ივლისის ჩათვლით.

    ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.

    ხოლო, ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

    წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე: https://president.gov.ge/Files/ShowFiles?id=5777a17a-dba5-4181-b793-da9b85688723“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • პირი რომელმაც მდინარეში ბოთლები ჩაყარა, დასუფთავების კამპანიაში ჩაერთო

    პირი, რომელმაც მდინარეში ასობით ბოთლი ჩაყარა, ბოლნისის დაბინძურებული მდინარის დასუფთავების კამპანიაში ჩაერთო. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია “ტენე” ავრცელებს.

    “როგორც იცით ტენეს გუნდმა გადაწყვიტა ბოლნისში ბოთლებით დაბინძურებული მდინარის დასუფთავება.

    ვიპოვეთ კაფე და გავიცანით მისი თანამშრომელი რაფიკი, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა სად გადაეყარა კაფეში დაგროვილი დიდი რაოდენობით ბოთლები და ამიტომ მისი გადაყრა მდინარე ქციაში გადაწყვიტა, რითიც ახლა არ ამაყობს.

    ტენე და კაფის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ ყოველ 10 დღეში ერთხელ დაგროვილ ბოთლებს გადასცემენ ტენეს ქარხანას გადასამუშავებლად, ხოლო ტრანსპორტირებას კი უზრუნველყოფს კომპანია ტიტანები – სამშენებლო ნარჩენების გატანა

    ამის შემდეგ რაფიკი და ადგილობრივი მოსახლეობა შემოუერთდა ტენეს გუნდს და თბილისიდან ჩამოსულ მოხალისეებს მდინარის კალაპოტის დასუფთავების აქციაში.

    აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადავეცით ჩვენი ეკომეგობრული USB კაბელი.” – ნათქვამია კომპანია “ტენეს” განცხადებაში.

    ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა სადაც აღნიშნული პირი, მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლს ყრიდა.

  • საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „ 5 ივლისს ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ!

    მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში იგეგმება ლგბტ-თა თითქმის ერთკვირიანი ღონისძიების ჩატარება, ხოლო 5 ივლისს – მათი მსვლელობა რუსთაველზე, ჩვენმა მშობლებმა, და-ძმებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა და ჩვენც დავკარგეთ სულიერი მშვიდობა.

    მუდმივად ისმის კითხვები: ნუთუ ზნეობა არაფერს ნიშავს? ნუთუ ხალხის აზრი ფეხქვეშ უნდა გათელონ? ჩვენ ხომ არ ვუშლით, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე იცხოვრონ პირადი ცხოვრებით, მაგრამ თავის გაუკუღმართებულ ურთიერთობებს თავს რატომ გვახვევენ?!

    ეს კითხვები ჩვენც გვიჩნდება. პასუხი კი არ ჩანს.

    ბოლო ორი თვეა ტელევიზიებში ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით დიდი ამბავი იყო ატეხილი და მუდმივად ისმოდა ფრაზა: დაცული უნდა იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები.

    ახლა აღარ არის იგი დასაცავი? რატომ დაგვივიწყეთ?!

    ჩვენ გამოვიძიეთ და შევისწავლეთ გარკვეული მასალები და ვნახეთ, რომ:

    ბავშვის უფლებათა კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი კრძალავს ნებისმიერი სახის სექსუალურ თემატიკაზე საჯარო განხილვებს და ისეთ გამოსვლებს, რითაც ირღვევა ბავშვების მშვიდ გარემოში აღზრდის უფლება.

    ნებისმიერი აზრის გამოხატვა და შეკრების გამართვა უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ეს არღვევს სხვა ადამიანების უფლებას და მორალურ ნორმებს.

    5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს. ამასთან, რაც უფრო აგრესიულად გვილანძღავენ მშობლებს, რომლებიც რელიგიური, ეროვნული და ზნეობრივ წესებით გვზრდიან და რაც უფრო დაჟინებით მოითხოვენ პრაიდის გამართვას მით უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე.

    როგორც ვთქვით, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალულია ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედება, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდა. ამიტომაც შევიტანეთ სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ჩვენი უფლებების სასამართლოთი დაცვა. სამწუხაროდ, სასამართლო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას, ყოველდღე გვატყუებენ და არღვევენ კანონს. სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან “ლგბტ პრაიდის” ტყვეობაშია.

    მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ყველა იმ სახელმწიფოს ელჩს, რომლებიც მიერთებულნია ბავშვის უფლებათა კონვენციას, დაიცვათ ბავშვების უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, დაიცვათ ბავშვის უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი და დროულად აღკვეთეთ ჩვენთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები, რასაც ახორციელებენ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები, მონაწილენი და მხარდამჭერნი.

    ბავშვების საუკეთესო ინტერესი არის უპირატესი უფლება ვიდრე ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლება. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ -ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში.