Category: სლაიდერი

  • მოძალადე ჯგუფები რუსთაველის გამზირზე მომუშავე ჟურნალისტებს თავს ესხმიან

    რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

    ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.

  • ვაი ამათ პატრონს – სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

    ვაი ამათ პატრონს – სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

    “ვაი ამათ პატრონს”,– ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თბილისი პრაიდის უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით”.

    ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

    მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის კარვები დაარბიეს და თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს.

  • ისეთივე ბნელი პრემიერი გვყავს, როგორც ეს ველური ხალხი – თაბაგარი

    ისეთივე ბნელი პრემიერი გვყავს, როგორც ეს ველური ხალხი – თაბაგარი

    “ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერმინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!

    არ შეიძლება ეს სიველურე მოსაწონი და მისაღები იყოს. ეს არ არის დემოკრატიული სახელმწიფო!”,- ასე ეხმიანება თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

    ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ამ ადამიანების უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით”.

  • ეკლესია ბანდფორმირებად იქცა, 2013 წლის 17 მაისს იმეორებს – ბასილ კობახიძე

    ეკლესია ბანდფორმირებად იქცა, 2013 წლის 17 მაისს იმეორებს – ბასილ კობახიძე

    “მართლმადიდებელმა ლომებმა უკვე დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ. ეკლესია 2013 წლის 17 მაისს იმეორებს. ეს იმის ბრალია, რომ 2013 წლიდან არ მოხდა მაშინდელი დარბევის ანალიზი არც მედიაში, არც უნივერსიტეტებში, არც არსად. ტელევიზიებში ისევ მღვდლებს ან შავბნელ პოლიტიკოსებს მოათრევდნენ ამ თემაზე სალაპარაკოდ. მაშინდელი დარბევა სინამდვილეში იმდენად სექსუალური უმცირესობების პრობლემა კი არ არის, არამედ უმრავლესობის ეკლესიიისა, რომელიც დიდი ხანია ბანდფორმირებად იქცა, ილიამეორის ატამანობით და მღვდლების ბრიგადირობით”

    წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

  • პრემიერი უმცირესობის შეზღუდვას ქადაგებს, ძალიან საშიშია – ხოშტარია

    პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ის უმცირესობის შეზღუდვას ქადაგებს.

    “ის რომ ღარიბაშვილი მოძალადეა ეს ახალი არ არის, მაგრამ ის რომ პრემიერ მინისტრი ღიად თავისუფლების შეკვეცას, უმცირესობის შეზღუდვას და ძალადობის გამართლებას ქადაგებს ძალიან საშიშია და ამასთან შეგუება დაუშვებელია”,– წერს ხოშტარია.

    ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ამ ადამიანების უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით”.

     

  • ამ აქციის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით – ღარიბაშვილი პრაიდზე

    ამ აქციის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით – ღარიბაშვილი პრაიდზე

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ღირსების მარშის უკან “რადიკალური ოპოზიცია” დგას.

    “სამწუხაროდ, დღევანდელია ქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართულები, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ არ დავუშვებთ”, – თქვა ღარიბაშვილმა.

  • მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ეს საქართველოა – ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერიმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღირსების მარშის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

    მისივე თქმით, ის არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.

    “იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ჩვენ ამას ვიგებთ როგორც მოცემულობას და გვესმის მათი სურვილები. ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. რამდენიმე დღის წინ მათ ჩაატარეს უსაფრთხო ღონისძიება, გუშინ და გუშინწინაც ჩაატარეს. დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე”,– თქვა პრემიერმა.

    მისივე განცხადებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ “ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები და ტრადიციები და ყველამ უნდა სცეს პატივი”.

  • გულზე სკდებიან, რომ ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია – ცერცვაძე

    “ვინც სერიოზული ადამიანია და სერიოზულად ჩაიხედა ჩვენი კლინიკური ჯგუფის მუშაობაში და კლინიკურ მართვაში, ამას ისინი არ ამბობენ. ჰანს კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში იყო შვიდ დღეს და ჩვენს საქმიანობას ეცნობოდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა (ძალიან არ უყვართ ოპონენტებს ამის მოსმენა) რომ ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენ, ბრავო. ეს თქვა ევროპის პირველმა პირმა და ინფექციონისტმა. როდესაც კლუგე დეტალურად ეცნობა ჩვენ მუშაობას და ამბობს, ბრავო და კალოიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია კლინიკაში, ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია, ერთი კონსტრუქციული, ჭკვიანური წინადადებით არ შემოსულა, რომ ჩვენ გაგვეთვალისწინებინა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ამას ყველა, ნებისმიერი იტყვის.

    გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ”

    ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

  • მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ღირსების მარშის ორგანიზატორებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

    “შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

    ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

    დღეს, 5 ივლისს თბილისი პრაიდი ღირსების მარშს გამართავს.

  • მარშის შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გავაჟღერებთ –  თბილისი პრაიდი

    მარშის შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გავაჟღერებთ – თბილისი პრაიდი

    დღეს “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს გამართავს. მათი თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშის ჩატარების გეგმას დღეს, დღის პირველ ნახევარში გაასაჯაროვებენ.

    “ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

    ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

    აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ”,– აცხადებს თბილისი პრაიდი.

    ცნობისთვის, ღირსების მარშისთვის კონტრაქციის ჩატარებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებმაც რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს. ქაშუეთის ტაძართან პარაკლისის ჩატარებას აპირებს საპატრიარქოც.