Category: სლაიდერი

  • რიონის ხეობის მცველები თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდებიან

    “რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ აქციას შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა.

    „დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ [თბილისში] და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც]. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.

    პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება…”, – ამბობს ის პუბლიკასთან საუბრისას.

    მისივე განმარტებით, ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს და თბილისში თავიანთი განცხადების დასადასტურებად ჩამოდიან.

    „ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ”, – ამბობს სულაძე.

    ცნობისთვის, ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შემოარტყეს და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ჩალეწეს შენობის მინები.

    ოფისში შეჭრის დროს მათ სასტიკას სცემეს TV პირველის ოპერატორი და დაუმტვრიეს აპარატურა.

    რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

    ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.

  • სიძულვილის ჯგუფის წევრმა ჟურნალისტებს მოპედი დააჯახა, ის არ დააკავეს (ვიდეო)

    პუტინისტური აქციის მონაწილე რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს მოპედით დაეჯახა, თუმცა ის პოლიციამ არ დააკავა. კადრებს ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.

    https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/486618319067915

    ცნობისთვის, ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შემოარტყეს და ოფისში შეჭრას ცდილობენ. მათ ჩალეწეს შენობის მინები.

    ოფისში შეჭრის დროს მათ სასტიკას სცემეს TV პირველის ოპერატორი და დაუმტვრიეს აპარატურა.

    რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

    ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.

  • ვლოცულობთ უპირველესად მათთვის, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს – საპატრიარქო

    ვლოცულობთ უპირველესად მათთვის, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს – საპატრიარქო

    საპატრიარქო ამტკიცებს, რომ მათი დღევანდელი მსვლელობა უნდა იყოს “მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.”

    “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს”,– აცხადებს საპატრიარქო.

    ისინი მოუწოდებენ მოძალადე ჯგუფებს, თავი შეიკავონ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, “რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა”.

    “სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • რატოა პოლიცია ასეთი უმოქმედო და უნიათო? დაუყოვნებლივ აღსაკვეთია ძალადობა – ელისაშვილი

    “რატოა ასეთი უმოქმედო და უნიათო პოლიცია? დაუშვებელია ასეთი თარეში და რბევა! დაუყოვნებლივ აღსაკვეთია ძალადობა” – ასე ეხმიანება პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მოძალადე ჯგუფების ძალადობას ჟურნალისტებზე.

    ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შემოარტყა და ოფისში შეჭრას ცდილობენ. მათ ჩალეწეს შენობის მინები.

    ოფისში შეჭრის დროს მათ სასტიკას სცემეს TV პირველის ოპერატორი და დაუმტვრიეს აპარატურა.

    რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

    ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.

  • მოვუწოდებთ პრაიდს, უარი თქვან ღია სივრცეში მარშის გამართვაზე – შსს

    მოვუწოდებთ პრაიდს, უარი თქვან ღია სივრცეში მარშის გამართვაზე – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია.

    უწყება მოუწოდებს თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება”,– წერია შსს–ს განცხადებაში.

  • მოძალადე პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს – რომან გოცირიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და მის გადადგომას ითხოვს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას სანქციები უნდა დაუწესდეს.

    “მოძალადე პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტის რიიგარეშე სხდომა, რათა მიღებული იქნას საჭირო გადაწყვეტილებები.

    სასწრაფოდ უნდა იქნას გამოვლენილი ყველა მოძალადე და მიეცეს პასუხისგებაში. მეგობარმა სახელმწიფოებმა უნდა დაუწესონ სანქციები საქართველოს მთავრობას, მის ცალკეულ წევრს და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ხელისუფლების ქმედებებზე პერსონალურად პასუხისმგებელ პირს”,– წერს გოცირიძე.

    პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ამ ადამიანების უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით”.

  • მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შეამოარტყეს და შეჭრას ცდილობენ

    ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შემოარტყა და ოფისში შეჭრას ცდილობს. მათ ჩალეწეს შენობის მინები.

    ოფისში შეჭრის დროს მათ სასტიკას სცემეს TV პირველის ოპერატორი და დაუმტვრიეს აპარატურა.

    რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

    ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.

  • სასტიკად ნაცემია ჩვენი ოპერატორი, დამტვრეულია აპარატურა – TV პირველი

    ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, რადიკალურმა ჯგუფებმა მათი ოპერატორი სასტიკად სცემეს.

    ადგილზე მყოფი “პირველების” გადამღებ ჯგუფთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოყობილობა დაზიანებულია. ჟურნალისტს საშუალება არ ეძლევა მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით მაინც მოგვაწოდოს.

    ჟურნალისტს მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს.

  • პრემიერი ვერ ხვდება, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ თეოკრატიულში – საიას თავმჯდომარე

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პრაიდის კონტრაქციის მონაწილეებს “ყველაფერზე მწვანე შუქი აუნთო”.

    “ჯერ პარლამენტთან კარვების დარბევა, შემდეგ მედიაზე თავდასხმა, რასაც პოლიციის რეაგირება არ მოჰყვა, ის კი არა, შსს საერთოდ რამეს აკეთებს თუ არა, გაუგებარია. ჩვენი პრემიერი კიდევ ვერ ხვდება, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ თეოკრატიულში”,– წერს სიმონიშვილი.

    ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

    მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის კარვები დაარბიეს და თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს.

  • ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია ძალადობას “გამართლებას ვერ მოუნახავს”

    ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია ძალადობას “გამართლებას ვერ მოუნახავს”

    საპატარიარქოს პრესპიკერი, რომელიც მოძალადე ჯგუფებს რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებდა, ძალადობას არ ამართლებს.

    “მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს”,– წერს ის.