Category: სლაიდერი

  • სარჯველაძე ფიქრობს, რომ გუშინ პოლიციამ თავის ამოცანას “ასე თუ ისე, თავი გაართვა”

    უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ გუშინ პოლიციამ ამოცანას “ასე თუ ისე თავი გაართვა”.

    მას ასევე მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის განცხადებას ძალადობის პროვოცირება არ გამოუწვევია.

    “გუშინ, რაც ვიხილეთ, ისედაც ძალიან დრამატული და მძიმე სანახავი იყო და არ სჭირდება ამას დამატებით კიდევ რაღაც არასწორი შეფასებების დამატება, მათ შორის, ის, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე, რომ თითქოს ამან გაუკეთა პროვოცირება იმას, რაც ვიხილეთ ქუჩებში – ეს არ არის სწორი, ეს ცალსახად მცდარი მოსაზრებაა და შესაბამისად, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

    გუშინ, თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის. ყველგან, სადაც ზედმეტი ესკალაცია თავიდან არიდებული იქნა და ა.შ. ყველგან ეს არის პოლიციელების დამსახურება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

    გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • “დროა” უერთდება “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ დღეს დაგეგმილ აქციას

    პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ დაორგანიზებულ აქციას დღეს, 20:00-ზე პარლამენტის წინ

    “გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

    ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

    მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის!”,– წერია დროას განცხადებაში.

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას პარლამენტის წინ გასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა დაანახონ ქართულ ოცნებასა და საპატრიარქოს, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული ადამიანები ცხოვრობენ. ჯაფარიძე კატასტროფად აფასებს გუშინ, პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას.

  • პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო – წულუკიანი

    კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმიანება და ირწმუნება, რომ პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო.

    “საქართველოში არ არსებობს ადამიანი არამც თუ მინისტრი რომელიმე, არამედ ადამიანი, იქნება ეს ერისკაცი თუ სასულიერო, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას. გუშინ ვიხილეთ გარკვეული მოვლენები. რა თქმა უნდა, მინდა ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს ვინც დაზიანდა, არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ სხვა ადამიანს. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არა მხოლოდ გუშინ იმ ფარგლებში რაც მას შეეძლო, არამედ აქციის დღემდეც და ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი”, — განაცხადა წულუკიანმა.

    გუშინ, 5 ივნისს პოლიციამ ვერ შეძლო პუტინისტური ჯგუფებისგან ჟურნალისტების დაცვა. ისინი მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • ხელისუფლების უმოქმედობის შემდეგ ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

    საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას. მისი თქმით, ყველა მოძალადე დაისჯება.

    “ყოვლად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

    ცნობისთვის, გუშინ მან განაცხადა, რომ “საქართველო ტრადიციული ქვეყანა”, რის გამოც პრაიდის ჩატარება “მიზანშეუწონელია”. ეს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ძალადობის წახალისებად შეფასეს.

    პრაიდი პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო არ გაიმართა, თუმცა მათ სცემეს 53 ჟურნალისტი.

  • გუშინ რაც მოხდა, კატასტროფა იყო ამ ქვეყნისთვის, ეს იყო ორგანიზებული სპეცოპერაცია – ჯაფარიძე

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გუშინ რაც ქვეყანაში მოხდა, კატასტროფა იყო.

    “კატასატროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, სიბნელე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ჩვენი შვილების მომავალს”,– ამბობს ის.

    ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, პუტინისტური, მოძალადე ჯგუფები ნებისმიერ დროს “თავში ჩაარტყამენ”.

    “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ჯაფარა მოგწონთ, ყველაფერი არის ბოდვა. ტყუილია, რომ ისინი ლგბტ ხალხის წინააღმდეგ იყვნენ გამოსული. ეს ხალხი არიან ბნელები, ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს იმისთვის, რომ ასეთ მომენტებში გამოიყენონ. ესენი არჩევნების მერეც ამათ გამოიყენებენ და ისევ თავში ჩაგარტყამენ, თუ ხმას არ ამოიღებ. უფლებები არსებობს მარტო ადამიანების საზოგადოებაში და არა ცხოველების საზოგადოებაში”,– აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

    ის მოუწოდებს საზოგადოებას, დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ გავიდნენ.

  • გამოდით 8 საათზე! დაანახეთ ამ *ლეებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები – ჯაფარიძე

    “დღევანდელი დღე გათენდა და ვითომ არაფერი, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, მე მგონია, რომ გუშინ რაც მოხდა, არ არის პატარა ამბავი, რომელზეც შეიძლება თვალები დახუჭო. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, კატასტროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, სიბნელე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ჩვენი შვილების მომავალს.

    არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ჯაფარა მოგწონთ, ყველაფერი არის ბოდვა. ტყუილია, რომ ისინი ლგბტ ხალხის წინააღმდეგ იყვნენ გამოსული. ეს ხალხი არიან ბნელები, ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს იმისთვის, რომ ასეთ მომენტებში გამოიყენონ. ესენი არჩევნების მერეც ამათ გამოიყენებენ და ისევ თავში ჩაგარტყამენ, თუ ხმას არ ამოიღებ. უფლებები არსებობს მარტო ადამიანების საზოგადოებაში და არა ცხოველების საზოგადოებაში.

    თუ არ ხარ მზად, რომ ეს უფლებები დაიცვა, ჩვეულებრივი მონა ხარ. ეს არის რასაც ახლა ცდილობენ, რომ შეგაშინონ, დაგაჩმორონ და გაგრძნობინონ თავი მონად, რომ არ გაბედო იმათ წინააღმდეგ წასვლა. ოცნება და საპატრიარქო თვლის, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი *ლე, ჩმორი, რომელსაც ტრაკი არ აქვს, რომ ხმა ამოიღოს! რომელსაც ნებისმიერ დროს თავში წამოგარტყამენ და ისევ დადუმდები, როგორც დღეს. თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! აჩვენეთ ამ მართლა *ეებს, ვინ არის *ლე! დღეს, 8 საათზე, საღამოს, გამოდით და დადექით! დაანახეთ ამ დედამ*****ლებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალური ქვეყანა ააშენონ!

     

    აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში. დღეს, პარლამენტის წინ, 20:00 საათზე აქცია გაიმართება. გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • იონათამიშვილის თქმით, მედიაზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა, რაც ენმ-ს ინტერესშია

    იონათამიშვილის თქმით, მედიაზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა, რაც ენმ-ს ინტერესშია

    “ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა კი ნაციონალურ მოძრაობისა და რუსეთის ფედერაციას ინტერესშია.

    “თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე ნიშნავს თავდასხმას დემოკრატიაზე და საზოგადოებაზე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეაგირება იქნება სამართლიანი და ძალიან სწრაფი. რაც შეეხება იმას, თუ ვის ინტერესშია ქართულ დემოკრატიას გამოუთხაროს ძირი, ასეთი ორი სუბიექტია – ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის შიგნით და რუსეთის ფედერაცია ქვეყნის გარეთ”,– ამბობს იონათამიშვილი “იმედის” ეთერში.

    გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • პირველი არხის თანამშრომლის თქმით, გუშინ ოპერატორს თვალებში ქიმიური ხსნარი შეასხეს

    პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს პუტინისტურმა ჯგუფებმა გუშინ თვალები დაუზიანეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინფორმაციით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი თვალებში გარკვეული ქიმიური ნივთიერება შეასხეს.

    ის კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს და დამატებითი გამოკვლებები უტარდება.

    https://www.facebook.com/levannkartvelishvili/posts/4687266841287733

    ამ დრომდე კლინიკაში რჩება ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი 6 ჟურნალისტი. გუშინ მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. დაკავებულია მხოლოდ 9 პირი ადმინისტრაციული წესით.

     

  • სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს – ოხანაშვილი ჟურნალისტებს

    სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს – ოხანაშვილი ჟურნალისტებს

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს გუშინდელი ძალადობის შემდეგ ჰპირდება, რომ “ასეთი რამ აღარ განმეორდება”.

    ის ჟურნალისტების დაცვისთვის მადლობას უხდის სამართალდამცავებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლეს.

    “ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

    იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე”. – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

    ცნობისთვის, გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • 12-დან 16 ივლისის ჩათვლით ღამის საათებში რიკოთის გვირაბი ჩაიკეტება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით ღამის საათებში მოძრაობა აიკრძალება. გადაადგილება შეიზღუდება 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

    “საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-56) რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე

    ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,– წერია დეპარტამენტის განცხადებაში.