Category: სლაიდერი

  • მოძალადეები “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

    ფორმულას ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფორმულას გადამღებ ჯგუფს მოძალადეები დაუპირისპირდნენ.

    “ინციდენტის დროს ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო,  ცდილობდნენ კაბელი გადაეჭრათ, რათა პირდაპირი ეთერი შეწყვეტილიყო. პოლიციამ ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილიდან მალევე განარიდა”,- აცხადებს ტელეკომპანია.

    პარლამენტის შენობასთან, სადაც სოლიდარობის მდუმარე აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.

    ძალადობრივი ჯგუფები კორდონის გარღვევას ცდილობენ.

     

  • პარლამენტთან ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, მოძალადე დაკავებულია

    პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. მას სახის არეში აქვს დაზიანება

    არსებული ინფორმაციით, მოძალადე პოლიციამ მალევე დააკავა.

    ამ წუთებში პარლამენტთან მოქალაქეების ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებენ.

  • მოძალადე ჯგუფი პოლიციის ბარიკადის გარღვევას ცდილობს

    მოძალადე პუტინისტური ჯგუფები ცდილობენ, გაარღვიონ პოლიციის ბარიკადი და პარლამენტთან შეიჭრან.

    ისინი აპროტესტებენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას “თავისუფლებისთვის”.

    პოლიცია ჯერჯერობით უზრუნველყოფს მშვიდობიანი დემონსტრანტების უსაფრთხოებას.

  • ქართულ ოცნებას მინდა ვკითხო – სახელმწიფო გაუქმდა? – ელისაშვილი

    ქართულ ოცნებას მინდა ვკითხო – სახელმწიფო გაუქმდა? – ელისაშვილი

    “ქართულ ოცნებას მინდა ვკითხო – სახელმწიფო გაუქმდა?”,- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რამდენიმე წუთის წინ პალიტრანიუსის ოპერატორზე ძალადობას.

    “რამე ახალი მხედრიონი მართავს საქართველოს და ურტყამს ხალხს თავის ნებაზე თუ როგორაა ეგ ამბავი? ჯერ ამ უწესიერეს კაცს, ბექას ვინ გარეწარმა დაარტყა და მერე მეორე – რა ვქნათ, ყველამ ჩვენი გასამხედროებული რაზმები შევქმნათ უკვე? რა ხდება საერთოდ აგვისხნას ვინმემ”,- წერს ელისაშვილი.

    53 ჟურნალისტზე ძალადობის შემდეგ, ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა დღესაც გრძელდება.

  • პარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორს თავს დაესხნენ

    პარლამენტის წინ მოძალადეებმა პალიტრანიუსის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას დაზიანება შუბლის არეში აქვს მიყენებული.

    “აგრესიულად არიან განწყობილები. იგინებოდნენ, რატომ იგინებით მეთქი და დაგვარტყეს,”– ამბობს დაშავებული.

    პოლიციამ მოძალადე დააკავა.

  • არ მგონია, რომ ყველანი საჩხუბრად იყვნენ მისულები – კვირიკაშვილი ძალადობრივ ჯგუფებზე

    “მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები მუშტი-კრივისთვის მივიდა, ამხელა მასა, რომელიც იქ მივიდა, ყველანი საჩხუბრად იყვნენ მისულები. ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან უღირსი საქციელით დააზიანა ქვეყნის ინტერესი, მოქალაქეების ზუსტად ის გრძნობები, რომლის დასაცავადაც ვითომ იყვნენ იქ მისულები. მგონია, რომ ასეთი ადამიანების მიმართ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს აუცილებლად რეაქცია.

    ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველა სასულიერო პირი ძალადობისთვის იყო მისული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ასე იყოს

    დამნაშავეებად, დამქეზებლებად მე მათ [ხელისუფლებას] ვერ ვხედავ. მე ვერ მოვისმინე ვერცერთი წამქეზებლური სიტყვა. არ მგონია, რომ ეს მოვლენები იყოს იმის ტოლფასი, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური მოთხოვნები [შს მინისტრის გადადგომა] დადგეს”

    თქვა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა TV პირველის ეთერში.

  • თბილისი პრაიდი უერთდება დღეს დაგეგმილ აქციას “თავისუფლებისთვის”

    თბილისი პრაიდი უერთდება დღეს დაგეგმილ აქციას “თავისუფლებისთვის”

    თბილისი პრაიდი უერთდება დღევანდელ აქციას, რომელიც პარლამენტის წინ 20:00 საათზე გაიმართება.

    “5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში სამწუხაროდ ვერ გავმართეთ. Სახელმწიფომ არ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და არ დაგვიცვა მოძალადე ჯგუფებისგან. შედეგად, ჩვენ მოგვიწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება.

    გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. Სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით გვდევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს.

    Ჩვენ გვჯერა, რომ Გუშინდელი ძალადობების სერია წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის! Ძალადობის ის მასშტაბები, რასაც გუშინ თბილისში ჰქონდა ადგილი, საჭიროებს მყისიერ რეაგირებას მთელი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვუერთდებით დღეს მდუმარე აქციას და მოგიწოდებთ ყველას, ვინც გუშინ ღირსების მარშზე გეგმავდით გამოსვლას, შემოგვიერთდით 8 საათზე, პარლამენტის წინ!”,– წერია პრაიდის განცხადებაში.

    20:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქცია “თავისუფლებისთვის”. ისინი გუშინ პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებენ.

  • ფაშიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს აქცია გარდამტეხია – ნაკაიძე

    ფაშიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს აქცია გარდამტეხია – ნაკაიძე

    “გული მწყდება, რომ არ ვიმყოფები თბილისში და ფიზიკურად ვერ შევძლებ დღეს 20:00 საათზე აქციაზე მოსვლას. ვფიქრობ, ეს აქცია არის გარდამტეხი იმ ძალადობისა და ფაშიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, მრავალფეროვანი, დემოკრატიული, თანასწორობის პრინციპებით მცხოვრები მოქალაქეების ერთობა, და არა – თეოკრატიული, მოძალადე ბრბოთა და მათ წამხალისებელ პუტინისტურ ჯგუფების ერთობა, მოგიწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ და გავაპროტესტოთ ძალადობა, ამ ქვეყნის რუსეთიზაცია.
    დღეს, რუსთაველზე ვიცავთ თავისუფლებას, გამოდით, თავისუფლებისთვის!!!

  • ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი მცირედით გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1478 ლარი გახდა.

    ლარი ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7289 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • ძალადობრივი ჯგუფები აორგანიზებენ კონტრაქციას, სასწრაფოდ აღკვეთეთ – ნაცვლიშვილი შსს-ს

    ძალადობრივი ჯგუფები აორგანიზებენ კონტრაქციას, სასწრაფოდ აღკვეთეთ – ნაცვლიშვილი შსს-ს

    ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფები დღეს დაგეგმილი აქციის კონტრაქციის მოსაწყობად ემზადებიან.

    ის ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, სასწრაფოდ აღკვეთოს მსგავსი მოწოდებები.

    “დღეს მოქალაქეები აანონსებენ მშვიდობიან აქციას საღამოს 8 საათზე პარლამენტთან იმ უმსგავსობის და დანაშაულის გასაპროტესტებლად რაც გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც პარლალეურად აორგანიზებენ კონტრაქციას. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ, აღკვეთოს ძალადობრივი მოწოდებები, აღკვეთოს დღევანდელი უმძიმესი რისკები, რომელიც უკვე ფიქსირდება გაკეთებული განცხადებებით”,– ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

    ცნობისთვის, დღეს “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” პარლამენტთან ჟურნალისტებზე ძალადობის გასაპროტესტებლად აქცია დააანონსა. აქციას უერთდებიან ოპიზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები.