Category: სლაიდერი

  • ძალადობრივი ჯგუფის წევრი 2 300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე სასამართლომ 2 300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

    ერთ მოძალადეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

    “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

  • “ლელო” უერთდება საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას

    პარტია “ლელო” პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება.

    “არა ძალადობას! ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ ტერორს მედიაზე. ლელო უერთდება საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ მდუმარე აქციას დღეს, 20:00 საათზე”, – წერია ლელოს განცხადებაში.

    ცნობისთვის, “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დააანონსა. აქციას უერთდება პოლიტიკური მოძრაობა “დროა”, “ევროპული საქართველო” და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები.

  • გუშინ დაკავებული 8 პირიდან ერთს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირიდან ერთს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

    დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ “ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა”.

    ცნობისთვის, გუშინ პუტინისტურმა ჯგუფებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • როგორ შეძლებთ აცრაზე რეგისტრაციას – 3 გზა

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე აცრაზე რეგისტრაციის 3 გზა არსებობს: ელექტორნული პორტალის მეშვეობით, დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკვითა და პირდაპირ კლინიკაში ვიზიტით. 

    გარდა ამისა, მისივე თქმით, საწოლსმიჯაჭვულ ადამიანებს ბინაზე აცრიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფები, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე, 15 22–ზე დარეკავენ.

    გაბუნაის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.

  • ჩვენ ვართ ქრისტიანები, ქართველები, ვინც ვფიქრობთ, რომ სუსტის ცემა ნაბიჭვრობაა – ჯაფარიძე

    ჩვენ ვართ ქრისტიანები, ქართველები, ვინც ვფიქრობთ, რომ სუსტის ცემა ნაბიჭვრობაა – ჯაფარიძე

    “ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ

    ვიკამათოთ რამხელა უნდა იყოს გადასახადები, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელი პარტია სჯობს და რანაირად უნდა ვუშველოთ მართლმსაჯულების სისტემას

    მაგრამ ის ხალხი ვინც ვთანმხდებით ელემენტარულზე

    რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა

    რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა

    რომ ბაშვების ცემა იმის გამო რომ ტატუ აქვს, ან გრძელი

    თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბიჭვრობაა

    რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბიჭვრობაა

    რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბიჭვრობაა

    რომ ესაა ელემენტარული ცივილიზაციური წესები
    გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში!

    გაცილებით!

    ჩვენთ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა!

    ჩვენთ ვართ მართლა ქართველები!

    ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები!

    ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს!

    ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები!

    და ჩვენ ვართ ის ვისაც მართლა სწამს იმის რასაც იესო ქადაგებდა!

    იქით არიან ორკები
    იმას ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება

    ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს
    ესაა დღევანდელი ოცნების, საპატრიარქოს და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი
    ესენი გვმართავენ დღეს
    მაგრამ აქეთ მეტნი ვართ!

    არ შეგეშინდეთ!

    არ დაიჯეროთ რომ ბევრნი არიან!

    არ დაუთმოთ ამათ ეს ქვეყანა!

    აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!

    დღეს, 20.00 საათზე, პარლამენტის წინ”

    წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

  • 15 მარტის შემდეგ კოვიდით გარდაცვლილების 98.6% არ იყო ვაქცინირებული – გამყრელიძე

    “გუშინ გავაკეთებინეთ ანალიზი. 15 მარტის შემდეგ, რაც აცრები დავიწყეთ ქვეყანაში, დღემდე გარდაცვლილია ქვეყანაში 1668 ადამიანი, აქედან 1664 არ იყო ვაქცინირებული. ანუ 98.6% გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული. გვაქვს ასევე ანალიზი ერთჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება, სადღაც 0.8%, ორჯერადი აცრის შემდეგ – 0.3%-ის ფარგლებში. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

  • ვინც ძალადობდა, ყველა უნდა დაისაჯოს, სხვანაირად ვერ განვვითარდებით! – კუჭავა

    “ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად აერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას მოგვიწოდებს. რელიგიის სახელით განხორცილებეული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია!

    მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება მათი საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას. უნდა დაისაჯოს ყველა! სხვანაირად ვერ განვვითარდებით”

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გუშინ 53 ჟურნალისტზე ძალადობაზე.

  • ხელისუფლებამ ომახიანად დაგმო ძალადობა, რომელიც ვერ აღკვეთა – მეზვრიშვილი

    პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ “ომახიანად დაგმო” ძალადობა, რომელიც ვერ აღკვეთა.

    მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ეს რისკები ვერ მართა.

    “კარგად იცოდა იმ ფონზე, როცა წინა დღეებში განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის რადიკალური ტიპის განცხადებები, იყო რაღაც ძალადობისკენ მოწოდებები, კონკრეტული ტიპის მესიჯები. ამ ფონზე ვერც პრევენცია მოახერხა. მეორე, როცა ძალადობა ხდება თვითონ პროცესში, იქ მოახდინოს რეაგირება, ვერც ეს მოახერხა. ფაქტობრივად, სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებულები. ძალიან გული მწყდება, რომ კიდევ ერთხელ ზიანი მიიღო პოლიციამ. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო, უბრალოდ, გუშინ თავის ფუნქციას, ძალადობის აღკვეთისას არ ასრულებდა”,– თქვა მეზვრიშვილმა.

  • მეგობარს შეურაცხყოფა მიაყენა გამვლელმა, წვრილ სიგარეტს ეწევი, ****რასტი იქნებიო – ხოშტარია

    “ჩემ მეგობარს ახლა შეურაცხყოფა მიაყენა გამვლელმა, წვრილ სიგარეტს ეწევი შენ ****რასტი იქნებიო. ხოდა უმოქმედობის ყველა წუთი საფრთხეში აგდებს ძალიან ბევრ ადამიანს.

    დღეს 8-ზე პარლამენტთან”

    წერს პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

  • პარლამენტთან “გირჩი – მეტი თავისუფლების” აქციას “ევროპული საქართველოც” შეუერთდება

    პარლამენტთან “გირჩი – მეტი თავისუფლების” აქციას “ევროპული საქართველოც” შეუერთდება

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” დაგეგმილ აქციას “ევროპული საქართველოც” უერთდება. პარლამენტის წინ, დღეს 20:00 საათზე მდუმარე აქცია გაიმართება.

    “20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ”, – აცხადებს გიგა ბოკერია ფორმულასთან.

    აქციაში მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკური მოძრაობა “დროაც”.

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას პარლამენტის წინ გასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა დაანახონ ქართულ ოცნებასა და საპატრიარქოს, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული ადამიანები ცხოვრობენ. ჯაფარიძე კატასტროფად აფასებს გუშინ, პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას.