Category: სლაიდერი

  • პროპაგანდა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად – კალაძე პრაიდზე

    თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მიუხედავად სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციისა და მათ არავის დასდევს.

    მისივე თქმით, მის განცხადებას, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, აგრესია მოჰყვა.

    კალაძე ირწმუნება, რომ ჰომოფობი არ არის, თუმცა ამბობს, რომ ამ მიმართულების “პროპაგანდა” მიზანშეწონილი არ არის.

    “განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ცხოვრობენ ჩვენთან, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან წლების განმავლობაში, მომავალშიც იარსებებენ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, ორი ფეხი აქვთ, ორი ხელი აქვთ, სამსახურიდან არ აგდებენ, სარგებლობენ ყველა სერვისით.

    გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს. აქვე, არსებობს პასუხისმგებლობა, რომ შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს. არავინ არ დასდევთ, არავინ არ ლახავს… ჩვეულებრივად ცხოვრობენ და არსებობენ. ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”,– განაცხადა კალაძემ.

  • მკაცრად ვგმობთ, საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას – ევროპარლამენტარები

    “მკაცრად ვგმობთ, საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას”- ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, და მკაცრად გმობენ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. განცხადებაში ევროპარლამენტარების მიერ ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხელისუფლება დაგეგმილ “ღირსების მარშს” მოუმზადებელი შეხვდა.

    “სამწუხაროდ, საქართველოს ხელსუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლობამ ხმამაღლა და ცხადად არ დაგმო ჰომოფობიური რიტორიკა ღირსების მარშის წინ. მკაცრად ვგმობთ, საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას, უზრუნველყო უსაფრთხოება შეკრებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ტოლერანტობას.

    როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, ლგბტქ+ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრება.

    საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჟღერა განზრახვა, განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვსურს, შევახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, რომელიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების პატივისცემა და დაცვა”, — აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში

  • მედია დაცულია, არ შეიძლება ერთი ფაქტის ინტერპრეტირება გლობალურად – ტიკარაძე

    “მედია დაცულია, არ შეიძლება ერთი ფაქტის ინტერპრეტირება გლობალურად”- ასე ეხმაურება, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე დიკარაძე, მედიაზე გახშირებულ თავდასხმებს. 5 ივლისს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს არაერთი მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ჟურნალისტებზე და ოპრეატორებზე თავდასხმები გრძელდებოდა გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან გამართულ აქციაზეც.

    “რა თქმა უნდა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული და მნიშვნელოვანია, რომ მედია დღეს დაგვეხმაროს იმაში, რომ ქვეყნის რეპუტაცია აღდგეს და ჩვენ არ გავაღრმაოთ ის ბზარი საზოგადოებაში, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მედია ნამდვილად არის დაცული და ნამდვილად არის თავისუფალი. არ შეიძლება ერთი ფაქტის ინტერპრეტირება გლობალურად”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

  • ძალადობა ცუდია, პასუხი უნდა აგონ – ლადო კახაძე ევროკავშირის დროშის დაწვაზე

    ”ძალადობა ცუდია, პასუხი უნდა აგონ”-სე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას.

    ”ძალიან ცუდია. საერთოდ ვანდალიზმი, ძალადობა, ხაზს ვუსვამ – ვინც არ უნდა გააკეთოს, უნდა დაისაჯოს. კანონითაც უნდა დაისაჯოს, მორალურადაც, თქვენც [ჟურნალისტებმა] უნდა დასაჯოთ, ანუ უნდა გამომჟღავნდეს ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას ვნებს. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი… ძალადობის წინააღმდეგ უნდა აღიმართოს ყველა. არ შეიძლება ადამიანს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალო, სიტყვა არ გამოათქმევინო, არ შეიძლება ადამიანის აზრის დაფიქსირებას ხელი შეუშალო. როდესაც ეს ყველაფერი კეთდება, ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგო.”- განაცხადა კახაძამ.

  • საქართველოში კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.70%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა.

  • TV პირველისა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისთვის 4 პირი დააკავეს

    TV პირველისა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისთვის 4 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლის გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო 4 პირი დააკავა.

    უწყების ინფორმაციით, ორი პირი მოძრაობა სირცხვილიას ოფისში TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდა ფიზიკურად, დანარჩენ ორმა კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ მთავარი არხის ოპერატორს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

  • ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ – მეუფე იაკობი

    ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ – მეუფე იაკობი

    ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

     

    „პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა – ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თვითონ ვხედავათ სად და რომელ პერიმეტრებზე ვმოძრაობდი და არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების.

    აქ ნინოწმინდის საკითხზე მაქვს შეხვედრა. ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ”, -განაცხადა იაკობმა.

  • რუსთაველის გამზირზე 100 ადამიანი დავაკავეთ, 68 ხელწერილით გათავისუფლდა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ ძალადობრივ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, 68 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.

    “მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • პუტინისტურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

    ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოხსნეს და დაწვეს.

    სამართალდამცავებს პუტინისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

    ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც მდუმარე აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები პოლიციამ ტერიტორიას განარიდა.

     

  • ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ – საპატრიარქო

    ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ – საპატრიარქო

    საპატრიარქო განცხადებას ავრცელება და მოძალადეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

    “ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

    დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

    ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“, –