Category: სლაიდერი

  • პრემიერი ევროკომისარს უმტკიცებს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა ოპოზიციის ინტერესებში იყო

    სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმტკიცებს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა “რევანშისტული ოპოზიციის” ინტერესებში იყო.

    მისი თქმით, ამ “პროვოკაციის” მიზანი ეკლესიის, ქვეყნისა და ევროკავშირის იმიჯის დაზიანება იყო.

    “5 ივლისს, 10 საათზე გამოჩნდნენ ქუჩაში, ასე ვთქვათ, კონტრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის, ბევრი ადამიანი იყო. ზოგიერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით, რა თქმა უნდა, დააზიანეს როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენს ქვეყანას ზიანი მიადგა.

    ჩემი შეფასებით, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი, რაც, მათი გათვლით, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა ჯერ პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებას, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ევროკავშირის იმიჯი. შესაბამისად, დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში, ეს შედიოდა რევანშისტული რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში”,– უთხრა ღარიბაშვილმა ევროკომისარს.

    ცნობისთვის, 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათ მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამოც 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათი ნაწილს ჯარიმა ან 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 15:08 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა მიწისძვრა მოხდა.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. სოფელ სამებასთან მიწისძვრა 16 საათის წინაც მოხდა.

  • რასაც [მოძალადეები] აკეთებდნენ, მეათედი რომ გაგვეკეთებინა, გადაგვივლიდნენ – ჯაფარიძე შსს-ზე

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინ მშვიდობიან აქციაზე მყოფ ადამიანებს ხელისუფლება თავის ამომრჩევლებად არ თვლის.

    მისივე აზრით, ქართული ოცნების ამომრჩეველი ძალადობრივი ჯგუფების წევრები არიან, ამიტომ მათ “ფაქიზად ექცევიან”.

    “აქეთა მხარეს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, რასაც ისინი [ძალადობრივი ჯგუფები] აკეთებდნენ ძალადობის თვალსაზრისით, მათ შორის, რასაც პოლიციას უკეთებდნენ, წყლის ჭავლი კი არა, გადაგვივლიდნენ თავზე. მაგრამ ჩვენ, აქეთა მხარეს არ გვთვლიან ამომრჩევლებად, ჩვენ ხმას ფასი არ აქვს. ისინი მათი ამომრჩევლები არიან, სულ რომ არ გჯეროდეს, რომ ისინი მართულები არიან, მათ უყურებენ როგორც საკუთარ ამომრჩეველს და ფაქიზად ექცევიან და ეს არის ხელისგულზე.

    როდესაც 20 ივნისს შენობის დაცვის მოტივით თვალები დათხარეს ადამიანებს, ქუჩაში ადამიანებს ასახიჩრებენ, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ეს ისე მიდის, როგორც არაფერი. იმ ჯარიმებს თვითონ გადაუხდიან. ხმების დაკარგვა არ უნდათ საბოლოო ჯამში, ერთნია არიან”,– აცხადებს ჯაფარიძე რადიო თავისუფლების ეთერში.

  • პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდს არ უკავშირდება, დამოუკიდებლად მოხდა – შსს

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტი დაჭრა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება.

    “აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად, ეს მოხდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან, რაზეც საუბარი იყო, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, სიცრუეა.

    ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია იქ. მიეჭრა კონკრეტული პირი და მოახდინა სულ სხვა ადგილას მისი ჯანმრთელობის დაზიანება. ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, დაკავებულია ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება საბოლოო პასუხი”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

    ცნობისთვის, პოლონელი ტურისტი ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს.

  • გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა – ღოღობერიძე

    “გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა” – ასე მიმართავს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ჰომოფობებს, რომლებმაც მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს.

    “თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე! ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება”- განაცხადა ღოღობერიძემ.

  • უნდა ავირჩიოთ – რუსეთი, ან ცივილიზაცია! ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! – მელია

    უნდა ავირჩიოთ – რუსეთი, ან ცივილიზაცია! ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! – მელია

    “წლების განმავლობაში მომავალს საფრთხეს უქმნის ყველა მოძალადე, ყველა ქუჩაში შლეგად მორბენალი, მარბიელი ორკი.

    მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამ ხალხის „რწმენით“ იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება.

    ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!

    ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები, და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი.

    ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს არჩევანის გაკეთება და უნდა ავირჩიოთ:

    ან მოძალადეები და ექსტრემისტების სათარეშო ტერიტორია, ან ამაყი და გამბედავი საქართველო

    ან ღარიბაშვილ-კობახიძე , ან მომავალი

    ან ბიძინა, ან ჩვენი შვილების მომავალი

    ან რუსეთი, ან ცივილიზაცია!

    წელს წერტილი უნდა დაესვას საქართველოს ნგრევას და დაესმევა კიდეც. მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან.

    წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! ბევრი იქნება ამ ბრძოლაში და ვიღაც არა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ვინც ბრძოლაში იქნება!”

    წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია

    მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია

    გუშინ, აქციაზე “თავისუფლებისთვის” მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს. ის ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

    ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.

    მისი შეფასებით, მაჩალიკაშვილი სრულიად უსაფუძვლო მუხლებით არის დაკავებული.

    თვითმხილველის თქმით, მაჩალიკაშვილი პოლიციასთან კონფლიქტში არ შესულა, არამედ მათ საზოგადოების დაცვისკენ მოუწოდებდა.

     

  • ეპიდვითარება უარესობისკენ დაიძრა, ყველა მაჩვენებელი ზემოთ მიდის – გამყრელიძე

    “სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა. ვიყავით დაახლოებით პლატოზე და ახლა ბოლო 1 კვირაა ყველა მაჩვენებელი ზემოთ მიდის. დღეს ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დღეს ჩვენ უკვე მიწოდების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილების დეფიციტი.

    რომ შეხვალთ Booking-ის საიტზე, ნახავთ, რომ მაგალითად სინოფარმზე ცრის დღეს 162 ბრიგადა ქვეყნის მასშტაბით და ძალიან ბევრგან არის დაუჯავშნელი. დღეს ღიაა დაახლოებით 80 000-მდე დასაჯავშნი ადგილი 19 ივლისამდე. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, დავჯავშნოთ, ან უკვე ხვალიდან ალბათ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება რომელ დაწესებულებაში რამდენი ადგილია, შეუძლიათ მიბრძანდნენ და წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრან”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

  • “შსს იყო ეფექტური” – კახა კალაძე პოლიციას მადლობას უხდის

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად და მინდა პოლიციას მადლობა გადავუხადო”- მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობისა და ათობით დაშავებული ჟურნალისტის შემდეგ, დედაქალაქის მერი აქციებზე სამართალდამცველების მუშაობას ეფექტურად აფასებს.

    “ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველა წინააღმდეგი იქნება ძალადობის.ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

    ის რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვართ ევროპელები ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად და მინდა პოლიციას მადლობა გადავუხადო,- თქვა კალაძემ.

  • ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

    ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პირად რეზიდენციაში. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს.

    მასზე თავდასხმა მოხდა 7 ივლისს, ღამის პირველ საათზე მოხდა. დაჭრილია პირველი ლედიც, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

    მოისე ჰაიტის 2018 წლის შემდეგ მართავდა.