Category: სლაიდერი

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

    პარლამენტთან აქციაზე გუშინ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მისი სასამართლო პროცესი კი გადაიდო.

    დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

    მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.

    საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლის ჩაინიშნა.

  • მეტროში პირსინგიანი მოზარდი 5-მა კაცმა სადგურზე ჩაიყვანა და “საქმე გაურჩია”

    ხუთმა კაცმა პირსინგიანი მოზარდი ბიჭი მეტრო სადგურზე ჩაიყვანა და “საქმის გაურჩიეს”. ამის შესახებ, მოქალაქე ნია ბეზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “მეტროში ამოდის 5 ღიპიანი, ქართველი მამაკაცი და საუბრობენ ძალიან ხმამაღლა რამოდენიმე დღის წინ დატრიალებულ ამბებზე.

    ძალიან უხარიათ, რომ მათი წყალობით მე და თქვენ ქართველობას ვინარჩუნებთ. ამოდის ნაძალადევის გაჩერებაზე ბიჭი, მერე, როგორც გავარკვიე იყო 16 წლის. აცვია ჩვეულებრივად და აქვს რამდენიმე პირსინგი წარბზე და ყურზე. გავიდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ სადგურზე ეს ბიჭი ამ კაცებმა სულ ჩახუტებული ხელგადახვეული ჩაიყვანეს სადგურის მოედანზე.

    არ ვიცი, მე რა უნდა მექნა, მაგრამ ჩავყევი. დავინახე ეს ბიჭი როგორ მიყავთ ასე ჩახუტებული და საქმეს ურჩევენ ტკბილ-ტკბილად. შემეშინდა და მივვარდი, ვითომ, ჩემი მეგობარი იყო და ველოდებოდი.

    ერთ-ერთი კაცი გამოიწია და მეუბნება, ნუ დარდობ, უნდა ველაპარაკოთ და საღამოს დაგირეკავსო. რას ნიშნავს, ელაპარაკოთ და დამირეკავს? ამ ბიჭს სახეზე არც ფერი ედო, თან, აშკარად არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

    მივედი, მოვკიდე ხელი და ძალიან გვეჩქარება-თქო და არვიცი, როგორ მაგრამ გამოვგლიჯე. ეს კაცებიც წამოგვყვნენ, ცოტა ხანი გველოდებოდნენ, სანამ მეტროში ჩავსხდებოდით. შემდეგ რომ დაინახეს, არ მივდიოდით, წავიდნენ. როცა ცალკე დარჩა, ვკითხე, რა გითხრეს-თქო და ვიღაც თავის ძმაკაცთან მიყავდათ სალაპარაკოდ. ბიჭი იყო აკანკალებული”, – წერს ის.

  • შსს-ში 30 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, დანაშაულის 60% გაუხსნელია – ფლანგვის დეტექტორი

    “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2017-2021 წელს შსს-ს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 3.5 მილიარდი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, დანაშაულების 60%–ზე მეტი გაუხსნელი რჩება.

    “სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და 2021 წლის მონაცემებით 30,500 ადამიანია დასაქმებული.

    დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება აგრეთვე მუდმივად იზრდება და 2017-21 წლებში დაფინანსების 63%, 2.26 მილიარდი ლარი, ხელფასებში დაიხარჯა.

    მიუხედავად ამისა, დანაშაულის რაოდენობაც იზრდება და 2017-დან 2019 წლამდე თითქმის გაორმაგდა, 2020-ის შეზღუდვებთან ერთად შემცირდა, თუმცა შემცირდა გახსნილი საქმეების პროცენტიც.

     2017-2021 წლებში საქართველოში 241,106 დანაშაული დარეგისტრირდა, მაგრამ მათი მხოლოდ 38%, 92,689 დანაშაული არის გახსნილი”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.

  • რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას?! – ვოლსკი გახარიას განცხადებაზე

    “ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას მე ვერანაირად ვერ ვხსნი”,– ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გიორგი გახარიას განცხადებას.

    მისი თქმით, გახარიას განცხადება სპეკულაციის მაგალითია, რომელიც მომავალ თაობას უნდა ასწავლო.

    “ვინაიდან, ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ახასიათებს ხელისუფლებას, მათ შორის გახარიას ხელმძღვანელობის პერიოდის დროსაც. მას მერე არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა. ის რაც მის განცხადების შინაარსში დევს, ეს არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელიც შეიძლება მომავალ თაობას ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცნენ, როცა პოლიტიკურ პოზიციას იცვლიან”,– თქვა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, დღეს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებზე ძალადობა და პოლიციის უმოქმედობა შეაფასა და მას “უსუსურობა” უწოდა. გახარიას აზრით, 5 ივლისს სახელმწიფო ჩამოიშალა.

  • ხატია დეკანოიძე განმარტავს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ განიხილება თბილისის მერად მისი კანდიდატურის დაყენება.

    “მე აშშ-ში არ შევხვედრივარ მიშას. ნამდვილად არ მქონია მასთან საუბარი. ამ საკითხზე არ მიდის მსჯელობა. ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, რა გეგმითაც გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხატიას კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება”,– ამბობს დეკანოიძე ფორმულას ეთერში.

    მისივე განცხადებით, შემოდგომით ან ოპოზიცია გაიმარჯვებს, ან ქვეყანაში დადგება დრო, როცა პუტინი ძალიან კარგად იგრძნობს თავს.

     

  • ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების დისკრიმინაცია – ღარიბაშვილი

    ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების დისკრიმინაცია – ღარიბაშვილი

    “შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერმინისტრობის დროს, 2014 წელს, სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ ქორწინების დეფინიცია, რაც ასევე სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების.

    ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ, კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა ამ კანონს, რა თქმა უნდა, აღვასრულებთ”

    განაცხადა საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით – ევროკომისარი

    “ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით” – ასე გამოეხმაურა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.

    “არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში სამართლის წინაშე მთელი ძალით წარსდგება.

    რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით ეს არის მნიშვნელოვანი”,- ამბობს ოლივერ ვარჰეი  ევროკომისარი. 

  • სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები, უუნარობა, უსუსურობაა – გახარია

    “ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეების, ჟურნალისტები, ტურისტები. ეს იყო გამოხატულება უუნარობის, არაკომპეტენტურობის პიკი.

    ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე თურმე ვიღაცა სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს უკვე უსუსურობაა.

    მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უპასუხისგებლობაა. ამ ადამიანებს სახელმწიფოს ფუნქცია გააზრებული არ აქვთ. სახელმწიფომ გვითხრა, რომ მე ახლა გვერდზე გავდგებიო და მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობაო. ეს სახელმწიფოს ჩამოშლაა”

    ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ჟურნალისტებზე ძალადობას.

  • ჩვენ ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის მოთხოვნილ სტანდარტებს – ღარიბაშვილი

    ჩვენ ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის მოთხოვნილ სტანდარტებს – ღარიბაშვილი

    “2016 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს .პირველ რიგში. ნიშნავს ნდობას, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი და ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულები, რის გამოც ეს დიდებული შედეგი იქნა მიღწეული”

    განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე.

  • ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით – ევროკომისარი

    “ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით”- ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    ,,მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ და გუშინწინ მოხდა ქვეყანაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პრემიერთან და მიმაჩნია, რომ ახლა მისი სახელითაც ვსაუბრობ როდესაც ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი არ იშვება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახით დისკრიმინაციით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრებები. გვინდა ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, ამიტომ, გვინდა ვიხილოთ როგორ განხორციელდება პროცესები. მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში მივედი და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.