Category: სლაიდერი

  • “დეშეკას” მარტო სიზმარში არ ვისვრი, გაფრთხილდით, დანდობა არ იქნება – ელისაშვილი (ვიდეო)

    “დეშეკას და “პეკას” მარტო სიზმარში არ ვისვრი, ისე რომ იცოდეთ და გაფრთხილდით მაინც”,– წერს ალეკო ელისაშვილი და აქვეყნებს ვიდეოს, როგორ ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან.

    https://www.facebook.com/AlexanderElisashvili/videos/1959508847560049

    ცნობისთვის, ელისაშვილმა 26 აპრილს თქვა, რომ “ყოველი ძილის წინ” კრწანისის ბრძოლაშია და როცა ერეკლე მეფის ჯარი ვეღარ უძლებს “დეშეკათი” მიდის და “ბალახებივით” თიბავს სპარსელების ჯარს.

  • ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის 80%-ის ძლიერი სურვილია – კრამონი

    „ევროინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ის ძლიერი სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას ამ სურვილის სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაცული იყოს სრულად და გარანტირებული იყოს გამოხატვის თავისუფლება”

    წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

  • სოფელ სამებასთან ისევ მიწისძვრა მოხდა

    სოფელ სამებასთან ისევ მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ–ში, სოფელ სამებასთან ისევ მიწისძვრა მოხდა.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

    ტყიბულის ცენტრში ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

    კაცი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცონო დახმარება უტარდება.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

  • სააკაშვილის ბანაკში ვეღარ ტენიან და გადაწყვიტეს, LGBT ბანაკში შეტენონ ოპონენტები – ხუხაშვილი

    “ამოცანა არის ასეთი, რომ წინასაარჩევნოდ წარმოაჩინოს, რომ მხოლოდ ის [ღარიბაშვილი] არის ქართული ტრადიციების, კულტურის დამცველი და დანარჩენი ოპოზიცია არის LGBT თემის წარმომადგენელი. მიშას სააკაშვილის ბანაკში ვეღარ ტენიან ყველას და გადაწყვიტეს ახლა, რომ LGBT ბანაკში შეტენონ ყველა თავისი პოლიტიკური ოპონენტი, აქ გაატარონ ფრონტის ხაზი. საკითხი ასე დააყენეს – ვინც პრაიდს ემხრობა, ის თემის წარმომადგენელია და “მე ვარ პრაიდის წინააღმდეგი”. რელიგიურ მოტივებზე, ამ ოხლოკრატიულ წარმოდგენებზე ყალბი ფრონტის გატარებაა”

    განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TV “კავკასიის” ეთერში.

  • 5 ივლისის გამო შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს – ელისაშვილი

    “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 5 ივლისის მოვლენების გამო უნდა გადადგეს.

    „შინაგან საქმეთა მინისტრი, წესით 5 ივლისის გამო უნდა გადადგეს და უნდა გადამდგარიყო. 5 ივლისს რაც ხდებოდა  – პოლიცია არ არსებობდა. პოლიცია იმისთვის არის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. სად იყო საზოგადოებრივი წესრიგი? ხალხს სახლში უვარდებოდნენ და გარბოდნენ-გარბოდნენ. „არ ვიცოდით ლოკაცია“ – დღევანდელი განცხადება რა იყო?! აბა რისთვის არსებობთ, ეს თუ არ იცოდით?!

    ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა იმ უთავბოლობის გამო, რაც 5 ივლისს ხდებოდა. ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. „პრაიდის“ ორგანიზატორებთან მილაპარაკია კიდეც, რა არის გამაღიზიანებელი”,– თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

    ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს. მათი დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო.

  • ნიკა მელია კარიკატურული პოლიტიკოსია, კახა კუჭავა – ევროპული ტიპის – იონათამიშვილი

    უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ნიკა მელიას ადარებს.

    “თუ ორ პოლიტიკოსს – ნიკა მელიას და კახა კუჭავას ერთმანეთს შევადარებთ, ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა – პროგრესული, თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი. ამიტომ, რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კუჭავასათვის და მით უფრო უარესი – მელიასთვის”,– ამბობს იონათამიშვილი.

    ცნობისთვის, დღეს ნიკა მელიამ თქვა, რომ “ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!”.

  • საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის შანსი არის! – ხაზარაძე

    საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის შანსი არის! – ხაზარაძე

    “საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა! ისევ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით, თავისუფლებასა და მონობას შორის არჩევანის ზღვარზე. 30 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ისევ საწყის წერტილთან დავბრუნებულიყავით, ისევ ერთმანეთისთვის “ქართველობის”დასამტკიცებლად და არ გველევა მიზეზი, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. ამ დაპირისპირებაში კი ვკარგავთ მთავარს, მიზანს, რისი მიღწევაც გვინდა, თუმცა გვაქვს კი მიზანი?

    რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ?

    არც ერთ თემაში თანხმობა არ გვაქვს, ეროვნულ გრძნობებზე მანიპულირებით მტერი თავის მიზანს აღწევს, ქვეყანა ისევ ღარიბი და დაუცველია, საზოგადოება პოლარიზებული… რა არის ამის მიზეზი?

    ალბათ ჩვენი განათლების დაბალი დონე, ან სახელმწიფოებრივი ცნობიერების არარსებობა, ან სიზარმაცე, ან მოსმენის კულტურის არარსებობა, თავის მოტყუების წლობით გამომუშავებული ჩვევა და. ა.შ. ან ყველაფერი ერთად.

    არის ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის შანსი?

    არის!

    და, ეს შენ ხარ

    P.S. გაგრძელება იქნება…”

    წერს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

  • ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, უკუსვლაა საქართველოსთვის – აპატურაი

    “კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის”

     

    ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რადიო თავისუფლების ცნობით.

  • ნამუსიც კარგი საქონელია, გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები – ქადაგიშვილი გახარიაზე

    “ნამუსიც კარგი საქონელია“,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას კრიტიკულ განცხადებას.

    „შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან მისი ჩატარებული ოპერაციები გვახსოვს. მახსოვს, პანკისის ხეობაც. მაშინ მას გვერდში დავუდექით და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა.

    როდესაც რამდენიმე თვის წინ იმ მთავრობის თავმჯდომარე იყავი, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ახლა ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც თავის დროზე პოლიტიკოსად შექმნა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სახეს აჩვენებს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

    მისივე აზრით, გიორგი გახარია პიროვნულ მარცხს განიცდის, რაც ირაკლი კობახიძესთან კონკურენციითა არის გამოწვეული.

    ცნობისთვის, დღეს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებზე ძალადობა და პოლიციის უმოქმედობა შეაფასა და მას “უსუსურობა” უწოდა. გახარიას აზრით, 5 ივლისს სახელმწიფო ჩამოიშალა.