Category: სლაიდერი

  • პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და ჟურნალისტებზე ძალადობისთვის კიდევ 8 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი თბილისი პრაიდის ოფისის დაზიანებისთვის, ხოლო 5  ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის გამო დააკავა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი კონტრაქციის მიმდინარეობის დროს ორმა ბრალდებულმა სირცხვილიას ოფისში ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამმა ბრალდებულმა იმავე დღეს თაბუკაშვილის, ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე TV პირველის ოპერატორს და ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა

    “სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს”, — აცხადებენ უწყებაში.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

  • ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, პატივისცემა – კალაძე

    ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, პატივისცემა – კალაძე

    “მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მედიის მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამას და არავისთვის მისაღები არ არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, დემოკრატიული, თავისუფალი, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს მეტი პატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო წინ წავიდეს და იყოს მოწინავე ევროპაში”

    განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე.

  • ფაიზერი ლიმიტირებული იქნება, ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში – გაბუნია

    „მომართვიანობა დღეს “სინოფარმზე“ არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო „სინოფარმის“ პირველი პარტიის შემოტანის შემდეგ. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“ და ელოდება ფაიზერის შემოსვლას ქვეყანაში. მათი მოლოდინები ნამდვილად რეალისტურია და ეს პროცესი მალე დასრულდება, ჩვენ გადავალთ უკვე “ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე მობილიზებული, საკმარისია დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის. ამდენად, ეს არჩევანი ლიმიტირებული იქნება და ძვირფასს დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში”

    განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიაm.

  • ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ხაშმში, ტაძარში შეიჭრნენ.

    “ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ”,– წერს ჯაღმაიძე.

    აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

  • მეუფე იოანემ მისცა ბიძგი ჩემზე ძალადობას, უყურებდა და რეაქცია არ ჰქონია – წვერავა

    “ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა პასუხობს მეუფე იოანე გამრეკელის ბრალდებას, თითქოს პერანგი მან თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

    წვერავას თქმით, მეუფე იოანემ მისცა ბიძგი მასზე ძალადობას, შემდეგ კი მოძალადეები არ შეუჩერებია.

    “მე მასთან მივედი კითხვის დასასმელად და როდესაც დაინახა, რომ ათეულობით ადამიანმა ჩემზე ძალადობა დაიწყო, არაფერი გაუკეთებია და არ შეუჩერებია ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, ამ ვერსიას განავითარებდნენ იქ მყოფი ადამიანები, რომ თითქოს მე ვიცემე ჩემი თავი, რომ არა ვიდეოკადრები. იმ ადგილიდან სადაც ის იყო, თაბუკაშვილის ქუჩამდე ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ გაჩერებულა, ათობით ადამიანი ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა და ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, რომ მოვეკალი. ამ ყველაფერს ბუნებრივია უყურებდა მეუფე იოანე გამრეკელი, მაგრამ მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მან მისცა ბიძგი ჩემზე ფიზიკურ ძალადობას”,– ამბობს წვერავა “ფორმულას ეთერში.

    ცნობისთვის, ჟურნალისტს 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

  • ირანის რევოლუციის გამეორება სურთ ქრისტიანობის სახელით, რუსული სცენარია – დეკანოზი ილია

    ირანის რევოლუციის გამეორება სურთ ქრისტიანობის სახელით, რუსული სცენარია – დეკანოზი ილია

    “დიდი ბრძოლააა, 1979 ირანის რევოლუციის გამეორება სურთ ქრისტიანობის სახელით,
    ასეთია რუსული სცენარი.

    ჩვენი ჯვრიან-პანაღიიანი აიათოლა ხომეინები ფორმაში არიან, მათ სურთ დემოკრატიის დამხობა და პრავასლავნიკურ-კრემლისტური ეკლესიოკრატიის დამყარება.

    იმედია ქართველი ერი არ გაბრიყვდება და მორალით სპეკულიანტ ფარისეველ ამორალურ პარაზიტ შავბნელებს ჩარეცხავს ისტორიის სანაგვეზე…”

    წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ცნობისთვის, მოძალადე ჯგუფებმა 5 ივლისს 53 ჟურნალისტს სცემეს, შემდეგ კი მათი მხარდამჭერი აქციის დაშლას ცდილობდნენ. მოძალადეებმა პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და ევროკავშირის დროშა ორჯერ დაწვეს.

  • კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1043 ახალი შემთხვევა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1043 ახალი შემთხვევა, ხოლო 841 პირი გამოჯანმრთელდა.

    8 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 373 728 
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 357 090 
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5415
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 31229, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14057, PCR ტესტით – 17172
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%
    • სულ აცრილია – 283631, დღიურად აცრილია – 5702
    • კარანტინის რეჟიმში – 75
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3139
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 906
  • მეუფე იოანე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა პერანგი თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო

    ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ჟურნალისტზე მოძალადეების გამართლებას ცდილობს. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ფორმულას ჟურნალისტმა, რატი წვერავამ პერანგი თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

    ჟურნალისტს 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

    “ვინც ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალადობას, პროტესტი რომ გამოვაცხადოთ, ჩვენ ვართ მოძალადებიი, ისინი ანგელოზები არიან – საოცარია. ეუნები, რომ აქ ნუ მოხვალ – არა, მე მინდაო. ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის – არა, მე აქ მინდა, მოვედი. გაჰყავთ და რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო ხო? და წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. “საროჩკა” სველი ჰქონდა წყლისგან და შემოიხია, გადააგდო. ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი.

    იძახის, აი, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? გინდა, შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი?! თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული საზოგადოებაში ქცევის ეთიკური ნორმები დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? ვისგან? შეურაცხყოფ საზოგადოებას და ითხოვ პატივისცემას? რა? თავხედობის? უტიფრობის? კადნიერების? ძალადობის? დაუშვებელია, ესე გაუკუღმართდა…”. – ამბობს მეუფე იოანე ქადაგებისას.

    ტელეკომპანია “კავკასიამ” ფორმულას ჟურნალისტის ცემის კადრები გადაიღო:

    https://www.facebook.com/218861541457803/videos/198185612219565

  • სპეცოპერაცია გორში – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

    სპეცოპერაცია გორში – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

    სპეცოპერაცია გორში – ქურდული სამყაროს მხარდაჭერისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დღეს, გამთენიისას ჩატარდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

    დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან.

  • რასაც ვუყურებთ, ფაშიზმის დასაწყისია, ქუჩა თუ აიღეს, სახლში შემოვარდებიან – ჯაფარიძე

    “რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმის დასაწყისი. ოდნავი განსხვავებით საქართველოში – რელიგიური ფუნდამენტალიზმით შენარევით. რომ ნახოთ, როგორ დაიბადა ნაციზმი, ბევრ პარალელს ნახავთ. იქაც ისინი იწყებდნენ ქუჩიდან, არბევდნენ ხალხს, ჯერ სუსტებს ანადგურებდნენ. ადამიანებს დააჯერეს, რომ მათი პრობლემები მათი ბრალი კი არ არის, გეების, ებრალების ბრალია. ესენიც მეტწილად წარუმატებელი ადამიანები არიან, რომლებსაც დააჯარეს, რომ მათი წარუმატებლობა, ყოველდღიური პრობლემები მათი ბრალი კი არ არის, ეს არის იმის ბრალი, რომ გეები და ევროპელები უშლიან.

    საშიში არის ის, რომ როცა ესენი გაძლიერდებიან და თითოეულთან სახლში შემოვარდებიან. თუ შეძლეს, რომ ქუჩა აიღეს, მაგის შემდეგ ეგენი შემოდიან სახლებში. ჯერ ქუჩაში გეუბნებიან, საყურე არ გაიკეთოო, მერე სახლში შემოდიან და გეუბნებიან, როგორ უნდა იცხოვრო. ასე მოქცევა შეიძლება, ისე მოქცევა არ შეიძლება, ამის ჭამა არ შეიძლება, იმის ჭამა შეიძლება. მართლა გადაჭარბების გარეშე ვამბობ. რომ ნახოთ ნაცისტური გერმანია, სლოგანები ჰქონდათ, რომ შენი სხეული შენი არ არის, შენი სხეული სახელმწიფოსია. აქამდე მიდის ეს ყველაფერი”

    განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.