Category: სლაიდერი

  • გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა

    გორში, კომბინატის დასახლებაში გაზგასამართ სადგურს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

    დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

    მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

  • დუგინი თბილისში დაჯარიმებულ მოძალადეებს ჯარიმის თანხას უგროვებს

    პუტინის ცნობილი იდეოლოგი, ალექსანდ დუგინი თბილისში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე მოძალადეებს ჯარიმის თანხას უგროვებს. ის რამდენიმე დღეა საკუთარ Facebook-ზე აქტიურად აზიარებს ანგარიშის ნომრებს, სადაც პუტინისტური ჯგუფები ჯარიმის ფულს აგროვებენ.

    გარდა ამისა, ის აზიარებს პრორუსული “ალტ–ინფოს” მასალებს, რომელზეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებია ასახული.

    ალექსანდ დუგინი მოძრაობა “ერის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ახლო მეგობარია. ვასაძე მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეხვდა.

     

  • განიხილება ღარიბაშვილის გადაყენება და პრემიერად კახა კუჭავას არჩევა– მთავარი

    “მთავარი” არხის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. კულუარული ინფორმაციით, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ღარიბაშვილის განცხადებას 5 ივლისის დილით, ძალადობრივი მოვლენები მოჰყვა.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი სავარაუდოდ ისევ თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება.

  • “დაიღვრებოდა სისხლი” – რატომ არ მივიდა მელია 6 ივლისის აქციაზე

    “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, რატომ არ მონაწილეობდა 5-6 ივლისის მოვლენებში. მისი თქმით, 5 ივლისს, როდესაც ორკებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, თბილისში არ იმყოფებოდა.

    მისი თქმით, 6 ივლისის აქციაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ძალადობის რისკებს გაზრდიდა და “დაიღვრებოდა სისხლი”.

    “მეორე დღეს ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, მე იქ არ ვყოფილიყავი. და რატომ: მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში – როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, – რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ, პრაქტიკულად, დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ “ქართულ ოცნებას” არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე”,– ამბობს მელია TV პირველის ეთერში.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ კორდონი მაშინ გაირღვეოდა, როცა “ქართული ოცნება” საჭიროდ ჩათვლიდა.

  • ეკლესიას ჰუმანური დამოკიდებულება ჰქონდა, ხალხს მოუწოდა ლოცვისკენ – ოდიშარია 5 ივლისზე

    “ჩვენ სეკულარული სახელმწიფო გახლავართ. თუმცა, მოდი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანი, ვისაც შეიძლება ეცვას ანაფორა და არ იყოს მღვდლის ხარისხში ჩვენი ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად ჰუმანური დამოკიდებულება. მან ხალხს მოუწოდა ლოცვისაკენ, მრევლი შეკრიბა სალოცავად, გამოითქვა ცალკეული მღვდელმთავრებისგან ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც აბსოლუტურად არ გახლდათ ქსენოფობიური, პირიქით, იყო მოწოდება ერისა შემწყნარებლობისკენურთიერთშერიგებისკენ. რაც შეეხება ცალკეულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ეცვათ ანაფორა – ეს ჩემთვის მკვეთრად გამიჯნულია ეკლესიისგან”

    განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ 5 ივლისის მოვლენებზე.

  • რუმინეთი უახლოეს დღეებში საქართველოს ასტრაზენეკას 10 000 დოზას გადასცემს – კულუმბეგოვი

    იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულიმბეგოვის ინფორმაციით, რუმინეთი საქართველოს უახლოეს დღეებში გადასცემა ასტრაზენეკას 10 000 დოზას.

    “მადლობა ჩვენს მეგობრებს”- წერს ის Facebook-ზე.

    ცნობისთვის, ქვეყანაში პირველი დოზით სულ აცრილია 283 631 ადამიანი.

  • უცნობმა ვანდალიზმისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

    მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ვანდალიზმისთვის დაკისრებული 1000-ლარიამი ჯარიმა გადაიხადა.

    რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უცნობმა ჯარიმა პირველ ივლისს ჩარიცხა.

    შეგახსენეთ, რომ ბერლნის კედლის ფრაგმენტზე “ღმერთი სიყვარული არს” გაჩეჩილაძემ 9 აპრილს გამართულ აქციაზე პულოვიზატორით დააწერა.

  • ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება – ქუჩების სია

    ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება – ქუჩების სია

    ხვალ, 9 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მამისაშვილის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, პეტრიწის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, შალვა ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრუკენის მოედნის, ნეკრასოვის, პლატონის, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, წინამძღვრიშვილის და დიდაღმართის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, კრწანისის და ალიოშა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, რუსუდანის, ივლეთის, ნარგიზის, ციხისძირის, ბარაქაშვილის, თეთრიწყაროს და სერგო წულაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანულის დასახლების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელას

  • პრაიდი რომ არ მოგწონს, ნორმალურია, ადამიანებს საცემად რომ დასდევ – დანაშაული – ხაბეიშვილი

    “არადა უმარტივესი ამბავია… პრაიდი რომ არ მოგწონს, აბსოლუტურად ნორმალურია (არც არავინ გვთხოვს, მოგვწონდეს ან მხარი დავუჭიროთ), მაგრამ ადამიანებს ქუჩაში რომ დასდევ საცემად, ტურისტს რომ დაჭრი საყურის გამო და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდები, ეს არის დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული, უზნეობა და უსაქციელობა.

    პრაიდის მომიზეზებით რომ რუსულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებ და ევროკავშირის დროშას წვავ, ეს დამატებით სიბრიყვე და მავნებლობაა”

    წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

  • დმანისთან კვლავ მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან კვლავ მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 17:38 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან ისევ მიწისძრა მოხდა.

    მიწისძვრა 3.4 მაგნიტუდის სიდიდის იყო. სოფელ სამებასთან ბოლო 24 საათში მე-4 მიწისძვრა მოხდა.