Category: სლაიდერი

  • „დელტა“ შტამი კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს – გამყრელიძე

    „დელტა“ შტამი კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  როგორც მან ვებინარზე აღნიშნა ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არიან მშობლები, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან.

    “როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც თანადანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დაიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანდ ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს. ჩვენთან გასულ კვირას 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52 დადასტურებული შემთხვევა და ამას დაემატა კიდევ ერთი. აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. გიდასტურებთ, რომ სპეციფიური PCR ტესტით და ახლა გაშვებულია სექვენირებაზე, დადასტურებულია „დელტას“ შტამი. მეორე ბავშვს აქვს „ალფა“, ანუ ე.წ. ბრიტანული შტამი. მოგეხსენებათ, ბავშვებში „ალფას“ და „დელტა“ შტამი უფროა ადვილად ვრცელდება. „დელტა“ კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რომ შვილებს ინფექცია არ მიუტანონ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

  • ჟურნალისტებზე თავდასხმა ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა – გომელაური

    ჟურნალისტებზე თავდასხმა ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა – გომელაური

    “ჟურნალისტებზე თავდასხმა ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა” – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა.

    “ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. 27 წელია ძალოვან უწყებებში ვმუშაობ, 9 წელია უკვე თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფოზე ძალადობაა. ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. დავაკავეთ უკვე რამდენიმე ადამიანი, 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. ვსწავლობთ, ზღვა მასალაა, ძალიან ბევრი ვიდეო, ჩანაწერები და მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორს, რომ გვეთანამშრომლონ უფრო აქტიურად. მე გუშინაც განვაცხადე, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, მითუმეტეს ხელისუფლებაში მყოფი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც თქვეს ჩემზე, თითქოს მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციელებს არაფერი მოემოქმედათ, ეს სისულელეა და არც მინდა მათ პასუხი გავცე, ვინც ეს განცხადება გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ. პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი, მერე გახდა 8, მერე – 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი ხდებოდა. „ეს ოფისი დაარბიეს, ის ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ“ – ვრცელდებოდა ინფორმაცია ანუ, ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული. სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული. ისინი რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც უნდა იყვნენ „რობოკოპებში“ ჩაცმულები. ეს არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან იყვნენ გადანაწილებულები, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში. სპეციალური ღონისძიება როცა იგეგმება, იცვამენ ამ ფორმებს. როცა უკვე იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს. ანუ, როდესაც მასასთან ხდება მუშაობა და არა ის, რომ 5 კაცს გაეკიდონ “რობოკოპებში” ჩაცმული პოლიციელები.

  • ევროპულ ქალაქებშიც ხდება ასეთი შემთხვევები – თურნავა ტურისტის დაჭრაზე

    ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პოლონელი ტურისტი დაჭრაზე აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები ევროპულ ქალაქებშიც ხდება.

    მან დაჭრილ მოქალაქეს “ძალების აღსადგენად” “საპარტნიორო ფონდის” სასტუმროში დასვენება შესთავაზა.

    “არ დაგიმალავთ, მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლონელი ტურისტის დაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი ინციდენტის მიმართ ტურისტული ინდუსტრია სესნსიტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რეაგირება და ძალიან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი “ლიკანის” სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”,- აცხადებს თურნავა.

    ცნობისთვის, 5 ივნისს ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი დაჭრა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება და ეს დამოუკიდებლად მოხდა.

  • როგორი ამინდი იქნება 14 ივლისამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.

    სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

  • თქვენი ქმედებები სრული სიბნელე და სირცხვილია – მოსამართლე ჟურნალისტებზე მოძალადეებს

    მოსამართლე რომან ხორავამ “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფებზე მოძალადეებს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ ქმედებები, რასაც ედავებიან, “სიბნელე” და “სირცხვილია”.

    „მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ხორავამ სასამართლო პროცესზე.

    “ტვ პირველისა” და „მთავარი არხის“ ოპერატორებისა და ჟურნალისტების მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • ღარიბაშვილის მეორეჯერ წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება – ბერძენიშვილი

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ “წკიპურტით” გაგდება ადვილი არ იქნება.

    მისი თქმით, ქვეყნის მოქმედი პრემიერი 2 ბატონის მსახურია – ივანიშვილის და საპატრიარქოსი.

    “ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. ეს არის ერთი სისტემა. ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ჩვენ ივანიშვილს, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი იყო. მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება. ღარიბაშვილის და შიოს ტანდემი გვაქვს. ღარიბაშვილი არის 2 ბატონის მსახური – როგორც ივანიშვილის, ასევე საპატრიარქოსი. მენტალურად ის ბნელია. მე მახსოვს, როგორ იქცეოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინ. როგორ იქცეოდა თვითმმართველობის არჩვნების წინ, როგორ დარბოდა საპატრიარქოში”,– ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.

    “მთავარი არხის” ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი სავარაუდოდ ისევ თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება.

  • TV პირველისა და მთავარი არხის ჟურნალისტებზე ძალადობისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

    “ტვ პირველისა” და „მთავარი არხის“ ოპერატორებისა და ჟურნალისტების მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    დაცვის მხარე ბრალდებულების 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა – თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა – თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

  • ჯვარი გვწერია, თუ ჯანმრთელობა არ შემიშლის ხელს, პარლამენტში მივალ – გომელაური

    “პარლამენტში, რა თქმა უნდა, როცა დამიბარებენ, პროცედურები ჩაინიშნება, მივალ. ყველას ჯვარი გვწერია, ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ. არაერთხელ მივსულვარ და არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, რომ ზუსტად ავუხსნა, რა მოხდა და როგორ მოხდა”

    თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. 5-6 ივლისის მოვლენებზე გომელაურს პარლამენტში იბარებენ.

  • თერჯოლაში სანიაღვრე არხში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

    თერჯოლაში სანიაღვრე არხში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

    თერჯოლაში სანიაღვრე არხში კაცის ცხედარი იპოვეს. ის სავარაუდოდ 55 წლის ხვიჩა გამეზარდაშვილია, რომელსაც ოჯახი და პოლიცია 5 დღის განმავლობაში ეძებდა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს  სხეულსა და სახეზე დაზიანებები აქვს.

    ოჯახი ვარაუდობსმ რომ გამეზარდაშვილს ავტომობილი დაეჯახა და მიატოვა.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა.

  • ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგება – თაკო ჩარკვიანი

    “ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგება, ნუ თუ რაღაც “საოცრება” არ მოხდა!”

    წერს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.“მთავარი” არხის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი სავარაუდოდ ისევ თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება.