Category: სლაიდერი

  • ენმ ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

    ენმ ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

    ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც გიორგი კალანდარიშვილის და არც გიორგი სანტურიანის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

    “წლებია, ეს ადამიანები არიან ცესკოს თანამშრომლები, არიან ჟვანიას გუნდის, ანუ ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლები და ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურებს და გამოთქვეს ეჭვი, რომ კომისიის დანარჩენი წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით”, –  ამბობს მინაშვილი.

  • “გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა” – პოლიციის შენობიდან კაცის გადმოხტომაზე ინსპექტორმა შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან ლ.გ. გადმოხტომის ფაქტზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება.

    “დაახლოებით 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან. აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან.

    აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან”, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით — შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

    ცნობისთვის, შემთხვევა, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობაში,  3 კვირის წინ მოხდა – შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად მიყვანილი პირი, მესამე სართულიდან გადავარდა, ის ამ დრომდე უმძიმეს, მდგომარეობაში კლინიკაში რჩება.

  • ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში, პირველი ციფრი 1-იანია თუ 2-იანი? – საუბარი მინისტრის მოადგილეს

    უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, ეკონომიკის დაანონსებულ ეკონომიკურ ზრდაში, პირველი ციფრი ერთიანი იქნება თუ ორიანი.

    “მესმის, რომ ძალიან ადრეა ჯერ ლაპარაკი თუნდაც ივნისის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, თქვენ რომ თქვით, რომ ველოდებით ორნიშნას [ეკონომიკურ ზრდას], ამ ორნიშნა ზრდაში პირველი ციფრი რა არის – ერთიანი თუ ორიანი? სამიანზე და ზემოთ აღარ მივდივარ”,– დაინტერესდა სუბარი.

    ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კომიტეტზე უსმენენ.

  • არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ისევ გახარიასთან დალადგეს – ჭიჭინაძე

    არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ისევ გახარიასთან დალადგეს – ჭიჭინაძე

    ივანიშვილი დიდი დილემის წინაშე დგას – ვისთან დალაგდეს.

    ჯერ ერთი, თავად აქვს ნათქვამი, რომ 2024 წელს კოალიციაში მოგვიწევს ყოფნაო და მეორე, დღეს ივანიშვილზე უკეთ არავინ იცის, რომ „ოცნება“ 43%-ს უბრალოდ ვერ აიღებს.

    „ოცნების“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს კი, გახარია ნამდვილად მოსწონს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ისევ გახარიასთან დალადგეს და მერე რა, რომ კობახიძეს თავი დედამიწის ჭიპი ჰგონია, მას მომავალს ნამდვილად არ გადააყოლებს.

    ამიტომ ვამბობ სულ, რომ საქართველოში რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს და არა საარჩევნო კოდექსით! რადგან, გაყალბების მექანიზმს „ოცნება“ არასოდეს შეელევა.

    მათთან „პოსლეზე“ თამაში კი უბრალოდ არ შეიძლება, აუცილებლად ყველას გადააგდებენ და თან ზედ შეურაცხოფებსაც მიაყენებენ. მთელი მსოფლიო ასე ჰყავთ გადაგდებული და იმიტომ…”

    წერს მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

  • თუ შემთხვევები ნახტომისებურად გაიზარდა, შეზღუდვების დაწესების საკითხს დავაყენებთ – გამყრელიძე

    „შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი და რეკომენდაციები თუ არ გვინდა, რომ შეზღუდვები დაწესდეს ქვყანაში კვლავ. ეს რეკომენდაციებია გახლავთ 5, რასაც ხშირად ვასახელებთ: პირბადის ტარება – მიუხედავად იმისა, რომ გარეთ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, გირჩევთ, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ერთად დაბრძანდებით, ყველას გვეკეთოს პირბადე გარე სივრცეშიც, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ შიდა სივრცეებში აუცილებელია. მეორე არის დისტანცია. მესამე რეკომენდაცია – თავი ავარიდოთ თავშეყრას.

    ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იყო საბჭოზე და ამას კიდევ გავაჟღერებთ – იმართება კონფერენციები, სემინარები და ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის ქართული ველოსიპედი, ეს ხორციელდება ბევრ ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ. არავინ არ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარების, პირბადე უნდა ეკეთოთ, დისტანცია უნდა იყოს დაცული და მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები.

    თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვები დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

  • სინოვაკის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

    სინოვაკის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით,  უახლოეს დღეებში გაიხსნება რეგისტრაცია ასტრაზენეკას ვაქცინაზე, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში შემოვა ფაიზერი.

    “დღეს აცრები მიმდინარეობს ძირითადად სინოფარმით და ასევე დღეს გაიხსნება სინოვაკის პირველ დოზებზე და რამდენიმე დღეში დარწმუნებული ვარ, გაიხსნება ასტრაზენეკათი. თვის მეორე ნახევარში შემოვა ფაიზერი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადამიანებს ეძლევათ არჩევანი.

    ვაქცინის დეფიტიცი ქვეყანაში არ არის. არის საკმაო რაოდენობით ვაქცინა. თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჩაეწეროს booking.moh.gov.ge-ზე ან გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერედზე იმ დაწესებულებათა რაოდენობა, ვინც სინოფარმზე ცრის და მათი სატელეფონო ნომრები, სადაც შეიძლება ადამიანი ტელეფონით ჩაეწეროს, თუ ინტერნეტით ვერ ეწერება. ასევე დაშვებულია, რომ ადამიანები ცოცხალი რიგით მიბრძანდნენ დაწესებულებებში, სადაც მიმდინარეობს აცრები”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

  • ზოგმა NGO-მ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების კონკურსის ჩაშლა სცადა – პაპუაშვილი

    “ზოგმა NGO-მ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების კონკურსის ჩაშლა სცადა “- ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევის კონკურსის ჩაშლა სცადა.

    “როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.

    ამასთან, ალბათ, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა. ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა”, – წერს პაპუაშვილი.

  • ზუგდიდის ყოფილი მერი გახარიას პარტიას შეუერთდა

    ზუგდიდის ყოფილი მერი, გიორგი შენგელია გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა.

    „მე მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ, პოლიტიკურ პარტიას, რათა პროფესიონალების გუნდთან ერთად ვიშრომო უკეთესი, ძლიერი საქართველოსთვის“, – წერს შენგელია და განმარტავს, რომ მისთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

    “ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე.

    ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.

    სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”,– წერს ის.

    შენგელია თანამდებობიდან 2021 წლის 17 მაისს გადადგა.

  • მართვით სუნთქვაზე მყოფ ინფიცირებულ ჩვილებს დელტა და ბრიტანული შტამი დაუდასტურდათ

    კოვიდინფიცირებული ჩვილების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ მათგან ერთს ინდური, დელტა შტამი დაუდგინდა, მეორეს კი ბრიტანული შტამი აქვს.

    “სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამივე მართვით სუნტქვაზეა. დელტა შტამია ერთ პაციენტთან, მეორესთან ბრიტანული შტამია დადასტურებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დელტა შტამით დადასტურებულ პაციენტთან”, – თქვა მაია ჩხაიძემ.

  • ჩვენ უფრო პატრიოტები ვართ, ვიდრე რადიკალები და ისინი, ვინც მართავენ ქვეყანას – ჭყონია

    “რადიკალიზმი არის უწესობა. სახელმწიფომ პრევენცია უნდა გააკეთოს და არა ანალიზი. ანალიზს უნდა აკეთებდეს საზოგადოება, ჟურნალისტები, პრევენცია – სახელმწიფომ. უნდა თქვას.

    ჩვენ ვართ უფრო ძლიერი პატრიოტები, ვიდრე რადიკალები და სახელმწიფოში არსებული ადამიანები, რომლებიც მართავენ ქვეყანას და ფიქრობენ, რომ ქვეყნის მომავალი მათზეა დამოკიდებული. არ არის ასე.

    იცით, ყველაზე მეტად რა მაღელვებს?! საუბრობენ, რომ ეს არის გადამდები. წარმოგიდგენიათ, რას ამბობენ?! ე.ი. თურმე ორიენტაცია ყოფილა გადამდები, ეს რა არის?! როგორ უნდა გადამედოს ახლა მე ვიღაცის ორიენტაცია, მე ან ჩემ შვილს, წარმოგიდგენიათ რა იდეოლოგიას ამკვიდრებენ?! თუ თქვენ გაიარეთ და მოაწყვეთ მსვლელობა…”

    განაცხადა, ბიზნესმენმა, “კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას” დირექტორმა თემურ ჭყონიამ მთავარი არხის ეთერში.