Category: სლაიდერი

  • ყველა ერთმანეთზე ჯვარედინად “დაპაიალნიკებული” რკინის ტრუბები ქრისტეს ჯვარი არაა – ბასილ კობახიძე

    “ყველა ერთმანეთზე ჯვარედინად “დაპაიალნიკებული” რკინის ტრუბები ქრისტეს ჯვარი არ არის”

     

    ასე ეხმაურება,  თეოლოგი ბასილ კობახიძე რუსთაველის გამზირზე პუტინისტების მიერ დადგმულ ჯვარს.

  • ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, მივალ – გომელაური პარლამენტში მისვლაზე

    ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, მივალ – გომელაური პარლამენტში მისვლაზე

    “ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივალ პარლამენტში”. – აცხადებს,  შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია შს მინისტრის პარლამენტში მოსმენას ითხოვს.

    ვახტან გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

  • 4 წელში განათლების ხარჯები 6.5 მილიარდი ლარია, განათლების დონე უარესდება – ფლანგვის დეტექტორი

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, განათლების სისტემის დაფინანსება თითქმის ყოველწლიურად იზრდება. სისტემა 2018 წელს 1.5 მილიარდი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი 1.8 მილიარდი ლარით.

    ”განათლების სისტემის დაფინანსება თითქმის ყოველწლიურად იზრდება – 2018 წელს 1.5 მილიარდი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი 1.8 მილიარდი ლარით.

    სამინისტრო ყოველწლიურად განსაზღვრულ გეგმაზე მეტ თანხას ხარჯავს, თუმცა დაფინანსების ზრდის პარალელურად, განათლების დონე უარესდება.

    საქართველომ სამჯერ მიიღო მონაწილეობა PISA-ს საერთაშორისო კვლევაში და 2015-დან 2018 წლამდე შედეგები გაუარესდა. TIMSS-ის კვლევაში ქართველი მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ძირითადად საშუალო და დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული.  ბოლო 4 წლის განმავლობაში სამინისტროს სახელი და მინისტრი 3-ჯერ შეიცვალა.

    2018-2021 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 6,579,855,600 ლარი დაიხარჯა, მათგან 326,992,400 ლარი დაიხარჯა სამინისტროში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებაზე. ამ წლების განმავლობაში სამინისტროში საშუალოდ 8,356 ადამიანი იყო დასაქმებული.

    სამინისტრო სრულად ახერხებს მისთვის გამოყოფილი თანხების ათვისებას, მაგალითისათვის 2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 100.84% იყო, ხოლო 2020 წელს – 100.34%.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლიდან წლამდე, არათუ სრულად ითვისებს მისთვის გამოყოფილ თანხებს, არამედ გადახარჯვაც აქვს და ფაქტობრივად დახარჯული თანხა, თითქმის ყოველთვის აღემატება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას.

    მაგალითად 2019 წელს დაზუსტებული გეგმის თანახმად 1,633,696, 740 ლარით უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა ფაქტობრივად გამოყოფილმა თანხის ოდენობამ წლის ბოლოს 1,647,361,520 ლარი შეადგინა. ასე მოხდა 2020 წელსაც, რა დროსა გეგმის თანახმად სამინისტროს 1,540,344,710 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა 1,545,628,320 ლარი დახარჯა.
    მიუხედავად მუდმივად მზარდი ბიუჯეტისა და განათლების მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოცულობისა, განათლების ხარისხი ქვეყანაში წლიდან წლამდე უარესდება.

    აღსანიშნავია, რომ საქართველომ სამჯერ მიიღო მონაწილეობა PISA-ს საერთაშორისო კვლევაში, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება. საქართველომ კვლევაში მონაწილეობა 2009, 2015 და 2018 წლებში მიიღო. ბოლო კვლევის თანახმად, ქართველ მოსწავლეებს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საშუალოზე დაბალი შეფასება ჰქონდა.

    საქართველოს რეიტინგი 2018 წელს, 2015 წელთან შედარებით გაუარესდა. 2018 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა განათლების დონე საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს, როგორც დაწყებითი განათლების საფეხურზე, ასევე საშუალო განათლების საფეხურზე.”-ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

  • ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ქართველობა შევინარჩუნოთ – გახარია

    “ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ქართველობა შევინარჩუნოთ “- აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი, გიორგი გახარია.

    “დაიღალა უბრალოდ ხალხი – დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით. დღეს რაც ხდება ეს არ არის სწორი. არ შეიძლება რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორე ქართველს უმტკიცოს, როგორ უფრო უყვარს სამშობლო, ან როგორ უფრო უყვარს ეკლესია — შეუძლებელია ეს. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენის და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა ჩვენი ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინ არ უნდა ვიყუროთ. ჩვენი თანამედროვე მომავალი. ჩვენი ევროპული მომავალი რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით უნდა მივიდეთ იქ, ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ იქ. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ იმდენი ერია მსოფლიოში. ჩვენ კი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ, არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ეს რომ გავაკეთოთ გვჭირდება მარტივი რამ, შრომის და სამართლიანობის გარდა, გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო თუ არ იქნა ძლიერი ვერც კულტურას, ვერც რელიგიას, ვერც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვერავინ ვერ დაიცავს – ძლიერმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას”, — თქვა გახარიამ.

  • 5 ივლისის მოვლენებზე პარლამენტი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

    5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.  ამის შესახებ,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.

  • თუ განცხადებას არ წერს, სწრაფად გამოცხადდეს პარლამენტში – სამადაშვილი გომელაურზე

    პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი 5 ივლისის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ “ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომაზე ექნებოდა დაწერილი განცხადება”.

    მისივე განცხადებით, მინისტრი პარლამენტში სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს.

    “თუ განცხადებას არ წერს, საკუთარი სურვილით რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც რობოკოპებს და სპეცრაზმს კარგად უკეთებს ორგანიზებას, რომ გადაუაროს და აღკვეთოს ოპოზიციის მშვიდობიანი გამოსვლები, აღმოჩნდა, რომ სრულიად უსუსურია, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაზე არის საუბარი, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლების”,– ამბობს სამადაშვილი ტვ პირველის ეთერში.

    ცნობისთვის, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს. მიხეილ სარჯველაძეის განმარტებით, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.

  • ხელის გოგო წავიდა, ხელის ბიჭი მოვა – ნათელაშვილი ცესკოს თავმჯდომარეზე

    “ხელის გოგო წავიდა, ხელის ბიჭი მოვა”- ასე გამოეხმაურა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ცესკოს თავჯდომარის დანიშვნის საკითხს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

    ”რა ცესკოს თავმჯდომარეზეა საუბარი, წავიდა ერთი დაქირავებული მონა, ხელის გოგო წავიდა, ხელის ბიჭი მოვა ალბათ. ჩვენი ცესკო და ჩვენი თავმჯდომარე იქნება ჩვენი ხალხი, რომელიც იმედია ძალიან ჭკუანასწავლი და დაბრძენებული მივა ამ შემოდგომის რეფერენდუმზე, სადაც უნდა გადაწყდეს ივანიშვილის რეჟიმის ყოფნა/არყოფნის საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არყოფნის ვერდიქტით დამთავრდება” – განაცხადა ნათელაშვილმა.

  • “კერძო მანქანებში, თუ იქ ზის ბავშვი, აიკრძალოს მოწევა” – NCDC-ის ინიციატივა

    “კერძო მანქანებში, თუ იქ ზის ბავშვი, აიკრძალოს მოწევა” – NCDC-ის ინიციატივა

    დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს NCDC-ის ინიციატივას ტაქსებსა და მანქანებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, ტაქსებში როგორც მძღოლს, ისე მგზავრს, სიგარეტის მოწევა უნდა აეკრძალოთ.

    “დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე, ამიტომ დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმის, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა. არ უნდა მოწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო. მე არ ვეწევი, მაგრამ მგზავრმა არ უნდა მოწიოს. ეს არის ევროპული კულტურის გამოხატულება, მომხრე ვართ, რომ ტაქსებში აიკრძალოს მოწევა”, — ამბობს გამყრელიძე.

    მისივე განმარტებით, შეზღუდვა უნდა შეეხოთ კერძო ავტომობილებსაც იმ შემთხვევაში, თუ მასში არასრულწლოვანი იჯდება. გამყრელიძე ფიქრობს, რომ ეს კერძო საკუთრებაში ჩარევა არ არის.

    “ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ ვკრძალავთ მოწევას საკუთარ მანქანებში. ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით, საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოწიონ იგივე საკუთარ ან სხვა მანქანაში, თუ იქ ზის არასრულწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვებზე, ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე.

    ამიტომ თუ იქ ზის ბავშვი და მოზარდი, არასრულწლოვანი, იქ არ შეიძლება, დიახ, ამ წინადადებით შევდივართ, მაგრამ თუ თქვენ მარტო მგზავრობთ და ეწევით თქვენს მანქანაში, იქ ამას არავინ არ დაგიშლით. კერძო მანქანებში, თუ იქ ზის ბავშვი ან მოზარდი, იქ აკრძალული იყოს მოწევა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

    NCDC–ის ინიციატივით, პარლამენტმა შესაძლოა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც ტაქსიში მოწევა, ასევე საკუთარ ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს და დამრღვევთა დაჯარიმება გამოიწვიოს.

    ამის შესახებ პარლამენტის დადგენილებაშიც ვკითხულობთ, რომელსაც ჯერჯერობით რეკომენდაციის სახე აქვს.

     

  • ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა.

    ეროვნული ვალუტა დოლართან 0.09 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1455 ლარი გახდა.

    ლარი ევროსთან 1.02 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ფასი 3.7309 ლარს გაუტოლდა.

    დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.

  • იძაბებით ჯვრის დანახვაზე? არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა კარვები იდგა – თალაკვაძე ჟურნალისტებს

    “იძაბებით ჯვრის დანახვაზე? ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა.

    მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი – საქართველოს პარლამენტი იმსახურებს.

    აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა”

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ მოძალადეების მიერ პარლამენტის წინ დადგმულ ჯვარზე.