Category: მსოფლიო

  • სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას

    სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს ალტერნატივა, ჩრდილოეთ კორეიდან საფრთხის ზრდის შემთხვევაში, სთხოვოს აშშ-ს, იარაღი კორეის ნახევარკუნძულზე განალაგოს.

    ბოლო ათწლეულებში იუნ სუკ იოლი სამხრეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივაზე ღიად საუბარი დაიწყო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ  სამხრეთ კორეა დაცულია აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ – შეთანხმებით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თავისი მოკავშირის დასაცავად ვაშინგტონი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

  • NYT: როგორც ჩანს, დასავლეთმა დაიწყო უკრაინის მომზადება საგაზაფხულო გარღვევისთვის

    ამერიკული გაზეთი The New York Times, თავის ანალიზში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, განიხილავს, თუ რატომ გადაწყვიტა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მოულოდნელად გაეგზავნა კიევში იარაღი, რომლის გადაცემაზე მანამდე უარს ამბობდა.

    აშშ-მ და გერმანიამ – უზრუნველყო Patriot-ის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემები. საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ისევ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა სხვადასხვა ჯავშანტექნიკის გაგზავნა.

    NYT-ის კორესპონდენტების თქმით ეს იმით არის განპირობებული,  რომ უკრაინას ძალიან მცირე ფანჯარა აქვს დარჩენილი რუსული არმიის შესაძლო საგაზაფხულო შეტევისთვის მოსამზადებლად და ეს კარგად იცის დასავლეთმა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ინიციატივის სრულად დასაუფლებლად, უკრაინის ჯარს სჭირდება დასავლური სტილის დაახლოებით 300 მძიმე ტანკი და 600 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა.

    ამერიკული გამოცემის მიხედვით, ალბათ ახლა ამ მოთხოვნის განხორციელების პირველი ეტაპის მომსწრენი ვართ.

  • რუსეთიდან წასულ უკრაინის მხარდამჭერ მოქალაქეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ – ვოლოდინი

    “ისინი აქირავებენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ შემოსავლის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. პარალელურად კი საკუთარ თავს უფლებს აძლევენ საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს. შეურაცხყოფენ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს, თავს გრძნობენ დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მიწვდება”.

    განაცხადა, რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელიც გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და მხარს უკრაინას უჭერენ, ქონება ჩამოერთვათ.

  • რაშიზმმა უნდა წააგოს ეს ომი – ყველაფერში და ყველგან – ზელენსკი

    “რაშიზმმა უნდა წააგოს ეს ომი – ყველაფერში და ყველგან. ხმელეთზე, ცაში, ზღვაში, ენერგეტიკულ სექტორში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ბოლოს – უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე. ყოველ დღე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაახლოებთ ტერორისტებისთვის ამ წინადადებას. მშვიდობა დღითიდღე უფრო ახლოვდება”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა – მალიარი

    “ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის მთელი ძირითადი ძალები დონეცკის მიმართულებით გადმოისროლა და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს. ჩვენი მებრძოლები გაბედულად ცდილობენ თავდაცვის შენარჩუნებას. ეს არის ომის რთული ეტაპი, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვი არ არის”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი

  • უკრაინა გახდა ნატოს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე – რეზნიკოვი

    “უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრები გახდნენ – დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ ისინი, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით ნატოს დე იურე წევრები.”

    – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსიე რეზნიკოვმა BBC-სგანუცხადა. 

  • 23 უკრაინელი, რომელიც დაღუპული გვეგონა, ცოცხალია – უკრაინის ომბუდსმენი

    23 უკრაინელი, რომელიც დაღუპული გვეგონა, ცოცხალია  – ამის შესახებ, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან,  რუსულმა მხარემ, განაცხადა, რომ 23 უკრაინელი, რომლებიც გარდაცვლილად ითვლებოდნენ, ცოცხლები არიან.

    • “რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა! ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რაც, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ეხება. 23 ჩვენი მოქალაქე და გმირი, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, რუსული მხარის მტკიცებით ცოცხლები არიან. ეს დიდი პოზიტიური ამბავია.”- წერს ლუბინეცი. 
  • უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს – რუსეთი

    “უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს” – ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე განყოფილების დირექტორმა ალექსეი პოლისჩუკმა განაცხადა.

    “თუ და როცა ეს კონტაქტები განახლდება, ისინიც, დიდი ალბათობით, პირდაპირი იქნება. და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დასავლელი შუამავლები ხშირად მისდევენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მოლაპარაკებების მსვლელობაზე, მოქმედებენ არა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.”- განაცხადა პოლისჩუკმა.

    პოლისჩუკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასულ წელს უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები იმართებოდა.

    “აქამდე უკრაინელებთან მხოლოდ უშუალოდ გვქონდა კომუნიკაცია იმ პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც მოწოდებული გვქონდა, რასაც ძალიან ვაფასებთ. გასული წლის თებერვალ-აპრილში რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი გაიმართა ბელორუსიაში, ერთი კი თურქეთში. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები ხდებოდა ვიდეო ბმულით, ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან.” – ამბობს პოლისჩუკი.

  • ბროუდერი: პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს

    პუტინის შეჩერება ძალმოსილ ჯარს, სწორი შეიარაღებით და სწორი მოტივაციით, შეუძლია. მისი შეჩერება უკრაინის ჯარს შეუძლია- ამბობს ბილ ბროუდერი, მსოფლიოში ცნობილი “მაგნიტკსის აქტის” თანაავტორი და ფინანსისტი.

    ბროუდერი, უკვე წლებია, რაც პუტინის ხელისუფლებას ებრძვის და კარგად იცნობს მას. ფინანსიტისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლის თქმით, პუტინის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი თავის გადარჩენაა.  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ბროუდერი ამბობს, რომ  პუტინს მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა.  “თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება. ასე რომ, ისაა პატარა კრიმინალი, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს. ამისთვის კი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს.

    ერთი რამ, რაც მას შეაჩერებს, არის ძალმოსილი ჯარი, შესაბამისი იარაღით და სწორი მოტივაციით. უკრაინელებს შეუძლიათ მისი შეჩერება, თუ საკმარისი იარაღი ექნებათ ამის გასაკეთებლად. მათ ახლა აქვთ საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ არ წააგონ, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგონ, მეტი სჭირდებათ.

    თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას ახლანდელი ტრაექტორიით და მათ მეტ, უფრო ძლევამოსილ იარაღს მისცემენ, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ რუსები სამხედრო შესაძლებლობით 30 წლით უკან დახიონ.“– ამბობს ბროუდერი.

    რაც შეეხება დასავლეთის დახმარებას უკრაინისადმი, ბროუდერი თვლის, რომ ის საკმარისი არ არის:

    “ჩვენ მეტი იარაღი, უფრო დიდი, უფრო მომაკვდინებელი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას. თებერვლის შემდეგ, ყველაფერი [იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით] ყოველთვის იყო ოდნავ უფრო ცოტა და ოდნავ უფრო დაგვიანებული, ვიდრე საჭირო იყო.“– ამბობს ის.

    წყარო: ამერიის ხმა

  • იაპონია თითქმის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის აღდგენისთვის

    იაპონიის მთავრობამ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 95 მილიონი დოლარი გამოყო.

    ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეს თანხები გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა პარტნიორობის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი დღეს მოაწერეს იაპონურმა და უკრაინულმა მხარეებმა და გაეროს წარმომადგენლებმა.

    აღნიშნულია, რომ უკრაინის დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია ხუთ ძირითად მიმართულებაზე: მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება კრიზისზე რეაგირებისა და მისი მართვისთვის; საჯარო სერვისების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება; კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რათა ადამიანებს შეეძლოთ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება; კერძო საწარმოების მხარდაჭერა მათი მუშაობის შესანარჩუნებლად, რითაც მხარს უჭერს თემებს; სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური კავშირების გაძლიერება

    „სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებს ტერიტორიებს ოკუპანტებისგან, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს „გადარჩენის პროექტების“ განხორციელებაზე – აღადგენს სატრანსპორტო კავშირებს განთავისუფლებულ რეგიონებთან, ქმნის პირობებს მოქალაქეების დაბრუნებისთვის მათ სახლებში, მხარს უჭერენ ეკონომიკას რეგიონებში“, – განაცხადა რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა,  თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.

    2022 წლის აპრილში იაპონიამ უკვე გამოყო $4,5 მილიონი ასაფეთქებელი ნივთებისა და ნანგრევებისგან ტერიტორიების გადაუდებელი გაწმენდისთვის.