Category: მსოფლიო

  • “დარტყმის მიზანი მიღწეულია”-რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაზე 14 იანვარს სარაკეტო შეტევის შესახებ

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ. “უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ” ყოველდღიურ შეჯამებაში საუბრობს სარაკეტო დარტყმაზე, რომლის დროსაც ერთ-ერთი რაკეტა დნეპრის საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა.

    დაახლოებით ტონა წონის ქობინით X-22 რაკეტის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად განადგურდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 21 მაცხოვრებლის ცხედარი, მათ შორის ერთი ბავშვია.

    “2023 წლის 14 იანვარს განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო სამეთაურო-კონტროლის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ყველა რაკეტა სამიზნე  ობიექტზე მოხვდა. დარტყმის მიზანი მიღწეულია”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

  • დნიპროში სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. რა ვიცით ამ დროისთვის

    ქალაქ დნიპროში რუსული რაკეტის  მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 18 –მდე გაიზარდა.  მათ შორის ერთი ბავშვია.

    14 იანვარს ნაშუადღევს, უკრაინის მორიგი მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა დნიპროში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც მისი ერთ-ერთი სეგმენტი მთლიანად ჩამოინგრა.

    სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ნანგრევებიდან 38 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ექვსი ბავშვი. დაშავდა 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.

    კვირას დილით, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ 40 ადამიანს კვლავ ეძებენ. მისი თქმით, ამ საათისთვის დაღუპულთა რიცხვი 18-ია (მაშველები 17 მსხვერპლს ასახელებენ).

    დაბომბვა შაბათს ისეთ დროს მოხდა, როდესაც ბევრი მცხოვრები, მათ შორის ბავშვები სახლში იმყოფებოდა.

    ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, რუსულმა რაკეტამ მთლიანად გაანადგურა ერთი სადარბაზო – 72 ბინა, სადაც, სარეგისტრაციო ინფორმაციის თანახმად, 200-მდე ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 50-მდე ბავშვი. 16-სადარბაზოიან კორპუსში სულ 1700-მდე მოსახლეა.

    „ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად მისი ყველა სართული მეორედან მეცხრემდე ჩამოიშალა. ათობით ადამიანი გადარჩა – დაჭრილები და დაშავებულები. მათ დახმარებას უწევენ. მათ შორის არიან ბავშვები. ყველაზე პატარა გოგონა სამი წლისაა. სამწუხაროდ, დაღუპულთა სია ყოველ საათში იზრდება… ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში.

    საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ ცნობილი შაბათს, გვიან საღამოს გახდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას  რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა.  ამ თავდასხმების სამიზნე, როგორც ადრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

    შაბათს არც რუს სამხედროებს და არც რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებიათ ახალ თავდასხმებზე, მათ შორის რაკეტის დარტყმის შესახებ დნიპროში მაღალსართულიან შენობაში. კომენტარის ნაცვლათ კვირა დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა რაკეტის ჩატვირთვის ფოტო წარწერით: „ ვტვირთავთ სრული დატვირთვით“.

    რაკეტა X-22

    უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა, რაკეტის მრავალსართულიან შენობაზე დარტყმიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ეს იყო რუსული X-22 რაკეტა, გასროლილი Tu-22M3 ბომბდამშენით.

    „რაკეტა950 კილოგრამიანი ქობინით, რომელსაც ავიამზიდების მკვლელს ეძახიან, შექმნილია ზღვაზე ავიამზიდების ჯგუფების გასანადგურებლად, ის შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ნაწილით. და ასეთი რაკეტა ისვრის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, სადაც ხალხია…“ – თქვა მან ტელევიზიით.

    რუსეთმა უკვე გამოიყენა X-22 უკრაინის დაბომბვისას. „ასეთი რაკეტა რამდენიმე თვის წინ  კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს მოხვდა “, – განაცხადა იგნატმა.

    ივნისის ბოლოს, რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრ ამსტორს, როგორც ხელისუფლება იტყობინება, დაიღუპა და დაკარგა 22 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაშინ, რაკეტის ტიპის დასახელების გარეშე აცხადებდა, რომ „ზუსტი იარაღით“ დარტყმა, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის საცავზე იყო მიყენებული.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ იარაღი, რომელსაც შეუძლია  X-22 რაკეტების ჩამოგდება, მოგვიანებით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

    „2023 წლის 14 იანვარს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ხუთი  შორი მანძილის   Ту-22М3 ბომბდამშენიდან გასროლილი იქნა ხუთი X-22 საკრუიზო რაკეტა. გაშვებები განხორციელდა კურსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვიდან. 2023 წლის 14 იანვარს 15 საათსა და 30 წუთზე რაკეტა შეეჯახა მაღალსართულიან კორპუსს“, – ნათქვამია ოლეშჩუკის განცხადებაში.

    ”ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო X-22 რაკეტა,” დასძინა მან. ”უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ იარაღი, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს ამ ტიპის რაკეტა. რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 210-ზე მეტი ასეთი ტიპის რაკეტა ისროლეს უკრაინის ტერიტორიაზეა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არც ერთი არ ჩამოუგდიათ “.

    ამგვარად, საჰაერო ძალებმა უარყვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის, ოლექსიი არესტოვიჩის განცხადება, რომ დნიპროში რაკეტა სავარაუდოდ ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოიაგდეს.

    Х-22 “Буря”  (ნატოს კლასიფიკაციით AS-4 Kitchen) არის შორი მანძილის ზებგერითი საჰაერო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგ საკრუიზო რაკეტა. მისი პირველი მოდიფიკაცია საბჭოთა არმიაში 1968 წელს შევიდა.

    ამ რაკეტას უწოდებენ “ავიამზიდების მკვლელს”, რადგან ის თავდაპირველად  ზუსტად ამ სამიზნეების განადგურების მიზნით შეიქმნა. თუმცა, X-22-ს ბევრი მოდიფიკაცია აქვს და რომელი იყო გამოყენებული, დნიპროში, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

    დნიპროში დაღუპულთა გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

  • რაკეტა რომლითაც რუსეთმა, დნიპროში კორპუსი დაბომბა, ზღვაში ავიამზიდების გასანადგურებლად შეიქმნა

    დნიპროში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამონგრეულ 9 სართულიან კორპუსს, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 60 -მდე ადამიანი საიდანაც 12 ბავშვია. ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვია.

    “დნეპროს მაღალსართულიან შენობაში რუსული რაკეტის დარტყმის გამო უკვე თითქმის 60 ადამიანია დაჭრილია. მათგან 12 ბავშვია… სამაშველო ოპერაცია გრძელდება”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

    დნეპრის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმა X-22 რაკეტით განხორციელდა, რომელიც გაშვებული იყო TU-22M3 ბომბდამშენით კურსკის ტერიტორიიდან და აზოვის ზღვიდან.

    როგორც უკრაინის შეიარარებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, ჯამში 5 ასეთი რაკეტის გაშვება მოხდა. მისი თქმით რუსებმა იმავე რაკეტით გასული წლის ივნისში კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. აღნიშნული რაკეტა შექმნილია ზღვაში ავიამზიდების განადგურებისთვის.

    კორპუსს, რომელიც ოკუპანტებმა დაბომბეს, 16 სადარბაზო აქვს. ცხოვრობდა დაახლოებით 1700 ადამიანი. სადარბაზოში, რომელიც მთლიანად დანგრეულია, 100-200 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 50 ბავშვი. ამ მონაცემებით ხელმძღვანელობენ მაშველები, რომლებიც აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას.

    მთელ ცხრასართულიან კორპუსს ელექტროენერგია და გაზი არ აქვს, ბინებში მინები ჩამსხვრეულია. დაახლოებით ათას ადამიანს სჭირდება საცხოვრებელი და გათბობა.

    დღეს, 14 იანვარს საღამოს 18:30 საათზე, (თბილისის დროით 20:30) რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 10 მართვადი რაკეტა გაუშვა. 18 ფრთოსანი რაკეტა და 7 მართვადი რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ნაწილებმა ჩამოაგდეს.

  • რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა

    უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას, რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარი, მოლდოვას მთავრობამ დაგმო და განაცხადა რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას  გამართლება არაქვს.

    “მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პოლიტიკური, ისტორიული და მორალური გამართლება არ არსებობს.” – თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

    მან ასევე დაგმო მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენულობის უპატივცემულობა და აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო სირვცე დაირღვა ბრიჩენის რაიონში, ქალაქ ლარგას მიდამოებში.

    დღეს, 14 იანვარს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპროში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.

  • რუსეთის დარტყმების სამიზნე გახდება!  – ზახაროვა Challenger 2-ის ტანკებზე

    რუსეთის დარტყმების სამიზნე გახდება! – ზახაროვა Challenger 2-ის ტანკებზე

    “როგორც ადრე ვთქვით, მიწოდებული იარაღი ხდება რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე”

    რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის Challenger 2-ის ტანკებს გაგზავნას ეხმაურება.

  • დნიპროში რუსულმა რაკეტამ საცხოვრებელი ცხრასართულიანი შენობა გაანადგურა , ხალხი ნანგრევებშია

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეის განცხადებით დნიპროში რუსულმა  რაკეტამ გაანადგურა საცხოვრებელი ცხრასართულიანი შენობის ერთი სადარბაზო. მაცხოვრებლები კი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.  ხალხი ნანგრევების ქვეშაა.

    “უბრალოდ მონსტრები, ერთი შესასვლელიც კი არ არის. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც სახლში იყვნენ შვებულებაში. მე კარგად ვიცი ეს სახლი, იქვე დავიბადე და ვცხოვრობდი იქვე. ვიცნობ ამ ხალხს. სალმიანი და მეგობრული ხალხი“, – წერს თავის Telegram არხზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.

    შაბათის დილიდან რუსეთი უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვას ახორციელებს.

  • უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია

    უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა უკრაინელებს მოუწოდა არ მოახდინონ გამოცხადებული განგაშის იგნორირება, რადგან მოსალოდნელია ოკუპანტების მასიური სარაკეტო იერიში. ასევე უკრაინელები არ გამორიცხავენ მტრის რაკეტების საწყისი კურსის შეცვლას.

    როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიდევ ერთი ზედაპირული და ერთი წყალქვეშა სარაკეტო მატარებელი დააყენა საბრძოლო მოვალეობაზე შავ ზღვაში. ბოლო გათვლებით, ახლა „კალიბროვის“ ჯამური ზალპი 20 რაკეტაა.

    15:32. რაკეტები უახლოვდება ჟიტომირის რეგიონის საზღვრებს. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა.

    15:28. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კრივი რიჰში აფეთქებების ხმების შესახებ.

    15:25. ხმელნიცკის რაიონში მუშაობს უკრაინის საჰაერო თავდაცა. გავრცელებული ინფორმაციით ჩამოგდებულია ოკუპანტების რაკეტები. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

    15:12. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დაბომბვა ფართომასშტაბიანია.

    15:08. ლვოვის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არსებობს, განაცხადა OVA-ს თავმჯდომარემ კოზიცკიმ.

    15:05. სამხედრო კორესპონდენტი ანდრეი ცაპლიენკო წერს, რომ კიევის მიმართულებით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს.

    14:45 საათზე. ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ პირველი რუსული რაკეტები უკვე უკრაინის თავზეა.

  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს.

    “პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად მიაწოდონ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა.”- განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.

    ზელენსკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება მოკავშირეებს “სწორ სიგნალს” უგზავნის.

    „პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

    Downing Street-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.

  • “მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში” – კადიროვი

    “მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში” – ჩეჩნეთის მეთაური, რამზა კადიროვი შვებულებაში წავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, “РИА Новости” ავრცელებს.

    “2023 წლის 12 იანვრიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხუჩიევ მუსლიმ მაგომედოვიჩს ვანდობ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობებს ჩემი შვებულების პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რუსული მედიის ცნობით, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

  • სოლედარში 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვი – კირილენკო

    დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში 559 ადამიანი რჩება.

    მისი თქმით, სოლედარში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. კირილენკო აღნიშნავს, რომ ქალაქში 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია დარჩენილი.

    • “ამ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სოლედარში, აქვთ საკვების საჭირო მარაგი და ჰიგიენური საშუალებები. როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციისთვის იქ მისვლა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.