Category: მსოფლიო

  • ტყუილია, თითქოს, სოლედარს “ვაგნერის” დაჯგუფება აკონტროლებს – სოლედარში მებრძოლი უკრაინელი

    სოლედარში უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლის პეტრ ვოლოშჩენკონის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ქალაქს “ვაგნერის” დაჯგუფება აკონტროლებს.

    “ჩვენი მებრძოლები წარმატებით იკავებენ პოზიციებს, აკონტროლებენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით  წარმატებით ვახერხებთ მტრის მოგერიებას. ტყუილია, თითქოს სოლედარს ვაგნერის დაჯგუფება აკონტროლებს, მათი ნაწილი არის ქალაქში, თუმცა ის ადგილები, სადაც მტერი იმყოფება ჩვენი მხრიდან მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ და ზუსტ დარტყმებს ვახორციელებთ მტრის წინააღმდეგ , ამ რეჟიმში ისინი წინსვლას ვერ შეძლებენ, ასე რომ ქალაზე ჩვენი უპირატესობა აშკარაა”, – თქვა მან.

  • ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა – გაიდაი

    ლუგანსკის ოლქის სოფელი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა. – აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაი.

    “ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მტრის თავდასხმებს იქ ყოველდღე ვიგერიებთ.რუსები აგრძელებენ მეტი ჯარისკაცის გადაყვანას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით. სოფლებში სახლები, რომლებიც ორკებმა ფრონტის ხაზზე დაიკავეს, ახლა თითქმის ცარიელია, ყველას საბრძოლველად აგზავნიან. რაშისტები ამ მიმართულებით “იძირებიან” და ხვრელებში “იმარხებიან”. შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • ზელენსკი: ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ „მძიმე ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება“.

    “ ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემენნაიასთვის, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთის სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ყველაზე დიდი ძალების კონცენტრაცია სწორედ ამ მიმართულებით მოახდინა, ჩვენი ჯარისკაცები – უკრაინის შეიარაღებული ძალები, ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები – იცავენ სახელმწიფოს <…> რუსეთში ისინი უკვე კამათობენ ერთმანეთთან იმაზე, თუ ვის მიაწერონ ერთგვარი ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მივაყენოთ მტერს მძიმე დანაკარგები.“–თქვა ზელენსკიმ.

    ამგვარად, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადება, რომ სოლედარი მთლიანად “გათავისუფლდა”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და ვაგნერის დაჯგუფცება ამ “წარმატებას“  საკუთარ დამსახურებად აცხადებენ.

  • ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომზე, სადაც რუსული ვერტმფრენებია თავმოყრილი აფეთქებებია–მედია

    სხვადასხვა მედიასაშუალება და ტელეგრამ არხები ოკუპირებულ ბერდიანსკში აეროდრომზე აფეთქებების შესახებ წერენ.

    ბერდიანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიქტორია გოლიცინამ უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში დაადასტურა, რომ ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომთან აფეთქებებია.

    “ამ დროისთვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ არის, რადგან ცეცხლი ძალიან დიდია. ხანძარი ძალიან დიდია”, – განაცხადა მან.

    ტელეგრამის არხები ავრცელებენ აფეთქებების ამსახველ კადრებს, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს რეგიონში. ასევე წერენ, რომ ბერდიანსკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი აფეთქება მოხდა.

    ამ დღეებში OSINT-ის ექსპერტმა ბენჯამინ პიტეტმა გამოაქვეყნა აეროპორტის სატელიტური სურათები, რომლებშიც ნაჩვენებია რუსული სამხედრო ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა. ამასთან, უკრაინელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აეროპორტი HIMARS სისტემებისთვის მიუწვდომელია.

    ოკუპირებული ბერდიანსკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფეთქება იყო ტერორისტული აქტი – სავარაუდოდ დანაღმული იყო “ბერდიანსკის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის” ალექსეი კიჩიგინის მანქანა.

  • შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი – კონდოლიზა რაისი

    შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი – ამის შესახებ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ჰუვერის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, “ამერიკის ხმის” უკრაინულ რედაქციას განუცხადა.

    “ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთვევაში. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას”. – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

    შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იქნა დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, “პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც ნატოს შეუძლია”.

    კონდოლიზა რაისს მიაჩნიან, რომ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები უნდა დაწესებულიყო ორივე შემთხვევაში, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი.

    კონდოლიზა რაისმა ასევე განაცხადა რომ შეერთებული შტატები გვერდში უდგას უკრაინას და ეხმარება მას, თუმცა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ამის მაგალითად რაისს მოყავს ის საჭიროება, რომლის განსაზღვრაც რამდენიმე თვის წინ რთული არ იქნებოდა, კერძოდ კი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემების მიწოდება იმისთვის, რომ რუსეთის მიერ აღეკვეთა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა აღკვეთილიყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასავლეთს მოუწოდებს, რომ წინმსწრებად იმოქმედოს და უკრაინას მისცეს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.

    რაისის თქმით, უკრაინა არ ითხოვს ამერიკული ჯარების დახმარებას. “იქ უკრაინელები იბრძვიან და იტანჯებიან საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას”. ის ასევე დასძენს, რომ “აშშ-ის ინტერესებში შედის რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს”.

    წყარო: ამერიკის ხმა 

  • CNN-ის გადამღები ჯგუფი, სოლედარიდან უკრაინული ნაწილების ორგანიზებულ გაყვანას შეესწრო

    ამერიკული ტელეკომპანია CNN–ის გადამღები ჯგუფი სოლედარიდან უკრაინული ნაწილების ორგანიზებულ უკანდახევას შეესწრო. ტელეკომპანია იტყობინება, რომ როგორც ჩანს, უკრაინული ჯარები სოლედარის ორგანიზებულად დატოვებას გეგმავენ. სიენენის გადამღები ჯგუფის ინფორმაციით გამოყვანილ ჯარისკაცებს შორის არანაირი პანიკა არ შეიმჩნეოდა.

    მოგვიანებით ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯარები კვლავ რჩებიან სოლედარის განაპირას. ბახმუტში დისლოცირებულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიენენის კორესპონდენტს უთხრა, რომ უკრაინული ქვედანაყოფები კვლავ იმყოფებიან ქალაქ სოლედარის განაპირას, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული ძალების ინტენსიური თავდახსმის ქვეშ იყო.

    77-ე და 46-ე ბრიგადების მედესანტეები “ჯერ კიდევ სოლედარის დასავლეთ გარეუბანში არიან”, – თქვა ტარას ბერეზოვეცმა, უკრაინის სპეცრაზმის პირველი ბრიგადის კაპიტანმა.

    თუმცა, დასძინა, რომ სოლედარში დარჩენას არანაირი სამხედრო აზრი არ აქვს, რადგან ის “მთლიანად განადგურდა. არ არსებობს არც ერთი შენობა, რომელიც გადაურჩა რუსეთის დაბომბვას”.

    ფრონტზე მყოფ ქვედანაყოფებს შორის საბრძოლო სულისკვეთება კვლავ მაღალია, თქვა მან, მაგრამ დასძინა, რომ მისი აზრით, გადაწყვეტილებას სოლედარიდან უკრაინული ძალების გაყვანის შესახებ უახლოეს დღეებში მიიღებენ.

    ახლა, მისი თქმით, ქვედანაყოფები ხედავენ, რომ მათი მისია რაც შეიძლება დიდხანს დაეკავებინათ ქალაქი და რაც შეიძლება მეტი ვაგნერელი მებრძოლი მოეკლათ, შესრულებულია.

    მისი თქმით, ბოლო ორი კვირის სოლედარში ძირითადად ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა 4–8 კაციან ჯგუფებს შორის.

    სოლედარიდან გასვლა გავლენას არ მოახდენს უკრაინული ძალების უნარზე, მოამარაგონ ბახმუტი, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია სამხრეთ-დასავლეთით, ამბობს ბერეზოვეცი და დასძენს, რომ ბახმუტის ორი მთავარი გზა უკრაინელების ხელში რჩება და უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები ბახმუტის მახლობლად რუსულ პოზიციებს დღესაც უტევდნენ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს განაცხადა რომ ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს.

    “ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული მარცხი და მთლიანად ომის მიმდინარეობა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. მისი თქმით დონბასში სასტიკი ბრძოლები გაგრძელდება და ამას ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.

    “რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა”, – განაცხადა პრაისმა.

    ამასთანავე აშშ-ს  ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ “მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს თავად ომზე. და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს”.

  • რუსულმა არტილერიამ ხარკოვის რეგიონი დაბომბა: არიან დაღუპულები და დაჭრილები

    ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.

    ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. სოფელი დვურეჩნაია რუსული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა.

    „წინასწარი ინფორმაციით, კერძო სახლების დაბომბვის შედეგად 59 და 64 წლის ორი ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი 63 წლის ქალი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა IVA-ს ხელმძღვანელმა.

  • ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს – პრაისი

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს.

    “ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული მარცხი და მთლიანად ომის მიმდინარეობა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. მისი თქმით დონბასში სასტიკი ბრძოლები გაგრძელდება და ამას ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.

    “რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა”, – განაცხადა პრაისმა.

  • თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს ომზე სტრატეგიულ გავლენას არ იქონიებს – კირბი

    “მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს თავად ომზე. და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს”.

    აცხადებს აშშ-ს  ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი. ამის შესახებ მან  თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა:

  • უკრაინა უარყოფს რუსეთის განცხადებას სოლედარის აღების შესახებ

    რუს ოკუპანტებს დონეცკის ოლქშისოლედარი არ აუღიათ! რუსების განცხადებები რეალობას არ შეესაბამება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.

    “არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს”, – თქვა ჩერევატიმ.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია, რის მიზეზადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.

    ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს. უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის “გათავისუფლება” 12 იანვრის საღამოს დაასრულეს.

    “12 იანვრის საღამოს ქალაქ სოლედარის გათავისუფლება დასრულდა, რაც მნიშვნელოვანია დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევითი ოპერაციის გასაგრძელებლად”, – აცხადებს რუსეთი.

    ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ უკრაინელები ქალაქის დატოვებას გადაწყვეტენ ეს არ იქნება უკან დახევა ან გაქცევა, მისი თქმით ეს იქნება სარდლობის გეგმიური გადაწყვეტილება.

    “უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარიდან წასვლას ჯერ არ აპირებენ, მაგრამ თუ ჩვენ ქალაქს დავტოვებთ, ეს არ იქნება გაქცევა, ეს იქნება სარდლობის გეგმიური გადაწყვეტილება. სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენთვისაა უკეთესი” – არესტოვიჩი