Category: მსოფლიო

  • პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხდები – ჰარისი

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არ შეხვდება პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

    „არა, ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის საკითხზე დიალოგისთვის.

    წარსულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკებები უარყო.

    კამალა ჰარისმა ინტერვიუს დროს ასევე გააკრიტიკა თავისი ოპონენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხთან მიმართებით.

    “დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. ის ამბობს, რომ შეუძლია ომი პირველსავე დღეს დაასრულოს. იცით ეს რას ნიშნავს? საუბარია კაპიტულაციაზე”, – თქვა ჰარისმა.ჰარისმა აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში. მისივე თქმით, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

  • ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს გენოციდისთვის, რომელსაც 1 წელია ახორციელებს – ერდოღანი

    „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ერთი წელია ახორციელებს და ახლაც გრძელდება.[…]  როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ. თურქეთი გააგრძელებს ისრაელის მთავრობასთან დაპირისპირებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს და მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაიკავოს ეს საპატიო პოზიცია“,

    ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • “არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე” – ისრაელმა ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

    ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და განაცხადა, რომ ის “არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე”.

    ისრაელ კაცი აცხადებს, რომ გუტერეშმა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა “ცალსახად” არ დაგმო.

    • “ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე… ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე,” – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  • Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

    პაველ დუროვი, Telegram-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ამავე სახელწოდების პოპულარულ მესენჯერს მართავს, საფრანგეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

    ის საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმერიის ჟანდარმებმა თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე დააკავეს.

    TF1-ის ცნობით, დუროვი ძებნილთა სიაში შეიყვანეს იმ მოტივით, რომ Telegram-ში მოდერაციის არარსებობამ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გამორიცხვამ ის ამ ქსელში მომხდარი უკანონო ქმედებების, მათ შორის ნარკოტიკების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და თაღლითობის გავრცელების   თანამონაწილე გახადა .

    ფრანგული მედია წერს, რომ დუროვს, რუსეთის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. მათივე თქმით, მან იცოდა, რომ ძებნილი იყო და თავს არიდებდა საფრანგეთში ჩასვლას. წყაროებს არ ესმით, რატომ ჩავიდა ის ამჯერად.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა.

    Telegram-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პაველ დუროვის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩომ „დაუყოვნებლივ გადადგა საჭირო ნაბიჯები მსგავს შემთხვევებში რუსეთის მოქალაქის ირგვლივ ვითარების გასარკვევად, მიუხედავად ბიზნესმენის წარმომადგენლების მიმართვის არარსებობისა“.

  • რუსული მედიის ცნობით, ვოლგოგრადის ციხის ბუნტში მონაწილე ოთხივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

    რუსული მედია “როსგვარდიაზე” დაყრდნობით  ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში მომხდარი ბუნტის ოთხივე მონაწილე ლიკვიდირებულია.

    აბუნტებული ოთხივე პატიმარი სნაიპერებმა გაანეიტრალეს.

    ვოლგოგრადის ოლქშში მდებარე კოლონიაში ბუნტი დღეს დაიწყო, რის შედეგადაც ციხის ადმინისტრაციის, მინიმუმ 3 თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამასთან, თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი რამდენიმე ბადრაგი.

    ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ  ბუნტის ორგანიზატორები თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებდნენ.

  • რუსეთში, სუროვიკინოს კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

    რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს.

    ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. ვრცელდება ცნობები  5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.

    რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყება, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.

    მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.

  • უკრაინელებმა ვოლგოგრადის სამხედრო აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანეს

    გამთენიისას, უკრაინელებმა, ვოლგოგრადის აეროპორტზე იერიში მიიტანეს. 

    ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი აცხადებს, რომ “თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების იერიში მოიგერიეს, დრონების უდიდესი ნაწილი განადგურებულია”. მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

    ვოლგოგრადის სამხედრო აეროპორტი, რუსული მზვერავი თვითმფრინავების ბაზაა.

  • უკრაინის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს – ზახაროვა

    უკრაინის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს – ზახაროვა

    „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს.[…] კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა დასავლეთის სრული მხარდაჭერით ხდება და იგი მათ მიერ იყო ნებადართული“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • ”მოსკოვზე დრონებით თავდასხმის “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა იყო” – მერი

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ გასული ღამის განმავლობაში 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინის შეფასებით, კი  ეს მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი უდიდესი მცდელობა იყო. რუსული მხარის ცნობით, მათ ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.

    “მთელი ამ დროის განმავლობაში ეს არის მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა.” – დაწერა სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

    რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე დრონის ჩამოგდება ჩანს.

  • დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს! გონიერებას მივმართოთ – ეგვიპტის პრეზიდენტი

    „დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ“,

    ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.