პრეზიდენტ პუტინს უნდა დაველაპარაკო, გავიგებთ. გულანთებული ვერ იქნება, კარგად არ აქვს საქმე. ის ნელა და დამღლელად ომობს, მაგრამ ადამიანებს მეტწილად ეგონათ, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა და ახლა მესამე წელია. შეუძლებელია, აღფრთოვანებული იყოს, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მანქანაა და რაღაცები მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაამთავრებს.
ჩვენი რიცხვებით, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული, დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება.
Category: მსოფლიო
-

პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული.. ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება – ტრამპი
-
რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რა დოკუმენტია ეს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის დაიდო ვლადიმირ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანის კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. მხარეებმა აღიარეს, რომ „ამაზე დიდი ხანია მუშაობდნენ“, ცდილობდნენ „შეცდომებისა და შეფერხებების აღმოფხვრას“, თუმცა ახლა, მათი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „დამატებით იმპულსს“ მიიღებს.
რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი?
დოკუმენტის შინაარსი წინასწარ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რუსი და ირანელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეიარაღების ორმხრივი მიწოდებაა.
რა ითქვა ხელშეკრულებაზე მოსკოვში?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „РИА Новости“-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ხელშეკრულებაში „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებას, ასევე, დაფიქსირებულია მოსკოვისა და თეირანის სურვილი უსაფრთხოების, თავდაცვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სხვა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ“.
ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს: სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებიდან კულტურულ-ჰუმანიტარულ სფერომდე.
ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. მედიამ ყურადღება მიაქცია ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის სწრაფ ტემპს ტრამპის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირანთან ომის ალბათობა არ გამოურიცხავს.
პესკოვმა IRNA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დაკავშირება იმ დოკუმენტის ორწლიანი დეტალური მუშაობის ლოგიკურ დასასრულთან, რომელიც რუსეთ-ირანის ურთიერთობებს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს“, ნაკლებად მიზანშეწონილია.
რა ითქვა შეთანხმებაზე თეირანში?
ირანის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მასში სულ 47 მუხლი შედის, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ, აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სამხედრო კავშირის გაფორმებაზე. ეს შეთანხმება, მაგალითად, განსხვავებულია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული ხელშეკრულებისგან.
არაქჩიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში არ არის საუბარი არც სამხედრო კავშირზე და არც კონკრეტულ მიზნებზე. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი — „გრძელვადიანი პერსპექტივის მიცემაა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის.
ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულება „დაფუძნებულია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“ და „არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“.
ირანის ელჩმა მოსკოვში, ყაზემ ჯალალიმ, „ТАСС“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ მოიცავს მუხლებს ორმხრივი თავდაცვის შესახებ, რაც განსხვავდება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან და ბელარუსთან გაფორმებული შეთანხმებებისგან.
ამავდროულად, რუსეთმა და ირანმა ხელშეკრულებაში ჩართეს მუხლი, რომელიც კრძალავს მხარეების მიერ მესამე ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების მხარდაჭერას ხელშეკრულების მონაწილეებზე თავდასხმის დროს და ასევე კრძალავს მათი ტერიტორიის ამ მიზნებისთვის გამოყენებას.
Middle East Eye-ის წყაროების ინფორმაციით თეირანში, ირანი არ აპირებს აღიაროს ყირიმი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ამ მკაცრი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი ირანის საკუთარი სადავო ტერიტორიებია — კუნძულები სპარსეთის ყურეში, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საემიროები აცხადებს პრეტენზიას.
-
ზელენსკის თქმით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს
უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს.
- “ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე – სახლში ყოფნის სიხარული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მოხალისე მებრძოლები.
-
უკრაინელებმა ბელგოროდში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს
უკრაინელებმა, რუსეთში ბელგოროდის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს – ინფორმაციას, ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს და აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
მისი თქმით არავინ დაშავებულა.
“უკრაინის შეიარაღებული ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით სტაროოსკოლსკის საქალაქო ოკრუგის ტერიტორიაზე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი რეზერვუარი აალდა”. – წერს გლადკოვი.
გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს.
-
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ,ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161).
მაია სანდუს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი დიასპორამ შეასრულა.
მან საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე გაიმარჯვა, სადაც დიასპორამ ხმა მასობრივად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს მისცა.
მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან ჩარევა “მასობრივად” მიმდინარეობდა.
-
“ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ზელენსკი ტრამპთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს
“ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ამის შესახებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას განაცხადა.
“დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით”, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
-
უკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი – მარკ რუტე
“უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი. შესაძლოა, მას ვინმემ დაასწროს, თუმცა, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ვაშინგტონში.[…]ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ეს არის ჩვენი გზავნილი პუტინისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ზელენსკიმ და უკრაინამ რუსეთთან საუბარი ძალის პოზიციიდან დაიწყოს. მაგრამ, სანამ ეს დრო დადგება, მას ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს და პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევწყვეტთ [უკრაინის] დახმარებას”
განაცხადა ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
-
უკრაინაში ნიღბიანმა პირებმა, დაარბიეს ტაძარი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო
უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭი ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს.
დღს დილას, სამხედრო კაპელანმა ვოლოდიმირ პედკომ განაცხადა, რომ სვიატო-მიხაილოვსკი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მან კონფესიის მიუხედავად მოქალაქეებს ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ტაძარში 100-მდე თავდამსხმელი შეიჭრა და მრევლის ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა.არსებული ინფორმაციით, მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ.
ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
-
ზელენსკის თქმით, ჩრდ. კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოლებენ
“ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება”.
აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.
-
რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარი “ტერაქტის” გამო საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე.მათ ყირიმის ხიდის აფეთქება ედებათ ბრალად. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო, Tass-ი ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ტერაქტის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენისა და კონტრაბანდის მუხლებით აქვს.
2024 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს აღკვეთის ზომა პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
უკრაინელებმა ქერჩის ხიდი, 2022 წლის 8 ოქტომბერს ააფეთქეს. ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხიდი დაზიანდა და რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო გახდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.