Category: მსოფლიო

  • რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთის ულტიმატუმებს მივიღებთ – ზელენსკი

    “მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს – ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?.[…] არანაირი თანხმობა არ იყო რუსებთან შეხვედრისას კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს, არანაირი თანხმობა იყო ბელარუსში შეხვედრისას, და არანაირი თანხმობა იყო თურქეთში გამართული შეხვედრების დროს.[…] როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მე არასდროს მიმიცია არანაირი გარანტიები ვინმესთვის ან დამიდასტურებია რაიმე. უფრო მეტიც, მე არასდროს მქონდა განზრახული, რუსეთის ულტიმატუმები მიმეღო და ამას არც ვაპირებ”.

    განაცხადა ამის შესახებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • არ მივიღებთ მონაწილეობას! ამის შესახებ არაფერი ვიცოდით – ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე

    უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს.

    აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი რითიც ეხმაურება,  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 18 თებერვალს, საუდის არაბეთში, უკრაინის ომის საკითხზე ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები.

  • მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განვალაგოთ – ბრიტანეთის პრემიერი

    „ბრიტანეთი მზად არის წამყვანი როლი ითამაშოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივ მხარდაჭერას, რომლისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოყო 3 მილიარდი ფუნტი წელიწადში მინიმუმ 2030 წლამდე. ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შევიტანოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ჩვენი ჯარების შეყვანის გზით.”

    განაცხადა პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა.

  • იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რუსეთს შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს” – ზელენსკი

    იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რუსეთს შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს” – ზელენსკი

    “ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. […] ისინი შეიძლება შევიდნენ უკრაინაშიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას [პუტინს] ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს”.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს…” – ლაიენი

    “სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს…” – ლაიენი

    “აქ მსხდომთაგან ყველას ესმის, რა დევს სასწორზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომები. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და მისი დაცემული თანამემამულეების ხსოვნას. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავიდანვე განაცხადა, უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, ხანგრძლივი და უკანასკნელი სამი წლის საშინელებები აღარასოდეს მოხდება.

    მეორეს მხრივ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მზად არის შეხვედრისთვის. მაგრამ, რა პირობებით? მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი არ არის ამ ომის გაგრძელება. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მისი ამბიცია აღარ არის უკრაინის განადგურება.

    ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს. ის დაძაბავს სიტუაციას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზიანს მიაყენებს ჩვენს ერთობლივ ინტერესებს. რადგან, როგორც დავინახეთ, მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ყურადღებით აკვირდება, არსებობს თუ არა დაუსჯელობა, როდესაც მეზობელ ქვეყანაში იჭრები, თუ არსებობს ნამდვილი შემაკავებელი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად ვიმოქმედოთ”.

    განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, უსრულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • ტრამპის განცხადებით, პუტინს საუდის არაბეთში შეხვდება

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, საუდის არაბეთში შეხვდება.

    “ჩვენ შევხვდებით საუდის არაბეთში”, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არასწორად მიაჩნია და ვერ ხედავს, რომ ქვეყანა შეძლებს, აღადგინოს თავისი მთლიანობა.

    უკრაინის მონაწილეობა მოლაპარაკებებში ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

  • უკრაინამ საფრანგეთისგან ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო

    უკრაინამ საფრანგეთისგან Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია  მიიღო. 

    ავიაგამანადგურებლების რაოდენობას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს.

    „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“ – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნიუ.

    უკრაინელი მფრინავებმა, რამდენიმეთვიანი წვრთნა,  საფრანგეთში გაიარეს.

    უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი: „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.Mirage-ი ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი.

    განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 – 5F-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო, შეუძლია ატაროს და ფრთოსანი რაკეტები – SCALP-EG და Storm Shadow.

    2024 წლის 6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000-ებს მიაწოდებდა.

  • ლუკაშენკომ ბელარუსში რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსების ნებართვა გასცა

    ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსების ნებართვა გასცა.  გაცემული ნებართვა 2024 წლის 6 დეკემბერს, მინსკში დადებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.

    დადებული  შეთანხმება მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რომელიც ორი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება.

    რუსეთისა და ბელარუსის ორმხრივ შეთანხმებას 10-წლიანი ვადა აქვს.

    მანამდე, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ  პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს, რითიც პუტინი შეეცდება  პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების “დააშინებას”.

    • “ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს.[…] ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა.[…] თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ”. – თქვა პრეზიდენტმა.
  • ზელენსკის თქმით, პუტინი ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს.

    ზელენსკი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ჩართვით, პუტინი შეეცდება  პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები “დააშინოს”.

    “ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს.[…] ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა.[…] თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ”. – თქვა პრეზიდენტმა.

     

  • რუსეთი EU-სთვის არსებით საფრთხე წარმოადგენს..ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს.. თავდაცვის ხარჯები უნდა გავზარდოთ – კალასი

    “რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვაზე იმაზე ნაკლების დახარჯვას, ვიდრე საჭიროა.ამბობენ, რომ “რუსეთის მიმართ ქორი” ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ რუსეთის შესახებ უბრალოდ რეალისტური ვარ.[…] დრო რუსეთის მხარეს არ არის, თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჩვენს მხარესაა. რადგან ჩვენ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ეჭვები იმის შესახებ, რომ ომის თავიდან ასაცილებლად მეტის დახარჯვაა საჭირო, თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის”.

    აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.