Category: მსოფლიო

  • ”სიტყვების დრო დასრულდა, მოდით გადავიდეთ მოქმედებაზე” – საფრანგეთის საგარეო მინისტრი

    “არის აგრესორი: პუტინის რუსეთი. თავდასხმის ქვეშ ერთი ადამიანია: უკრაინელი ხალხი. ამის წინაშე და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ერთი აუცილებლობაა: ევროპა, ახლა. სიტყვების დრო დასრულდა, მოდით გადავიდეთ მოქმედებაზე”.

    წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.

  • ”დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება! გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას” –  კალასი

    ”დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება! გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას” – კალასი

    “უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ გააგრძელონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, მივიღოთ ეს გამოწვევა”.

     

    აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

  • “მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკა, შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება” – ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლები თეთრ სახლს ტოვებენ

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა.რაზეც  ზელენსკიმ უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

    რის შემდეგაც ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა. ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.

    ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინელი წარმომადგენლები თეთრ სახლს მალე დატოვებენ.

    “მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩართულია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ჩარევა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს. მე უპირატესობა არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.

    “დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასოდეს გავიგებდით საუბრისას ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის გარეშე. გასაოცარია ის, რაც ჩანს ემოციებიდან და მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის”. – წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

     

  • უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც ФСБ-ს თამაშრომელი იჯდა

    უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც  ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თამაშრომელი იჯდა. როგორც ცნობილია ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

    “დღეს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, პრიმორსკის რაიონში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრებმა აფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ФСБ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციაშია” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო ტელეგრამ არხზე.

    თავდასხმაში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრები მონაწილეობდნენ. უკრაინელი პარტიზანები ოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

  • კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის! – 24 თებერვალს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები კიევს ეწვევიან

    24 თებერვალს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი  კიევს ეწვევიან. წერს ამის შეასხებ, ანტონიო კოსტა X-ზე.

    “ორშაბათს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავია. გადავწყვიტე ამ დღეს ჩავიდე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ”, – წერს კოსტა.

  • ”დიახ, [უკრაინის დესტაბილიზაციის] მცდელობები იქნება მაგრამ ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება უკუქმედება” – ბუდანოვი

    “ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ? ვფიქრობ, რომ დიახ… პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად საპირისპიროა – იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია – ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ამ წელს ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება… მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. არსებობობს კომპონენტთა უმრავლესობა იმისთვის, რომ ეს მოხდეს.[…] რაღაც კარდინალურად ახალსა და მასშტაბურს ვერც რუსები, უკვე ვერც ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ. ყველაფერი უკვე შემუშავებულია. დიახ, [უკრაინის დესტაბილიზაციის] მცდელობები იქნება. მაგრამ არაფერია საშიში – ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება უკუქმედება”.

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი  ჟურნალისტ ეინულა ფატულაევისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    “პრეზიდენტი ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მომავალში. ის იაზრებს ამის მნიშვნელობას, ბევრ ევროპელს ასევე ესმის ეს. ევროპელი ლიდერების 99% ასევე მხარს უჭერს ჩვენს NATO-ს წევრობას. სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და აშშ ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის ფაქტორი გავლენას ახდენს ყველას მოსაზრების ჩამოყალიბებაზე”,

    შესაბამისი განცხადება, უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

  • ”ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა” – ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი

    “ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას”.

    წერს ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი X-ზე.

  • ”პუტინს არ უნდა დარჩეს გამარჯვება! უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან” – სენატორი კურტისი

    ”პუტინს არ უნდა დარჩეს გამარჯვება! უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან” – ასე ეხმაურება აშშ-ის სენატორი ჯონ კურტისი ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

    “პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება არაპროვოცირებულ თავდასხმას. მე მინდა რომ ეს ომი დასრულდეს ისევე, როგორც ეს უნდა პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს არ დარჩეს გამარჯვება.  უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ეს არის რეალობა. ამერიკის შეერთებული შტატები სულ უნდა ახორციელებდეს ისეთ სტრატეგიებს, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, და დიდი სურვილი მაქვს ვნახო, სად მიგვიყვანს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა. მე ვიცი, რომ არ უნდა ვისპეკულირო მოლაპარაკებების ტაქტიკების შესახებ, მაგრამ მე ვიცი, რომ გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიტანოს სიძლიერე და არა დათმობამ,” – განაცხადა სენატორმა.

  • ტრამპის წარმომადგენელი, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიევში ჩავიდა

    შეერთებული შტატების  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი დღეს კიევში ჩავიდა. მას  კიევის სადგურში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

    “ჩვენ მოგისმენთ. მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილი არის მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები აშშ-ში, ვესაუბრები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვიგებთ.[…] მან [ტრამპმა] კარგად იცის, რომ ხალხი იტანჯება, ესმის, რამდენი ნგრევაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს” – აღნიშნა კელოგმა.