Category: მსოფლიო

  • ესპანეთი ტურისტებისთვის 1 ივლისიდან იხსნება

    ესპანეთი ტურისტებისთვის 1 ივლისიდან იხსნება

    მადრიდი დამსვენებლებს მოუწოდებს, ივლისიდან ესპანეთს ესტუმრონ. ქვეყანაში საზღვრები მარტიდან დაკეტილია. მთავრობა აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა პირველ ივლისს მოიხსნება.

    „ივლისში ჩვენ ესპანეთს ეტაპობრივად გავიხსნით საერთაშორისო ტურისტებისთვის, კარანტინს გავაუქმებთ და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს უზრუნველვყოფთ. მოველით რომ გიმასპინძლებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ.

    ესპანეთს ყოველწლიურად 80 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტურიზმის სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტია. ტურისტული სეზონი ესპანეთის შანსია შეამციროს მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის ეფექტები. თუმცა, ბიზნესები წელს ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას სკეპტიკურად უყურებენ.

    მადრიდსა და ბარსელონაში რესტორნები და ბარები გაიხსნა, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ხალხით. ამავდროულად, მცირე ბიზნესების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გახსნის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე შეზღუდული მომხმარებლით მიღებული შემოსავალი, ამიტომ ისინი დახურულნი რჩებიან.

     

  • ამერიკელებმა სანაპიროებს მიაშურეს, მაშინ როცა გარდაცვლილთა რიცხვი მალე 100 000-ს მიაღწევს

    ამერიკელებმა სანაპიროებს მიაშურეს, მაშინ როცა გარდაცვლილთა რიცხვი მალე 100 000-ს მიაღწევს

    შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება და სავარაუდოდ ივნისში, 100 000 გახდება. ამის მიუხედავად, კარანტინის ზომების შემსუბუქებისთანავე, პირველივე უქმეებზე, როცა ხსოვნის დღის გამო, უქმეებს ორშაბათის დასვენებაც დაემატა, ამერიკელებმა მასობრივად სანაპიროებს და პარკებს მიაშურეს.

    გასულ კვირაში ამერიკის 11 შტატში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირდა. მათ შორის არიან: მერილენდი, ვირჯინია, ნევადა, ალაბამა, არკანზასი, მინესოტა, მეინი და სხვები. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევების ზრდა. შესაძლო მიზეზებს შორის ასახელებენ ვირუსის სარს-კოვ-2 მეორე ტალღას, შტატებში კარანტინის ზომების შემსუბუქებას და ასევე – ტესტირების გაფართოებას.

    თუმცა, ამერიკელების ნაწილი გასულ უქმეებზე აშკარად შეეცადა თავი დაეღწია ყოველდღიური პრობლემების და ცუდი ახალი ამბებისგან. საკარანტინე ზომების შემსუბუქება მეტ-ნაკლებად 50-ვე შტატში ხდება და შესაბამისად, ბევრგან ოკეანის სანაპიროებიც გაიხსნა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მერილენდის ქალაქ ოუშენ-სითიში, რომელიც პოპულარულ საზაფხულო კურორტად ითვლება.

    სამხრეთის შტატებში ბიზნესების უმეტესობა გაიხსნა. თუმცა, ჩრდილოეთის ზოგ შტატში რესტორნები და სილამაზის სალონები ჯერ ისევ დაკეტილია. მათ შორისაა ნიუ-იორკი და ილინოისი, სადაც ბიზნესების გახსნა შედარებით ნელი ტემპებით ხდება. ორივე შტატში რესტორნებს უფლება აქვთ კლიენტებს გამზადებული ულუფების შინ წაღების შეკვეთებით მოემსახურონ.

    კვირას, “ნიუ-იორკ თაიმსის” პირველ გვერდი მთლიანად დაეთმო ახალი კორონავირუსის გამო გარდაცვლილ ადამიანებს. გაზეთმა ათასამდე ადამიანის სახელი, გვარი და მოკლე ამბავი გამოაქვეყნა, რათა მკითხველებისთვის უბრალო ციფრების მიღმა მდგარი, პანდემიის გამო დაკარგული სიცოცხლეები ეჩვენებინა.

    “ჩვენ შევეცადეთ მსხვერპლისთვის ადამიანური სახე მიგვეცა” – უთხრა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” მარკ ლეისიმ, გაზეთის ერთ-ერთმა წამყვანმა რედაქტორმა. “ვცდილობდით ეს განუწყვეტლად მზარდი რიცხვი როგორღაც გაგვეადამიანურებინა… ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს რაოდენობა კი შემზარავია” – თქვა “ნიუ-იორკ თაიმსის” რედაქტორმა.

    ერთ-ერთი გარდაცვლილი 25 წლის ჰეილი ჰერეირაა, თერაპევტი. რომი კოენი 91 წლის იყო. მან გესტაპოს დევნისგან მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა 56 ოჯახი გადაარჩინა. ლილა ფენუიკი 87 წლის იურისტი გახლდათ, პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ჰარვარდის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა…

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია – ტრამპი

    ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია – ტრამპი

    “ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა WJLA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    როგორც ტრამპი აცხადებს,  საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მოწინააღმდეგეს, ჯო ბაიდენს დადებითი თვისებები სრულებით არ გააჩნია.

    „ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია. დაფიქრდით, ისეთ ადამიანს ვუპირისპირდები, რომელიც მარტივ კითხვებსაც კი  ვერ პასუხობს.ასეთი რამ არასდროს მინახავს. სინამდვილეში გამოცდილება მას არ აქვს. ბაიდენს ისიც კი არ ახსოვს, გუშინ რას აკეთებდა. რა გამოცდილებაზეა საუბარი? არასოდეს მივიჩნევდი მას ჭკვიან ადამიანად. მთელი დღე შემიძლია ვისაუბრო ბაიდენის სუსტ მხარეებზე“.- აცხადებს დონალდ ტრამპი.

  • საფრანგეთში პირველი ტრანსგენდერი მერი აირჩიეს

    საფრანგეთში პირველი ტრანსგენდერი მერი აირჩიეს

    საფრანგეთის ქალაქ ტიუა–ლე–მარშენის  კომუნის საბჭომ პრაქტიკულად ერთსულოვნად აირჩია ქალაქის ხალ მერად ტრანსგენდერი ქალი მარი კო.

    55 წლის კანდიდატი გარემოს დაცვის და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროგრამით გამოდიოდა. ის საფრანგეთში პირველი ტრანსგენდერი მერია.

    მარი კო განათლებით აგროტექნიკოსია.

    ტიუა–ლე–მარშენი ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით, ბელგიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქია 600 მოსახლით.

    მუნიციპალური არჩევნები იქ მარტში ჩატარდა და გამარჯვება მოუტანა პოლიტიკურ ძალას “ერთად გადავწყვიტოთ“, რომლის სიით იყრიდა კენჭს მარი კო. ქალაქის მერი მოქალაქეების მიერ პირდაპირ არ აირჩევა. მას კომუნის საბჭო იწვევს. საბჭოს 15 წევრიდან 14–მა შაბათს ხმა კო–ს მისცა.

    არჩევის შემდეგ მან სააგენტო ფრანს პრესს განუცხადა, რომ ის “აქტივისტი არ არის“ და აპირებს არა გენდერულ პრობლემებზე, არამედ მუნიციპალიტეტის საქმეებზე კონცენტრირდეს.

    “ხალხს იმიტომ არ ავურჩევივარ, რომ ტრანსგენდერი ვარ. მათ ჩემი პროგრამა აირჩიეს“– თქვა მან.

    “ტრანსგენდერების არსებობა საზოგადოებაში და მათ მიმართ არსებული ფობიების დაძლევა, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმეების შესრულებაზეა დამოკიდებული. ვულოცავ მარი კო–ს!“– დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის გენდერული თანასწორბის საკითხთა მინისტრმა მარლენ შაპამ.

    ტიუა–ლე–მარშენის არჩევნებმა აჩვენა, რომ ფრანგები უფრო პროგრესულები ხდებიან, ხმას აძლევენ ინდივიდის ღირსებებიდან გამომდინარე და არა მათი გენდერული კუთვნილების  მიხედვით – განაცხადა ტრანსგენდერთა ნაციონალური ასოციაციის თანადამფუძნებელმა სტეფანი ნიკომ.

  • ვინც ფიქრობს, რომ ჩინეთი პანდემის შედეგებისთვის კომპენსაციას გადაიხდის, ოცნებობს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ვინც ფიქრობს, რომ ჩინეთი პანდემის შედეგებისთვის კომპენსაციას გადაიხდის, ოცნებობს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი აცხადებს, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგებისთვის ჩინეთი კომპენსაციას არ გადაიხდის და ვინც ამაზე ფიქრობს, ოცნებობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე მოუწოდა აშშ-ს, დროის ფლანგვა შეწყვიტოს.

    მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა თავს დაესხას ჩინეთს, რაც ძალიან სამწუხაროა.

    ვან იმ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაიცვა და განაცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებაც ორგანიზაციის რჩევები არ გაითვალისწინეს, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ. მისივე თქმით, WHO-ს დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა, კარგად იმუშავა და “წესიერი ქვეყნები” საერთაშორისო ორგანოს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

    აშშ ჩინეთს დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს და სურს კორონავირუსის ადამიანური და ეკონომიკური ზიანის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.

  • მელანია ტრამპმა თეთრ სახლში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

    მელანია ტრამპმა თეთრ სახლში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

    აშშ–ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში გილოცავთ 2020 წლის სკოლის ბოლო კლასის  კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. ცერემონიალს დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, თუმცა სიტყვით მოსწავლეებს მელანია ტრამპმა მიმართა.

    “ყველამ უნდა იამაყოთ საკუთარი თავით, რომ თქვენი ცხოვრების ეს თავი დახურეთ.

    შესაძლოა დღევანდელი დღე არ გამოიყურება ისე, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, თუმცა თქვენ გყავთ მშობლები, რომლებიც ამაყობენ თქვენით, გაქვთ თქვენი ოჯახის, მეგობრების, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენ უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ და მიხარია რომ ვხედავ, ყოველი თქვენგანი როგორ ადაპტირდა ამ ახალ, დროებით ცხოვრების წესთან. ბევრი ღონისძიება და ზეიმი გამოტოვეთ, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა მოძებნა ახალი გზები კავშირისთვის და აქტიურობისთვის, კვლავ ფოკუსირეული დარჩა სწავლის დამთავრებაზე.

    თქვენ დაუმტკიცეთ მთელ სამყაროს, რომ შეგიძლიათ მნიშვნელოვან საქმეს მთელი გონებით შეეჭიდოთ,  ძალა მოიკრიბოთ და წარმატებას მიაღწიოთ, ყველას გვაჩვენებთ, რომ თქვენ, ჩვენი მომავალი თაობა ფლობთ ძალას და ამერიკულ სულს.

    ნუ დაიხევთ უკან, მისდიეთ თქვენს ოცნებებს.  “–უთხრა მელანია ტრამპმა მოსწავლეებს.

     

  • კარანტინის გამო მსოფლიოში ათასობით ქალის ცხოვრება კოშმარად იქცა. ისინი ტირანთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი

    კარანტინის გამო მსოფლიოში ათასობით ქალის ცხოვრება კოშმარად იქცა. ისინი ტირანთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი

    კორნავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ მსოფლიოში ჯანდაცვის პრობლემები გააშიშვლა, არამედ გენდერული ძალადობაც წაახალისა: მილიონობით ქალი სახლში ტირანთან ერთად აღმოჩნდნენ ჩაკეტილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მიმართ ძალადობა გახშირდა, ისევე როგორც ქალების გარდაცვალების ფაქტები. ასეთი ტენდენცია მკაფიოდ ფიქსირდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მაგალითად, მექსიკაში მხოლოდ წლის დასაწყისიდან ოჯახური ძალადობის შედეგად 400 ქალი დაიღუპა.

    პრობლემა ის არის, რომ ქალები 24 საათის განმავლობაში საკუთარ აგრესორებთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი. რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად სხვადასხვა ზომები ტარდება. მაგალითად, მკაცრი კარანტინის დროსაც კი ბევრ ქვეყანაში პოლიციაში წასვლა განცხადების დასაწერად სახლიდან გასვლისთვის საპატიო მიზეზად ითვლებოდა. ხშირად აგრესორი პარტნიორები სახლიდანაც მიჰყავდათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ აგრესორთან სადღეღამისოდ გამოკეტილ ქალებს მანევრირებისთვის ნაკლები სივრცე დარჩათ.

    გარდა ამისა, ბევრი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია კარანტინის პირობებში ისე აქტიურად ვეღარ მუშაობს. რა თქმა უნდა, არსებობს საგანგებო ცენტრები, საკონსულტაციო და დროებითი განთავსების ცენტრები. ასევე მობილური აპლიკაციები პოლიციის დროულად ინფორმირებისთვის. მაგალითად, თუ ქალს ტელეფონთან წვდომა აქვს, მას შეუძლია ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და დახმარება თხოვოს.

    გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ  პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

    მან თქვა, რომ მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.

    “ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია. მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. “ — განაცხადა გუტიერეშმა.

    მისი თქმით, პანდემიის პირობებშიც კი მოძალადეების სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს და მსხვერპლი ქალების თავშესაფრით უზრნუნველყოფა მთავრობებისთვის გადაუდებელი აუცილებლობა უნდა იყოს.

    გაზრდილ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა კარანტინის დროს სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს. მაგალითად,  კანარის კუნძულებზე წამოიწყეს ინიციატივა “სამედიცინო ნიღაბი 19“, რომლის წყალობით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აფთიაქები ჩაერთნენ. თუ ქალი აფთიაქში მიდის და “სამედიცინო ნიღაბ 19“–ს კითხულობს, ფარმაცევტი ვალდებულია მაშინვე პოლიცია გამოიძახოს. ეს ინიციატივა სხვა ავტონომიურ ოლქებზე და ქვეყნებზეც გავრცელდა, მას საფრანგეთშიც იყენებენ. თუმცა პრობლემის მაშტაბი სხვადასხვა ინიციატივების თუ ფონდების შექმნის მიუხედავად არ შემცირებულა.

    კარანტინის გამოცხადებისთანავე ბევრმა უფლებადამცველმა დასვა კითხვა: რა უნდა ქნან ქალებმა, რომლებიც აგრესორთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი.  ისინი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში დიდი როლი მეზობლებს ეკისრებათ. თუმცა ბევრი ძველი პარადიგმით აგრძელებს ცხოვრებას და ფიქრობს, რომ ოჯახური კონფლიქტები პირადი საქმეა. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად განცხადებით პოლიციას თავად მსხვერპლი მიმართავს, მეორე ადგილზე მსხვერპლის ახლობლები არიან. სრულიად უმნიშვნელო წილი მოდის მესამე პირებზე, რომლებმაც პოლიციას ძალადობის შესახებ შეატყობინეს.

  • ესპანეთში კაფე–ბარები, საფრანგეთში პლაჟები, პორტუგალიაში საზღვრები ტურისტებისთვის–ევროპა თანდათანობით იხსნება

    ესპანეთში კაფე–ბარები, საფრანგეთში პლაჟები, პორტუგალიაში საზღვრები ტურისტებისთვის–ევროპა თანდათანობით იხსნება

    ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც ქვეყანაში შემსვლელთათვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება, პორტუგალია ტურისტებისთვის იხსნება. ქვეყნის მთავრობა ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუსტო სანტოს სილვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის ღიაა და მათ აეროპორტში მხოლოდ სანიტარული კონტრლი  და უსაფრთხოების წესები ელით, რომელიც უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნორმად იქცა: აეროპორტში ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულოა. სხვამხივ, სილვას განცხადებით სახელმწიფო უწყებები მზად არიან ქვეყანაში  კორონავირუსის ახალი შემთხვევების შეტანის საფრთხეს გაუმკლავდნენ.

    საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელის, რომ ევროკავშირის შიდა საზღვრები 15 ივნისიდან გაიხსნება, მანამდე კი მეხუთე რესპუბლიკაში თანდათანობით ამსუბუქებენ შემზღუდავ ზომებს. კერძოდ, ნებადართულია პლაჟებზე გასვლა, თუმცა მხოლოდ სეირნობისა და სერბილისთვის. პლაჟზე წოლა და გარუჯვა ჯერჯერობით აკრძალულია.

    შემზღუდავი ზომები შემსუბუქდა ესპანეთის რეგიონთა უმრავლესობაში. ორშაბათიდან კი კარანტინიდან გამოსვლის პირველი ეტაპი დაიწყება მადრიდსა და ბარსელონაი, სადაც რესტორნები, ბარები და კაფეები სტუმრების მომსახურებას ტერასებზე შეძლებენ. გაიხსნება მუზეუმები. დაშვებული იქნება სპორტი, სეირნობა და სუფთა ჰაერზე მცირე ჯგუფებად შეკრება. ამასთან ერთად, ნიღბების ტარება სავალდებულოა.

    მკაცი საკარანტინო ზომები ესპანეთში მარტის შუა რიცხვებიდან შემოიღეს. საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი ამ კვირას 7 ივნისამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებს გახსნის ვიზიტორებისთვის ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუმცა ტურიზმის სრულფასოვან ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

  • ტრამპი გუბერნატორებისგან ეკლესიების გახსნას მოითხოვს

    ტრამპი გუბერნატორებისგან ეკლესიების გახსნას მოითხოვს

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გუბერნატორებისგან ეკლესიების, სინაგოგების და მეჩეთების რაც შეიძლებ მალე გახსნას ითხოვს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რელიგიური შეკრებები კორონავირუსის გავრცელების გამო აიკრძალა, რამაც საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება გამოიწვია აღმსარებლობის თავისუფლების მოთხოვნით.

    „გუბერნატორებმა უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და ამ ძალიან მნშვნელოვანი ადგილების გახსნის ნებართვა გასცენ ახლავე, ამ შაბათ–კვირას. თუ ამას არ გააკეთებენ, ვაიძულებ„– განაცხადა ტრამპმა.

    მისი ამ განცხადების შემდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა პირობა დადო, რომ ეკლესიების გახსნის გეგმას წარმოადგენს, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის აღდგება ღვთისმსახურება.

    “ვიმუშავეთ სხვადასხვა სულიერ ლიდერებთან მთელ შტატში, განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომები როგორც დიდი, მეგა ეკლესიების, ასევე პატარა რელიგიური თემების მიმართ, ასევე სხვადასხვა ტიპის სალოცავი ადგილების მიმართ, განვიხილეთ სანიტარული ნორმები,  გვქონდა ურთიერთობები სინაგოგებთან და სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან. ვიმუშავეთ ინსტრუქციებზე მთელი ამ სფეროსთვის და უკვე რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორშაბათს ამ ინსტრუქციებს წარმოვადგენთ“– განაცხადა გუბერნატორმა.

    მანამდე ის აბმობდა, რომ მომავალი კვირიდან კალიფორნიის ოლქების ადმინისტრაციები საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესაძლებლობას მიიღებდნენ, რომლებიც შტატში მარტის შუა რიცხვებიდან მოქმედებს.

  • ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მორწმუნეებს საკუთარი სივრცე დაუთმო

    ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მორწმუნეებს საკუთარი სივრცე დაუთმო

    ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მლოცველებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო მეჩეთებში ვეღარ ლოცულობენ, საკუთარი სივრცე დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

    გერმანიამ რელიგიური მსახურება 4 მაისიდან დასაშვები გახადა,თუ ისინი დაიცავდნენ  მინიმუმ 1.5 მეტრიან სოციალურ დისტანციას. ამის შემდეგ დარ ასალამის მეჩეთმა, რომელიც ნოიკელნის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ მორწმუნეების ნაწილის მიღება შეძლო. დახმარების მიზნით, მართა ლუთერანის ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო.

    მეჩეთის იმამმა განაცხადა რომ, ეს საოცარი სიმბოლური ჟესტია და პანდემიამ კრიზისის პირობებში საზოგადოება გააერთიანა.

    “ეს შესანიშნავი სიმბოლური ჟესტია. რამადანს სიხარული მოაქვს ასეთი კრიზისის პირობებშიც კი. პანდემიამ ჩამოგვაყალიბა, როგორც საზოგადოება და გაგვაერთიანა”, – განაცხადა მეჩეთის იმამმა.